„ეს ომი ბაიდენმა და პუტინმა გეოპოლიტიკა უკრაინელების თავებით ითამაშეს, ტრამპი და პუტინი კი ჩვენს თავებსა და ნანგრევებზე თაღს ააშენებენ“

„ეს ომი ბაიდენმა და პუტინმა გეოპოლიტიკა უკრაინელების თავებით ითამაშეს, ტრამპი და პუტინი კი ჩვენს თავებსა და ნანგრევებზე თაღს ააშენებენ“

დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე ზეწოლა დაიწყო - მისი განცხადება, აჩენს განცდას, რომ იგი ყველაფრის ფასად დასვამს ზელენსკის მოლაპარაკების მაგიდასთან. აშშ-ის პრეზიდენტმა, „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში სკანდალური განცხადება გააკეთა:

„იცით, ის ანგელოზი არ არის. მას არასოდეს უნდა დაეშვა ეს ომი. პირველ რიგში, ის იბრძვის გაცილებით დიდ ძალასთან. ორი რამ მოხდა: მათ სიმამაცე გამოიჩინეს, მაგრამ ჩვენ მათ მილიარდობით დოლარი მივეცით. შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ევროპაზე 200 მილიარდი დოლარით მეტი დახმარება გაუწია... ზელენსკი იბრძოდა გაცილებით დიდ, გაცილებით მძლავრ ძალასთან. მას არ უნდა ეომა, რადგან ჩვენ შეგვეძლო, შეთანხმებისთვის მიგვეღწია. მე შემეძლო გარიგების დადება ძალიან მარტივად, მაგრამ ზელენსკიმ გადაწყვიტა – მე ვიომებ“.

ტრამპის ამ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა სოციალურ ქსელში უპასუხა. მისი თქმით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიზანი იყო უკრაინის ყიდვა რუსეთთან ომისთვის. მისი აზრით, ეს ომი ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის მხრიდან რაციონალური კონსტრუქციაა, რომლებმაც გეოპოლიტიკა უკრაინელების თავებით ითამაშეს „ახლა კი ტრამპი და პუტინი ჩვენს თავებსა და ნანგრევებზე თაღს ააშენებენ“, – ამბობს არესტოვიჩი.

მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციამ ომის დაწყებისთვის ყველაფერი გააკეთა. შედეგად, დაიღვარა სისხლი, დაკარგულია მილიონობით ადამიანი, ჩამოშლილია ეკონომიკა, მიტაცებული და ცხოვრებისთვის უვარგისია ტერიტორიები, სანაცვლოდ კი არაფერია.

„ეს ომი არის უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ დანაშაული. პუტინის ბრალია, ხოლო ზელენსკის – პასუხისმგებლობა. ომის დაწყებისთვის ზელენსკის ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა, ომს მაქსიმალურად უაზროდ აწარმოებს, საკუთარი იდიოტიზმისთვის ფასს უკრაინელების სისხლითა და უკრაინის მომავლით იხდის, ომში იპარავს ჩვენს და ამერიკულ ფულს და არ სურს მისი დასრულება ახლა, როდესაც ყველაფერი გადაწყვეტილია და ცხადია, ჩიხში შესული ვითარებაა.

დავღვარეთ სისხლი, დავკარგეთ მილიონობით ადამიანი – დაღუპულები და ლტოლვილები, რომლებიც აღარ დაბრუნდებიან, ეკონომიკა ჩამოშლილია, უამრავი ტერიტორიაა მიტაცებული და ცხოვრებისთვის უვარგისი და სანაცვლოდ არაფერს მივიღებთ. ყველაფერი, რასაც 2023 წლის სექტემბრიდან ვსაუბრობ, პუნქტობრივად სრულდება.

ჩემი პოზიციაა – ყველა პოლიტიკოსი, რომელიც ომის დაწყებამდე და შემდგომ პერიოდში ხელისუფლებაში იყო, უნდა წავიდეს. მათი წასვლა, ასევე ომის მომზადების, ორგანიზებისა და წარმართვის გამოძიება – უკრაინისთვის ძალიან გრძელი და რთული გზის დასაწყისია“, - წერს ალექსეი არესტოვიჩი.

ამ განცხადებების პარალელურად ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისთვის მზადაა. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

კრემლის პრესმდივნის თქმით, მოსკოვი ელოდება ვაშინგტონისგან სიგნალს, რომ ისინიც მზად არიან ამ საუბრისთვის.

„პუტინი მზადაა და ჩვენ ველოდებით სიგნალს, ყველა მზადაა. რთულია იმის პროგნოზირება, თუ რა იქნება, თუმცა როგორც კი რამე მოხდება, ჩვენ შეგატყობინებთ“, – აღნიშნა პესკოვმა.

