„ტრამპი მოიშორებს ზელენსკის, რადგან რუსეთი არაუფლებამოსილ პირთან ხელს არ მოაწერს ომის დასრულებას“

„ტრამპი მოიშორებს ზელენსკის, რადგან რუსეთი არაუფლებამოსილ პირთან ხელს არ მოაწერს ომის დასრულებას“

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკი არალეგიტიმურია და არ შეუძლია ხელი მოაწეროს დოკუმენტებს. ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ თუ უკრაინას სურს გააუქმოს დადგენილება რუსეთთან მოლაპარაკების აკრძალვის შესახებ, ისინი იპოვიან სამართლებრივ გზას, კერძოდ, ამის გაკეთება შეუძლია უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეს. „ნებისმიერთან შეიძლება მოლაპარაკებების წარმოება, მაგრამ ზელენსკი თავისი არალეგიტიმურობის გამო ვერაფერს მოაწერს ხელს“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

თავის მხრივ, უკრაინის არალეგიტიმური პრეზიდენტი აცხადებს, რომ პუტინს ეშინია მოლაპარაკებების, ეშინია ძლიერი ლიდერების და ყველაფერს აკეთებს ომის გასაჭიანურებლად. ზელენსკი ამბობს, რომ ყოველი ნაბიჯი და ყველა ცინიკური ხრიკი მიმართულია იმისკენ, რომ ომი უსასრულო გახადოს. თუმცა არაფერს ამბობს იმაზე, რომ ომის პირობებშიც კი, უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს არ აქვს უფლება, გაიგრძელოს საპრეზიდენტო ვადა. კონსტიტუციით ამის უფლება ენიჭება მხოლოდ უკრაინის რადას.

ვოლოდიმირ ზელენსკის აზრით, ახლა არსებობს ნამდვილი მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობა, მაგრამ ვლადიმერ პუტინი ყველაფერს აკეთებს, რომ ან გააგრძელოს სრულმასშტაბიანი მკვლელობები, ან მიიღოს პაუზა, რათა შემდგომში, ჰიბრიდული დარტყმების მიყენებით, მოამზადოს ახალი სრულმასშტაბიანი შემოჭრა. ზელენსკი მოუწოდებს მსოფლიო ლიდერებს, გაითვალისწინონ წარსულის შეცდომები და აიძულონ რუსეთი, მშვიდობის დამყარებას დათანხმდეს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მანამდე განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ნებისმიერ სხვა ომზე სწრაფად დასრულება აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეეძლო. მან ასევე ხაზი გაუსვა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემის მნიშვნელობას. 2022 წლის ოქტომბერში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც კრძალავს მოლაპარაკებებს ვლადიმერ პუტინთან. 26 იანვარს ზელენსკიმ დააზუსტა, რომ ეს ბრძანებულება ეხება ყველას, გარდა უკრაინის პრეზიდენტისა.

„მე ვარ უკრაინის პრეზიდენტი, მე ვარ ამა თუ იმ მოლაპარაკებების ლიდერი, და ყველა დანარჩენს მე ავუკრძალე“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

როგორც ირკვევა, უახლოეს მომავალში იგეგმება ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრა. ზელენსკი ტრამპი-პუტინის შეხვედრამდე ალაპარაკდა და დაინტერესდა თუ რაზე მოილაპარაკეს ბაიდენმა და პუტინმა ომის დაწყებამდე შვეიცარიაში. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს პრეზიდენტი ამბობს, რომ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებაზე დეტალური საუბარი არ სურს, რადგან ყველა დეტალი ზედმიწევნით არ იცის.

„არ მსურს ჩავუღრმავდე იმას, თუ როგორ დაიწყო ფართომასშტაბიანი ომი... ჩვენ, სავარაუდოდ, ბოლომდე ყველა წვრილმანი არ ვიცით. ჩვენ მხოლოდ ვარაუდების აგება შეგვიძლია. მაგრამ მე მაინც მაინტერესებს, კონკრეტულად რას განიხილავდნენ პუტინი და ბაიდენი შვეიცარიაში. მსურს გავიგო. შესაძლოა, ამ კითხვას ისტორიამ გასცეს პასუხი“, - თქვა ზელენსკიმ და აქვე დასძინა, რომ რუსეთის ფართომასშტაბიანი შემოჭრის დროს უკრაინელები მარტო დარჩნენ და მარტო იბრძოდნენ.

