„რა მნიშვნელობა აქვს უკრაინა იქნება ნატო-ში თუ სხვა რომელიმე გაერთიანებაში, ესეც ხომ მიუღებელი იქნება რუსეთისთვის, რა იცვლება?!“

„რა მნიშვნელობა აქვს უკრაინა იქნება ნატო-ში თუ სხვა რომელიმე გაერთიანებაში, ესეც ხომ მიუღებელი იქნება რუსეთისთვის, რა იცვლება?!“

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ახალი ინიციატივით გამოვიდა, რასაც გარკვეული ვნებათაღელვა და საპასუხო განცხადებები მოჰყვა ევროპელი ლიდერების მხრიდან. ზელენსკის თქმით, ევროპის შეიარაღებული ძალების შექმნის დრო დადგა. აღნიშნული განცხადება შეფასდა უკრაინის მხრიდან გარკვეული გზების ძიების ხერხად იმისათვის, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ, უკრაინამ ევროპაში საკუთარი ადგილი დაიკავოს. ზელენსკიმ აქვე განმარტა, რომ ეს საჭიროა, რათა ევროპის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება ევროპაში მოხდეს.

მოდით, ვიყოთ გულახდილები: არ შეგვიძლია გამოვრიცხოთ შესაძლებლობა, რომ ამერიკამ თქვასარაევროპის საკითხებზე, საკითხებზე, რომლებიც ევროპას საფრთხეს უქმნის. მჯერა, დადგა დრო, ევროპის შეიარაღებული ძალები შევქმნათ. მტრის შეტევას მხოლოდ ფული ვერ შეაჩერებს. საქმე მხოლოდ ბიუჯეტს არ ეხება, არამედ, ადამიანების მიერ იმის გაცნობიერებას, რომ საკუთარი სახლები უნდა დაიცვან. ამ მხრივ, უკრაინას ევროპის დახმარება შეუძლია. უკრაინის შეიარაღებული ძალების გარეშე ევროპული არმია რუსეთს ვერ შეაჩერებს. ევროპაში თანამედროვე ომის წარმოების რეალური გამოცდილება მხოლოდ ჩვენს არმიას აქვს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის ამ განცხადებას პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევროპული ქვეყნები არ შექმნიან ერთიან არმიას რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების საპასუხოდ. მისი თქმით, ევროკავშირი ამჟამად გაძლიერებულ ბრიგადას აყალიბებს.

ფრთხილად უნდა ვიყოთ ამ ტერმინთან, რადგან ხალხს სხვადასხვაგვარად ესმის, თუ ამით გესმით ეროვნული არმიების გაერთიანება, ეს არ მოხდება, მაგრამ მხარს ვუჭერ იმას, რომ ევროპამ, ევროკავშირმა საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობები განავითაროს“, - აღნიშნა სიკორსკიმ, როდესაც უპასუხა შეკითხვას - არსებობს თუ არა ევროპული არმიის შექმნის შესაძლებობა და დასძინა: თუ აშშ- სურს, რომ ჩვენ გავძლიერდეთ თავდაცვის სფეროში, მას უნდა ჰქონდეს ეროვნული კომპონენტი, ნატო- კომპონენტი, მაგრამ მე ასევე მჯერა, რომ ევროკავშირის კომპონენტი, ევროკავშირის სუბსიდიები თავდაცვის ინდუსტრიისთვის, რათა გაზარდოს ჩვენი წარმოების უნარი, მაგრამ ასევე ევროკავშირის ძალა, რომელიც მისი სახელის ღირსია“.

სამხედრო ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე For.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ უკრაინას ღიად ეთქვა უარი ნატო-ში მიღების თაობაზე, ამის ფონზე, უკრაინის პრეზიდენტი გზებს ეძებს, ადგილი დაიმკვიდროს ევროპაში. სალუქვაძემ აღნიშნა, რომ სანამ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია არსებობს, რთული წარმოსადგენია, ევროპის კონტინენტზე კიდევ რაიმე ახალი გაერთიანება გაჩნდეს, რომელიც ნატო- საპირწონე იქნება.

მთელი ამ ომის განმავლობაში, მუდმივად იყო საუბარი, რომ უკრაინა ევროპის უსაფრთხოებისთვის იბრძვის, უკრაინა უზრუნველყოფს ევროპის უსაფრთხოებას და .. როცა უკრაინასა და მის პარტნიორებს შორის იყო საუბრები სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით და ზელენსკი ხშირად ამბობდა, რომ ეს დახმარება არ არის საკმარისი, მაშინ გაუჟღერებია მას, რომ თქვენ მოგვაწოდეთ იარაღი და ჩვენ ვიომებთ - ამ ტიპის განცხადებები ზელენსკის მხრიდან სიახლე არ არის.

ევროპის დასაცავად პირველადი ძალ უნდა იყოს თავად ევროპა, თუ ევროპა არ მიიღებს ზომებს, რათა მათი თავდაცვის ხარჯები შეესაბამებოდეს ამჟამინდელ რეალობას და უსაფრთხოების მოთხოვნებს, მაშინ ამერიკა ამაში მონაწილეობას არ მიიღებს - ალბათ, აქ ცდილობს ზელენსკი იპოვოს მისი ადგილი: ბევრჯერ მოგვისმენია, რომ უკრაინის ჯარი ევროპის კონტინენტზე ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი და თავის თავს სთავაზობს ევროპას.

