„რობიზონ კრუზო არ დარჩა იზოლაციაში, პარასკევა გამოჩნდა, ჩვენ რა დაგვემართება ასეთი?!“

„რობიზონ კრუზო არ დარჩა იზოლაციაში, პარასკევა გამოჩნდა, ჩვენ რა დაგვემართება ასეთი?!“

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, 2023 წელს, ლიბერალი ბაიდენის ხანაში, საქართველო აქტიურად ჩაეთო უნგრეთში გამართულ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე. პოლიტოლოგის განცხადებით, ამ ნაბიჯის პერსპექტივა გულისხმობს, რომ კავკასიის კარიბჭეს კონსერვატორები გააკონტროლებდნენ, რაც ლიბერალების გრძელვადიან ინტერესებს ეწინააღმდეგება. ეს კი, ბაიდენს აიძულებდა, რომ „ოცნების“ ურჩი, კონსერვატიული ხელისუფლება შეეცვლა ხავერდოვანი რევოლუციის საშუალებით, რომლითაც 2003 წელს ხელისუფლებაში მოვიდნენ ნაციონალები.

for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

2024 წლის პერიპეტიებმა არ დაგვიტოვა იმის ილუზია, რომ 2025 წელი უკეთესი, ან ნაკლებად პრობლემური იქნება. მიმდინარე მოვლენები ადასტურებს, რომ 2025 წელი იქნება სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვისთვის რთული ბრძოლის წელი. ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები ღიად აწყობენ სახელმწიფო გადატრიალებას. რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, რა მოლოდინები გაქვთ და როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები? გამოსავალს რაში ხედავთ?

რამაზ საყვარელიძე: ცნობილია, რომ საქართველო კავკასიის კარიბჭეა. ცნობილია ისიც, რომ კავკასიაზე ტრანზიტის გატარებას აპირებს ჩინეთი. ცნობილია, რომ ამერიკა ჩინეთს აღიქვამს კონკურენტად. ესე იგი მას ესაჭიროება გავლენა კავკასიაზე. პომპეოს პირით ამერიკამ საჯაროდ გააფრთხილა საქართველო, ჩინეთი არ შემოუშვათო. ამის შემდეგ საქართველომ ჩინეთთან სტრატეგული ხელშეკრულება გააფორმა ამერიკის დაუკითხავად. ამასთანავე, რუსეთ-უკრაინის ომში არ ჩაერთო ამერიკის სურვილის მიუხედავად. ამ გეოპოლიტიკური ასპექტების გარდა გაჩნდა პარტიული ასპექტი.

2023 წელს, ლიბერალი ბაიდენის ხანაში, საქართველო აქტიურად ჩაეთო უნგრეთში გამართულ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე. ამ ნაბიჯის პერსპექტივა გულისხმობს, რომ კავკასიის კარიბჭეს კონსერვატორები გააკონტროლებდნენ, რაც ლიბერალების გრძელვადიან ინტერესებს ეწინააღმდეგება. ხოლო, ეს ყველაფერი ბაიდენს აიძულებდა, რომ „ოცნების“ ურჩი, კონსერვატიული ხელისუფლება შეეცვლა ხავერდოვანი რევოლუციის საშუალებით. როგორც 2003 წელს, ახლაც ნაციონალების ხელისუფლებაში მოყვანა იყო გამიზნული.

აქვე შევნიშნავ, რომ ქართული ოპოზიციის რიტორიკაში რევოლუცია, ფერადიც კი, იშვიათად ფიგურირებს. საარჩევნო პერიოდშიც ისინი ისე პასიურები იყვნენ, რომ შეიძლება არც ისწრაფვიან ხელისუფლების ტვირთის აღებისკენ, შეიძლება საპარლამენტო ოპოზიციის როლი უფრო აწყობთ, მაგრამ აქტიურობენ, რომ არ დაკარგონ პარტნიორები დასავლეთში და რომ არ აწყენინონ, მათ არაადეკვატურ რეკომენდაციებსაც ასრულებენ. მაგალითად, არაადეკვატური იყო მაშხალებით შეტევა (ეს რომ ახალი საპროტესტო ბრენდია, აჩვენა გერმანიამ და საფრანგეთმა), რითაც მშვიდობიანი პროტესტის მხარდამჭერები დაკარგეს საქართველოში.

