ერთ დროს გმირად აღიარებული, ახლა ღალატის კლასიკური ნიმუში გახდა. სამწლიანი საშინელი ომი უკრაინელი ხალხის გენოციდით და კაპიტულაციით სრულდება. პარასკევს ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ხელს მოაწერს ძალიან დიდ გარიგებას. არსებული ინფორმაციით, აშშ და უკრაინა წიაღისეულის შესახებ შეთანხმების პროექტის პირობებზე შეთანხმდნენ. კითხვაზე, თუ რას მიიღებს უკრაინა წიაღისეულის შეთანხმების სანაცვლოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ აშშ-მა უკრაინისთვის უკვე უზრუნველყო 350 მილიარდი დოლარი, უამრავი სამხედრო ტექნიკა და ბრძოლის გაგრძელების უფლება.
„გავიგე, რომ პარასკევს მოდის. რა თქმა უნდა, ჩემთვის მისაღებია, თუ მას სურს ხელი მოაწეროს ჩემთან ერთად. მესმის, რომ ეს დიდი გარიგებაა, ძალიან დიდი საქმეა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში.
როგორც მედია იუწყება, უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, კიევი დათანხმდა ხელი მოეწერა შეთანხმებას უკრაინის მინერალური რესურსების, მათ შორის ნავთობისა და გაზის ერთობლივი განვითარების შესახებ, მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა უარი თქვა მოთხოვნაზე აშშ-ს 500 მილიარდი დოლარის პოტენციური შემოსავალი მიეღო. შეთანხმება ითვალისწინებს ფონდის შექმნას, რომლისთვისაც უკრაინა წიაღისეულის, ნავთობისა და გაზის მოპოვებიდან მომავალი შემოსავლების 50 პროცენტს გამოყოფს.
ფონდი გამოყენებული იქნება უკრაინის ფარგლებში პროექტებში ინვესტიციებისთვის. The Financial Times-ის ცნობით, ფონდის საქმიანობა არ ვრცელდება უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტში შესულ რესურსებზე, რასაც უკრაინა მოიხმარს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს გავლენას არ მოახდენს ნავთობისა და გაზის უმსხვილესი მწარმოებლების „ნაფტგაზისა“ და „უკრნაფტას“ ოპერაციებზე. ამასთან, შეთანხმებაში არ არის ნახსენები აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიები, რასაც კიევი დაჟინებით მოითხოვდა. შეთანხმება დამტკიცებულია იუსტიციის, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ და ის უკრაინის უმაღლესმა რადამაც უნდა დაამტკიცოს.
პოლიტოლიგი, საერთაშორისო ურთიერთობათა მკვლევარი, თამარ კიკნაძე აცხადებს, რომ უკრაინის დღევანდელი მმართველი მართულია სხვა ძალების მიერ და თავად ვერ წყვეტს ომის დასრულების საკითხს.
„ისინი ეუბნებიან, რომ არ მიიღოს ომის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება, ტრამპიც ამას ეუბნება. ზელენსკი კი ვერ იღებს ასეთ გადაწყვეტილებას, აი, ამაშია საქმე. ინგლისელები პირდაპირ ეუბენებიან, რომ ომი გააგრძელოს, ევროპელები პირდებიან, რომ შეიარაღებას მიაწვდიან. მოკლედ, ამ საკითხის გარშემო კულუარული დაპირისპირებაა, როგორც აშშ-ს ევროპას შორის, ასევე ინგლისსა და ევროპას შორის“, - აცხადებს თამარ კიკნაძე.
როგორც პოლიტოლოგი ამბობს, რუსეთ-უკრაინის საკითხი მოგვარდება რუსეთთან და შემთხვევითი არაა, რომ პირველი საუბარი ტრამპს ჰქონდა პუტინთან. მისი თქმით, აქ სუბიექტი არ არის ზელენსკი და იძულებული იქნება გააკეთოს ის, რასაც ეტყვიან.
„პარასკევს თეთრ სახლში მოხდება რესურსების გადანაწილება, მოლაპარაკება უკრაინის სტატუსზე და ა.შ. ზელენსკი, როგორც ასეთი, გადაწყვეტილების მიმღები არ არის, ის არის ობიექტი და რასაც ეტყვიან, ის უნდა შეასრულოს. შეჯერებული გადაწყვეტილებაა პუტინისა და ტრამპს შორის, ამიტომ დაიბარეს ამერიკაში და რასაც ეტყვიან იმას გააკეთებს.
