„დიფ სთეითს“ კონსერვატორებიდანაც ჰყავს ერთგული მომხრეები და კაცმა არ იცის მათი დაშანტაჟება და მართვა როგორ ხდება“

„დიფ სთეითს“ კონსერვატორებიდანაც ჰყავს ერთგული მომხრეები და კაცმა არ იცის მათი დაშანტაჟება და მართვა როგორ ხდება“

მსოფლიო წესრიგის მთავარი კონტურები გამოკვეთილია - „ოქროს ხანის“ დაპირებით, ოვალურ კაბინეტში მეორედ დაბრუნებულმა დონალდ ტრამპმა, პოლიტიკური ისრის გასწორება საკუთარ ქვეყანაში დაიწყო და პირველ წინააღმდეგობებს უკვე წააწყდა. შტატებში ნათქვამმა და გადადგმულმა ნაბიჯებმა ტრამპის გუნდშივე უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია, რის გამოც მისი მიერ დასახელებულ კანდიდატებს ჩავარდნა ემუქრებათ. თუმცა როგორც ჩანს, ტრამპი ამისთვსი მზად იყო, სწორედ ამიტომ დაიყენა გვერდით ვიცე პრეზიდენტად ჯეი დი ვენსი, რომელიც სენატში გადამწყვეტი ხმის უფლებით სარგებლობს.

სწორედ ჯეი დი ვენსი აღმოჩნდა ტრამპისთვის მაშველი რგოლი, როცა 25 დეკემბერს აშშ-ის სენატმა კინაღამ პრეზიდენტ ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული პირის პიტერ ჰეგსეტის კანდიდატურა პენტაგონის ახალ ხელძღვანელად დანიშვნის თაობაზე კენჭისყრის დროს ჩააგდო.

მიუხედავად იმისა, რომ სენატში უმრავლესობას რესპუბლიკელები ფლობენ, ჰეგსეტის კანდიდატურის მოწონება კრახის წინაშე აღმოჩნდა, როდესაც 47-ივე დემოკრატი სენატორის შემდეგ, ჰეგსეტს უნდობლობა გამოუცხადა ასევე სამმა რესპუბლიკელმა სენატორმაც და გადამწყვეტი მომენტი დადგა, 50-50-ზე...

პენტაგონის მომავალი შეფის კანდიდატურა ჰაერში ჩამოეკიდებოდა, რომ არა ძველი ამერიკული კანონი - ხმების თანაფარდობის შემთხვევაში გადამწყვეტი სიტყვა ეძლევა ვიცე-პრეზიდენტს. რესპუბლიკელი ჯეი დი ვენსი აღმოჩნდა ის ფიგურა, რომელმაც ჰეგენსის კანდიდატურა გადაარჩინა.

თუმცა ახალი ბრძოლა ტრამპს კიდევ ერთი კანდიდატის, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე ტულსი გაბარდის დანიშვნის გამო მოუწევს. უკვე ცნობილია, რომ სენატორთა ეს სამეული მისი კანდიდატურისთვის ხმის მიცემას ასევე არ აპირებენ.

დონალდ ტრამპი უმცროსი ამ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და სენატორები „დიფ სთეითთან“ თანამშროლომაში ამხილა.

„ნებისმიერი რესპუბლიკელი სენატორი, რომელიც ტულსი გაბარდის წინააღმდეგ ხმას მისცემს, პრაიმერისზე დაყენებას იმსახურებს. კმარა „დიფ სთეითის“ სისულელე!“ - წერს ტრამპი უმცროსი სოციალურ ქსელ X-ზე.

„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ტრამპის და მის გარემოცვას საკუთარი პარტიის წევრებთანაც კი ბრძოლა უწევთ იმისთვის, რომ მინისტრთა კაბინეტი დააკომპლექტონ და მაღალ თანამდებობებზე ის კანდიდატურები დაამტკიცონ, ვინც მათ სურთ. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ამერიკაში პოლარიზაციის ხარისხი იმდენად მაღალია, ტრამპს სერიოზული ბრძოლა და ჭიდილი მოუწევს, რათა ამომრჩევლისთვის მიცემული დაპირებები შეასრულოს.

