რამდენით შეუმცირებს ღარიბაშვილი სახელმწიფო ორგანიზაციებს

რამდენით შეუმცირებს ღარიბაშვილი სახელმწიფო ორგანიზაციებს "გაბერილ" ხელფასებს

"13 თებერვალს სახელმწიფო კანცელარიაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, რომლის მიმდინარეობის დროსაც საქართველოს პრეიერ-მინისტრი დაინტერესდა, რატომ აქვთ საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და სახლმწიფო შპს-ს თანამშრომელთა დიდ ნაწილს არარეალურად მაღალი ხელფასი. ამ კითხვაზე პასუხი პრემიერმა ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებისგან მოითხოვა. ღარიბაშვილის თქმით დროულად უნდა მოხდეს ხელფასის საკითხისადმი რაციონალური მიდგომა და სწრაფად აღმოიფხვრას ვწლების განმავლობაში არსებული მანკიერი პრაქტიკა", - წერს გაზეთი"ალია" სტატიაში სათაურით რამდენით შეუმცირებს ღარიბაშვილი სახელმწიფო ორგანიზაციებს "გაბერილ" ხელფასებს / "ალიას" წყარო კონკრეტულ ციფრს ასახელებს.

"როგორც "ალიას" ეკონომიკის სამინისტროს საზოგადოებასტან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეა ბოლქვაძემ განუცხადა, სამინისტროში უკვე დაიწყეს ამ საკითხის შესწავლა და ჯერ ვერ დააკონკრეტებენ, რამდენით შემცირდება სახელმწიფო დაქვემდებარებაში მყოფ შპს-სა და სსიპ-ების თანამშრომელთა ხელფასები. რეგიონალური განვიტარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია კი ამბობს, რომ სახელმწიფო შპს-სა და სსიპ-ების ნაწილის ხელმძრვანელებს, ხშირ შემთხვევაში მინისტრებზე მაღალი შრომის ანაზღაურება აქვთ და პრემიერის დავალების შესაბამისად დაიწყება ოპტიმიზაცია. ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განმარტებით, შესწავლა მხილოდ სახელმწიფო შპს-ებსა და სამინისტროების დაქვემდებარებაში არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შეეხებათ. ხადური აცხადებს, რომ ინფორმაციას ჯერ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე წარადგენენ, მოგვიანებით კი მთავრობის სხდომაზე. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, ვის აქვს ძალიან მაღალი ხელფასი", - აღნიშნავს გამოცემა.

"სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში დასაქმებულად ითვლება 1 724 000 ადამიანი. აქედა თვითდასაქმებულია 1 054 000, დაქირავებით დასაქმებული კი 662 200 ადამიანი. 2012 წლის მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი განისაზღვრა 712 ლარით, ხოლო 2013 წლის მსგავსი სტატისტიკა ჯერ არ არსებობს. რაც შეეხება სსიპ და სახელმწიფო შპს-ში არსებულ ხელფასებს, ის ზედა რგოლში შეადგენს თვეში დაახლოებით 5000-დან 7000 ლარამდე. ერთი საფეხურით ქვედა რგოლის (სსიპ ხელმძღვანელის მოადგილეები, დეპარტამენტების ხელმძღვანელების) ხელფასი განისაზღვრება 2000-დან 3700 ლარამდე, ხოლო ქვედა რგოლში 700-დან 2000 ლარამდე. საქართველოში სსიპ და სახელმწიფოს დაქვემდებარებული შპს-ების რაოდენობა რამდენიმე ასეულია. მხოლოდ კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში სსიპ-ების რაოდენობა 75-ია", - დასძენს გამოცემა.

"როგორც "ალიასთვის" გახდა ცნობილი, პრემიერ-მინისტრთან არსებული ეკონომიკური საბჭო სსიპ-სა და სახელმწიფო შპს-ში მომუშავე პირთა ხელფასების საკითხის შესწავლას რამდენიმე კვირაში დაასრულებს. რაც შეეხება ხელფასების რაოდენობის შემცირებას, როგორც "ალიას" პრემიერ-მინისტრის აპარატთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა, ხელფასები 25-დან 35%-მდე შემცირდება. ძალიანაც კარგი, უნდა შემცირდეს, რადგან ამხელა ხელფასების მიუხედავად, გაღატაკებულ მოსახლეობას გაზულუქებული ჩინოვნიკების ზრუნვა არანაირად არ ეტყობა - პირიქით, მოსახლეობის მიერ შევსებული ბიუჯეტის ხარჯზე მოიწყვეს ცხოვრება და ხალხს კი აქედან რა ხეირი...", - მიიჩნევს სტატიის ავტორი.