„ჩვენ ენჯეოსექტორს მძიმე დღეები დაუდგება - ტრამპმა 90 დღის განმავლობაში ყველა დაფინანსების გაუქმებაზე მოაწერა ხელი“

„ჩვენ ენჯეოსექტორს მძიმე დღეები დაუდგება - ტრამპმა 90 დღის განმავლობაში ყველა დაფინანსების გაუქმებაზე მოაწერა ხელი“

ამერიკის 47-ე პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის ომების შეჩერებასთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით ახალი საზოგადოების ჩამოყალიბება და მსოფლიოსთვის ე.წ. ლიბერალური ფაშიზმის ჩანაცვლება ღირებულებებით, რაც ოჯახსა და მხოლოდ ორი სქესის არსებობას გულისხმობს. ასევე მნიშვნელოვანია გადაწყვეტილება სახელმწიფო ძალაუფლება არ გამოიყენებოდეს პოლიტიკური დევნისთვის - დონალდ ტრამპისთვის ახალი პრიორიტეტები ამერიკული საზოგადოების განმტკიცებისთვის აუცილებელი წინაპირობაა. მან ასევე ხელი მოაწერა ამერიკის მხრიდან მსოფლიოში სხვადასხვა სახის დაფინანსების 90 დღით შეწყვეტას.

დონალდ ტრამპი თეთრი სახლის ადმინისტრაციაში სამართლიანობის აღდგენას საკუთარ სტატუსს უკავშირებს. მისი სიტყვებით, ამერიკის მთავრობა კორუმპირებული პოლიტიკური ისტებლიშმენტის გამო, ნდობის კრიზისის წინაშეა.

„ქართულმა ოცნებამ“ მიდგომებში თანხვედრა უკვე პირდაპირ დონალდ ტრამპისგან მოისმინა, თანაც არაერთი მიმართულებით. ამერიკის ახალი პრეზიდენტის გზავნილები - ეროვნული ინტერესის, მშვიდობისა და სუვერენიტეტის დაბრუნებაზე, მმართველ გუნდისთვის, შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის პერსპექტივას უფრო რეალურს ხდის. ამ მოლოდინს კიდევ უფრო ამძაფრებს ტრამპის მხრიდან დაანონსებული ე.წ. დიფ სთეითის დემონტაჟი და გაცხადებული გენდერული პოლიტიკა, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი - მამრობითი და მდედრობითი.

ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომდგენლები, რომლებიც ხელისუფლებას ე.წ. ლგბტ პროპაგანდის კანონის გამო მწვავედ აკრიტიკებდნენ, ახლა ამ საკითხზე საუბარს თავს არიდებენ. არ სურთ არც დონალდ ტრამპის გზავნილის შეფასება, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ საზოგადოებრივი და პირადი ცხოვრების ყველა ასპექტში, სქესის დანერგვის პოლიტიკა ოფიციალურად დასრულდება.

პოლიტიკური შოუს მცდელობა მმართველმა გუნდმა ოპოზიციის ნაწილის ამერიკული ვოიაჟის მიღმაც დაინახა. „ქართული ოცნებისთვის“ მათი ოპონენტების ვაშინგტონში ვიზიტი უშედეგოა. იმის გათვალისწინებით, რომ მათივე თქმით, ვერცერთმა ოპოზიციონერმა ღონისძიებაზე დასწრება ვერ შეძლო.

ვაშინგტონში ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ გიორგი ვაშაძე, ხოლო „ლელოდან“ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გაემგზავრნენ. ინაუგურაციის პარალელურად, ვაშაძისგან განსხვავებით „ლელოს“ ლიდერების მხოლოდ ერთი ფოტო გავრცელდა, ისიც ღია სივრცეში და არაოფიციალურ გარემოში. განმარტების გაკეთება დღეს თბილისში ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდის წევრებს უწევდათ.

გიორგი ვაშაძე ცერემონიას თვალს „ქეფითალ არენადან“ ადევნებდა. მან ვაშინგტონიდან სელფ-ვიდეოც გაავრცელა - ვაშაძის თანაპარტიელები ლიდერის ვაშინგტონში ყოფნას წარმატებად მიიჩნევენ.

