ირაკლი შიხიაშვილი სოფელ პატარა ლილოს 24 საათიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო

ირაკლი შიხიაშვილი სოფელ პატარა ლილოს 24 საათიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო

თბილსის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურ დირექტორთან ალექსეი კუზნეცოვთან ერთად სოფელ პატარა ლილოს ეწვია და 24 საათიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა.

როგორც ირაკლი შიხიაშვილმა განაცხადა, საკანონმდებლო ორგანო დაინტერესებულია, თუ რამდენად ეფექტურად და გეგმა-გრაფიკის მიხედვით ხორციელდება მიმდინარე სამუშაოები.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ხელმძღვანელობასთან ერთად დავათვალიერეთ ის სამუშაოები, რომელიც მიმდინარეობს პატარა ლილოში, ნასაგურში, წილუბანში.

ასეთი სამუშაო ადგილები ჩვენს დედაქალაში სულ შვიდია. მოსახლეობას რომ არ გაუჩნდეს ეჭვი, თითქოს ბიუჯეტის მიუღებლობით სადმე ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი ჩერდება და პრიორიტეტებს პრობლემა ექმნება, დასტურად ამისა, ჩვენ ვიმყოფებით ახლა იქ, სადაც მაღალი ტემპით მიმდინარეობს მუშაობა.

აქ კეთდება ათას კუბამეტრიანი რეზერვუარი, რომელიც წყალს ხუთას კუბამეტრიან რეზერვუარში გადაქაჩავს, საიდანაც თვითდინებით მომარაგდება პატარა ლილოს მოსახლეობა და  წყლის არ ქონის პრობლემა ამ ტერიტორიაზე სრულად მოიხსნება“,- განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.

როგორც ალექსეი კუზნეცოვმა განმარტა  კომპანია დედაქალაქის რამდენიმე ახლადშემოერთებულ დასახლებაში სამუშაოებს ერთდროულად აწარმოებს.

"წლევანდელი ცივი ზამთრის პირობებში წყალმომარაგებასთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნა. ამ ეტაპზე კომპანიის მიზანი წყლის მიწოდების შეფერხებისმინიმუმამდე დაყვანაა. აუცილებელია დამატებით ახალი მილსადენების დამონტაჟება, რადგანაც სისტემის გაუმართაობა სწორედ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს დამონტაჟებული მილების მწყობრიდან გამოსვლით არის განპირობებეულისა. პრობლემების მიუხედავად სამუშაოები ყველა ობიექტზე შეუფერხებლად მიმდინარეობს და მათი დასრულება დაგეგმილ ვადებში იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა ალექსეი კუზნეცოვმა.

ადგილობრივების განცხადებით, წყლის პრობლემის გამო პატარა ლილოს დასახლება რამდენიმე ოჯახმა დატოვა.

,,მადლობას მოვახსენებ ყველას, ვინც ჩვენი გასაჭირი გულთან ახლოს მიიტანა. გაუსაძლისი პირობები იყო და ამის გამო რამდენიმე მოსახლემ სოფელიც კი დატოვა. გაზაფხულისთვის უკვე ყველა დაუბრუნდება თავის კერას",- განაცხადა პატარა ლილოს მოსახლემ.