ეჭვი მეპარება, რომ ერთად აღებული მთელი ევროპის შეიარაღებული ძალები, ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე, რაიმე სერიოზულ ძალას წარმოადგენდეს. ზელენსკი ცდილობს სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ იპოვოს თავისი ადგილი და იყოს გარკვეულ გაერთიანებაში. მოვისმინეთ, რომ უკრაინა ვერ გახდება ნატო- წევრი, შესაბამისად, საჭიროა რაღაც ახალი ფორმატების ძიება - ზელენსკი ამ ახალ ფორმატებს ეძებს, რომ მშვიდობის დამაყრების შემდეგ, თუ ნატო-სკენ უკრაინის გზა დახურული იქნება, მან რაღაც ახალ გაერთიანებაში მიიღოს მონაწილეობა. სხვა საკითხია, რა რეაგირება მოჰყვება ამას ევროპის მხრიდან.

ნებისმიერი ახალი ფორმატი ევროპის კონტინენტზე იქნება ნატო- პარალელური სტრუქტურა. ვერ წარმომიდგენია ნატო- წევრი ქვეყანა, რომელიც ერთი მხრივ ნატო-შია და მეორე მხრივ, რომელიღაცა გაერთიანებაში - მსგავსი პრეცენდენტი ჯერ არ ყოფილა. ნებისმიერ გაერთიანებას აქვს თავისი ინტერესები და თავისი პოლიტიკა. ვფიქრობ, სანამ ნატო იარსებებს, მსგავსი პარალელური სტრუქტურა ევროპის კონტინენტზე არ იქნება, - განაცხადა ამირან სალუქვაძემ.

მისი თქმით, თუკი უკრაინის წევრობა ნატო-ში ავტომატურად რუსეთის აგრესიას გამოიწვევს, იგივე შედეგი იქნება თუკი უკრაინას სხვა რომელიმე, ევროპულ გაერთიანებაში ვიხილავთ:

ამერიკა საკითხს ასე უდგება: უკრიანის ნატო-ში წევრობა ავტომატურად იწვევს რუსეთის რეაქციას, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს უკრაინა იქნება ნატო-ში თუ სხვა რომელიმე გაერთიანებაში, სადაც უკრაინის უკან თუ მასთან ერთად იქნებიან ასევე დიდი სახელმწიფოები, მაგალითად, გერმანია, პოლონეთი, ბრიტანეთი და .. ესეც ხომ მიუღებელი იქნება რუსეთისთვის და მაშინ რა იცვლება?! - თუ უკრაინის წევრობა ნატო-ში რუსეთისთვის მიუღებელია და ეს გამოიწვევს სამხედრო კონფლიქტს, ანალოგიურიად გამოიწვევს კონფლიქტს სხვა ნებისმიერი გაერთიანება, რომელშიც უკრაინა გაწევრიანდება, - დასძინა სალუქვაძემ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თომა ამ კვერცხმა ვერ გაიგო, არავინ დაინგრევს აწყობილ ცხოვრებას ხახოლების გამო, ესენი ხომ მხოლოდ საზარბაზნე ხორცად სჭირდებათ და ბუფერულ ზონად, იგრძნო კვერცხმა გალაყების სუნი.
3 დღის უკან
ლაზი უკრაინის ნატოში შესვლა თუ უკვე აღიარებულია უპერსპექტივოდ, საქართველოს საკითხი სხვანაირად განიხილება? თუ ბაიდენის მეორედ მოსვლის იმედად უნდა ვიძახოთ, საქართველოს უსაფრთხო მომავალი ნატოშიაო?!
იმ ნატოს შემქმნელი და მთავარი დამფინანსებელი გეუბნება, თქვენს გამო ნაპოლეონის და ჰიტლერის დამმარცხებელ რუსეთთან ომი ჩემს ინტერესებში არ არისო. სიკორსკი და ერთპარასკევდარჩენილი შოლცი რას რას იტყვიან ვინმეს სერიოზულად მიაჩნია?
ან იქნებ, ახლა უკვე, რუსეთთან "მომლაპარაკებელი" ხაზარაძის და უპრინციპო ვაშაძის ან ევროპაში მოწანწალე ზურაბიშვილის იმედი აქვს ვინმეს ამ ქვეყანაში.
3 დღის უკან
trampi უკრაინა პირადი ინტერესებისათვის ამერიკამ თხასავით გაყიდა, პლიუს მთავარი!!! ................ ხალხი გაწყდა
და ეს ესე რომ იქნებოდა შტერების გარდა განა ვინმეს ეპარებოდააა ეჭვიი???
აი დღეს ან ხვალ მოსკოვს აიღებენ..... აი დამკაში გადიან .....აი პუტინს დაიჭერენ.....კიდევ ათასი სისულელე
აბა ვინ გავიდა დამკაში......უკრაინა აღარააა ...რაც დარჩა იმას კიდევ ეხლა ევროპელები გაინაწილებენ

კი მაგრამ ამერიკა იმ წიაღისეულს უკრაინელი ხალხის დახოცვის გარეშე, რააა ვერ წაიღებდააა??-- ხალხი რაღაზე დახოცეს???
,,მეგობრები,,
აი მაგეთი მეგობრები არ გამოელიოთ ნაცებს და ევროპას ..
.ხო დაადოთ ტრამპმა ყველას ნივრიანი........თანაც კაი ბლომად ნივრიანი,,,,
კი მაგრამ ეს ქაჯი ნაცები (უკრაინელები, ევროპელები) ამას რატო ვერა ხვდებოდნენ, ან ამას რა დიდი მიხვედრა უნდოდა??
გასაგებია როიმ ამერიკა ჩათლახია მაგრამ იმათგან რა გინდათ?? ის თავისი პირადი ინტერესებით მოქმედებდა....ესენი???
ესენი კი უბრალოდ (ნაცები... ევროპელები.... და განსაკუთრებით უკრაინელები) ფულზე დახარბებული ჩათლახები და შტერები არიან
2 დღის უკან