პესკოვი ასევე გამოეხმაურა დონალდ ტრამპის მოწოდებას არაბეთსა და ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის მიმართ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასასრულებლად ნავთობის ფასები დაწიონ.

„ეს კონფლიქტი არ არის ნავთობის ფასებზე დამოკიდებული. ეს კონფლიქტი გამოწვეულია რუსეთის ეროვნული უშიშროებისადმი საფრთხით, იმ ტერიტორიებზე მცხოვრები რუსებისადმი საფრთხით და იმ გარემოებით, რომ ამერიკელებიც და ევროპელებიც სრულად უარს ამბობენ რუსეთის შეშფოთების მოსმენაზე“, - აღნიშნა პესკოვმა.

კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ დონალდ ტრამპის მხრიდან ამ განცხადებას, რა თქმა უნდა, პრევენციის სახე აქვს. ბენდიანიშვილი აცხადებს, რომ ტრამპის პოლიტიკა უკრაინის ომთან დაკავშირებით ისახავს გეგმას, რომ ომის დასრულება ნებისმიერ ფასად მოხდეს. მან ეს პირობა ამერიკელ ხალხს მისცა და მისი გამარჯვების ერთ-ერთი მიზეზი ესეც გახდა.

„რა თქმა უნდა, ტრამპის ამ განცხადებას ლოგიკური მიზეზი აქვს და ეს არის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკიზე ზეწოლის მცდელობა. ტრამპის ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო, რომ უკრაინის ომს დაასრულებდა. ეს კი შიდა პოლიტიკაზე არის მიბმული, რადგან ამერიკა უკრაინას ყველაზე დიდ დახმარებას უწევს, იქნება ეს ფინანსური თუ სამხედრო დახამრება, ამიტომ ამერიკელების დიდი ნაწილისთვის გამოჩნდა, რომ ამ ფულის ომზე ხარჯვა მიუღებელია. შესაბამისად, ტრამპმა დაიწყო მოქმედება და ფიქრობს, რომ რაც უფრო მალე შეძლებს ზელენსკიზე ზეწოლის მოხდენას, მოლაპარაკების მაგიდასთან დასმას, მით უფრო უკეთესია მისთვის და ამერიკისთვის.

ჩვენ ვნახეთ ტრამპის ინაუგურაციაზე წარმოთქმული სიტყვები. ყველგან უნდა მოხდეს მხოლოდ ამერიკის ინტერესების გათვალისწინება. ჯერ ამერიკა და მერე დანარჩენი მსოფლიო. სწორედ ამ ლოგიკით მოქმედებს ახლა. მისთვის უკრაინის და უკრაინელების ინტერესები უკვე მეორეხარისხოვანია. მთავარია ეს ომი მის ქვეყანას და ბიუჯეტს არ დააწვეს და ორივე მხარე რაღაცაზე უნდა შეთანხმდეს. ამიტომ ვხედავთ ასევე ზეწოლას რუსეთზე, სადაც მან საუდის არაბეთს ნავთობზე ფასების დავარდნა და რუსების გაკოტრებისკენ მოუწოდა. თუმცა პუტინზე მას არა აქვს ზეწოლის ისეთი ბერკეტები, როგორიც სამწუხაროდ ზელენსკიზე აქვს“, - ამბობს ბენდიანიშვილი.

მისივე თქმით, ტრამპის მხრიდან ეს წნეხი კიდევ უფრო გაძლიერდება და ზელენსკი იძულებული გახდება, რომ გარკვეულ პირობებზე წავიდეს. ბენდიანიშვილს მიაჩნია, რომ ყველაზე კარგი ვარიანტი, რაც ახლა უკრაინისთვის შესაძლოა იყოს, არის ის, რომ ომი ამ მოცემულობით დასრულდეს. მან მიიღოს ძლიერი გარანტიები უკრაინის უსაფრთხოების დასაცავად.

