მკვდრებმა მკვდრები შვეს

მკვდრებმა მკვდრები შვეს

ოპოზიცია ცდილობს ქუჩის პროტესტი შეინარჩუნოს და აქციების მუხტის გასაძლიერებლად გარკვეულ რიცხვებს ასახელებს. 15 თებერვალს დაანონსებული აქცია უკვე ჩატარდა, თუმცა ოპოზიციამ აქციაზე საკუთარი მხარდამჭერების გამოყვანაც ვერ შეძლო და ეს დაანონსებული „მასშტაბური პროტესტი“, კრახით დასრულდა. მიუხედავად ამისა, ოპოზიცია იხტიბარს არ იტეხს და 18 თებერვალს, ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეზე აპირებენ შეკრებას და პარალელურად დახურულ ჯგუფებში თუ ღია სოციალურ გვერდებზე ერთმანეთს საყვედურობენ და ამუნათებენ.

ოპოზიციის მხადამჭერი ახალგაზრდები წერენ, რომ უმეტესობა მათი მეგობარი და თანამებრძოლი სახლებში ჩაიკეტა და აქციებზე სიარულს კიარა სატელეფონო ზარებსაც აღარ პასუხობენ. მათ ეჭვი აქვთ, რომ ამ ახალგაზრდებს ხელისუფლება აშინებს და დაკავებების ეშინიათ.

ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ ოპიზიცია პოლიტიკურ და ფინანსურ კრიზისს განიცდის და ის ახალგაზრდები, რომლებიც ფულის სანაცვლოდ გამოჰყავდათ, ვეღარ გამოჰყავთ. ხოლო ვინც რაღაც იდეის გამო გამოდიოდნენ, მიხვდნენ, რომ ოპოზიცია მათ იყენებდა, არც გეგმა აქვთ და არც მხარდაჭერა იმის, რომ ხელისუფლება შეცვალონ.

18 თებერვლის გარდა, პროტესტის ორგანიზატორებს „მასშტაბური“ აქცია აქვთ დაგეგმილი საბჭოთა ოკუპაციის დღეს, 25 თებერვალს და უწყვეტი პროტესტის მე-100 დღეს - კიდევ ერთ „მასშტაბურ აქციას“ 7 მარტს აანონსებენ.

გაკოტრებულმა ოპოზიციამ ახალი პოლიტიკური მოძრაობა შექმნა - „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“. მოძრაობის წარდგენა ეგნატე ნინოშვილის დაბადების დღეზე მის ძეგლთან გაიმართა. მოძრაობა აერთიანებს სხვადასხვა პროფესიის, გამოცდილებისა და ინტერესების მქონე მოქალაქეებს და ეფუძნება „ევროპულ მემარცხენე გამოცდილებას“

ამ დროისთვის მოძრაობას 100-ზე მეტი წევრი ჰყავს.

„გასულ კვირებში გავრცელდა ჭორი, რომ წინააღმდეგობაში ჩართული ადამიანები, მემარცხენეებად რომ მოიხსენიებთ ხოლმე, რაღაცას აპირებენ. თქვენ იცით, სად არიან მემარცხენეები, ჩვენ ვართ წინააღმდეგობის ნაწილი და ვართ იქ, სადაც ხალხს სჭირდება. დღეს ვართ აქ იმიტომ, რომ გითხრათ - ეს ჭორი არის სიმართლე. 130 წლის წინ გურიაში ეგნატე ნინოშვილის დასაფლავებაზე დაარსდა პირველი ქართული სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა, რომელმაც ამ ქვეყანას დამოუკიდებლობა მოტანა და დღეს ჩვენ, 130 წლის შემდეგ, 17 თებერვალს, ეგნატე ნინოშვილის დაბადების დღეზე, მის ბიუსტთან შევიკრიბეთ იმისთვის, რომ გითხრათ - აქ ვართ, ერთად ვართ და ჩვენი სახელია „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“, - თქვა ვახუშტი მენაბდემ.

ანალიტიკოსი გიორგი ახვლედიანი for.ge-სთან ამბობს, რომ ოპოზიციის მხრიდან მცდელობა შეინარჩუნოს ქუჩის პროტესტი და ყოველდღიურად შექმნას განცდა, რომ ქუჩაში პროცესები კვლავ გრძელდება, რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული.

„ფაქტია და ყველა ხედავს, რომ ამ საპროტესტო მუხტს დაღმავალი პროცესი აქვს და რაიმე განვითარებას ან ახალ ენერგიას ვერ ვხედავთ. პირიქით, ოპოზიციის მხარდამჭერებში სკეპტიციზმი და ნიჰილიზმი მზარდია, მით უმეტეს, რომ მსოფლიოში ტრამპის საგარეო პოლიტიკის გამო დიდი გაუგებრობაა. გზაკვალაბნეული ოპოზიცია კი ბრიუსელში დარბის, სადაც უარეს დღეში არიან. ახლა მათი მთავარი დასაყრდენი ბრიუსელია და ცდილობენ შექმნან განცდა, თითქოს თბილისში ხალხი ყველაფრის მიუხედავად არ ჩერდება. საპროტესტო მუხტი კვლავ არსებობს და დახმარება ესაჭიროებათ“, - ამბობს ახვლედიანი და განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც ოპოზიციას და ენეჯეო სექტორს ტრამპმა ამერიკული ფულის ხვრელი ამოუქოლა, მთელი ევროპული ფულის ამარად დარჩნენ. თუმცა იქაც, სიტუაცია მარტივი არაა და მათ დარწმუნება სჭირდებათ. ოპოზიცია კი იძულებულია ხან ერთი თარიღი მოიგონოს და ხან მეორე.

„ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღე ყოველ დღე ხომ არ იქნება, მერე რა მიზეზით გამოიყვანენ ხალხს? პოლიტიკურად და ფინანსურად გაკოტრებული ოპოზიცია საკუთარ ამომრჩეველს კვლავ ატყუებს, რადგან ცდილობს ის ხალხიც არ დაკარგოს, რომელიც იდეის გარშემო ქუჩაში გამოდის. ეს ახალგაზრდები, რომელთა მეგობრების თავისუფლება და ჯანმრთელობა ოპოზიციის არასწორმა ქცევებმა შეიწირა, სახლში ვერ დასხდებიან. მათ ეს ემოციური ფონი აქვთ. ამიტომ ოპოზიცია იძულებულია, თან დასავლეთს აჩვენოს, რომ რაღაცა აქ კიდევ ხდება და თანაც ეს ემოციურად მოთუხთუხე ახალგაზრდები ქუჩაში ორთქლის გამოსაშვებად ატაროს. ხან რა რიცხვს მოიგონებენ, ხანაც რას და ბოლოს ეს ციფრები თავადვე ავიწყდებათ.

ახლა ცდილობენ, გვაჩვენონ, თითქოს, აქციების ფონზე ახალი ძალა აღმოცენდა. ეს ხომ სასაცილოა. ეს ადამიანები ხომ იგივე ენჯეო სექტორიდან არიან და ყველამ კარგად იცის, ვინ რას წარმოადგენს. ჩვენს ქვეყანაში მუდმივად არის საუბარი იმაზე, რომ მესამე ძალა უნდა გაჩნდეს, მაგრამ ამათ ცოდვილობაზე რა უნდა ვთქვა - ვინაა მენაბდე ან მისი გარემოცვა, იცნობს ხალხი, რა ავტორიტეტი აქვთ საზოგადოებაში?! რაღაცა ვიწრო ბაბლის გარდა მათ არავინ იცნობს ქვეყნის მასშტაბით. ასე რომ, სანამ საკუთარ ამომრჩეველს მოატყუებენ იქამდე ივლიან, ალბათ, რუსთაველზე. სხვა პერსპექტივას მე ვერ ვხედავ. 15 თებერვალსაც რამდენი კაცი იყო კი დავინახეთ“,-ამბობს ახვლედიანი.

Gami ამ მოძრაობის საპატიო წევრები არიან: გოგია უიშვილი და კაცია მუნჯაძე. შესაბამისად წევრების ნომერი 1 და ნომერი 2 წიგნაკებიც მათზე გაიცა. ვაი, ამათ პატრონს.
1 დღის უკან
მარბიელი ვინაა ახალი და საღი, მრავალჯერ მრავალს გადანახტომი ვახუშტა, თუ მარცხნივ მდგომი 200-კილოიანი "მშივრებზე მზრუნველი?"
1 დღის უკან
Aburjga Tasmanieli კიდევ ერთხელ ვულოცავ ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს! სპეციალურად არ დავწერე სიტყვა ბატონი იმიტომ, რომ ის არის მსახური, დიახ საქართველოს მსახურ ბიძინა ივანიშვილს ვულოცავ დაბადების დღეს! ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ კვლავ საქართველოს საკეთილდღეოდ!
1 დღის უკან
ლაზი ა ბატონო, ცინცხალი სახეები. კაციშვილი ვერ იტყვის მაგათ მიმხრობილობაზე ვერაფერს! გამოჩნდნენ და დააქუხეს პროგრამა მაგრამ რა დააქუხეს! სულ ბდღვირს აადენენ ესენი, ნაცარში.
არადა, ერთ დროს, თავისი ასაკის შესაბამისი ავტორიტეტიც კი ჰქონდა ამ ლორთქიფანიძეს. ეს მენაბდე ადრე იურისტობდა და ახლა ნოტების სადგამი გახდა?
1 დღის უკან
tamara რა დიდი სირცხვილი ხართ ქართველი ერისთვის,მაგრამ თქვენ ხომ უსამშობლოები ხართ და არც ეროვნება არ გაგაჩნიათ ალბათ
1 დღის უკან
დოი ბიძინას გაუმარჯოს,დღეს მშვიდობის შენარჩუნებაში მის ღვაწლს ვინც ვერ ხედავს,ისტორია დადებს ყველაფერს!...ეს ლევანი და მისი რაზმი რა სასაცილოდ გამოიყურებიან ყველაფრის ფონზე.აფსუს ლევან,საიდან სად ჩაეშვი!...ვენს ქვეყანას გაუმარჯოს და შორს თწვენი ბინძური ხელები ე.წ. ოპოზიციავ!
1 დღის უკან
Aburjga Tasmanieli ტრამპი ფორმაშია!!! აი პირველწყაროდან მოუსმინეთ ბმული დაგლიჯა! მოვკვდი სიცილით!
1 დღის უკან
Aburjga Tasmanieli ბმული
1 დღის უკან