მოკლედ, მგონია, რომ ოპოზიცია დიდი ხალისით არ მოქმედებს. მეტი ხალისი აქვთ ახალგაზრდებს, მაგრამ მათ ნამდვილად არ სურთ რევოლუცია, სურთ რომ მათმა ლაღმა პროტესტმა რაღაც შედეგი მოიტანოს, მაგალითად, არჩევნები, თუმცა არ იციან, ეს როგორ უნდა მოხდეს. მხოლოდ საქართველოში მიმდინარე პროცესებიდან თუ ამოვალთ, საქართველოში გამოგზავნილი უცხოური რეკომენდაციების არაადეკვატურობა, ქართული ოპოზიციის რელაქსაცია და ახალგაზრდების გამოუცდელობა მიმდინარე პროცესს შეიყვანს ჩიხში. ჩიხში ემოციები და მათზე დამყნობილი აქტიობები ჩაქრება ხოლმე.

აშშ-სა და ევროკავშირში „ქართული ოცნების“ მიმართ ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები აშკარად მიმართულია იმისკენ, რომ მაქსიმალურად დაასუსტონ „ქართული ოცნება“ და აიძულონ ასეთ მდგომარეობაში ჩაატაროს ახალი არჩევნები. მიზანი არის ხელისუფლების შეცვლა და დასავლეთისთვის მისაღები პოლიტიკური ძალის მოყვანა. როგორ ფიქრობთ, მიაღწევს ეს დასავლეთი საქართველოში თავისი გეგმის განხორციელებას?

- ამ საკითხს შემოვუაროთ იქიდან, რომ გაურკვეველი გახდა, თუ რა არის დასავლეთი, რა ინტერესები აქვს, რა პოლიტიკას მისდევს და ა.შ. ამერიკაში წავიდა ბაიდენი და მოდის ტრამპი. ანალოგიური ცვლილებებისკენ ნელა, მაგრამ მიიწევს ევროპაც. რას მოიტანს ეს სიახლეები, ძნელი სათქმელია. ძნელი სათქმელია ისიც, გაგრძელდება თუ არა საქართველოს მიმართ მათი პოლიტიკა. როგორიც არ უნდა იყოს დასავლეთი, თითქმის სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ჯერჯერობით სხვა ვერავინ მოვა არსებული სპექტრიდან ისეთი, რომელიც მხოლოდ დასავლეთისთვის იქნება მისაღები. ხალხის დიდმა ნაწილმა გაიგო პოლიტიკური დამოუკიდებლობის გემო და მოეწონა კიდეც, რაც გამოჩნდა არჩევნების შედეგში. დამოუკიდებლობის სიამოვნებას ის არ დათმობს.

ვხედავთ, რომ კოლექტიური დასავლეთი განაგრძობს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების არაღიარების პოლიტიკას და ხელისუფლების საერთაშორისო იზოლაციის მცდელობებს, რასაც უდავოდ ექნება გარკვეული გავლენა. რა შემხვედრი ნაბიჯები შეიძლება გადადგას ხელისუფლებამ, რომ ქვეყანა არ აღმოჩნდეს სრულ იზოლაციაში?