კოლეგა ოპოზიციონერებისგან მეტ სერიოზულობას ისურვებდნენ სხვა პარტიები. გიორგი გახარიას გუნდში ამბობენ, რომ პარტნიორებთან ურთიერთობებში მხარდაჭერას მხოლოდ სალომე ზურაბიშვილს უცხადებენ.

ვაშინგტონში ტრამპის ინაუგურაციაზე ახალ ადმინისტრაციას ოფიციალურად არც სალომე ზურაბიშვილი დაუპატიჟებია, თუმცა სხვა ოპოზიციონერი ლიდერებისგან განსხვავებით, ყოფილმა პრეზიდენტმა კაპიტოლიუმის შენობაში მოხვედრა ჰელსინკის კომისიის ხელმძღვანელის მიწვევით შეძლო. კაპიტოლიუმის შენობიდან ფოტოც თავად გაავრცელა.

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ყოფილ პრეზიდენტს, ისევე როგორც ოპოზიციის სხვა ლიდერებს, სურვილი აქვთ ყალბი პიარკამპანიით საზოგადოებას შეუქმნან განცდა, რომ ოფიციალურ ვაშინგტონთან მათ მჭიდრო კავშირები აქვთ. „ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ ეს მხოლოდ მათი სურვილია - რეალობა კი სულ სხვაა.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ 20 იანვრის ტრამპის საჯარო გამოსვლამ, გადაწყვეტილებებმა, ნათლად აჩვენა, სად არის ამერიკის პოლიტიკა და რაზე იქნება უახლოეს 4 წლის განმავლობაში დაფუძნებული. აბაშიძე ამბობს, რომ ეს იქნება ამერიკის შიდა პოლიტიკური და სოციალური პრობლემების მოგვარების საკითხი - ასევე საგარეო უსაფთხოება და მსოლფიოში მშვიდობის დამყარება.

„ამერიკა საქართველოზე უფორ მეტად დაიღალა მახინჯი ე.წ. ტრანსგენდერული პოლიტიკის პროპაგანდით, რასაც დონალდ ტრამპმა საბოლოოდ წერტილი დაუსვა. მან თქვა, რომ მსოფლიოში და ბუნებაში არსებობს მხოლოდ ორი სქესი. ქალი არის ქალი და მამაკაცი არის მამაკაცი. ეს ხომ ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ დღევანდელ ფსევდოლიბრელაურ სამყაროში ძალიან აქტუალურია. აქ იკვეთება იმ საცოდავი, უბადრუკი, არაფრისმქნელი ნაცოპოზიციის მდგომარეობა, როცა ვითომ საკუთარ ფასეულობებზე ორიენტირებული ხელისუფლება ე.წ. პრორუსულია. თუ პუტინი არის ე.წ. გავლენის მომხდენი ტრამპზე და „ოცნებაზე“, მაშინ ეს ლოგიკაში როგორ ჯდება? თუმცა ამათთვის ლოგიკა არ არსებობს, რადგან ახლა ისეთ გასაჭირში არიან, აღარ იციან საკუთარი დღის წესრიგი როგორ შეცვალონ. ტრამპმა თავის გამოსვლებში მოხაზა ის პრიორიტეტები, რაც ამერიკელებს და მის საგარეო პრიორიტეტებს ეხება.

ეს არის უწინარეს ყოვლისა ქვეყნის დაცვა სოციალური - ეკონომიკური თვალსაზრისით, სამხედრო თვალსაზრისით და გაფართოვება ნახევარსფეროში. ტრამპს არანაირად არ აინტერესებს და ადარდებს ევროპის კონტიგენტი. კარგი თუ ცუდი გაგებით, ეს არის მისი და მისი გუნდის მთავრი წინასაარჩევნო აღსრულება - ამერიკა უნდა იყოს ძლიერი და უწინარეს პრიორიტეტი ყველა საქმეებში. შესაბამისად, ჩვენმა უბედურმა ოპოზიციამ თავი კიდევ უფრო გაიმასხარავა, როცა ბაიდენის ადმინისტრაციის მეხოტბეები, ახლა ტრამპის კარზე შეტენვას და პატრონების ძიებაში არიან“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, ეს არის დიდი ტრაგიკომედია, როცა ნაცოპოზიცია ჯერ ევროპელი კორუმპირებული ვიგინდარა ჩინოვნიკების მეხოტბეები, ლგბტ პროპაგანდის დიდი მხარდამჭერი იყო, ახლა, როცა ეს ყველაფერი დასრულდა, ისიც კი არ იციან საკუთარი მედია და მესიჯბოქსები ასე სწრაფად როგორ გადააწყონ ტრამპის დღის წესრიგზე.