როგორც ზელენსკიმ „ფოქს ნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრამდე პირადად მიმართა მაშინდელ აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს თხოვნით, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დაეწესებინათ უკრაინის საზღვრებთან ჯარების განლაგების საპასუხოდ. ზელენსკის თქმით, ის მოითხოვდა იარაღის მიწოდებასაც, თუმცა პასუხად მიიღო, რომ ეს მოხდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა.

„პარალელურად, მე ვეკითხებოდი ევროკავშირის ქვეყნებს, მაგრამ მათ არ შეეძლოთ ამის გაკეთება შეერთებული შტატების თანხმობის გარეშე. ისინი ყოველთვის უყურებენ ლიდერს, შეერთებულ შტატებს. ასე რომ, ფართომასშტაბიანი შემოჭრის დროს უკრაინელები მარტო დავრჩით და ჩვენ მარტო ვიბრძოდით“, - აღნიშნა ვოლოდიმერ ზელენსკიმ.

უკრაინის არალეგიტიმურ პრეზიდენტს ტრამპის მხრიდან რეალური მხარდაჭერის იმედი აქვს, მაგრამ ტრამპის ბრძანებით აშშ-მა უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერა. ამერიკის ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ უკრაინაში შოკისმომგვრელი კორუფციაა - ყველა მდიდრდება, თავად უკრაინელი ხალხის გარდა, რომლებიც აღნიშნული კონფლიქტის გამო იტანჯებიან.

გაცილებით მკაცრია დონალდ ტრამპი უმცროსი, რომლის განცხადებით, ამ მოკლე პერიოდში, უკრაინაში ყველაზე მეტი ადამიანი გახდა მილიონერი, ვიდრე ოდესმე. მისი თქმით, იყო შემთხვევა, როდესაც კონკრეტული ქალაქის დასაცავად გაგზავნილი ფული, ქალაქის გამგებელმა ჩაიჯიბა და ქალაქი მოწინააღმდეგეს დაუთმო.

„ჩვენ უკვე 160 მილიარდი დოლარი გავიღეთ უკრაინისთვის, რას ვიღებთ სანაცვლოდ? ყოველ ჯერზე, როდესაც უკრაინელები რუსულ ტანკს აფეთქებენ, გამოხმაურება არ აყოვნებს და ახალი ამბები „ცხვება“, თუმცა, როდესაც უკრაინა ქვეყნის მეოთხედს კარგავს, უბრალოდ, ამბობენ, ეს სტრატეგიული უკან დახევა იყო“, - განაცხადა დონალდ ტრამპ უმცროსმა.

უკრაინის ამჟამინდელ ხელისუფლებას ბევრ უხრხულ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა. მოვლენათა ქრონოლოგია ადასტურებს, რომ ტრამპი-ზელენსკის კომუნიკაცია იქნება საკმაოდ ხისტი. პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, ირაკლი გოგავა აცხადებს, რომ ბაიდენის და ლიბერალების სულელურმა პოლიტიკამ რუსეთი გააძლიერა, რეალურად, კონსოლიდირება მოახდინა, რომელიც ასე იოლად ამ ტალღას არ დათმობს და შესაბამისად, ტრამპს ამიტომაც გაუჭირდება შეთანხმება.

„ასე არაა, რუსეთის ამხელა არმია სახლში გაუშვა. პუტინი ამას ვერ ეტყვის ჯარს, რადგან ის ჯარი მიუვა კრემლთან. იგივე ვითარებაშია ზელენსკი, რომლისთვის ომის გაჩერება ნიშნავს, რომ ფიზიკურად თავი შეიძლება წააგოს. ნაციონალისტები პასუხს მოსთხოვენ, ფრონტზე ვინც არის, ისინიც ანალოგიურად პასუხს მოსთხოვენ. ასევე 11 მილიონამდე უკრაინელია გაქცეული, ზოგი ევროპაში, ზოგი რუსეთში და ზოგი აგერ, საქართველოში ცხოვრობს და ცხადია, ისინიც მოსთხოვენ პასუხს.

