„ევროკავშირს ბომბი არ უსვრია ჩვენთვის და ეს დარჩათ, ან სრული ეკონომიკური ბლოკადა გამოაცხადონ, რასაც რუსეთი გვიკეთებდა“

„ევროკავშირს ბომბი არ უსვრია ჩვენთვის და ეს დარჩათ, ან სრული ეკონომიკური ბლოკადა გამოაცხადონ, რასაც რუსეთი გვიკეთებდა“

დღეს, 21 იანვარს ევროპარლამენტი საქართველოს საკითხზე დებატებს გამართავს - ევროპარლამენტში დაგეგმილი დებატების თემააპოლიტიკური არეულობა და მიმდინარე რეპრესიებისაქართველოსა და ბელარუსში. გარდა ევროპარლამენტის დებატებისა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შეფასების შესახებ მოხსენებას წარადგენენ. ამის ფონზე კი, ცნობილი ხდება, რომ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია 27-31 იანვარს გაიმართება. სესიის პირველ დღეს, 27 იანვარს, 26 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შეფასების შესახებ მოხსენებას წარადგენენ.

ექსპერტი სამხედრო საკითხებში, ამირან სალუქვაძე For.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ დასავლური სახელმწიფოები იაზრებენ მათ მიერ მიღებულ უსამართლო გადაწყვეტილებებს, თუმცა მაინც ცდილობენ საქართველოს, როგორც ქვეყნის დაზიანებას - სწორედ ამას უკავშირდება საქართველოსთან დაკავაშირებით დაგეგმილი შეხვედრები და დისკუსიები. მისივე შეფასებით, აშშ-ში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, მსოფლიო მასშტაბით ბევრი რამ შეიცვლება, მათ შორის საქართველოშიც.

ამერიკაში ადმინისტრაცია უკვე იცვლება და ეს, რა თქმა უნდა, გავლენას იქონიებს როგორც ევროკავშირის შიდა, ისე საგარე პოლიტიკაზე, მათ შორის გაფართოების საკითხებზე - და არა მხოლოდ ევროკავშირის, არამედ ნატო-სი. ამასთან, ბევრი რამ შეიცვლება გლობალურ უსაფრთხოებაშიც. თუმცა, საწყის ეტაპზე ევროკავშირი მაინც გააგრძელებს თავის ხაზს საქართველოსთან მიმართებაში. არიან ქვეყნები, რომლებიც არ ეთანხმებიან სანქციებს და ზოგადად, მსგავს პოლიტიკასთან ჩვენთან მიმართებაში. ის, რომ ეს პოლიტიკა ჩვენთან დაკავშირებით უსამართლოა, ვფიქრობ, თავადაც იციან, მაგრამ თავისი მიზნები აქვთ.

სამწუხარო ის არის, რომ ჩვენთან პოლიტიკური ძალები, ხელისუფლების ოპონენტები, ორიენტირებული არიან ნეგატივზე და შველას ეძებენ ქვეყნის გარეთ. არსად მინახავს, რომ ოპოზიცია ცდილობდეს ქვეყნის დაზიანებას, ეკონომიკის ჩამოქცევას იმისათვის, რომ პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიონ.

სამართალი ყოველთვის პურს ჭამს, უბრალოდ, შეიძლება დრო დაგვაკარგვინოს ამ ყველაფერმა, დაგვაზიანოს - ჯერჯერობით, ვერ ახერხებენ ჩვენს დაზიანებას და ამიტომ არის ყოველ კვირა ახალ-ახალი განხილვები და ახალ-ახალი ზომების მიღება - ფიქრობენ, კიდევ რა გააკეთონ ისეთი, რომ ხელისუფლება ჩამოიშალოს. ბომბი არ უსვრიათ ჩვენთვის - ეს დარჩათ, ან სრული ეკონომიკური ბლოკადა გამოაცხადონ, რასაც რუსეთი გვიკეთებდა, - განაცხადა ამირან სალუქვაძემ For.ge-სთან.

ქვეყნის შიგნით, ანალიტიკოსთა და პოლიტიკოსთა ნაწილი დიდ ცვლილებებს ელოდება აშშ- ახალი ადმინისტრაციის პირობებში და აღნიშნავს, რომ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები გადაიტვირთება, შესაბამისად, დადებითად შემობრუნდება ვითარება ევროკავშირის ქვეყნებთანაც. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერთ-ერთია, რომელსაც აღნიშნულთან დაკავშირებით დიდი მოლოდინები აქვს. იგი დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობის ხელახლა დაკავებას ულოცავს.

როგორც ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს, დონალდ ტრამპის ლიდერობამ ხელი უნდა შეუწყოს გლობალურ მშვიდობას და გააძლიეროს აშშ-საქართველოს ურთიერთობები.

გულწრფელად ვულოცავ დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობის ხელახლა დაკავებას. მისმა ლიდერობამ ხელი უნდა შეუწყოს გლობალურ მშვიდობას და გააძლიეროს აშშ-საქართველოს ურთიერთობები.

პრეზიდენტო ტრამპ, წარმატებებს გისურვებთ ამ მნიშვნელოვან გზაზე! - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ხოლო, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ დონალდ ტრამპი მალე პრეზიდენტი იქნება და ახალი სანქციები დაწესდება.

ივანიშვილის სასტიკი რეჟიმის წინაშე მზია ამაღლობელის გამბედაობით აღფრთოვანებული ვარ. ქართველი ხალხი არ შეშინდება. დონალდ ტრამპი მალე პრეზიდენტი იქნება და ახალი სანქციები დაწესდება. ივანიშვილის კორუმპირებულ ხელშემწყობებს დრო ეწურებათ“, - დაწერ ჯო უილსონმა.

 

KAB ქვეყნის მიმართ აგრესიულად განწყობილი და ანგაჟირებული ძალები ევროპაში და აშშ-ში ძალიან ძლიერია, საქართველოს, მათთან გამკლავების არასაკმარისი რესურსები გააჩნია. ამიტომ, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ფაქტორის გააქტიურება განსაკუთრებული მდგომარეობის რეჟიმში უნდა განხორციელდეს. გასაგებია, რომ ამ მიმართულებით იდგმება გარკვეული ნაბიჯები, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. აუცილებელია შამოყალიიბდეს მოქმედებების დღის წესრიგი, გამოვლინდეს ყველა პირდაპირი და ირიბი შესაძლებლობებიი, საეკლესიო და დინასტიური ფაქტორების ჩათვლით..
11 საათის უკან