ზელენსკი საკუთარი ქვეყნის განადგურებისთვის ნობელის პრემიაზე წარადგინეს, ბიძინა ივანიშვილი მშვიდობისთვის დაასანქცირეს

ზელენსკი საკუთარი ქვეყნის განადგურებისთვის ნობელის პრემიაზე წარადგინეს, ბიძინა ივანიშვილი მშვიდობისთვის დაასანქცირეს

ზელენსკი და მიხაილ როთი ზეიმობენ. ისინი მადლობას უხდიან ბაიდენის ადმინისტრაციას ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისთვის. ასეთივე განწყობაზე არიან ქართველი რადიკალები და მოუთმენლად ელიან იმ დროს, როცა ბიძინა მორჩილი იქნება, ფინანსური სანქციების გამო უფრო დამყოლი გახდება და ახალი არჩევნების დანიშვნას დაყაბულდება.

ქცევის შეცვლის შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილს შანსს უტოვებენ, გამოვიდეს სანქციებიდან, - მიიჩნევენ რადიკალები და წუხან, რომ, დასანქცირების მიუხედავად, ივანიშვილს შედარებით ლმობიერად მოექცნენ, რადგან მაგნიტსკის სიაში არ შეიყვანეს, რომელიც უფრო მკაცრია. თანაც, ბიძინა ივანიშვილი სრულად კი არ დაასანქცირეს, ასე ვთქვათ, დაინდეს მისი კომპანიები, ოჯახის წევრები და ბიზნეს პარტნიორები. ამდენად, ამაო იყო ოპოზიციის მოლოდინი, რომ ივანიშვილს სრულიად გაანადგურებდნენ.

ზელენსკი, რომელმაც საკუთარი ქვეყანა განადგურებისთვის გაწირა, ნობელის პრემიაზე წარადგინეს, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც არაფრის ფასად არ გაწირა საკუთარი ქვეყანა, სანქციებით დასაჯეს, - მიიჩნევს ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წევრი ვატო შაქარიშვილი და ასკვნის, რომ ასეთია ევრო-ამერიკული სტანდარტი.

ოპოზიციონერი რომან გოცირიძე ფიქრობს, რომ ბიძინა ყურებით არის დაჭერილი და უნდა დაფიქრდეს, ფული ურჩევნია, თუ ძალაუფლება.

მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ თვითონ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების ფაქტი არის დიდი უზნეობის, შეერთებულ შტატებში არსებული ღრმა სულიერი კრიზისის, ფასეულობების კრიზისის, ორმაგი სტანდარტის ზეობის გამოხატულება, რის შესახებაც პატიოსანი ამერიკელი, ცნობილი მეცნიერები დიდი ხანია, წერენ.

პეტრე მამრაძეს ახსენდება ჯორჯ ფლოიდის შემთხვევა, რომელიც პოლიციას შემოაკვდა. ჯორჯ ფლოიდს, ამ ნარკომან, ნარკოტიკების გამსაღებელ, მრავალჯერ ნაციხარ ადამიანს, რომელიც ყალბ დოლარებს ასაღებდა, კრძალავდნენ, როგორც სრულიად ამერიკის წმინდანს ოქროს კუბოში. მთელი სამღვდელოება მოთქვამდა, ჯორჯ, შენ გახდი ჩვენთვის წმინდანი. ასეთი მდგომარეობაა ამერიკაში და არაფერია გასაკვირი.

არც ისაა გასაკვირი, რომ მიხაილ როთისნაირ უზნეო ადამიანებს ასე უხარიათ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება. თუმცა ივანიშვილისთვის ეს არაფერი არ არის, ადამიანისთვის, რომელმაც საკუთარი ქონების დიდი ნაწილი მიზნობრივად დახარჯა თავისი სამშობლოსთვის-საქართველოსთვის. მე ეს ვიცი 90-იანი წლებიდან მოყოლებული, როცა ივანიშვილი საქართველოში ჩამოდიოდა და პროექტებს უანგაროდ ახორციელებდა. ეს რომ არ გაეკეთებინა, მისი ქონება, ალბათ, ახლა იქნებოდა 15 მილიარდი დოლარიც და მეტიც, მაგრამ მან ეს ყველაფერი შესწირა საქართველოს და კვლავაც განაგრძობს ამ საქმიანობას. ის არავის წინაშე დამყოლი არ გახდება. უნდა გვახსოვდეს, ამ უდიდესმა ქველმოქმედმა ყველაზე დიდი ქველმოქმედება მაშინ განახორციელა, როცა დაძლია ის, რაც მას არ უნდოდა და ეზარებოდა-პოლიტიკასთან გაკარება, საჯარო სივრცესთან გაკარება. ეს მის ხასიათში არ იყო და უნდოდა, ამის გარეშე ეცხოვრა, მაგრამ იმ კატასტროფულ ვითარებაში შემოვიდა პოლიტიკაში და გადაარჩინა საქართველო საშინელი რეჟიმისგან. მეორედ ეს მოხდა 2022 წელს და დღემდე გრძელდება. გავიხსენოთ ჯეფრი საქსის, ამ გამოჩენილი ამერიკელის სიტყვები, მე ვაფრთხილებდი უკრაინელებს, არ გაებათ შეერთებული შტატების ხაფანგში, რადგან შეერთებული შტატები უკრაინისგან გახდის ევროპის ავღანეთს. ჯეფრი საქსს არ დაუჯერეს უკრაინელებმა და კიდეც დატრიალდა ტრაგედია. დღეს უკრაინა არის ავღანეთის მსგავსი ევროპის შუაგულში, - აცხადებს პეტრე მამრაძე.

