„საქართველო გახდა სიმბოლო, როგორ შეიძლება უკრაინის მაიდანის ფორმულა ვეღარ გამოიყენო და გადატრიალება არ გამოგივიდეს“

„საქართველო გახდა სიმბოლო, როგორ შეიძლება უკრაინის მაიდანის ფორმულა ვეღარ გამოიყენო და გადატრიალება არ გამოგივიდეს“

თბილისის პარალელურად, სლოვაკეთში და სერბეთშიც მასობრივი გამოსვლებია. დემონსტრანტების ლოზუნგი ქართველია „შიგევროპელების“ ლოზუნგების იდენტურია, ისინიც „ევროპაში მიდიან“ და პრორუსულ ძალებს ქვეყნის მართვის საშუალებას არ მისცემენ. 

სლოვაკეთის პრემიერი რობერტო ფიცო ამბობს, რომ სლოვაკეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არის ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მონაწილეობდა საქართველოს მოვლენებში, ასევე უკრაინის „მაიდანში“ და ამზადებს გადატრიალებას სლოვაკეთში.

ფიცოს განცახდების პარალელურად, 25 იანვრას, სლოვაკეთის თითქმის 30 ქალაქში ხალხი გამოვიდა ქუჩებში ლოზუნგით „სლოვაკეთი ევროპაა“. ფიცოს მთავრობის წინააღმდეგ აქციების ორგანიზატორი ინიციატივა - „მშვიდობა უკრაინაში“ და ოპოზიციური პარტიები იყვნენ. აქციის ორგანიზატორთა შეფასებით, მთლიანობაში, დემონსტრაციაში მონაწილეობა 100 000-მდე ადამიანმა მიიღო.

სლოვაკეთის მსგავსად მეშვიდე დღეა გამოსვლები არ წყდება სერბეთში. ქვეყნის დედაქალაქის ცენტრი პარალიზებულია. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ და სიების გადამოწმებას მოითხოვენ. დემონსტრაციებს პოლიციასთან დაპირისპირებაც მოჰყვა. ალექსანდრ ვუჩიჩის პარტია, რომელსაც ოპოზიცია პრორუსულ ძალად მოიაზრებს, თავს არჩევნებში გამარჯვებულად აცხადებს და მათ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს გარედან მართულს უწოდებს.

გამორიცხული არ არის, გამოსვლები უნგრეთსა და ბელარუსშიც დაიწყოს. ბელარუსში 26 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, სადაც პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ამბობს, რომ მას არ ადარდებს აღიარებს თუ არა ამ არჩევნებს ევოკავშირი. ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკოს ხმა მისცა ამომრჩეველთა 87,6%-მა.

რაც შეეხება უნგრეთს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ტრამპის ინაუგურაციის მერე განაცხადა: „ჩვენ დავბრუნდით ევროპის მთავარ ქუჩაზე, ჩვენ ახალი მეინსტრიმი ვართ“. სწორედ ტრამპთან მეგობრობის გამო არ არის გამორიცხული, რომ ე.წ. დიფ სთეითმა პროცესების არევა უნგრეთშიც სცადოს.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებებს ეთანხმება საქართველოს ხელისუფლება. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ამ სამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების უკან ერთი ძალა დგას და მას „დიფ სთეითი“ ჰქვია. ისინი ცდილობენ ტრამპის ადმინისტრაციის მოძლიერების პარალელურად, სიტუაცია ევროპაში არიონ.

„ერთი ხელიდან არის კოორდინირებული ასეთი ტიპის პროცესები სხვადასხვა ქვეყანაში. ხშირად ვციტირებდი ხოლმე სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს კონკრეტულ ვიდეომიმართვას, სადაც ის აღწერს სლოვაკეთში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის ლიბერალური ფაშიზმის განვრცობას სლოვაკეთის ტერიტორიაზე. რასაც ის აღწერს თავის 10-წუთიან მიმართვაში, არის აბსოლუტურად იდენტური იმისა, რაც საქართველოში ხდება, შესაბამისად, ასეთი პირდაპირი კოორდინაცია არათუ ვერ გამოირიცხება, არამედ არის აბსოლუტურად ლოგიკური. ეჭვს ვერ შევიტანდი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მედია პოლიტიკის ექსპერტი გიორგი ახვლედიანი for.ge-სთან ამბობს, რომ სლოვაკეთში, სერბეთში და საქართველოში ერთიდაიგივე ძალები მოქმედებენ. თუმცა ახვლედიანი ამბობს, რომ უკრაინის მაიდანიზაციის სცენარისტებს მაიდანის ფორმულას თბილისში გამოყენება არ გამოუვიდათ.

