„ყველა, ვინც მონაწილეობდა ტერორისტული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში, უნდა იქნეს მხილებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ატრუებულები ქვეყანას გადაჩეხავენ“

„ყველა, ვინც მონაწილეობდა ტერორისტული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში, უნდა იქნეს მხილებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ატრუებულები ქვეყანას გადაჩეხავენ“

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეიდან მუშაობას იწყებს - 10:00 საათზე. დღევანდელ სხდომაზე კომისია რამდენიმე პირის მოსმენას გეგმავს. ერთ-ერთია იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი, რომელსაც 2003-2012 წლების განმავლობაში მომხდარ კანონდარღვევებზე წარმოებული საერთაშორისო დავებისა და საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ მოუსმენენ. კომისიის სხდომაზე მიწვეულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი, რომელსაც 2003-2012 წლებში გამართული საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ მოუსმენენ.

გარდა ამისა, დაგეგმილია გენერალური პროკურატურის წარმომადგენლის მოსმენა 2003-2012 წლებში მართლმსაჯულების სისტემაში დაშვებული ხარვეზების თაობაზე ნაწარმოები სისხლის სამართლის საქმეების შესახებ. ასევე კომისია მოუსმენს შსს-ს წარმომადგენელს, რომელიც 2003-2012 წლების პერიოდში მომხდარ კანონდარღვევებთან დაკავშირებით ისაუბრებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიას პარლამენტის ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს, რომლის განცხადებით, არ ახსენდება ასეთი ტიპის კომისია, რომელმაც ცხრაწლიანი პერიოდი უნდა შეაფასოს და ზღვა, მოცულობითი მასალა შეისწავლოს. მისივე თქმით, საგამოძიებო კომისია ყველა მიმართულებით იმუშავებს - არის ეს ციხეების მიმართულება, სასამართლოს მიმართულება, სისხლის სამართლებრივი ბლოკი, სამოქალაქო და ადმინისტრაციული მიმართულება, საჯარო მოხელეების მიმართულება, ე.წ. ჩარეცხილები, სხვადასხვა ტიპის ჩაგვრა თუ დევნა.

„რაც შეეხება 2008 წლის ომს, ჩვენ აქ არ ვსაუბრობთ იმ ქართველი ჯარისკაცების საქმიანობაზე, რომლებიც რეჟიმმა გაწირა და შემდეგ, როდესაც არაერთი მათგანი გმირულად დაეცა საკუთარი სამშობლოს დასაცავად ბრძოლაში, არც კი გადმოასვენეს ისე, როგორც ეს ეკადრება სამშობლოსთვის დაცემულ ადამიანს. ბევრი შემდეგ დააპატიმრეს და ბევრს, თუ არ დააპატიმრეს, სამუშაო პირობები მოუშალეს, რომელიც მანამდე ჰქონდა შექმნილი და დევნასა და ჩაგვრაში ამყოფეს მრავალი წლის განმავლობაში.

ჩვენ ჯარისა და ჯარისკაცების შელახული უფლებების გამოკვლევაზე ვიმუშავეთ, მაგრამ ომის ნაწილში დავინტერესდებით პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობით. შესაძლებელი იყო თუ არა ობიექტურად, რომ თუნდაც ის ჰააგის მართლმსაჯულების სასამართლოში დავა რუსეთის წინააღმდეგ უკეთესად მომზადებულიყო და ცხელ კვალზე, ასე ვთქვათ, მოგებულიც ყოფილიყო. სად წავიდა და რატომ წავიდა ქვეყნიდან აბსოლუტურად ყველანაირი მიღება-ჩაბარების აქტის გარეშე „ისკანდერი“, რომელიც რუსმა გორში ჩამოაგდო და როდესაც სტრასბურგის სასამართლოში გენერლებს ვუპირისპირდებოდით, ფოტოს მეტი მე არაფერი არ მქონდა. დავდიოდი ამ „ისკანდერის“ ფოტოთი და ვამტკიცებდი, რომ ეს ის არის, რაც რუსეთმა გორში ჩამოაგდო. ისინი დაგვცინოდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ეს ფოტოშოპიაო. სანამ ჩვენ არ დავაბრუნეთ ქვეყანაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ და ამას ზოგიერთი ახალგაზრდის გასაგონად ვამბობ, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ქვეყნიდან უკანონოდ გატანილი „ისკანდერი“ და არ დავდეთ სტრასბურგში მაგიდაზე, ვეღარ ვიგებდით იმ დავას რუსეთში. ამიტომ, ყველაფერი ეს, პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობა, რა თქმა უნდა, იქნება შესასწავლი“, - აცხადებს თეა წულუკიანი.

