„იმედი მაქვს, ჩვენი ხელისუფლება ტრამპის ადმინისტრაციასთან საკუთარი წყაროებით შეეცდება ოპოზიციის ტყუილების არგუმენტირებულად გაბათილებას“

„იმედი მაქვს, ჩვენი ხელისუფლება ტრამპის ადმინისტრაციასთან საკუთარი წყაროებით შეეცდება ოპოზიციის ტყუილების არგუმენტირებულად გაბათილებას“

რადიკალური ოპოზიციის დესანტი ამერიკის შეერთებულ შტატებში - სასოწარკვეთილი ოპოზიცია, რომელსაც თბილისის მაიდანი არ გამოუვიდა, ახლა თეთრი სახლის ახალ ადმინისტრაციასთან კონტაქტების დამყარებას და ლობისტების მეშვეობით „ქართული ოცნებაზე“ კვლავ იერიშის მიტანას ცდილობს. ამის ნათელი მტკიცებულებაა „ფარას“ კანონში რეგისტრიებული ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯო უილსონის ლობისტური მომსახურება. სწორედ მან დაპატიჟა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე.

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით იმყოფებიან, ამბობენ, რომ ჯო უილსონს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ხაზარაძის თქმით, ახალი ადმინისტრაცია სრულად იზიარებს ქართველი ხალხის მოთხოვნებს, ახალი არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

ჯო უილსონმა კი სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპთან გადაღებულ ფოტო გაავრცელა და დაწერა, რომ ახალ პრეზიდენტს ივანიშვილის რეჟიმის მიერ თავისუფლებაზე თავდასხმისა და „ჩინეთის კომუნისტურ პარტიასა“ და ირანის რეჟიმთან კორუფციული გარიგებების შესახებ ესაუბრა.

სახელისუფლებო გუნდში უილსონის მხრიდან მსგავსი რიტორიკა არ უკვირთ, თუმცა მიაჩნიათ, რომ კონგრესმენი ჩინეთთან პარტნიორობის გამო საქართველოს ხელისუფლებას არ უნდა აკრიტიკებდეს მაშინ, როდესაც მსოფლიოს რიგით მეორე ეკონომიკის მქონე სახელმწიფოსთან თანამშრომლობის სურვილი ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს თავად დონალდ ტრამპმა გამოთქვა და საკუთარ ინაუგურაციაზე სი ძინ პინიც მიიწვია.

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ საქართველოს შტატებთან პარტნიორობის პარალელურად სურს მჭიდრო თანამშრომლობა ჩინეთთან, რომელსაც შუა დერეფნის პროექტში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. ცხადია, გეოპოლიტიკურ პროცესში ყველა ქვეყანა საკუთარი ეროვნული ინტერესებით მოქმედებს და ჩინეთთან თანამშრომლობა ევროპის არაერთი ქვეყნის სურვილიცაა. ამ ფონზე თბილისში აცხადებენ, რომ ჯო უილსონი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ სუბიექტურია, რადგან ის ლობიზმითაა დაკავებული და კონკრეტული ძალების ინტერესებს გამოხატავს.

მმართველი გუნდი შეერთებული შტატების წარმომადგენლების და ევროპის ლიდერების ჩინეთში იმ ვიზიტებსაც იხსენებს, რომელიც ამ ქვეყანასთან თანამშრომლობის ინტერესს ადასტურებს. პერუში ეკონომიკურ სამიტზე შედგა სი ძი პინისა და ბაიდენის შეხვედრა.

„ჯო უილსონისგან ობიექტურ შეფასებას, სამწუხაროდ, არ უნდა ველოდოთ. კონგრესმენია, აქვს თავისი გარკვეული გავლენა, პოლიტიკური წონა, მაგრამ აბსოლუტურ სიცრუეს ავრცელებს. ჩინეთთან არაფერი უცხო არ ხდება ამ ეკონომიკური სავაჭრო ურთიერთობის თვალსაზრისით, მით უმეტეს ეს უცხო არ არის ევროკავშირის ქვეყნებისთვის, რომელთაგან არაერთს აქვს ძალიან ფართო ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებში ხელშეკრულებები დადებული, მათ საკმაოდ დიდი და სერიოზული პაკეტი აქვთ და ჩინეთის მხრიდან დაშვებულია თავისუფალი ვაჭრობა. რასაკვირველია, ჩვენთვის საგანგებო ინტერესის საგანს წარმოადგენს ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა, სადაც მოიაზრებიან არამხოლოდ რესპუბლიკელები, არამედ დემოკრატები ეს ორპარტული მხარდაჭერა საქართველოს სჭირდება“, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი.

ანლიტიკოსი პეტრე მამრაძე for.ge-სთან ამბობს, რომ მოსალოდენილი იყოს ოპოზიციის აქტიურობა და ტრამპის ადმინისტრაციასთან საერთო კავშირების გამონახვვის მცდელობა. მამრაძის განცხადებით, ნაცრადიკალური ძალები იმდენად არიან ქვეყნის გარეთ, საკუთარი სამშობლოსთვის ძირგამომთხრელ საქმიანოაბში დახელოვნებულები, რომ მათგან გასაკვირი არაფერია. ამიტომ ანალიტიკოსი შიშობს და მიიჩნევს, რომ შეიძლება მათი მავნებლობის ხარისხი კიდევ უფრო გაიზარდოს.