„ეს ვიგინდარები ცდილობენ, როგორმე ტრამპის დღის წესრიგს მოერგონ, მაგრამ ვერც ქართულ და ვერც საერთაშორისო რეალობაში ვეღარ მოახერხებენ. მართლაც საღლიცინო თემად იქცა სალომე ზურაბიშვილის, გიორგი ვაშაძის, ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის ვირტუალური დასწრება ტრამპის ინაუგურაციაზე. წარმოიდგინეთ, ეს უტიფარი, უსამშობლო, არაქართველი ე.წ. ექსპრეზიდენტი, რომელიც მანამდე ტრამპს და მის გუნდს ლანძღავდა, ახლა იხვეწებოდა, როგორმე მასთან ერთად ინაუგურაციაზე ფოტო გადაეღო. სამარცხვინოა და ძალიან გული მტკივა იმაზე, რომ ქართულ ოპოზიციაში და დემოკრატიაში არსებობენ ასეთი სარეველები, რომლებიც, ადრე თუ გვიან, ამოიძირკვებიან. ზოგადად ფულის მონებს და ფარისეველ აქტორებს ერთი სამარცხვინო ქცევა აქვთ, ოღონდ დაფინანსება ჰქონდეთ და ნებისმიერის დაკრულზე იცეკვებენ. ასე არის, სამწუხაროდ ჩვენი ოპოზიციის შემთხვევაში. ეს ის სუბიექტები არიან, რომლებიც დღეს, ხვალ დაუკრავენ ტაშს კონსერვატორებს და ლიბერალების ყველა იდეოლოგიას უარყოფენ. მათთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია ფული იყოს და სამშობლოს გაყიდიან. ამათმა ფარისევლურმა ქმედებებმა უკვე აჩვენა რომ პრინციპები არ გააჩნიათ. ადრე ფსევდო -ლიბერალური დროშით ემუქრებოდნენ ჩვენს მოსახლეობას და ბლოკავდნენ, ახლა კი მზად არიან ტრამპის კონსერვატორულ ადმინისტრაციას გაუწვნენ“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თმით, ჩვენ ენჯეოსექტორს, რომელიც ძირითადად გრანტებზე და ამერიკულ ფულზე არიან დაგეშილები მძიმე დღეები დაუდგებათ, რადგან ტრამპმა 90 დღის განმავლობაში ყველა დაფინანსების გაუქმებაზე ხელი მოაწერა, ხოლო რა იქნება შემდეგ, კაცმა არ იცის.

ლაზი უპრინციპობის და უთავმოყვერობის აპოთეოზია, როცა არჩევნებში ერთს უჭერ მხარს, მეორეს თავგანწირვით ებრძვი და ლანძრავ, ხოლო როცა მეორე იმარჯვებს, მის კარს მიასკდები შესაძრომად.
ეგ კიდევ არაფერი იქნებოდა, სხვა შესაძრომი ადგილებიც რომ არ იყოს საჭირო, რომლებიც სულაც არ არიან, გამარჯვებული ტრამპის მეხოტბეები. ძალიან საინტერესოა რანაირად მოახერხებენ, ერთდოულად ასიმოვნონ ევროპელ ფსევდოლობერალ მოფაშისტოებს და მათ უარმყოფელ, მხოლოდ ორი, ბუნებრივი სქესის პოლიტიკის მხარდამჭერ და გამტარებელ ტრამპსა და განსაკუთრებით მასკს, რომელსაც სიცოცხლე გაუმწარა ტრანსგენდერულმა ფაშიზმმა.
ერთდროულად, ორ მუსიკაზე ცეკვა გაუჭიდებათ. ფეხების აბლანდვა იცის.
30 წუთის უკან