როგორ მუშაობს ჯაშუშური ქსელი ქვეყანაში

როგორ მუშაობს ჯაშუშური ქსელი ქვეყანაში

იყო ჯაშუში, ეს ნიშნავს, რომ ხარ საკუთარი ქვეყნის მტერი. სწორედ ასეთი განსაზღვება აქვს საქართველოს სსკ-ის 314-ე მუხლს - უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის, ან მათი წარმომადგენლისთვის საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ნივთის, დოკუმენტის, ცნობის ან სხვაგავრი მონაცემის შეგროვება, შენახვა, გადაცემა, გამოძალვა ან გატაცება მათთვის გადაცემის მიზნით, აგრეთვე საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე პატიმრობით.

დღეს, ქართული საზოგადოების უმრავლესობა ხელისუფლებისგან ითხოვს 314-ე მუხლის ამოქმედებას და ჯაშუშობის ბრალდებით იმ პირთა დაკავებას, რომლებიც სენატში თუ ბრიუსელში დარბიან და მოქმედებენ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ. 28 ნოემბერს დაწყებულმა საპროტესო აქციებმა, რომლის ორგანიზატორი არის რადიკალური ოპოზიცია, აჩვენა, რომ მუხლი ჯაშუშობის შესახებ უნდა ამოქმედდეს.

ჯაშუშის განმარტებას თუ გავითვალისწინებთ, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში მოქმედებს ადამიანების ის ჯგუფი, რომელიც ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს, ინფორმაციებს გადასცემს „დიფ სთეითს“, რომელიც, თავის მხრივ, ხელისუფლებას სანქციების გამოყენებით აშანტაჟებს. ჯაშუშები არიან როგორც პოლიტიკაში, ასვე ანალიტიკურ, სამეცნიერო წრეებში თუ კულტურის სფეროში.

სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებების სათავეშია ექს-პრეზიდენტი, რომელიც აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას სთავაზობს რუსეთზე ზეწოლა მოახდინოს და საამისოდ საქართველო, როგორც „სათამაშო მოედანი“ გამოიყენოს. ამერიკული გამოცემა The Hill-ის ინფორმაციით სალომე ზურაბიშვილი თვლის, რომ თუ ამერიკა რეგიონში მიმდინარე პროცესებში არ ჩაერთვება, ის რუსეთის ან ჩინეთის გავლენის ქვეშ აღმოჩნდება.

ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ექს-პრეზიდენტის განცხადება სკანდალურობასაც სცილდება მნიშვნელოვნად, ვინაიდან აქ ლაპარაკია იმაზე, რომ საქართველო ჩაერთოს ისეთ პროცესებში, რომელიც მას გაასწორებს მიწასთან. ვოლსკის თქმით, თუ ეს დაპირისპირება იარსებებს დასავლეთს, ამ შემთხვევაში აშშ-სა და რუსეთს შორის და ამ დაპირისპირების ასპარეზი, ანუ სათამაშო მოედანი იქნება საქართველო, ეს იქნება დამანგრეველი.

„მისი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთი თუკი ოდესმე გადაწყდა და მოლაპარაკების პროცესში ჩაერთვება, რაც შეიძლება შესუსტებული მივიდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. ერთ-ერთი მიმართულება, ერთ-ერთი სეგმენტი ამ დაპირისპირებისა აშშ-სა და რუსეთს შორის, პირობითად, დასავლეთსა და რუსეთს შორის ყოველთვის იყო საქართველო.

რასაკვირველია, საქართველოს ხელისუფლების რესურსი იმდენი არ არის, რომ ამ დაპირისპირების პროცესში თავისი სამხედრო ძალებით გადაწყვიტოს თუნდაც ოკუპაციის საკითხი. რასაკვირველია, ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, მიმართულია იმისკენ, რომ ოდესმე მომავალში და სხვანაირად ვერც წარმოგვიდგენია კაცობრიობის არსებობა, ოდესმე, მომავალში, დიდი ძალები ერთმანეთთან შეთანხმდებიან.