ტაბლიაშვილი რომ ამბობს, ეგრე არ არის. ტრამპის უკან ძლევამოსილი ძალები დგას, რომლებიც გაცილებით უფრო საღად აზროვნებენ, ვიდრე წინა ძალები და ორიენტირებული არიან მშვიდობაზე. წინა ისტებლიშმეტმა ამერიკა ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო. ამხელა ფინანსური დეფიციტი აქვთ და გარდა ამისა დაღმავალი ციკლი აქვთ.
ტრამპის ის 5-მილიონიანი ოქროს ბარათი, ვინც ამერიკაში 5 მილიონის ინვესტირებას გააკეთებას, ავტომატურად მიიღებს ამერიკის მოქალაქეობას იმის მაჩვენებელია, რომ ძალიან ბევრი მდიდარი ადამიანი და ბიზნესმენი გადაინაცვლებს ამერიკაში, რადგან პირდება, რომ შეუქმნის სათანადო პირობებს. ამიტომ არავითარი დემენცია, ძალიან პრაგმატულად მოქმედებს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თამარ კიკნაძე.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ამბობს, რომ მრავალპლაცდარმიანი პროცესია. არსებობენ საერთაშორისო მეგაკორპორაციები, რომლებიც დგანან ამ გლობალური ომის პარტიის უკან, ისინი არიან ომის დამკვეთები, რომლებსაც უკვე აქვთ უზარმაზარი მძლავრი ქონება შეძენილი უკრაინის ტერიტორიაზე და მათ შორის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და დიდი რაოდენობით ცნობილი საბადოები.
„ტრამპის გლობალური მიზანი არის ეს გლობალისტური ძალები დატოვოს სახსრების გარეშე და ის რესურსი, რისი წაღება უნდოდა უკრაინიდან, აღმოჩნდეს არა მეგაკორპორაციების ხელში, არამედ აშშ-ის სახელმწიფოს ხელში და ამასთან არის დაკავშირებული, რაც უკრაინის ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია. ტრამპი ამბობს, რომ შეიქმნება სპეციალური ფონდი, რომელიც მოხმარდება უკრაინის აღორძინებას და ამ ფონდის მართვას აშშ და უკრაინა ერთობლივად მოახერხებენ.
სხვათა შორის, არის მოსაზრება, რომ ამ ფონდის შექმნაში მონაწილეობას მიიღებს თვით რუსეთიც და ამის შესახებ განცხადება გააკეთა პუტინმა, მაგრამ დაამატა, რომ იმ ტერიტორიების აღორძინებას მოხმარდება, რომელიც რუსეთის კონტროლს ქვეშ არის და პლუს, ამაში მონაწილეობის მიღებას აპირებს ჩინეთი, რაც უკრაინისთვის არის საუკეთესო გამოსავალი, რომ ამ დამანგერეველი ომის შედეგები რამენაირად შეაჩეროს.
რაც შეეხება იმ პოზიციას, რომ გავაგრძელებთ ომსო, ეს აბსოლუტურად უპერსპექტივოა. რაც დრო გადის უკრაინის მდგომარეობა დამძიმდება, უფრო მეტი ადამიანი დაიხოცება და უფრო მეტ ტერიტორიებს დაკარგავს და საბოლოოდ შესაძლებელია მივიღოს ისე, რომ უკრაინა, როგორც სახელმწიფო, გაქრეს. სიჯიუტეც არ ჰქვია ამას, ეს არის სუიციდის ფაქტი, რასაც ზელენსკი ცდილობს იმ მიზნით, რომ შეინარჩუნოს თავისი მდგომარეობა. მან უზარმაზარი ქონება დააგროვა. პრაქტიკულად, როგორც ტრამპმა უკვე გამოაცხადა ზელენსკი დიქტატორი გახლავთ. რეალურად ასეა და მას არ სურს ამ ვითარების შეცვლა, მაგრამ მოუწევს. ეს არის ისეთი პროცესი, სადაც ზელენსკის არავითარი შანსი არ აქვს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.