კომისიის საქმიანობის მთავარი შედეგი უნდა იყოს დასკვნა, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს იმასთან დაკავშირებით, როგორი იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ბედი. აღსანიშნავია, რომ თავსმოხვეული კოაბიტაციის მიუხედავად, ცალკეული გამოძიებები უკვე ჩატარდა და ბევრი ყოფილი მაღალაჩინოსანი სისხლის სამართლის პასუხისგებაშიც მიეცა, თუმცა ერთიანი სურათი, რა სახის დანაშაულთან გვქონდა საქმე და, კლასიკური გაგებით, ყოფილი ხელისუფლება იყო თუ არა დანაშაულებრივი კლანი, ასეთი დასკვნა არ დადებულა.

for.ge-სთან ინტერვიუში პოლიტილოგი სოსო მანჯავიძე აცხადებს, რომ ადგილი ჰქონდა მასშტაბურ სისტემურ დანაშაულს, რომელიც დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.

გარდა იმისა, რომ კომისიამ უნდა გამოიძიოს სისტემური დანაშული, როგორ ფიქრობთ, შემდგომი მიზანი უნდა იყოს თუ არა მაშინდელი მმართველი ძალის, როგორც დამნაშავე ძალის პოლიტიკური ველიდან გაყვანა?

სოსო მანჯავიძე: იმედია, რომ ეს კომისია სწორედ ამ ფუნქციას შეასრულებს - პოლიტიკური ველიდან გაიყვანოს ეს რადიკალური ძალა, რომელსაც აბსოლუტურად შეცდომით ჰქვია პარტია და მით უმეტეს ოპოზიციური პარტია, რადგან წარმოადგენს ტერორისტულ დაჯგუფებას, უცხო ქვეყნის აგენტურას, რომელიც მიზანიმართულად იბრძვის ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. არ შეიძლება ქართულ პოლიტიკურ ველზე იყოს დამნაშვეთა ჯგუფი.

ის ზიანი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა განაყოფებმა მიაყენა საქართველოს, აღურიცხავია. ბოლოს დააგვირგვინეს ტერიტორიების ჩაბარებით და მსხვერპლით. თავის დროზე ეს ადამიანები ჩამოყალიბდნენ ე.წ. ინკუპატორის სისტემით და წარმოადგენენ სხვადასხვა ქვეყნის დაზვერვების ინტერესებს, რის გამოც უნდა იქნენ მხილებული. ამიტომ, ვისაც კრიმინალი აქვს ჩადენილი და ასეთი არის უმრავლესობა, უნდა იქნენ დაპატიმრებული და ვინც არა, მათ უნდა აეკრძალოთ საჯარო სივრცეში გამოჩენაც კი.

მხილებული რომ უნდა იყვნენ ეს ერთია, მაგრამ არის მთავარი ა - შერჩევითობა, რაც ნამდვილად არის უმთავრესი პრობლემა და ამას ყველა მიმართულებით ვხედავთ...