სანამ ეს პროცესი მიმდინარეობს, საქართველოზე გადმოტანა ამ დაძაბულობისა, ამის სურვილიც კი არის საშინელი დანაშაული საკუთარი ხალხის მიმართ და შინაარს აჩვენებს კონკრეტულად არა მხოლოდ ამ ადამიანის, არამედ ამ ჯგუფის, ამ გუნდის, რომელსაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ჰქვია, ამ გუნდის გარკვეულ პოლიტიკურ კრედოს გამოხატავს“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ანალიტიკოსის, „ხალხის ძალის“ წევრის დავით ქართველიშვილის განცხადებით, მისთვის როგორც არა-იურისტისთვის და სამართლებრივ საკითხებში დილეტანტისთვის საყურადღებო მომენტია - „საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა“.

„უკანასკნელ წლებში, ე.წ. ოპოზიციის თუ მესამე სექტორის მხრიდან ევროვიზალიბერალიზაციის, კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხებზე, არჩევნებზე დეზინფორმაციის შემცველი თითოეული დოკუმენტი თუ განცხადება, უცხო ქვეყნების დაზვერვის ინტერესებში და ცალსახად - საქართველოს ინტერესების საზიანოდ იყო შედგენილი. ბრალდებულთა სია არის მრავალრიცხოვანი, კონკრეტული და უტყუარი მტკიცებულებებით გაჯერებული, მოწმეთა ბაზის ჩათვლით. ველოდებით ამ საქვეყნო საქმის პრაქტიკულ განხორციელებას“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი თავს იკავებს რომელიმე პირის დასახელებისგან, მაგრამ ცალსახად აცხადებს, რომ საპროტესტო აქციების დაწყებამდე და აქციების მიმდინარეობისას გამოჩნდა პირთა წრე, რომელთა ქმედებებში რეალურად ჩანს სადაზვერვო პროპაგანდის ნიშნები, როდესაც ისინი ყოველგავრი მყარი მტკიცებულებითი დოკუმენტაციის გარეშე კომპრომეტაციას უკეთებენ საქართველოს ხელისუფლებას და შესაბამისად, განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევიან უცხო არხებზე კომუნიკაციით.

„ანალოგიური ხორციელდება ქვეყნის შიგნითაც. ეს არის უწყვეტი პროცესი, რომელიც, როგორც მშვიდობის, ასევე საომარი მოქმედებების დროს არის აქტიური. მე მაინც ვფიქრობ და პირადად ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, ერთადერთ მუხლს, არასოდეს არ შევახებდი ამნისტიას და არასოდეს შევიწყალებდი ადამიანებს, რომლებსაც ჩადენილი აქვთ ასეთი ტიპის დანაშაული, როგორიცაა ჯაშუშობა.

მაგრამ, სამწუხაროდ, არ გვაქვს დახვეწილი სამართლებრივი სივრცე. ჩვენ გვჭირდება ამ სამართლებრივი სივრცის დახვეწა და განსასაზღვრი არის ვადები, როდესაც ადამიანებს, რომლებიც ნასამართლევი არიან ჯაშუშობისთვის, ისინი არ უნდა მოხვდნენ იმ სივრცეში, სადაც მიეცემათ სადაზვერვო პროპაგანდის საშუალება, ანუ ჯაშუშობისათვის არ ექნებათ შექმნილი შესაბამისი პირობები“, - აცხადებს კუხალაშვილი.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ სამართლებრივი სივრცე არ მოწესრიგდა, მუდმივად გვექნება არასტაბილური ოპერატიული ვითარება. ექსპერტი სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ ამ მიმართულებით არ ხდება აქტიური ღონისძიებები და პროცესში კი ისე მალე გადის დრო, რომ რეალურად, დანაშულის სახეობა და მათ შორის ჯაშუშობის კუთხით ქმედებათა ნიშნები გაცილებით იხვეწება.