ანალიტიკოსი განმარტავს, რომ ზელენსკის უხარია ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება, რადგან ივანიშვილმა არ გახსნა მეორე ფრონტი, საკუთარ თავზე აიღო და არ დაუშვა საქართველოს გაბმა ხაფანგში. საქართველოს ხელისუფლებას მოსთხოვეს მთელი შეიარაღების-ჯაველინების, ბუკების უკრაინისთვის გადაცემა, რაც ავტომატურად გამოიწვევდა ბრძოლის დაწყებას და რუსული ტანკები შუაგულ თბილისში აღმოჩნდება. ეს იყო ბიძინა ივანიშვილის დიდი ნაბიჯი და მსხვერპლის გაღება.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი დამყოლი არასდროს გახდება და ბაიდენის ადმინისტრაციის საამებლად არაფერს გააკეთებს. ამის იმედი ტყუილად აქვს ოპოზიციას. ეს არის ფუჭი გასროლა და ფუჭი ოცნება, როგორც აქაური მეხუთე კოლონის, ისე მათი დამკვეთების, აშშ-ის დღევანდელი მიხრწნილი და ისტორიის კანალიზაციაში ჩასარეცხად გამზადებული გლობალური ომის პარტიის მხრიდან.

არავითარ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი არ გააკეთებს იმას, რაც ქართველი ერის ინტერესებში არ არის. ვის წარმოუდგენია, 300 ათასი ხმით მოიგო არჩევნები და ახალ არჩევნებს დათანხმდე?! ეს არის რამდენიმე ტვინგაცხელებული ადამიანის აზრი. თუ ნამეტანი აუდუღდებათ ტვინები, ჩვენ გვაქვს შესაბამისი დაწესებულებები, როგორც გლდანში, ისე სურამსა და ხონში. თუ საჭირო იქნება, კიდევ გავაფართოებთ ამ დაწესებულებებს. რომელი მაგნიტსკის სიით შეაშინებენ ივანიშვილს, თუნდაც შეიყვანონ ამ სიაში, რამდენი დღით შეიყვანენ? 20 დღით, 1 თვით, თუ თვენახევრით?! მსოფლიოში ყველაფერი იცვლება და აშშ-ის ისტორიაში სამარცხვინო ეპოქაც დასრულდება. ეს არის ლიბერალური ფაშიზმის ისტორია. რასაც ახლა აკეთებენ ხაზარაძე, გვარამია, მელია და ბეხრეკი დედაბერი-ზურაბიშვილი. მათ სურთ, რამენაირად გაათეთრონ ფული, რომელიც მიღებული და შეხვილიფილებული აქვთ, -აღნიშნა ედიშერ გვენეტაძემ ჩვენთან საუბრისას.

რაც შეეხება ზელენსკის და მიხაილ როთის ზეიმს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების გამო, ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომელ მორალზეა საუბარი, როდესაც ზელენსკიმ მილიონობით ადამიანი გაწყვიტა საკუთარ ქვეყანაში, ამ დროს კი შეეძლო ეს ომი უმტკივნეულოდ დაემთავრებინა სტამბოლის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით და იმ მსხვერპლის მემილიონედიც არ იქნებოდა, რაც დღეს უკრაინას აქვს.

ანალიტიკოსის აზრით, ზელენსკისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ის გაბრაზებულია, რომ საქართველო არ ჩაება ომში. უფრო მეტად კი ის აბრაზებს ზელენსკის და მძიმე კონვულსიები აქვს დაწყებული, რომ მან მშვენივრად იცის, რაც ელის ა ომის შემდეგ. ეს ომი სულ მალე დასრულდება და ზელენსკის ჩამოკიდებენ ყველაზე მაღალ არყის ხეზე უკრაინაში.

მიხაილ როთის შესახებ კი ედიშერ გვენეტაძე ამბობს, რომ ორნაქმარევი კაცისგან არაფერია გასაკვირი, მიხაილ როთი ახლა მესამე ქმარს ეძებს, რადგან წინა ქმრებთან ბავშვი არ ეყოლა. ედიშერ გვენეტაძე მხოლოდ ერთს ნანობს, რა დროს არ არის დიდი დავით კლდიაშვილი ცოცხალი, თორემ სამანიშვილის დედინაცვლის ნაცვლად დაწერდა გვარამიას მამინაცვალს.

ლაზი ნობელის პრემიაზე გაყიდა გორბაჩოვმაც საბჭოთა კავშირი. როგორც იმას წყევლის მთელი რუსეთი, უარესი ელის ახალ ნობელიანტს უკრაინელებისაგან.
2 დღის უკან
არაგველი641 "რომან გოცირიძე ფიქრობს, რომ „ბიძინა ყურებით არის დაჭერილი" - თვითონ ამ არაკაცს გოცირიძეს ვიღაცა ნამდვილად დაიჭერს ყურებით და მაგის დანახვა მაინტერესებს.
2 დღის უკან
IvanishviliRu მამრაძე. ფეხებით ჩამოგკიდებენ მალე შე ნაბიჭვარო!!!ზელენსკი დაესხა რუსეთს ?! შენი ნაბოზარი დედის ტუჩებში შევეცი
1 დღის უკან
IvanishviliRu ყველა პუტინისტი ქართველი ს დედა მოვტყან!!!!
1 დღის უკან
დოი პუტინისტი ქართველი,მიშისტი ქართველი ...ნაღდი ქართველი სადაა აბა?!..გუშინ რუსთაველზე გაშლილი ქელეხის სუფრის წევრები იბრალებდნენ პატრიოტობას და ქართველობას,რომელიც სასაცილო კი არა სატირელია!...გონს მოდით მანქურთებო,სალომეს აგენტურული ქსელს როგორ ეკვრებით,სირცხვილია და დაასვენეთ ეს ქვეყანა!
1 დღის უკან