- არავითარი არჩევითობა და შერჩევითობა! მათი კონტაქტები ხელისუფლებაში მყოფ გარკვეულ პირებთან არ უნდა იყოს შემაფერხებელი ფაქტორი! ყველა, ვინც მონაწილეობდა ტერორისტული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში, უნდა იქნენ მხილებულნი! აქ იგულისხმება ბიზნესის სისტემური ძარცვა; მოსახლეობის დაშინების მიზნით საჩვენებელი მკვლელობები; მიზანმიმართული მცდელობები საზოგადოების დაშინების მიზნით; პროვოკაციები; არჩევნების გაყალბება; მასობრივი თვალთვალი-მიყურადება და შემდეგ ამის გამოყენება ადამიანების დასატერორებლად; გაუპატიურებები და გაუპატიურების შიშის გამო გადაბირებები; უცხო ქვეყნის შეკვეთების შესრულება და ომის პროვოცირება ცხინვალის რეგიონში, რასაც მოჰყვა უმძიმესი პროცესები; ადამიანების მსხვერპლი; მეცნიერებისა და განთლების სისტემის მიზანმიმართული განადგურება და ა.შ.

ანუ, კომისიამ უნდა გამოიძიოს სისტემური დანაშაული - მოქმედება საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ უცხო ქვეყნის სასარგებლოდ?

- რა თქმა უნდა, და ამას აქვს განგრძნობადი ხასიათი როგორც მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, რომელიც, სხვათა შორის, მოხდა სახელმწიფო გადატრიალების გზით და, რომელსაც, რატომღაც „ვარდების რევოლუცია“ დაარქვეს და დღემდე ასე უწოდებენ. არავითარი რევოლუცია არ ყოფილა, ეს იყო ჩვეულებრივი სახელმწიფო გადატრიალება, ისევე, როგორც სახელმწიფო გადატრიალება იყო, რაც მოხდა ზვიად გამსახურდიას პერიოდში და რატომღაც ეს სახელმწიფო გადატრიალებები პოლიტიკურად არ არის შეფასებული.

გავიხსენოთ მათი მოქმედება 2012 წელს - არავითარი ხელისუფლების მშვიდობიანი ტრანზიცია ამათ არ უნდოდათ, მათი ხელისუფლებიდან ჩამოშორება, სინამდვილეში, იძულებით მოხდა, რადგან აზრი აღარ ჰქონდა წინააღმდეგობას გარკვეული პროცესების შემდეგ, რაც მოხდა. შესაბამისად, თითქოსდა მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი ტრანზიცია, რაც ასევე არის სრული აბსურდი და ტყუილი. სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ვერაფრით ვერ გამოერკვა, რომ ეს ნარატივი უნდა დაირღვეს.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავითარი ხელიუსფლების მშვიდობიანი გადაცემა არ იგეგმებოდა. არც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ და არც მათი მფრაველების მიერ. გავიხსენოთ NDI-ის და IRI-ის კვლევის შედეგები, რომელიც, რეალურად, კვლევები კი არა პოლიტიკური ნების გამოხატვა იყო - „ქართულ ოცნებას“ 17% აძლევდა ხმას, „ქრისტიანულ-დემოკრატიულ მოძრაობას“ 24% - ხომ გვახოვს? - გვახსოვს. რამდენს უწერდნენ „ნაციონალურ მოძრაობას“? - 63%-ს. რატომ მოხდა „ნაცმოძრაობის“ დემორალიზაცია ესეც ხომ გვახსოვს? - გვახსოვს. მრავალი ფაქტორის შერწყმის შედეგი იყო და ღვთის წყალობით ხელისუფლებიდან ჩამოცილებული იქნა ეს უაღრესად მავნებელი ძალა, რომელიც კიდევ უარესებს გეგმავდა.

რაც თქვენ უკვე ჩამოთვალეთ და რაც მათ ჩაიდენს, ამაზე მეტს რას გეგმავდენ?

- მცირე ბიზნესის განკულაკებასაც კი გეგმავდნენ. სიებიც კი ჰქონდათ შედგენილი. რას მოიტანდა ეს ყველაფერი ვხედავთ დღევანდელი უკრაინის მაგალითზე. უკრაინა კი არ იქნებოდა პირველი, ჩვენ ვიქნებოდით პირველი. ომისკენ რომ მიისწარფოდნენ, გადარჩენის ნულოვანი შანსით, ესეც ხომ ვნახეთ?! აბსოლუტურად წარმოუდგენელი რამ ხდებოდა და სამწუხაროდ, ხდება ჩვენს ქვეყანაში.

