„დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობა, თუკი პირველი სხდომით ვიმსჯელებთ, შედარებით მსუბუქად დაიწყო: კომისიის წინაშე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ცალსახად დაადასტურა, რომ სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა საერთაშორისო სასამართლოებში, იქნებოდა ეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თუ ჰააგის ტრიბუნალი, ფაქტობრივად - არ წარმოებდა. უარესიც: სააკაშვილის რეჟიმი დანაშაულებრივად თავად ქმნიდა სამართლებრივ საფუძვლებს საქართველოს ეროვნული ინტერესების საპირისპიროდ და შეგნებულად მალავდა ისეთ მტკიცებულებებს, რაც გადამწყვეტად სასარგებლო იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის სასამართლო დავების წარმოების დროს. ეს ყველაფერი ისედაც კარგად იყო ცნობილი, თუმცა, ბუნებრივია, დროებითი საგამოძიებო კომისია სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებათა ერთგვარ სისტემატიზაციას ამითი იწყებს.
რასაკვირველია, ეს მხოლოდ დასაწყისია და შედარებით მსუბუქი სისტემური ბოროტმოქმედებანია. მოსალოდნელია, რომ კომისიის საქმიანობა მეტად და მეტად გაღრმავდება, ეტაპობრივად მთლიანად აეხდება ფარდა რეჟიმის დანაშაულებრივ ხასიათსა და უმძიმესი სისტემური ბოროტმოქმედებების "ანატომიას".
მათ შორის, ყველაზე ამაზრზენი ბოროტმოქმედების - აგვისტოს ომის უბედურების, რაც არ უნდა მომხდარიყო და ეროვნულ ინტერესებში მოქმედი ყოველი ხელისუფლება, თუკი კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედებდა, მას თავიდან აიცილებდა; ბოლომდე ნათელი გახდება ამ უმძიმესი ეროვნული ტრაგედიის გამომწვევი მიზეზები; დარწმუნებული ვარ, სრულიად აშკარად გამოიკვეთება სააკაშვილის რეჟიმის მძიმე ბრალეულობა, რასაც აქამდეც ობიექტური გამოძიება და სამართლებრივი შეფასება უთუოდ სჭირდებოდა.
ამდენი ხანი ზედაპირზე დევს და საჯარო სივრცეშიც არაერთი უტყუარი, სრულიად მკაფიო, დოკუმენტური მტკიცებულება არსებობს, რომ აგვისტოს ომი არა მხოლოდ რუსეთის დანაშაულებრივმა აგრესიამ, არამედ სააკაშვილის რეჟიმის მიერ შეგნებულად, ბოროტი განზრახვით და დიდი ალბათობით, გარეშე მტრული ძალების ნების კარნახით, კონსტიტუციის განსაკუთრებით უხეშმა დარღვევებმაც განაპირობეს, რამაც მოვლენათა განვითარების ულმობელი ლოგიკის გარდაუვალი აუცილებლობით საომარი ესკალაცია წარმოშვა და საბოლოო შედეგად საქართველოს სამხედრო-პოლიტიკურ კრახამდე მიგვიყვანა. ეს კი არის ყველაზე მძიმე დანაშაული, რაც კი რომელიმე ხელისუფლებამ, უფრო სწორედ - დანაშაულებრივმა რეჟიმმა, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ შესაძლოა არა მხოლოდ პრაქტიკულად, არამედ თეორიულადაც, რომ ჩაიდინოს. ბოროტმოქმედმა რეჟიმმა და მისმა პოლიტიკურმა კარკასმა- "ნაციონალურმა მოძრაობამ" სამართლებრივად პასუხი უნდა აგოს უწინარესად აგვისტოს ომში საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური კრახის გამოწვევის გამო, რაც კონსტიტუციის შეგნებულად, ბოროტი ქმედებით უხეშ დარღვევაში გამოიხატება!
სხვათა შორის, ზუსტად იგივე ამაზრზენი დანაშაული უკრაინაში ჩაიდინა ზელენსკის რეჟიმმა. კონსტიტუცია რომ დაეცვა, ე.ი. თავისივე დადებული ფიცის შესაბამისად საკუთარი უმთავრესი ვალდებულება შეესრულებინა, ეს რეჟიმიც თავიდან აიცილებდა კატასტროფულ ომს და კიდევ უარესიც: ეს ომი შეწყდებოდა ერთ თვეში, არ ექნებოდა მსგავსად გამანადგურებელი შედეგები, სტამბოლის მოლაპარაკებები შეგნებულად რომ არ ჩაშლილიყო...
სამშობლოს ღალატის "ანატომია" - უკრაინაშიცა და საქართველოშიც ერთი და იგივეა. შემზარავი პათოლოგია, რომლის არსიცაა სახელმწიფოს გადაგვარება დანაშაულებრივ რეჟიმად, გარეშე ძალების მიერ ინსპირირებული ფერადი რევოლუციების იმპულსითაა გამოწვეული. ამ თვალსაზრისით ჯერ იყო ე.წ. ვარდების, შემდეგ კი უკრაინის ე.წ. ნარინჯისფერი რევოლუცია. შემდეგ კი პირიქით: უკრაინამ "გადაგვასწრო" - ჯერ იქ იყო მაიდანი, რაც აქაც სცადეს. თანაც, სულ ცოტა, 4-ჯერ მაინც. მაგრამ ამჯერად კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ და ახლა, გეოპოლიტიკური "მოდუს ვივენდის" ძირფესვიანი ცვლილების გამო, მათი, ე.ი. ზელენსკის მოქმედი რეჟიმისაც, რაც სააკაშვილის რეჟიმის კლონია და პირიქით - "სამარცხვინო ბოძზე გაკვრა" ცხადია, სიმბოლურად, მაგრამ სამუდამოდ, მხოლოდ დროის ამბავია!“
და ეს ესე რომ იქნებოდა შტერების გარდა განა ვინმეს ეპარებოდააა ეჭვიი???
აი დღეს ან ხვალ მოსკოვს აიღებენ..... აი დამკაში გადიან .....აი პუტინს დაიჭერენ.....კიდევ ათასი სისულელე
აბა ვინ გავიდა დამკაში......უკრაინა აღარააა ...რაც დარჩა იმას კიდევ ეხლა ევროპელები გაინაწილებენ
კი მაგრამ ამერიკა იმ წიაღისეულს უკრაინელი ხალხის დახოცვის გარეშე, რააა ვერ წაიღებდააა??-- ხალხი რაღაზე დახოცეს???
,,მეგობრები,,
აი მაგეთი მეგობრები არ გამოელიოთ ნაცებს და ევროპას ..
.ხო დაადოთ ტრამპმა ყველას ნივრიანი........თანაც კაი ბლომად ნივრიანი,,,,
კი მაგრამ ეს ქაჯი ნაცები (უკრაინელები, ევროპელები) ამას რატო ვერა ხვდებოდნენ, ან ამას რა დიდი მიხვედრა უნდოდა??
გასაგებია როიმ ამერიკა ჩათლახია მაგრამ იმათგან რა გინდათ?? ის თავისი პირადი ინტერესებით მოქმედებდა....ესენი???
ესენი კი უბრალოდ (ნაცები... ევროპელები.... და განსაკუთრებით უკრაინელები) ფულზე დახარბებული ჩათლახები და შტერები არიან