ბადრაგმა რვა თვის ორსული გააშიშვლა!

ბადრაგმა რვა თვის ორსული გააშიშვლა!

მაკა მოსიაშვილი ჟურნალისტია, რომელიც 2007 წლის 19 აპრილს სისხლის სამართლის კოდექსის 180- მუხლით დააპატიმრეს... მართალია, მაკას დანაშაული არ უღიარებია, მაგრამ საპყრობილეში ხუთი წელი გაატარა - “მატროსოვის ციხე”, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ვადამდე დატოვა... ისე, ჟურნალისტის დაპატიმრება შეიძლება, პოლიტიკურ ანგარიშსწორებადაც ჩაითვალოს - დაპატიმრებამდე მაკა მოსიაშვილი მაღალჩინოსანი კახელინაციონალებისშავ-ბნელ საქმეებს იძიებდა... საგულისხმოა, რომ საქმეში სააკაშვილისმარჯვენა ხელი”, ამჟამად ქვეყნიდან გაქცეული ზურაბ ადეიშვილი ფიგურირებს... “ქართული სიტყვააგრძელებს ამონარიდების გამოქვეყნებას მაკას ციხის დღიურიდან... სხვათა შორის, სამი შვილის დედის ციხეში დაწერილი დღიური მალე წიგნად გამოვა, რომელსაც ასე ერქმევა - “ამბები მიხეილის ციხიდან”...

ტარტაროზი და ანგელოზი

როცა გგონია, რომ ყველაფერი დამთავრდება...

როცა გგონია, რომ აღარც ღმერთია და აღარც - ხატი...

როცა თვლი, რომ ცხოვრებამ ჩაიარა...

შეიძლება, სწორედ მაშინ მოხდეს სასწაული!

და ასე მოხდა მაშინაც, მის ცხოვრებაში...

 

ციხის ანგელოზი

ბადრაგმა მძიმე კარი გახსნა და ახალი პატიმარი მიიღო...

პატიმარი იდგა მორცხვად და თავისი დიდი, სამშობიაროდ გამზადებული მუცლის რცხვენოდა...

“სმენის” უფროსმა ახედ-ჩახედა და საგანგაშო ხმით ჩასძახა რაციაში:

- მეხუთე, გამოდი, ახალია!

მეხუთე 3 წუთში დაერჭო “ვახტის” კართან და “სმენის” უფროსს შეუბუზღუნა,

რა განწირული ხმით მიკივიო...

- შეხედე პატიმარს, ოთახში ზის და მერე მიხვდები ჩემი კივილის მიზეზს...

- “ბომჟია”?

- არა, იმხელა მუცელი აქვს, რომ უკვე სამშობიაროშია წასაყვანი...

- უიიი...

მეხუთე შევიდა, ახედ-დახედა - წესიერად ჩაცმული ქალი იჯდა მის წინ, სულაც არ ჰგავდა “ბომჟს”... მუცელი კი, მართლაც, იმხელა ჰქონდა, რომ მისი დაპატიმრება კოშმარს ჰგავდა...

- “წამალზე” ხარ? - ჰკითხა მოურიდებლად.

- რა “წამალზე”?

- ნარკოტიკზე...

- არა!

- ტეფიკინგზე?

- ეგ რა არის?

- რაზე დაგიჭირეს, მითხარი, ვიდრე საქმისთვის ჩამიხედავს!

- ჩემი ქორწინების ბეჭედი დავალომბარდე და მაგაზე.

- რააა? ბაღში კი არ ხარ?! რაზე დაგიჭირეს-მეთქი...

- ჩემი “კალიცოს” დაგირავებაზე...

- კარგი, საქმეში ვნახავ... ახლა უნდა გაგჩხრიკო, გაიხადე ყველაფერი.

- რა ყველაფერი?

- აი, ყველაფერი, რაც გაცვია!

ორსულმა გახდა მორიდებით დაიწყო. როცა მხოლოდ საცვალის ანაბარა დარჩა, მეხუთემ უთხრა:

- ეგეც უნდა გაიხადო!

- ვაიმე, რატომ? არაფერი დამიშავებია... არ მცემოთ!

- არა, არ გცემ! უბრალოდ, გაიხადე და სამჯერ ჩაიკუნტე, რამე რომ არ შეიყოლო ციხეში...

ძლივს-ძლივს ჩაიკუნტა ერთხელ, მერე, - მეორედ. მესამედ რომ იკუნტებოდა, მეხუთემ უთხრა:

- ცოტა ხანი მასე ჩაჯექი, რადარი უნდა გაგიტარო, ბოლომდე რომ დავრწმუნდე.

რადარი ფეხებს შორის გაატარა, არ აწრიპინდა, ანუ საშოთი ფეხმძიმეს არაფერი შეჰქონდა ციხეში!

ბრალი

საქართველოს სისხლის სამართლის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილი: სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გზით მისაკუთრება, ანუ ქურდობა. ნივთის ღირებულება 600 ლარი, ნივთის დასახელება - საქორწინო “კალიცო”, დაზარალებული - დედამთილი, ბრალდებული - მარტოხელა ქვრივი, ორსული, ქმარი 3 თვის გარდაცვლილი ჰყავდა ავტოავარიაში... მანქანაში ქალიც იჯდა... სასწაულებრივად გადარჩა.