კიდევ ერთი დანაშაული ამ მავნებელი ძალის არის უპრეცედენტო უარყოფითი გავლენით მედია სისტემის შექმნა, რომელიც წამლავს საქართველოს მოსახლეობას, რომელმაც უამრავი ადამიანის გამოთაყვანება და სრული ზომბირება გამოიწვია. ანუ, მავნებლური პროგრამირება მოხდა. შხამიან საინფორმაციო ველში მოსახლეობის შეყვანის მებაირაღე იყო ჯერ „რუსთავი 2“, რომელიც მერე გამრავლდა და მივიღეთ სრულიად წარმოუდგენელი მასა ადამიანებისა, რომლებსაც ნებისმიერ პოზიტივზე ემართებათ ალერგია და ცდილობენ გაავრცელონ მხოლოდ ნეგატივი. პირდაპირ ეთერში ვუყურებდით რეპორტაჟებს გასვენებიდან და ა.შ. ნებისმიერი საინფორმაციო იწყება მკვლელობებით, გაუპატიურებებით და ა.შ.

რატომ არის საინფორმაციო ბადე აგებული მხოლოდ ნეგატივზე, რა არის მიზანი? კრიმინალი ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ ამაზე არ არის აგებული საინფორმაციო პოლიტიკა...

- ასე რომ იწყებოდეს ყველა საინფორმაციო გადაცემა რომელიმე ქვეყანაში, იქაც ასეთი საგიჟეთი მოეწყობა, როგორც მოაწყვეს ჩვენს სამშობლოში, სადაც ადამიანები დაავადმყოფეს. ეს არის ჩვეულებრივი ნარკოტიკი, ანუ უარყოფით ემოციებზე ნარკოტიკული დამოკიდებულება. საკამარისია რამე კარგი გაიგონ და ეწყებათ აგრესია. ეს ერთგვარი სულიერი ქეცია, რომლითაც დაასნებოვნეს მოსახლეობა.

ახლა როგორ უნდა შეწყდეს ამ შხამის გავრცელება?

- ეტყობა, ამის გარკვეული წანამძღვრები გვქონდა, რასაც ადასტურებს 80-90-იანი წლების ისტორიები. სამწუხაროდ, ვაი-ვიშიზმი და ჭმუნვარებისაკენ მიდრეკილებები ბევრს ჰქონდა. ეს სულიერი ქეცი გავრცელებული იყო, მაგრამ ამ საინფორაციო ნიღვარმა, საინფორმაციო კანალიზაციურმა შხაპებმა, რომლითაც ყოველდღიურად მოსახლეობას „ანებივრებენ“ გამოიწვია მათი სულიერი განადგურება. ადეკვატურ აზროვნებაზე კი არაა ლაპარაკი, არამედ ლაპარაკია ელემენტარულ ლოგიკაზე, რასაც ვხედავთ რუსთაველზე. მსოფლიო პოლიტიკა საერთოდ არ აინტერესებთ, მთავარია გადაკეტონ რუსთაველი.

ყველამ ვნახეთ, რომ 4 წელიწადში 4 თავდასხმა მოაწყვეს პარლამენტზე და რა? პოლიციელებზე თავდასხმა, გინება, დაზიანება, დაწვა ეს თურმე ყოფილა გამოხატვის თავისუფლება და პოლიციელს აქვს თურმე თმენის ვალდებულება. უტევენ სამთავრობო შენობებს და ეს ყოფილა გამოხატვის თავისუფლება, რომლის მიმართ ხელისუფლებამ და პოლიციამ უნდა გამოიჩინოს თმენის ვალდებულება. ანუ, ვინც ცდილობს სახელმწიფო გადატრიალება მოაწყოს და დაიჭირეს, ესენი ყოფილან პოლიტიკური პატიმრები.