„უკრაინის მაიდანი ყველაზე კარგი მაგალითია იმის, თუ როგორ შეიძლება უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი ხელისუფლების რევოლუციის გზით გადაგდება მოხდეს. უკრაინული მაიდანის სწორედ ამ ტექნოლოგიის სიმბოლო გახდა. ხოლო საქართველო გახდა იმის სიმბოლო, როგორ შეიძლება უკრაინის მაიდანის ფორმულა ვეღარ გამოიყენო და გადატრიალება არ გამოგივიდეს. თბილსიში ამ პერიოდში მიმდინარე მოვლენები სწორედ ამის ნათელი მაგლითი და სიმბოლოა. ამიტომ მალე გვექნება ორი თვალსაჩინო მაგალითი - კიევური მაიდანი და თბილისური ანტიმაიდანი. ფიცოსთვის და სლოვაკეთისთვის ეს ორი გამოცდილება მნიშვნელოვანია. ფიცო ხედავს, რომ მის წინააღმდეგ სწორედ უკრანული მაიდანი იქოქება. ბუნებრივია, მისთვის მნიშვნელოვანია ის გამოცდილება, რომელიც საქართველოში დაგროვდა, როგორ უნდა ებრძოლო და გადააგორო ეს მაიდანის პროექტი. ამიტომ მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს მსგავს გამოცდილებას“,- ამბობს ახვლედიანი.

მისივე თქმით, რაც შეეხება იმ ძალებს, რომელიც საქართველოში მოქმედებდნენ, ეს პირდაპირ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ იყო მართული.

„ძალიან ბევრია „დიფ სთეითის“ წარმომადგენელი ორგანიზაცია, მაგალითად მაკკეინის ინსტიტუტი, რომელიც ღიად საუბრობდა იმაზე, რაზეც ვერ საუბრობს ხელისუფლება. ისინი ჩვენს პირდაპირ ომში ჩართვას ითხოვდნენ. აქედან გამომდინარე, რადგან საქართველო ომში არ ჩაერთო, დაიწყეს საქართველოში ხელისუფლების შეცვლის მცდელობა. რაც შეეხება სლოვაკეთს, აქაც, რა თქმა უნდა, ამერიკის ფარული და კულუარული ხელისუფლების, „დიფ სთეითის“ ხელი ჩანს. ამაზე ღიად ტრამპიც, მისი ოჯახი და გარემოცვაც საუბრობს. ეს ხომ არ არის ჩვენი მოგონილი ამბავი. თუმცა ასევე ძირითადი წინააღმდეგობა სლოვაკეთის, სერბეთის შემთხვევაში ბრიუსელიდან მოდის. როგორც სლოვაკეთი, ასევე უნგრეთი, სერბეთი, ლიბერალური ბრიუსელისთვის ძალიან დიდი საფრთხის მატარებელია.

უნგრეთი და სლოვაკეთი განსაკუთრებით, ეს არის ულტრამემარჯვენე ხელისულფლებების მქონე სახელმწიფოები, რომლებიც ბრიუსელის ფსევდო ლიბერალური პოლიტიკის წინააღდეგები არიან. გარდა ამისა, ისინი ეწინააღმდეგებიან არა მხოლოდ იდეოლოგიურ პოლიტიკას, არამედ ეს ორი ქვეყანა ევროპაში მიგრაციას ებრძვის. ამას გარდა, ამ ქვეყნებში წინააღმდეგობა ხვდებათ იმ შიზოფრენიაზე, რასაც უკრაინაში დაუსრულებელი ომი ჰქვია“, - ამბობს ახვლედიანი.

ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობისთვის უნგრეთის, სლოვაკეთის და ალბათ, სერბეთის ახალი ხელისუფლებაც, ბრიუსელის პოლიტიკის ხელის შემშლელები არიან.

„მე მაინც ვფიქრობ, რომ ბელორუსში რაღაცა ძალები შეეცდებიან არჩევნების შემდეგ იქაც პროცესები არიონ, მაგრამ იმის მეათედიც ვერ იქნება, როგორიც 5 წლის წინ იყო. მაშინ მთელი ევროპა ბელარუსისკენ იყო გადართული, რათა ხელისუფლება შეეცვალათ. რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, ვფიქრობ, რომ მთელი რესურსი, რომელიც უკრაინის მაიდანის სახით საქართველოში განხორციელების არსებობდა, მისი 99% ამოიწურა. ორგანიზატორებმა დაინახეს, რომ ეს ყველაფერი შეუძლებელია. ჩვენს ქვეყანაში ამის განხორციელება რომ ვერ მოხდება, მიხვდნენ, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ ხელისუფლების კურსს მხარს უჭერს და პოლიტიკური აქტივის სცენარის გამეორება ვერ გამოდის. მით უმეტეს საქართველოში ხელისუფლება ძალიან მყარია და ყველა მათ გეგმას ერთი ნაბიჯით წინ უსწრებს“, - ამბობს ახვლედიანი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ლევკოთეა საქართველოში რომ მაიდანიზაცია არ მოხდა, ეს ქართველი ხალხის უმრავლესობის დამსახურებაა, რომელმაც არაერთხელ დააბიჯა მსგავს ფოცხს წარსულში ფეხი.
თორემ, ხელისუფლებას დიდი სიბრძნე არაფერი ეტყობა. ძალით ,,იჩალიჩებენ" ხოლმე მსგავს სახალხო მღელვარებებს.
1 დღის უკან