„სამწუხაროდ, მე მოწმე ვარ, ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას და ნაციონალურ მოძრაობას როგორი უნარი აქვს, რომ უცხოელ აქტორებთან ჰქონდეთ კომუნიკაცია და თავი პროდასავლელ პოლიტიკოსებად წარმოაჩინონ. მე ამერიკაში მათ ვიზიტს ასე აგდებით არ დავუწყებდი ყურებას, რადგან ქვეყნისთვის ეს არის სერიოზული საფრთხე. საქმე ის არის, რომ მათ აქვთ იმიტაციის, თვალთმაქცობის დიდი უნარი. ეს გამოუმუშავდათ დიდი ხანია და მათ შეძლეს ამერიკაშიც, ევროპაშიც, ფულით თუ სხვა კომუნიკაციებით საკმაოდ დიდი სანაცნობო წრის შექმნა. მომისმენია, უცხოელებს როგორ ელაპარაკებიან, თითქოს ისინი არიან პორდასავლური ძალები და თავზე ბუზიც არ აფრენიათ. მათ ამ უნარს ნამდვილად ვერ დავუკარგავთ. თანაც, ვიცით, რომ ამერიკაში, კონგრესში და სენატში არიან ჯინ შაჰინი და სხვა პოლიტიკსოები, რომლებიც საქართველოს საკითხს კარგად იცნობენ. ასევე გამოჩნდა ჯონ უილსონი, რომელიც ჩვეულებრივი დაქირავებული ლობისტია, მაგრამ მას შეუძლია ამ ხელისუფლებას გარკვეული ზიანი მიაყენოს და თავისი კავშირები გამოიყენოს. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ხელისუფლება ტრამპის ადმინისტრაციასთან შეძლებს ალტერნატიული ინფორმაციის მიწოდებას და საკუთარი წყაროებით შეეცდება, რომ ოპოზიციის ეს ტყუილები არგუმენტირებულად გააბათილოს“, - ამბობს მამრაძე.

მისივე თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ „ოცნება“ ამერიკაში მცოხვრები გავლენიანი ქართველების მეშვეობით და სხვადსხვა წყაროებით ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან კომუნიკაციას ცდილობს. რა მოხდება და რა შედეგზე გავლენ, ეს გამოჩნდება. ანალიტიკოსის თქმით, არ უნდა გვქონდეს დიდი იმედი, რომ 20 იანვრის შემდეგ რაიმე ძალიან სწრაფად შეიცვლება. დრო და დიდი მუშაობაა საჭირო იმისთვის, რომ ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ საქართველოსთან დაკავშირებით ყველა მხრიდან ინფორმაცია მიიღოს.

„რა თქმა უნდა, ტრამპის ადმინისტრაციასაც ექნება კავკასიაში ინტერესები და ის არ დათმობს პოზიციებს. თუმცა ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, მას დაუმტკიცებენ თუ არა მის მიერ წარდგენილ კანდიდატებს - როგორ დაკომპლექტდება მისი ადმინისტრაცია და ვინ დაიკავებს თანამდებობებს. ოპოზიციას ექნება ასეთი არგუმენტები, რომ „ქართული ოცნება“ საერთოდ ანტიდასავლური ძალაა. აქ არა აქვს მნიშვნელობა ირანის, ჩინეთის და რუსეთის საკითხებს. ისინი ისაუბრებენ იმაზე, რომ „ოცნებას“ ყველაფერი ამერიკული სძულს და მისი გავლენების შესუსტება უნდა კავკასიაში და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს. ამიტომ იმედი მინდა დავიტოვო, რომ პარალელური მუშაობა მიდის „ოცნების“ მხრიდან და ამ ძალიან მნიშვნელოვან დროს მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია ტრამპის ადმინისტრაციამდე მიაღწევს“, - ამბობს მამრაძე.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს და ინაუგურაციაზე დასწრებას, მამრაძე ამბობს, რომ ეს არის ჩველებრივი პოლიტიკური სვლა, რათა ზურაბიშვილი იყოს დასავლეთში ოპოზიციის წარმომადგენელი და მან მოახერხოს ლიდერის ვაკუუმის შევსება. მისი ამერიკაში ვიზიტიც სწორედ ამ სურათის შექმნას ემსახურება. რეალურად მას სხვა რაიმე პოლიტიკური გავლენა არ ექნება. მისი თქმით, სხვა არც ერთი ევროპელი ლიდერი არ არის ინაუგურაციაზე დაპატიჟებული. ასევე, მსგავს ინაუგურაციებზე დასწრების ყიდვაც შესაძლებელია.

ლევკოთეა ამ სურათის მიხედვითაც ნათლად ჩანს, რა იაფფასიანი პოპულისტი არარაობაა ეს უილსონი. ძალიან ძვირი არ დაჯდებოდა ამ ბებერი აფერისტის ყიდვა.
1 დღის უკან
ლაზი რა დონის მლიქვნელი და აფერისტი უნდა იყო, პერანგის შიგნით, ვიღაცის, მით უმეტეს ცოცხალი ადამიანის სურათი გეხატოს მაისურზე, საჭირო დროს გამოსაჩენად. იმედია ტრამპი ასეთ იაფფასიან აფერისტებს სათოფეზე ცნობს. თუ არადა მასკი მაინც არ მოტყუვდება ასეთი საკენკით.
1 დღის უკან
Aburjga Tasmanieli ტრამპი არ მოტყუვდება, მაგრამ შეირგებს! რა სირიცაა არ იცით?!
1 დღის უკან