ამ გამოთაყვანებულების საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ ასეთი ტიპის მოქმედებისთვის, მაგალითად, აშშ-ში დემოკრატიის აკვანში, როდესაც კაპიტოლიუმში შეჭრა გადაწყვიტეს, სადაც არც პიროტექნიკის, არც ქვების სროლა და არც პოლიციელების ცემა ყოფილა, იქ იყო ლაპარაკი იმაზე, რომ უნდოდათ გაეპროტესტებინათ მართლაც მოპარული არჩევნები და ამის გამო ადამიანები დახოცეს. ტრამპი აპირებს იმ ადამიანების ამნისტირებას, რომლებიც პოლიციას არ დაპირისპირებიან.

სამაგიეროდ, ჩვენ გვყავს პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც მოსახლეობას პირდაპირი ერთერიდან მოუწოდებენ აჯანყებისკენ, მაგრამ ამ დრომდე მათ მიმართ გამოძიება არ მიმდინარეობს...

- სამხედრო გადატრიალებისკენ მოუწოდებდნენ სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციის წევრები - სამხედროებს ეუბნებოდნენ გადმოდითო. ბავშვების გამოყვანისკენ მოუწოდა ზურაბიშვილმა და მასწავლებლებს ბავშვები მიჰყავდათ მიტინგებზე. სტუდენტებზე აღარაფერს ვლაპარაკობ, რადგან ეს ჩვენი პროფესურის გეოპოლიტიკური აზროვნების და საერთოდ, საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ნიჭი მიჩენს ერთგავრ ეჭვებს, რომ მათივე პროფესიონალიზმი მათივე პასუხისმგებლობის ხარისხს შეესაბამება.

ამიტომ, საჭიროა რადიკალური ზომები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ატრუებული და ამ პროპაგანდით გონებადაქვეითებული მასა ქვეყანას გადაჩეხავს. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა რომ მათ თავის ტყავზე გადაეტანათ ის, რისთვისაც იბრძვიან. კარგი იქნებოდა თავზე დასტეხოდათ ის შედეგები, რისკენაც მიისწრაფვიან. სამწუხაროდ, ამის შესაძლებლობა ჩვენ რომ მაგათთვის მიგვეცა, ახლა საქართველო იქნებოდა უკრაინაზე უარეს დღეში.

ჩვენ ამ შემთხვევაში აღმოვჩნდებოდით ღაზას სექტორი ან სირია, რომელსაც შეჰნატრიან და არც იციან, რა ხდება იმ სირიაში. გაშუქება აღარ ხდება იმის, რაც შიგნით ხდება და გეუბნებით, რომ კარგი არაფერი ხდება და კიდევ უარესი მოხდება. თუმცა, ამათ ამათ მაგალითების შედარების და ანალოგიების ნიჭი დაუქვეითდათ ინგა გრიგოლიას სმენით. იგივე პროცესი გვემუქრება ჩვენც, იმიტომ რომ ჩვენ გვიკავია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო და სტრატეგიული ადგილი დედამიწაზე, რომელზეც ინტერესი აქვს ძალიან ბევრ სახელმწიფოს. იმის მაგივრად, რომ გავუფრთხილდეთ ამ ყველაფერს და ჩვენს საკეთილდღეოდ გამოვიყენოთ, ეს ადამიანები ფაქტობრივად, გვღუპავენ და ამის საშუალება არ უნდა მივცეთ.

მარბიელი კომისიამ მუშაობა კარგად დაიწყო ... ომი, ნაცების პოზიცია ამ საკითხზე ...2004 წლის, 2008 წლის არჩევნები ... თუმცა გასაკვირია ყურადღების მიღმა დატოვება იმის, რომ თუ 2003 წლის არჩევნები გაყალბდა და დაინიშნა ხელახალი არჩევნები პროპორციული წესით, რატომ დარჩა ძალაში მაჟორიტარული არჩევნების შედეგები? პროპორციული გაყალბდა და მაჟორიტარული არა??? იქნებ არცერთი არ გაყალბებულა და აურზაური ნაცების (უცხოური ძალის ქვემდებარე ძალის) ხელისუფლებაში მოსაყვანად გათამაშდა?
1 თვის უკან
კარლო მარბიელი:უდავოა
1 თვის უკან