„რა თქმა უნდა, ზეწოლას ტრამპი ზელენსკიზე კიდევ უფრო გააძლიერებს, მას ამის ბერკეტი აქვს. მე მაინც მგონია, რომ ყველაზე რთული პუტინის დათანხმება იქნება. ამიტომაც ჩართო ტრამპმა ამ სიტუაციაში ჩინეთი. მან კარგად იცის, რომ რუსეთზე ზეოწლის ბერკეტი ჩინეთს აქვს. მიმაჩნია, რომ ზელენსკი უკვე შეგუებულია ამ სიტუაციას და ახლა ეცდება, რაც შეიძელბა მყარი გარანტიები მიიღოს ცეცლხის შეწყვეტის და უკრაინის უსაფრთხოების დაცვის კუთხით - თავდებში დიდი და ძლიერი მოთამაშეები ჩადგნენ, რომ რუსეთმა შემდეგ ამ შეთანხმება არ დაარღვიოს. რა თქმა უნდა, ტრამპის პირობებში ნატოში გაწევრიანება გამორიცხულია, მით უმეტეს ამერიკის გარდა წინააღმდეგი, როგორც ზელენსკიმ თქვა, გერმანია, უნგრეთი და სლოვაკეთია. ნატოსთან დაკავშირებით ტრამპის დამოკიდებულებაც ვიცით. ის ევროპას თავდაცვის გასაძლიერებლად დაფინანსების 5%-მდე გაზრდას სთხოვს. ამიტომ ნატოს თავად შესაძლოა აქეთ ტრამპის რიტორიკის გამო პრობლემები შეექმნას, მით უმეტეს უკრაინის ომით თავის ატკიება არავის სურს“, - ამბობს კონფლიქტოლოგი.

 

trampi ამ ბოლო წლის განმავლობაში ეს არისტოვიჩი ძალიან დაჭკვიანებულა ... .
..კაი იქნებოდა ადრე ყოფილიყო ესეთი ჭკვიანი და ხმამაღლა ეყვირა --- არ გვინდა ნატოვო --- უკრაინა გადარჩებოდა
იძახა პუტინმა, იძახა, უკრაინის ნატოში გაწევრიანებას და იქ ნატოც ჯარების განლაგება ჩვენთვის მიუღებელია, ამას არ დაუშვებთო, მაგრამ ვინ დაუჯერა?? არ დაუჯერეს და ეგეეე მიიღეს ის .....რაც მოხდა
იმ ქუთაისელისა არ იყოს--- დაარტყი პენალი სუდიას ვინ კითხავსო ...... ეგეთუ არ ჰკითხავენ....ნატო დარჩაააათ შორს და არა მარტო ნატო??
იგივე თქვა ტრამპმაც---- უკრაინის ნატოში მიღებაზე ლაპარაკიც კი არ შეიძლებოდა... რუსეთის ინტერესები უნდა გაეთვალისწინებინათო, ბოლო ბოლო
იქ მისი საზღვრებიაო ...
ხოოოდა .... ხოოც .... რომელ ჭკვათამყოფელს მოეწონება პადიეზდში, საერთო პლაშადკაზე, პირდაპირ მეზობელმა თავის კარებიდან თოფი გამოყოს და
პასტაიანად შენ გიმიზნოს?....თან როცა იცი რომ ის მეზობელი(ა.შ.შ.) მუდმივად შენი ავის მოსურნეა??
არავის მოეწონება!!! ხოოდა იძახა პუტინმა არა ვარ მე ის შავი კაცი, არა ვააარ, მოაშორეთ ეს თოფები, თორემ გავისვრიო და ....გაისროლა...
იგივეს ამბობს ტრამპი და ...... გააანადგურეს უკრაინა....
ესე გააკეთებინეს სააკაშვილს საქართველოში ...ეგონათ რუსეთს დავაკლებთ რამესო....ვისაც დააკლდა კი ვნახეთ
ხოოდა და რუსი არც არაფერს არ დათმობს....თოფი აკლია, ტყვია წამალი .....თუ მოხალისეები? პლიუს ვინც კარგად იცნობს რუსებს
იციან, რომ მაგათი ფსიქიკა სულ სხვანაირია და რომ ომი მაგათთვის უბრალოდ ჟილკააა...ჟილკა....პოლ-ლიტრით დათმობენ, მაგრამ ომით არაფერს!!
ხოოოდა ტრამპი თუ ბევრს გაუტრაკებს რუსეთს და ეცდება რომ რუსი შეაშინოს, ესე არაფერი გამოვა --- ომი არ დამთავრდება
იმ ნათქვამისა არ იყოს პატარძალს ....აშინებდნენო.....მაგ სანქციებისა პუტონს სულაც არ ეშინია ...ირანი 40 წელი სანქციების ქვეშ იყო და ......არაფერი
ესეა პუტინიც ...ან . ხალხი(მოხალისეები) თვლით კი არა ყავს ჩაბარებული?.... ...იომებს და იომებს
ეგეც თქვენი ,,რუსეთუმე,, ტრამპი--- პუტინი ამერიკის არჩევნებში რომ ,,ჩაერია,, და თავიაანთ აგენტს-- ტრამპს რომ გაამარჯვებინა
ეხლა ტრამპი რაღამც რუსეთის აგენტია პუტინს დაუჯერეეებს??
ჰმმ.......როგორ აღარ ლანძღეს ტრამპი..........მაშ ამის მთქმელები ქაჯები არ არიაან ????
არიან თანაც მამალი ქაჯები...
19 საათის უკან