„საქართველოს ხელისუფლებამ არნახულ ზეწოლას გაუძლო და ახლა, როცა ფაშისტი ლიბერალები დამარცხდნენ, ახლა ვერ გაუძლებს ამათ ქუჩაში მთვარეულივით ბოდიალს?!“

„საქართველოს ხელისუფლებამ არნახულ ზეწოლას გაუძლო და ახლა, როცა ფაშისტი ლიბერალები დამარცხდნენ, ახლა ვერ გაუძლებს ამათ ქუჩაში მთვარეულივით ბოდიალს?!“

მას შემდეგ, რაც ევროსაბჭომ საქართველოს ხელისუფლებას აპრილამდე არჩევნების დანიშვნა ერთ-ერთ პირობად წაუყენა, ოპოზიცია შეეცადა ქვეყანაში პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა გაეზარდა. ოპოზიცია სერბეთში მიმდინარე პროცესებით არის მოხიბლული, სადაც მოსახლეობა არჩევნების გაყალბების მიზეზით, უკვე რამდენიმე დღეა ქვეყნის მთავარ მაგისტრალებს კეტავს და მთავრობის გადაგომას ითხოვს. 

სწორედ ამ მოტივით, ოპოზიციამ რამდენიმე ასეულ მხარდამჭერთან ერთად, 2 თებერვალს თბილისის შემოსასვლელის გადაკეტვა სცადა. დასავლეთიდან დედაქალაქის გადაკეტვა „თბილისი მოლის“ ტერიტორიაზე სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. ადგილზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის რამდენჯერმე იყო დაპირისპირება.

სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე ტერიტორიას განარიდეს. მათ შორის იყვნენ ნიკა მელია, გიგი უგულავა, თენგო თევზაძე და გიორგი კირთაძე.

აქციის დაანონსების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენჯერმე გაავრცელა განცხადება, სადაც განმარტავდნენ, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალი წარმოადგენს სტრატეგიულ ობიექტს, რომლის ბლოკირებაც ითვალისწინებს პატიმრობას.

მანამდე კი, 1 თებერვალს პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა და გამოკითხვაზე გადაიყვანა აქციის რამდენიმე ორგანიზატორი. ასევე დააკავეს პირები, რომლებიც სოციალურ ქსელებში რადიკალური განცხადებებით გამოირჩეოდნენ, მოქალაქეებს გზის პიკეტირებისთვის ტრაქტორების, პიკაპების და სხვა საშუალებების გამოყენებისკენ მოუწოდებდნენ.

აქციის მონაწილეებმა შემდეგ რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს. მოთხოვნა უცვლელია, ხელახალი არჩევნები და პატიმრების გათავისუფლება, მათ შორის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის, რომელიც 22-ე დღეა შიმშილობს. ის პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებითაა დაკავებული.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიცია წახალისებულია დონორების ანუ ევროკავშირის მხრიდან. მას შემდეგ, რაც ამერიკიდან დაფინანსება შეუწყდათ, მათ ძირითად საყრდენს ბრიუსელი წარმოადგენს.

„როდესაც იკეტება რკინიგზა, ცენტრალური მაგისტრალები, რომლებიც, პრაქტიკულად, მიმართულია იმისკენ, რომ ეკონომიკური კოლაფსი გააკეთონ ქვეყანაში და მოქალაქეებს შეუზღუდონ თავისუფალი გადაადგილება, ამ შემთხვევაში, ნებისმიერ ქვეყანაში მოქმედებს კანონი და საქართველოც ამ მხრივ გამონაკლისი არ არის. ნებისმიერი შეკრება და მანიფესტაცია, რომელიც ჯდება კანონის ფარგლებში, არის დაცული, თუმცა როგორც კი მიიღებს შეკრება კანონის საწინააღმდეგო ხასიათს, იქ კანონი იქნება ძალიან მკაცრი და პრინციპული“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ოპოზიცია ცდილობს მოასწროს, რადგან კარგად იციან, რომ ცოტახანში ყველაფერი საბოლოოდ დასრულდება. გლობალური ლიბერალური ფაშიზმი მსოფლიოს მასშტაბით მარცხდება, შესაბამისად, ჩვენს ოპოზიციას რა ფულიც აქვს მათთგან აღბეული, მის გამოყენებას ცდილობს.

