ჯორჯ სოროსის იდეოლოგიის მატარებელი „რევოლუციონერები“ ისევ ქუჩაში არიან. ტრადიციულად, დღის განმავლობაში ისვენებენ, ან საჯარო სამსახურში არიან, 18:00 საათიდან კი შეკრებას იწყებენ რუსთაველზე. აწყობენ სხვადასხვა სახის პერფორმანსს, მათ შორის მსვლელობებს და ასე მთავრდება მათი ღამის სიზმარი. ლიბერალებს საქართველოში რევოლუცია ჩაუვარდათ, თუმცა მცდელობას მაინც არ აკლებენ და წინა პლანზე ამჯერად დოი გამოიყვანეს, რომელიც 10 დღის განმავლობაში ხელისუფლებას ემუქრებოდა, რომ საშინელი ფაქტის წინაშე დააყენებდა. მუქარაც „შესრულდა“ - დოიმ თბილისიდან რეგიონებში მოგზაურობა ან გასტროლები დააანონსა. ასეთია ამ ქვეყნის ოპოზიცია და ე.წ. ფსევდოელიტა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „კანვასის“ რევოლუცია საქართველოში არ შედგება. ე.წ. შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებისთვის ტარდებოდა რევოლუციაში ტრენინგები და ამის შედეგებია დღეს სახეზე - ფსევდოელიტის წარმომადგენლები ცდილობენ გარკვეული რევოლუციური პროცესების ორგანიზებას, თუმცა ირაკლი კობახიძის თქმით, ესეც განწირულია წარუმატებლობისთვის.
„საქართველოში, ამ სამი წლის განმავლობაში, ვიხილეთ რევოლუციის 4 მცდელობა, ეს არის უკვე მე-4 მცდელობა. ხან პარტიებით სცადეს რევოლუციის მცდელობა, ხან „ენჯეოებით“, ხან ჟურნალისტებით, საუბარია ე.წ. მედიამენეჯერებზე და ოპოზიციური მედიასაშუალებების წარმომადგენლებზე. ყველა საშუალებით სცადეს რევოლუციის მცდელობა, თუმცა ყველა საშუალება ჩავარდა. ახლა რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის ერთგვარი „კანვასის“ რევოლუციის მცდელობა. ნებისმიერი ასეთი აქტი არის განწირული სამომავლოდაც. „კანვასის“ რევოლუცია საქართველოში არ შედგება. ყველას მინდა მოვუწოდო, მიხედონ საკუთარ პროფესიას. ეს არის ჩემი რჩევა. ჩვენ, საქართველოს მთავრობა, ყველას დავეხმარებით, ყველას გავუწვდით და შევუწყობთ ხელს, საკუთარი პროფესიული საქმიანობის წარმოებაში, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარალელურად სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა დაიწყო სლოვაკეთში. მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით, ერთი ხელიდან არის კოორდინირებული ასეთი ტიპის პროცესები სხვადასხვა ქვეყანაში, ასეთი პირდაპირი კოორდინაცია არათუ ვერ გამოირიცხება, არამედ არის სრულიად ლოგიკური. პრემიერის თქმით, ის ხშირად ციტირებდა რობერტ ფიცოს კონკრეტულ ვიდეომიმართვას, სადაც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი აღწერს ისეთ პროცესებს, რაც არის იდენტური იმისა, რაც ხდება დღეს საქართველოში.
„ლიბერალური ფაშიზმის განვრცობას სლოვაკეთის ტერიტორიაზე, რასაც ის აღწერს თავის ათწუთიან მიმართვაში, არის აბსოლუტურად იდენტური იმისა, რაც ხდება დღეს საქართველოში. შესაბამისად, ასეთი პირდაპირი კოორდინაცია არათუ ვერ გამოირიცხება, არამედ არის სრულიად ლოგიკური, შესაბამისად, მე ეჭვს ვერ შევიტანდი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებაში“, - განაცხადა პრემიერმა.
რობერტ ფიცოს განცხადებით, სპეცსამსახურებმა გააფრთხილეს, რომ არსებობს გეგმები, რომელიც ხელისუფლების დამხობას ითვალისწინებს.