რამდენიმე თვის მერე, დედამთილმა პოლიციას მიმართა და სახლიდან მამაპაპისეული “კალიცოს” დაკარგვაზე განაცხადა, ეჭვმიტანილად კი რძალი დაასახელა. რძალმა არ ურყო და თქვა, რომ “კალიცო” დედამთილმა აჩუქა, მაგრამ ექიმის კონსულტაციისა და წამლისთვის ფული დასჭირდა და ამიტომ  დაალომბარდა.

საქმე აღიძრა და, ჯამში, გირაოს სახით, ბრალდებულ ორსულს 2000 ლარი შეუფარდეს.

...ბრალდებულს ამქვეყნად მხოლოდ მოხუცი ბებია ჰყავდა, არც - დედა, არც - მამა, არც - და და არც - ძმა... ის - ქვრივი და ორსული ქალი იყო მოხუცის ერთადერთი მარჩენალი...

არავინ გაიკვირვოს - ასეთი ამბავი ყველგან, ყველა სოფელსა თუ ქალაქში ხდება... ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური სტრესია, როცა დედა შვილის სიკვდილს ვერ ეგუება და ამაში ვინმეს ადანაშაულებს - დედა ხომ ის ფენომენია, რომელიც შვილის აუგს არ აღიარებს და არც მის შეცდომებზე საუბრობს ხმამაღლა... სულაც არ იყო ორსულის დედამთილი ბოროტი. ის ჩვეულებრივი შეშლილი ქალი იყო, რომელიც კაცობრიობას, ამ შემთხვევაში, რძალს ადანაშაულებდა, რომ შვილი აღარ ჰყავდა...

მოკლედ, ეს ჩვეულებრივი ეგოიზმია, რაც ყველას გვახასიათებს და ჩვენთვის ვამბობთ ხოლმე:

რატომ მაინც და მაინც მე და არა - სხვა?

რატომ ჩემი და არა - სხვისი?

ვინ დამწყევლა?

ეს ტიპური ტარტაროზობაა!

...იმ ღამეს ორსულმა ბევრი იტირა ციხის “ნარზე”, ტიროდა არა მხოლოდ იმიტომ, რომ ციხეში იყო, არამედ, იმიტომ, რომ მისი ღირსება სწორედ კანონმა შეურაცხყო - გააშიშვლა!

სტრესი იმხელა აღმოჩნდა, რომ დილით ქალს სამშობიარო ტკივილები დაეწყო და 8 თვის ორსული ღუდუშაურის საავადმყოფოში გადაიყვანეს...

საკეისრო კვეთით ბიჭი გაჩნდა...

სამი დღის შემდეგ დედა და შვილი ციხეში შემოასახლეს...

ციხესაც ჰყავს თავისი ანგელოზები!

სამი თვის მერე...

პატარა იზრდებოდა - მას ციხე ზრდიდა!

სამი თვე მიილია...

გირაოს ვადა ამოიწურა და საქმე სასამართლოზე მიდგა...

დედა წავიდა სასამართლოზე, თან ჩვილიც წაიყვანა...

იმედი არ ჰქონდა...

ნუგეში?

იყო ის, ვინც ხელში ეჭირა!

ოცნება?

ციხეში ოცნებაც ნისლისფერია...

არ ვიცი, როგორ, რანაირად, რა გზით, რა საშუალებით, მაგრამ იმ მოხუცმა დედაბერმა, რომელიც არავის და არაფრის იმედად ჰყავდა გარეთ დატოვებული შვილიშვილს, შეუძლებელი შეძლო:

საპროცესოსთვის ფული იშოვა!

სასამართლოდან შვილიშვილი და შვილთაშვილი შინ წაიყვანა...

ორი კვირის მერე გავიგეთ, რომ მოხუცი გარდაიცვალა...

იქნებ, ეს იყო მისი ამქვეყნიური ბოლო, გნებავთ, უკანასკნელი მოვალეობა, მოვალეობა, რომელიც ობოლი შვილიშვილისა და შვილთაშვილის წინაშე შეასრულა?!

P.S. ამ ამბის დაწერა წლებია, მინდა და ვერ ვწერდი - ძაფის თავის პოვნა  მიჭირდა... არ ვიცი, ახლა ოგორ დავწერე... ვთხოვე, რომ მის სახელს გავამხელდი, მაგრამ უარი მითხრა, უცნაური სახელი მქვია და ყველა მიხვდებ...

რა არის ამ ამბავში უცნაური?

ჩემთვის არაფერი!

ამ ამბავს კიდევ ერთი საინტერესო დეტალი ქვს:

მიუხედავად იმის, რომ კანონი ემი და ვენი უფლებების და ღირსების გარანტია, ზოგჯერ ავად კანონი ხდება ჩვნი ღირსებისა და პატივის შემლახველი!

რა უნდა ექნა ბადრაგ მეხუთე, ფეხმძიმე არ უნდა გაჩხრიკა?

ალბათ, - კი, რადგ მას კანონი ავალდებულებდა!

ამ კანონის შემომქმედებს უფიქრიათ, გაჩხრეკვა რა ზიანის მომტანია ადამიანებისთვის?

ალბათ, არა, არ უფიქრით, რადგან ჩვენ საზოგადოება ფიქრობ, რომ ციხე საზოგადოებრივი ნაგვის ავშესაყარია!

არადა, ციხესაც ჰყავს თავისი ანგელოზები და, სხვათა შორის, ტარტაროზებიც!