აუცილებლად იქნება პასუხისმგებლობები. საერთოდ, ტრამპი ზელენსკის არ აპატიებს იმ ღალატს, რომელიც მან ჩაიდინა ტრამპის მიმართ, როცა ბაიდენს დაუჭირა მხარი. ეს ყველაფერი იციან, იქ იყო გენპროკურორის ჩვენებები, რუბი ჯულიანი ჩადიოდა კიევში ხშირად, იქ ერთი ჩემი ნაცნობი ამერიკელიც იყო გარეული მაგ ამბებში. ტრამპის მხარდაჭერის გამო დაიჭირეს უკრაინელები. მოკლედ, ზელენსკის ვერ ექნება ტრამპთან კარგი ურთიერთობები“, - აცხადებს ირაკლი გოგავა.

მისივე თქმით, ტრამპი ძალიან მალე დაელაპარაკება პუტინს, რომელმაც დავოსის ფორუმზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მოითხოვს პუტინთან საუბარს. გოგავას შეფასებით, ჯერ იქნება სატელეფონო საუბარი და ამის შემდეგ შედგება შეხვედრა და ეს იქნება ძალიან მალე. პოლიტოლოგის განცხადებით, ტრამპი რუსეთთან განსაზღვრავს ორიენტირებს და ამის მერე უკრაინაში აუცილებლად მოითხოვს საპრეზიდენტო არჩევნებს.

„რუსები კითხულობენ - მე რომ ახლა სამშვიდობო შეთანხმება დავდო, უკრაინის მხრიდან ვინ მოაწერს ხელსო? იურიდიულად შეიძლება მოუძებნო გამართლება, რადგან ზელენსკი არაა კონსტიტუციური პრეზიდენტი. უკრაინის კონსტიტუციით მას არ ჰქონდა უფლება, გაეგრძელებინა საპრეზიდენტო ვადა. ომის პირობებში რადას შეუძლია უფლებამოსილება გაიგრძელოს, ხოლო პრეზიდენტს არა. შესაბამისად, ზელენსკი არის არაუფლებამოსილი პირი და რუსეთი, ცხადია, რომ ასეთ არაუფლებამოსილ პირთან ხელს არ მოაწერს ომის დასრულებას, ეს გამორიცხულია. ეს არის პრობლემა მომავალში.

ამიტომ, ტრამპი მოითხოვს ახალ არჩევნებს უკრაინაში, მოიშორებს ზელენსკის. გამოძიება დაიწყო იმ თანხების კანონიერებაზე, რომელიც უკრაინისთვის იყო გამოყოფილი. პენტაგონში მოხსნა ყველა ადამიანი, ვინც კი უკრაინის ომზე მუშაობდა. ანუ, სუფთა ფურცლიდან იწყება ყველაფერი. რიტორიკით, რა თქმა უნდა, ტრამპი ილაპარაკებს, რომ აი, ნავთობის ფასს დავაგდებო, მაგრამ მოქმედება იქნება საპირისპირო. აუცილებელი არ არის ერთმანეთის ძმაკაცები იყვნენ, რუსეთს და ტრამპს ჰყავს საერთო მტერი და ეს არის ლიბერალ-გლობალისტები“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი გოგავა.

მარბიელი "პუტინს ეშინია მოლაპარაკების, ეშინია ძლიერი(:))) ლიდერებისო"კნავის მასხარა ზელენსკი ... ანუ პუტინი მზადაა პირისპირ ელაპარაკოს ტრამპსს და ეშინია ზელენსკის? :)))
შემთხვევითი პირები და მედროვეები ბევრი ახსოვს ისტორიას, მაგრამ ზელენსკისნაირი მგონი არავინ ყოფილა ... მასხარა, ტინგიცა, მართლმადიდებლობასთან მებრძოლი ებრაელი ...ტიპს შეეძლო მშვიდობა და რა მიიღო? პირადი მილიარდების გარდა რა მიიღო? დამგრეული უკრაინა, გაპარტახებული ინფრასტრუქტურა, დაკარგული ხუთჯერ მეტი ტერიტორია და დახოცილი ასეულობით ათასი ადამიანი!!!
უკრაინელმა ხალხმა დაუშვა უმძიმესი შეცდომა ზელენსკის გაპრეზიდენტებით და გამოუსწორებელ შეცდომას დაუშვებს და უფსკრულში გადაიჩეხება მისი დროზე არმოშორებით და არდაჭერით!
14 საათის უკან
დოი ზელენსკის მისცენ უკრაინელ ოპოზიციონერები და მიხედავენ მაგ უდღეურს! მაგ კლოუნმა რუსეთი გააძლიერა და უფრო საშიში გახადა.
7 საათის უკან