ვერშემდგარ ლიდერს არც ოპოზიცია იღებს, არც დასავლეთი - ყველასგან უარყოფილი ექსპრეზიდენტი ისტორიას ჩაბარდა

ვერშემდგარ ლიდერს არც ოპოზიცია იღებს, არც დასავლეთი - ყველასგან უარყოფილი ექსპრეზიდენტი ისტორიას ჩაბარდა

ოპოზიციის ვერშემდგარი ლიდერი ექს-პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ისევ პოლიტიკურ ავანგარდში მოქცევას ცდილობს, თუმცა უშედეგოდ. ოპოზიცია მას ლიდერად არ აღიარებს. მიუხედავად საჯარო განცხადებებისა, ოპოზიციაში არ არის თანხმობა და მზაობა იმაზე, რომ ის ლიდერი იყოს. ზურაბიშვილის ფაქტორი ნელ-ნელა იკლებს და მისი განცხადებები, გეგმა, ქარტია ოპოზიციისთვის უკვე საახალწლო სურვილებად და სადღეგრძელოებად იქცა.

მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ ახლა ამ აქციებს ერთი მიზანი აქვს – როგორმე ამ წინააღმდეგობის მოძრაობას „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი სეგმენტი ჩამოაშორონ და სალომე ზურაბიშვილი – ეს ჩვეულებრივი, რიგითი, ნომრიანი აგენტი და მისი გარემოცვა წინ წამოწიონ, როგორც ოპოზიციის ლიდერი. ნებისმიერი აქცია სწორედ ამ მიზანს ემსახურება, თუმცა უშედეგოდ. მას ოპოზიცია როგორც ლიდერს არ იღებს.

ზურაბიშვილმა, 25 თებერვალს, რუსთაველის გამზირზე, პირველი გიმნაზიის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ვრცელ გამოსვლაში ზურაბიშვილმა ისაუბრა სამოქმედო გეგმაზეც და თქვა, რომ „უალტერნატივოა“ ახალი არჩევნების დანიშვნა.

„გეგმა არის ერთი და უალტერნატივო - ახალი არჩევნები“, - თქვა მან და დაამატა, რომ საქართველოში არის „ღრმა კრიზისი“, რომელიც ოთხი თვეა, გრძელდება.

„ახლის“ ლიდერის ნიკა გვარამიას განცხადებით უკვე პოლიტიკურ შეტევაზეა გადასვლაა საჭირო.

„ჩვენ უკვე უნდა გადავიდეთ პოლიტიკურ შეტევაზე - ბიძინა ივანიშვილს უნდა გამოვტაცოთ არჩევნები, ოღონდ სამართლიანი პირობებით არჩევნები... ხალხი ქუჩებში გამოსვლა არის ცვლილებებისთვის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი წინაპირობა. მუშაობა უნდა გაგრძელდეს ყველგან - ქუჩებში, რეგიონებში, დედაქალაქებში, რათა შენარჩუნდეს არაღიარების ხაზი, ეს აუცილებელი და გადამწყვეტია“,-ამბობს გვარამია.

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია არჩევნებს კი არ ითხოვს, არამედ რადიკალურ პროცესებს, რომლის დაფინანსებაზეც ამერიკის პრეზიდენტმა უარი თქვა, ამას კი გვარამია ადასტურებს.

„სალომე ზურაბიშვილის რაღაც ბოდვების კითხვით არ გადავიღლებით. სალომე ზურაბიშვილი მომსახურების ზონიდან საერთოდ გასულია და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, დილა-საღამოს რას იტყვის. ნიკა გვარამია კი ჯერ კიდევ ჩამოსაყალიბებელია, დონალდ ტრამპი რუსეთის აგენტია, თუ რუსეთმა დასვა ამერიკაში. ასევე, ჩამოყალიბდნენ, საპროტესტო აქციები რა მიზნით ტარდება, რა არჩევნების დანიშვნას ითხოვენ? თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბერშია და თუ მონაწილეობას არ იღებენ, თქვან. თუ არჩევნები უნდათ, ოქტომბერშია და თავიანთი რეიტინგები გაზომონ, მათ მხარს თუ უჭერენ. კარგად იციან, რომ მათი მხარდაჭერა მინიმალურია. ისინი არჩევნებს კი არ ითხოვენ, არამედ იმ რადიკალურ პროცესებს, რომლის დაფინანსებაზეც ამერიკის პრეზიდენტმა უარი თქვა. გვარამია ადასტურებს, დიახ, საქართველოში რადიკალური პროცესები გვინდაო. სწორედ ამიტომ, USAID-სა და ევროკავშირს რადიკალური პროცესების დაფინანსებას სთხოვენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ არათუ არჩევნებში უნდა მიიღოს მონაწილეობა, არამედ პოლიტიკიდან საერთოდ უნდა წავიდნენ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილის ლიდერად აღიარება ოპოზიციაში არ უნდათ. ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ თუკი ზურაბიშვილის ამ გეგმას გაჰყვებიან, მაშინ მისი ლიდერად აღიარება მოუწევთ.

„ზურაბიშვილის მიმართ ინტერესი ნელ-ნელა იკლებს და მისი განცხადებები ოპოზიციისთვის უკვე აღარ არის მომხიბვლელი. ზურაბიშვილს მაშინ ჰქონდა წონა ოპოზიციისთვის, როცა ის პრეზიდენტი იყო და დასავლეთთან კომუნიკაციისთვის მისი გამოყენება შეეძლოთ. თუ ზურაბიშვილს სურს, რომ ეს ინტერესი გაიზარდოს, რაიმე მოძრაობა ან პარტია უნდა შექმნას და სათავეში ჩაუდგეს, რისი მოლოდინი და ალბათობაც ნაკლებია.