„არსებობს გეგმები, რომელიც ქუჩის საპროტესტო აქციების და ადმინისტრაციული შენობების დაკავების გზით სლოვაკეთის ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობას ითვალისწინებს. მოდელი, რომელიც მზადდება არის ძალიან მარტივი და ბევრ ქვეყანაში აპრობირებული. შემიძლია დავადასტურო, რომ სლოვაკეთში არის ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მონაწილეობდა საქართველოში განვითარებულ მოვლენებში და ასევე აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის მაიდანში, ეს ჯგუფი სხვადასხვა წყაროდან ფინანსდება“, - განაცხადა რობერტ ფიცომ.
ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ სლოვაკეთის პრემიერის განცხადება ადასტურებს, რომ სლოვაკეთში განვითარებული მოვლენები არის „რევოლუციონერების“ კუდის ბოლო მოქნევა. ეს არის ჯგუფი, რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს საქართველოსა და უკრაინაში ვერშემდგარ და შემდგარ „მაიდანთან“.
„ფიცომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოქმედების მსგავსი მოდელი უკვე აპრობირებულია სხვა ქვეყნებში და ფინანსდება სხვადასხვა წყაროდან. ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ფიცომ განაცხადა, რომ ჯგუფის მიზანი იყო სლოვაკეთის სამთავრობო სტრუქტურების ჩამოშლა. „მოდელი, რომელიც მზადდება, არის ძალიან მარტივი და გამოცდილია ბევრ ქვეყანაში“, - აუწყა მოსახლეობას სლოვაკეთის პრემიერმა. მან ასევე განაცხადა მოსალოდნელი ანტისამთავრობო აქციების დროს, სამთავრობო ინსტიტუტებში შეღწევისა და მათი დაკავების შესაძლო მცდელობების თაობაზე. ფიცომ დარწმუნებით თქვა, რომ ჯგუფის მთავარი მიზანი ხელისუფლების გადატრიალებაა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსმა ქმედებებმა შეიძლება სერიოზულად შეაფერხოს სახელმწიფო უწყებების მუშაობა და ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაცია გამოიწვიონ. პრემიერ-მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რა ღონისძიებები იყო გატარებული საფრთხის გასანეიტრალებლად, მაგრამ მყარად დაარწმუნა მოსახლეობა, რომ მთავრობამ იცის რა ხდებოდა და მიმართავს აუცილებელ ზომებს ქვეყნის დასაცავად“, - წერს დავით ქართველიშვილი.
პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორის, პოლიტოლოგ ირაკლი გოგავას განცხადებით, ფიცოს ბრძოლა რომ ნამდვილია, ეჭვს არ იწვევს. მას ესროლეს ლიბერალებმა. ის არის ორბანის და ტრამპის მოკავშირე, მიუხედავად იმისა, რომ მისი პარტია მემარცხენე პლატფორმაზეა, ტრადიციულ ფასეულობებს იზიარებს.
„ფიცოს მიერ ნახსენები „ექსპერტთა ჯგუფი“ სპეცსამსახურების წარმომადგენლებისგანაა დაკომპლექტებული, რომლებმაც იციან გადატრიალების ტექნოლოგია და გეგმავენ სახელმწიფო გადატრიალებას სლოვაკეთში. მანამდე იყვნენ საქართველოში, ხოლო უფრო ადრე უკრაინაში, სადაც მოახერხეს სახელმწიფო გადატრიალება. დღეს რომ ისინი სლოვაკეთში არიან, ეს ჩვენთვის, ერთი შეხედვით, კარგია, რადგან მიხვდნენ, რომ აქ ჩაფლავდნენ და სლოვაკეთში გადაინაცველეს. მანამდე უნგრეთში სცადეს, დიდი გამოსვლების პროვოცირება შეძლეს ბუდაპეშტში და სერბეთშიც.
„ჩვენთან ადგილობრივ მამათმავალთა გილდიას ჩააბარეს ეს ამბავი. ეჭვი მეპარება მაგათ რამე გამოუვიდეთ. სანამ დაფინანსება არ შეუწყდებათ, იხმაურებენ. აშშ-ში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ახალი უფროსი დამტკიცდა. რამდენიმე დღე დასჭირდება, რომ გაერკვეს სიტუაციაში და როცა გაერკვევა, გასცემენ ბრძანებას, რომ შეწყდეს დაფინანსება. ერთი ნაწილი უკვე შეწყდა. აგერ, ანა დოლიძემ ამერიკას მოუწოდა მილიარდები მოგვეცით არასამთავრობო სექტორსო. ესენი ხომ ფულზე ორიენტირებული ხალხია სინამდვილეში. ასე რომ, არავითი რევოლუცია აქ არ იქნება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი გოგავა.