„შექმნილია ახალ-ახალი მოდელები, რომლის მეშვეობითაც ადამიანებს უმარტივდებათ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ჯაშუშობა და ისინი აღასრულებენ უცხო ქვეყნის ინტერესებს. რეალურად, დანაშაულის განვითარება ასწრებს იმ სამართლებრივი სივრცის განვითრებას, რომელშიდაც ჩვენ ვცხოვრობთ.

რატომ ხდება ეს ყველაფერი? არსებობს მხოლოდ ერთი პასუხი - ალბათობის მაღალი ხარისხით, ყველას, ვისაც ევალება ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელების გააქტიურება, ვფიქრობ, რომ ისინი საბოტაჟის პროცესში არიან ჩართული. სხვა განმარტება ამას არ აქვს. შესაძლებელია ეს არის მიზანმიმართულად გაკეთებული და შესაძლებელია, რომ ამის იდენტიფიცირება ვერ ხდება როგორც საფრთხის ე.ი. მაინც მივდივართ კომპეტენციის პრობლემასთან. როდესაც კომპეტენციის პრობლემაა, ამ შემთხვევაში მაინც კვლავ ვუახლოვდებით იმ საბოტაჟს, რაზედაც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ჯაშუშურ საქმიანობაში ჩართული პოლიტიკოსების წინააღმდეგ საჩივარს ამზადებს და უახლოეს დღეებში გენერალურ პროკურატურაში შეიტანს „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“. როგორც ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, საქართველოში დღესაც მოქმედებს ჯაშუშური ქსელი, რომელიც პოლიტიკურ სპექტრში ოთხი რადიკალური ოპოზიციური პარტიით არის წარმოდგენილი.

„დღეს ეს პარტიები და მათი ლიდერები ჯაშუშურ საქმიანობას თავისუფლად აწარმოებენ და საქართველოს მუდმივი რყევის რეჟიმში ამყოფებენ. სწორედ ეს არის მათი მთავარი დავალება - არ დაასვენონ ქვეყანა და სახელმწიფოს აღქმა მაქსიმალურად დააკნინონ. სამწუხაროდ, იმ პირობებში, როდესაც მათ დანაშაულებზე სახელმწიფო პროპორციულად არ რეაგირებს, ხდება ქვეყანაში ჯაშუშობის ლეგალიზება.

პოლარიზაციის დაძლევა, ჯანსაღი დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბება, გრძელვადიან რეჟიმში ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ქვეყნის პოლიტიკური სისტემა სრულად გათავისუფლდება ჯაშუშებისგან და მასში მხოლოდ ეროვნული, საკუთარი ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალები იქნებიან წარმოდგენილი“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

 

 

 

 

 

trampi ნებისმიერი დამწყები შტირლიცი საქართველოდან იწყებს შტირლიცობას---- ყველა აქ გადის პრაქტიკას
მამუკა არეშიძე სულ ამაზე ჩივის --- 12 ქვეყნის აგენტურას მარტო მე ჩამოვთვლი, დანარჩენ წვრილ-წვრილ ქვეყნის შტირლიცებზე ააღარ ვლაპარაკობო
ანუ საქართველო უცხო ქვეყნის შტილიცებისთვის საუკეთესო ადგილიაო....
23 საათის უკან
Maverick პაპავ, მაგ აშკარა შტირლიცებს ვერ აჯენენ პარაშაზე და გაოსააშკარებლებს როგორ ჩააჯენენ თავიანთ განავალში?!
22 საათის უკან
Maverick უკაცრავად, გამოსააშკარავებულებს (ანუ სააშკაროზე გამოსაყვანებლებს)
22 საათის უკან
Aburjga Tasmanieli მავერიკ - სააშკარაოზე გამოსაყვანებს ანუ გამოსააშკარავებლებს! პატივისცემით....
19 წუთის უკან