სატარიფო ომი - როგორ აისახება აშშ-სა და ევროკავშირს შორის ეკონომიკური უთანხმოება საქართველოზე?!

სატარიფო ომი - როგორ აისახება აშშ-სა და ევროკავშირს შორის ეკონომიკური უთანხმოება საქართველოზე?!

აშშ- ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა საერთაშორისო არენაზე რადიკალურად განსხვავებულია - დონალდ ტრამპის გეოპოლიტიკური ხედვა და მიდგომები ყურადღების ცენტრშია. როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტმა, განაცხადა, რომ ევროკავშირს ტარიფები დაუწესდება: „შემიძლია გითხრათ, რომ ეს აუცილებლად მოხდება ევროკავშირთან დაკავშირებით. არ ვიტყოდი, რომ არსებობს ვადები, მაგრამ ეს საკმაოდ მალე იქნება“.

ექსპერტთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ აშშ- და ევროკავშირის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდეს, უფრო მეტიც, ეს ყველაფერი სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს, რაც გარკვეულწილად საქართველოზეც ჰპოვებს ასახვას.

ექსპერტ ამირან სალუქვაძის თქმით, დონალდ ტრამპის პოლიტიკა მიანიშნებს იმაზე, რომ მისთვის სწორედ ამერიკის შეერთებული შტატებია ყველაზე მნიშვნელოვანი და არაფერი სხვა. სალუქვაძის განმარტებით, აშშ- პრეზიდენტი თვლის, რომ სავაჭრო ბალანსი დაცული უნდა იყოს.

ტრამპს არ დაუმალავს, რომ მისთვის ამოსავალი წერტილი არის ამერიკის შეერთებული შტატები და არა რომელიმე ბლოკი ან გაერთიანება. მას ძირითადი სავაჭრო პარტნიორები ჰყავს შერჩეული, ესენი არიან მექსიკა, კანადა და ევროკავშირი. პრეტენზიას უყენებს, რომ ევროკავშირი საშინლად ექცევა ამერიკას და თუ ასე გაგრძელდება, დაუწესებს გადასახადებს. მექსიკას და კანადას დაუწესა 25%-იანი გადასახადები, მიუხედავად მწვავე განცხადებებისა, დაიხიეს უკან, მოითხოვეს ვადა და გადაავადეს - ალბათ, დაახლოებით, იგივე იქნება ევროკავშირთან, ამერიკამ გააფრთხილა 20%-იან გადასახადზე და ელოდება საერთო გზავნილებს ევროკავშირისგან ან ცალკეული ქვეყნებისგან.

ევროკავშირის მოსახლეობა, დაახლოებით, არის 500 მილიონი, ამერიკის - 350 მილიონი. ტრამპი, ალბათ, ფიქრობს, რომ სავაჭრო ბალანსი უნდა იყოს თანაბარი, აშშ- ინტერესები კი - დაცული, - განაცხადა For.ge-სთან ინტერვიუში სალუქვაძემ.

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, ამერიკა სხვებს საკუთარი თამაშის წესებით ეთამაშება:

ეს არის აშშ- მიერ ნიადაგის მომზადება, რომ ევროპელებს საკუთარი განზრახვები წაუყენოს. საერთოდ, ამერიკელების პოლიტიკის ნაწილია, რომ ჯერ საკუთარი განზრახვების პაკეტს წაუყენებენ მეორე მხარეს და ამის შემდეგ იწყებენ მოლაპარაკებას მაგიდაზე დადებული გზამკვლევის საფუძველზე - ეს არის მეთოდი, რომ შენს მოწინააღმდეგეს შენი თამაშის წესებით ათამაშებ თუ, რა თქმა უნდა, ეს გამოგივა. ვფიქრობ, ახლა სწორედ ამასთან გვაქვს საქმე, - აღნიშნა ანჯაფარიძემ.

რაც შეეხება საკითხს, თუ როგორ შეიძლება აისახოს ეს ყველაფერი საქართველოზე, სალუქვაძე განმარტავს, რომ ნებისმიერი გაუგებრობა საქართველოს პარტნიორებს შორის, გარკვეულწილად ჩვენზეც აისახება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.

ჩვენს პარტნიორებს შორის ნებისმიერ დავა, ეს იქნება პოლიტიკური თუ ეკონომიკური, ჩვენზეც აისახება და მზად უნდა ვიყოთ ამ გართულებებისთვის, რადგან თუ აშშ-სა და ევროკავშირს შორის რაიმე სავაჭრო გართულება იქნება, ეს გლობალურ ეკონომიკაზეც ჰპოვებს ასახავს და ამ რისკებს ალბათ, კონკრეტული უწყებები აფასებენ. თუმცა, ამ ეტაპზე, საქართველოსთვის რაიმე განსაკუთრებულ რისკებს ვერ ვხედავ, - განაცხადა ამირან სალუქვაძემ.

ზაალ ანჯაფარიძე კი აცხადებს: არ მგონია, რომ ამერიკის და ევროკავშირის სატარიფო ომი რაღაცნაირად საქართველოზეც აისახოს, თუმცა, ეკონომისტებს, ალბათ, ექნებათ მათი მოაზრება ამასთან დაკავშირებით, - დასძინა მან.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ევროკავშირის ლიდერები აცხადებენ, რომ ბლოკი მზად იქნება საპასუხო ქმედებისთვის, თუ დონალდ ტრამპი მუქარას შეასრულებს და ევროპულ საქონელზე ტარიფებს დააწესებს.

თუ ევროპას ვაჭრობის კუთხით თავს დაესხმებიან, მოუწევს რეაგირება მოახდინოს“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ტარიფიცუდი იქნება როგორც აშშ-სთვის, ასევე ევროპისთვისდა ხაზი გაუსვა თანამშრომლობის აუცილებლობას ამ სიტუაციის მოსაგვარებლად.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, ევროკავშირმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ თავიდან აიცილოსსრულიად არასაჭირო და სულელური სატარიფო ომებიდა რომ სასტიკი პარადოქსი იქნება, თუ ბლოკი იძულებული გახდება, დიდი ხნის მოკავშირესთან სავაჭრო ომში ჩაერთოს.

დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა ხაზი გაუსვა, რომ ის არასდროს დაუჭერს მხარს მოკავშირეებს შორის დაპირისპირებას, თუმცა თუ შეერთებული შტატები ტარიფებს დააწესებს, ევროპას ერთიანი და მტკიცე პასუხის გაცემა მოუწევს.

ფინეთის პრემიერ-მინისტრის პეტერი ორპოს განცხადებით, ის მხარს უჭერს დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების გამართვას.

ჩვენ მზად ვართ. ტრამპთან მოლაპარაკებები უნდა გავმართოთ. ეს დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. ომის დაწყებას არ ვაპირებ, მე მსურს მოლაპარაკებების დაწყება“, - აღნიშნა პეტერი ორპომ.