„ტრამპის სასარგებლოდ ამერიკაში 77 მილიონზე ცოტა ადამიანმა მისცა ხმა, მაშინ, როდესაც კამალა ჰარისის სასარგებლოდ 76 მილიონმა ადამიანმა. თითქმის იდენტური რაოდენობა ამომრჩეველი ვიხილეთ ამ დაპირისპირებულ მხარეებს შორის. შესაბამისად, ამერიკაში საზოგადოების პოლარიზაციის ხარისხი უკიდურესია. როცა საქართველოში პოლარიზაციაზე საუბრობენ, როგორ შეიძლება შეადარო ის 54%-იანი „ოცნების“ შედეგი მთელს ოპოზიციასთან. კი ბატონო, ჩვენი საზოგადოებაც პოლარიზებულია, მაგრამ ამერიკაში არსებულ პოლიტკურ დაპირისპირებასთან ახლოსაც ვერ მივა. ეს პოლარიზაცია ეტყობა კონგრესაც, სენატსაც. 47 დემოკრატი, რა თქმა უნდა, პენტაგონის ახალ კანდიდატურას ვერ ჩააგდებდა. თუმცა მათ ე.წ. ნეოკონების წარმომადგენლები 3 რესპუბლიკელი სენატორი შეუერთდა. ამიტომ შედეგი 50/50-ზე დაიდო. რომ არა ვიცე პრემიერის მხარდაჭერა, კანდიდატურას ჩააგდებდნენ. დარწმუნებული ვარ ტულსი გაბარდის შემთხვევაშიც ასე მოხდება“, - ამბობს ქართველიშვილი.

გაბარდის მიუღებლობა სენატში, როგორც ჩანს, მის მიერ გაკეთებულ სენსაციურ განცხადებას უკავშირდება. საქმე ისაა, რომ წინასაარჩევნოდ გაბარდიმ ისაუბრა უკრაინაში 30-ზე მეტ ბიოლოგიურ ლაბორატორიაზე და პირობა დადო, რომ მისი დაზვერვის სამსახურის უფროსად დანიშვნის შემთხვევაში, ამერიკელი ხალხი ამ ლაბორატორიებზე ბევრ რამეს გაიგებდა.

„რა თქმა უნდა, ეს დემოკრატების და „დიფ სთეითის“ ინტერესებში არ შედის. ამიტომ, ამ უკიდურესად პოლარიზებულ ვითარებაში, სადაც ტრამპს ფაქტობრივად წარმოუდგენელ წინააღმდეგობას უწევენ, მას საკმაოდ მძიმე პერიოდი ექნება“, - ამბობს ქართველიშვილი.

მისივე თქმით, ტრამპმა სწორედ ამიტომ დაიყენა გვერდით ვიცე პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, რომელიც საკმაოდ გავლენიანი და ერთგული ახალგაზრდა კაცია. ის არის ფიგურა, რომელიც ასე მარტივად სენატორებს თავისას არ გააყვანინებს. თანაც ჯეი დი ვენსის მეშვეობით შეძლო ტრამპმა, ღარიბი და ჩამოუყალიბებელი შტატების მიმხრობა.

„არავის უთქვამს და არც ტრამპს აქვს ილუზია, რომ ამერიკაში ჩაბუდებული და ფესვებგადგმული „დიფ სთეითი“ ასე ადვილი დასამარცხებელი იქნება. „დიფ სთეითს“ კონსერვატორებიდანაც ჰყავს ერთგული მომხრეები და კაცმა არ იცის მათი დაშანტაჟება და მართვა როგორ ხდება. ეს კარგად იცის ტრამპმა, ამიტომ მისმა შვილმა ამაზე ღია განცახდებაც გააკეთა. გვახსოვს განსვენებული სენტორი მაკკეენი, რომელიც დიდი გავლენებით გამოირჩეოდა. მისი კლანის - სენატორ ლუგანით და სხვა ფიგურებით - მოქმედებებიც ყველასთვის ცნობილია. ამჟამინდელი რესპუბლიკელებიდან, რომელთაგანაც თავი ჯერ სამმა გამოაჩინა, ძალიან კარგად გვახსოვს, ჯო უილსონი, კიზინგერი, რომელიც ვითომ ამერიკა - საქართველოს „მეგობრობის“ ჯგუფის ხელმძღვანელი იყო. სენატორი რიში და ლინდსი გრემი შეგვიძლია გავიხსენოთ“,-ამბობს ქართველიშვილი.

მისივე თქმით, ძალიან ბევრი რესპუბლიკელი პარტიაში ნეოკონების ფლანგს წარმოადგენს. მათ შეგვიძლია მაიკლ პენსი, მაიკლ პომპეო დავამატოთ, ტრამპის წინა პრეზიდენტობის დროს მისი გუნდის წევრები, რომელთაც ტრამპმა ახალ ადმინისტრაციაში არანაირი თანამდებობა არ შესთავაზა.

„ამიტომ ტრამპმა კარგად იცის ვინ რას წარმოადგენს. ეს არის იმ რესპუბლიკელთა წარმომადგენლობა, რომლებიც განსაკუთრებული ზეგავლენის ქვეშ არიან „დიფ სთეითის“ მხრიდან. ისინი რესპუბლიკელების რიგებში „ტროას“ ცხენს წარმოადგენენ, რომელთა მთავარი ამოცანაა, რესპუბლიკურ პარტიაში სიტუაცია არიონ“, - ამბობს ქართველიშვილი.