- იზოლაციის ეს საფრთხე, სავარაუდოდ, ჩვენს დასაშინებელად მოგონილი გადასახლებაა კუნძულზე. რობიზონ კრუზო არ დარჩა იზოლაციაში, პარასკევა გამოჩნდა, ჩვენ რა დაგვემართება ასეთი?! ყველამ იცის, რა მძიმე დღეში გვამყოფებენ და აგერ, ორბანი არჩევნების მეორე დღეს მოვიდა გასამხნევებლად. ესე იგი გვყავს მეგობრები. მთავარია, ამ ბრძოლაში შეძენილი მეგობრები შევინარჩუნოთ და განვახორციელოთ ჩვენი ფუნქცია, რომ ვიყოთ აზიისა და ევროპის დამაკაშირებელი ხიდი. თუ ეს მოხდა, ყველას დავჭირდებით.

20 იანვრის მიმართ გადაჭაბებული მოლოდინი გაჩნდა. დონალდ ტრამპმა ხმამაღლა ისაუბრა ამერიკის ამბიციის შესახებ - გაფართოვდეს აშშ და დაიბრუნოს მსოფლიო ჰეგემონის სტატუსი. ვგულისხმობ კანადის და გრელანდიის შემოერთებას, ასევე განცხადება პანამის არხის კონტროლზე. ტრამპის რიტორიკას თუ გავითვალისწინებთ, გაქვთ მოლოდინი, რომ არსებითად შეიცვალოს აშშ-ს დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით?

- ამ სამი მიზნის განცხადებას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა მთელ მსოფლიოში. მე ასე ემოციურად არ აღმიქვია, დამაეჭვა თქმის ფაქტმა. გაუგებარია, რაში სჭირდებოდა ტრამპს სურვილების გამოცხადება, ამ სურვილების აღსრულება შეიძლებოდა სამუშაო რეჟიმში, ნელა და ჩუმად. განცხადებამ კი მის მოწინააღმდეგეთა მობილიზაცია გამოიწვია. იქნებ, სწორედ წინააღმდეგობის გამოწვევა იყო მიზანი და მისგან ელის ტრამპი რაღაც პოლიტიკურ შედეგებს?! არ ვიცი, ვნახოთ.

ტრამპის, როგორც ამერიკის პრეზიდენტის რიტორიკაც ჯერ არ მოგვისმენია, იმედია მოვისმენთ ინაგურაციაზე. რაც შეეხება ჩვენთან მიმართებაში მის დამოკიდებულებას, ამას კანადასა და გრელანდიასთან ნაკლები კავშირი ექნება. საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ტრამპის დამოკიდებულება ჩინეთთან. თუ აშშ და ჩინეთი იჩხუბებს, ჩვენ გავიჭყლიტებით, თუ ისინი ითანამშრომლებენ - ჩვენთვის სიკეთის მომტანი იქნება. ტრამპის მიერ ინაგურაციაზე სის დაპატიჟება და ამასთან დაკავშირებული სატელეფონო საუბრები ჯერჯერობით უკეთესობის იმედს სახავს.

 

მარბიელი ჩვენ გვაქვს სავაჭრო და სხვა აქტუალური ურთიერთობები თურქეთთან, აზერებთან, სომხეთთან,ირანთან, ჩინეთთან, რუსეთთან, შუა აზიის ქვეყნებთან, არაბულ სამყაროსთან ...ამ ვითარებაში მთავარია ეკონომიკას დიდად არ ევნოს ... მერე? ევროპამ ტრაკზე გვაკოცოს, რომ ჩვენი გავლით იუერთობოს ჩინეთთან და გაზ-ნავთობის ტრასასთან
2 კვირის უკან
სანდრო ბატონო "მარბიელს"; ყველა ქვეყანა მათი სრული სახელით ჩამოთვალეთ და აზერბაიჯანმა რა დაგიშავათ აზერებად რო მოიხსენეთ? 😉
2 კვირის უკან
ლევკოთეა ხუმრობით დავასკვნი, რომ რობინზონ კრუზო პარასკევას თანასწორ ადამიანად არ აღიქვამდა და ამიტომ არ შეარქვა რამე ნორმალური სახელი. კვირის დღე აარჩია. გონება არ დაიღალა სახელის მოფიქრებაზე. :))
2 კვირის უკან