„ძალიან კარგია, როცა ოპოზიციური ლიდერების საბოლოო ლუსტრაცია მოხდა აქციებთან დაკავშირებით. ჩვენ ვიხილეთ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, არა აქვს მნიშვნელობა „ახალი“ ჰქვიათ თუ რა სხვა სახელები დაირქვეს. ეს არის კოლექტიური ნაციონალების მცდელობა, რომ გადაატრიალონ ქვეყანა. ისინი ამას ცდილობენ მანამდე, სანამ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, სურათი საბოლოოდ ჩამოყალიბდება. მშვენივრად იციან, რომ ტრამპმა დაიწყო ევროპის შევიწროვება და იქ ლიბერალებს კარგი დღე არ დაადგებათ. შესაბამისად, პროცესების დროში მოსწრება უნდათ. წარმოიდგინეთ, სლოვაკეთის პრემიერმა ფიცომ განაცხადა, რომ მისი ქვეყნის შიდა საქმეებში უკრაინა ერევა და „ქართული ლეგიონი“ ქვეყნის გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა. ახლა ვსვამ კითხვას, ამ ხალხმა რა, საქართველოზე ხელი აიღო? არა, რა თქმა უნდა, სანამ შეუძლიათ, ცდილობენ რაღაცას, მაგრამ რაც გამოსდით, სახეზეა. კარგია, რომ ამ აქციების ავანგარდში გამოჩნდა დამალული ოპოზიცია. მით უფრო, ცოტა ხალხი მივა მათ დაანონსებულ აქციბზე“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, სისულელეა, როცა ცდილობენ, საქართველოში, სერბეთში და სლოვაკეთში მიმდინარე სიტუაცია ერთმანეთს შეადარონ და ერთიდაიგივე კონტექსტში განიხილონ.

„კი ბატონო, ამ სცენარების უკან ერთი რეჟისორი დგას, მაგრამ ამ რეჟისორს საქართველოში კიდევ ბევრი რამ ვერ გაუანალიზებია. ამ ოპოზიციას ხალხი ქუჩაში და რევოლუციაზე გაჰყვება კი-არა, არჩევნებზე არ აძლევს ხმას. რამდენიმე ასეული საკუთარი პარტიული მხარდამჭერებით ცდილობდნენ მაგისტრალური გზის ჩაკეტვას. ანუ ამ ადამიანებმა ის ხალხიც კი ვერ დაარწმუნეს ქუჩაში გამოსულიყვნენ, ვინც მათ არჩევნებზე ხმა მისცა. ამ სცენარის უკან მდგომ რეჟისორს ჯერ ის ეშლება, რომ მელიას, გვარამის, უგულავა ბიუჯეტის ქურდს, ხაზარაძე თაღლითს ხელისუფლებაში არ მოიყვანენ. ეს ხალხი სახელმწიფო საჭესთან უკვე ნანახი ჰყავს და ყელამდე არიან ამათი „პატივისცემით“.

მერე მეორე, საქართველოს ხელისუფლებამ არნახულ ზეწოლას გაუძლო ყველა მასშტაბით და ახლა, როცა ფაშისტი, გლობალისტი ლიბერალები მსოფლიო დონეზე დამარცხდნენ, ახლა ვერ გაუძლებს ამათ ქუჩაში მთვარეულივით ბოდიალს?! ამ რამდენიმე ასეული კაცის გამო უნდა გადადგეს ხელისუფლება და მილიონი კაცის სურვილი არაფრად ჩააგდოს?! იარონ და იყვნენ. კანონს დაარღვევენ და პასუხს აგებენ. ალბათ, ამით აჩვენებენ, მათ უფროსებს, რომ აი, ფული ტყუილად არ აგვიღია დ რაღაცას ვაკეთებთ. რატომ აღარ იღებს ხმას ამერკის ელჩი და საელჩო? - იმიტომ, რომ სულ სხვა რეალობა დადგა. ეს არის ამათი ბოლო გაბრძოლება და ყველაფერი მალე დასრულდება“, - ამბობს აბაშიძე.

მარბიელი უგულავა "განარიდეს?" რა ვიცი ქალაქში ხმები დადის გაუპატიურებაზე ჩივისო ... "ა ონ ნი მოჟეტ სესტ ტოვარიშ სუდია"
იღბალი არ უნდა? რამდენი დაიჭირეს, თუ დასაკითხად წაიყვანეს, იმდენი ცოლი აახიეს ფუკასავით, ახლაა და ...
13 საათის უკან
ლაზი ამერიკაში მოვლენები აშკარად ოცნების სასარეგებლოდ ვითარდება. დღეს მასკმა გამოაცხადა იუსაიდი დავხურეთო. ყველა სხვა მათი ქმედება პირდაპიორ ოცნების ბრძოლას ეხმიანება, მაგრამ სწორედ ამიტომ არიან გაგიჟებული ამერიკელი და ევროპელი ფსევდო ლიბერალები. დაფინანსების წყაროები ეკეტებათ და უნდათ მოასწრონ, საქართველოში თავიანთი ხელისუფლება დასვან. ფორპოსტი ხომ სჭიდებათ დარჩენილი რესურსების გადასამალად და სახრავად. აქეთ კიდევ უკრაინის მთელი ისტებლიშმენტი ეყოლებათ მალე, უსაფრთხოდ დასაბინავებელი.
ახლა ყველაფერზე წამსვლელი არიან და შესაბამისად ძალიან საშიშიც. ამიტომ ოცნებას მთავარი ბრძოლა წინ აქვს, ჯერ გაუძლოზე ლაპარაკი ნაადრევია. ალბათ ამ დღეებში ევროსაბჭოდან გარიცხავენ საქართველოს, საპროტესტო მუხტის ასაწევად.
ამერიკის საელჩოს იმედი უკვე აღარ აქვთ, ჩამი ჩუმი აღარ ისმის.
7 საათის უკან