მათ იარონ უცხოეთში და ვნახოთ, რა შედეგს მიიღებენ, - განაცხადა „ქრონიკასთან“ თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატმა ბექა დავითულიანმა. ამით ის გამოეხმაურა აშშ-ში „ნაცმოძრაობის“ წევრების ვიზიტს.
„„ნაციონალური მოძრაობა“ ამერიკაში დადის საქართველოში წარმატების მოსაპოვებლად; ლელო დადის ევროპაში, ჩვენ კი ქართველი ხალხის მხარდაჭერა გვაქვს და მათ იმედად ვართ. მათ იარონ უცხოეთში და ვნახოთ, რა შედეგს მიიღებენ“, - აცხადებს დავითულიანი.
„ნაციონალური მოძრაობა“ ვაშინგტონშია და კონგრესმენ ჯო უილსონთან შეხვედრებს მართავს.