მერამდენე გეგმა გამოაქვეყნა, რის მიმართაც ოპოზიციის მაინცდამაინც დიდი ინტერესი არ გამოუხატავს. მაშინაც ქარტიის ირგვლივ იმიტომ გაერთიანდნენ და ხელი მოაწერეს, რომ პრეზიდენტი იყო და ერთიანობის ილუზიის შექმნა იყო საჭირო. ამიტომ თუ ზურაბიშვილის ამ პუნქტებს მართლა გულწრფელად აღიარებენ, ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია ფაქტობრივად, მის ლიდერობას აღიარებს, ეს კი არ უნდათ, თორემ აქამდეც ჰქონდათ ამის საშუალება“, - ამბობს ძაბირაძე.

მისივე თქმით, დიდი იმედი არა აქვს, რომ ამ გეგმით რაღაც ახლის შექმნა დაიწყება და ზურაბიშვილს ვინმე ლიდერად წაიმძღვარებს.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილზე დასავლეთის მხრიდან იმედების დამყარება დიდი სიბრიყვე იყო. გვენეტაძე for.ge-სთან აცხადებს, რომ ქალს, რომელსაც ქვეყნის შიგნით არანაირი გავლენა და ავტორიტეტი არ აქვს, ოპოზიცია ლიდერად არ დაიყენებს.

„ზურაბიშვილმა თავისი ადგილი ვერ ნახა და ოპოზიციისთვისაც წამგებიანია. აქეთ-იქით დადის ეულივით. ხან ისევ პრეზიდენტად ასაღებს თავს და რაღაცა გეგმების წარდგენაშია. ახლა ოპოზიციაშიც აღარ უნდათ მაგის ხუშტურებზე სიარული, ამათაც თავიანთი გასჭირვებიათ. სადაც მიტინგს დაინახავს დადის და ოპოზიციის ლიდერად თავის გამოცხადებას ცდილობს. ამათაც უკვე ყელში ამოუვიდათ და „აიგნორებენ“.

მასზე დასავლეთიდან ფსონის დადება და აქ დატოვება მართლა დიდი სისულელეა. არაერთხელ ვუთხარით, შევუთვალეთ მის პატრონებს, რომ ამ ქალს ხალხში არ აქვს რეიტინგი და არავის სჭირდება. მიუხედავად ამისა, აქ მაინც დატოვეს. ვურჩევ ზურაბიშვილს წავიდეს თავის სამშობლოში, ევრობიუროკრატებთან. ახლა იმათ თავიანთი გასჭირვებიათ და იქნებ რამით მიეხმაროს.

ოპოზიციაში კი არიან ბრიყვები, მაგრამ სულ მთლად ბრიყვებიც არ არიან, ისინი ხედავენ, რომ სალომე ზურაბიშვილი პირიქით, ანტირეკლამაა, ამიტომ ახლა მაგის ერთ სიტყვასაც აღარ გაიზიარებენ და ივლის ესეც აქეთ - იქით ეულივით, სანამ არ მოსწყინდება“, - ამბობს ედიშერ გვენეტაძე.

Gami ერთი წაიკითხეთ რას როშავს "ამბები.ჯი-ზე" ეს დაჩუტული ყვერებით ჩამოსაკიდი ძაბირაძე! ამდენი ბოღმა, შლაკი, ტყუილი , ზონთი და სისულელე საიდან?!
1 თვის უკან
მარბიელი პარლამენტი რიგი კანონების, თუ სხვა გადაწყვეტილებების მიღებაში ასო-ების მონაწილეობის სავალდებულოობას აუქმებს, ე.ი. ავტორიტარიზმისაკენ მიექქანებაო, გაჰკივინ ასოები და ცოცხტვ-ები
მე ვისაც მივეცი ხმა, ის ხელისუფლებაში არასდროს მოსულა (2012 წლის გარდა)მაგრამ ყველა ხომ ვიღაცამ აირჩია/ ... მერე საქმეებს ამ არჩეულის მიერ დანიშნული მტავრობა აკეთებს ავად, თუ კარგად ... ეს ენჯეოები ვინ ჩემი ყლეები არიან?მათ რატომ უნდა გადაწყვიტონ რამე? არჩეულები არ არიან, არც არჩეულების დანიშნულები ... არც მათი ცოდნა და კვალიფიკაცია შეუმოწმებია ვინმეს და ის, რომ მათ ვიღაც, რაღაც ჩემთვის (და თქვენთვისაც) უცნობ საქმის საკეთებლად აფინანსებს, ამიტომ უნდა დამასვან თავზე? თავზე არა ...
1 თვის უკან
დოი ამ ქალს წლების მანძილზე საკუთარი ძმა უარყოფდა და ბოლოს საერთო ინტერესმა ორივე ხმალამოღებული იბრძვის საქართველოსცწინააღმდეგ სხვა ე.წ. ემიგრანტებთან ერთად!
1 თვის უკან
ლევკოთეა მეც წავიკითხე ძაბირძის ,,პროგნოზები" კვირის პალიტრაში.
რა იდიოტიც იყო ხომ ისეც ვიცოდი, მაგრამ ამისთანა ბოროტი არამზადა თუ იყო, ვერ ვივარაუდებდი.
მაგალითად ჩიტაძეც დებილია, მაგრამ სჯერა რასაც ლაპარაკობს და ეპატიება.
ძაბირაძე კი, უკანასკნელი არაკაცია.
1 თვის უკან
Eduard3186 შენი დედაც, დეზინფორმაციის გამავრცელებლებო, ქოცებო. თუ შეცდომითაა, და უნდა გეთქვათ ქართული ოცნების წევრები, ეგ სხვაა, და ზურაბიშვილისა კიდევ სხვააა
1 თვის უკან