ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს»ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი,წმინდა სინოდის წევრი, მეუფე სერაფიმე(ჯოჯუა) ესაუბრება.
- მეუფე სერაფიმე, როგორ აფასებთმთავრობის გადაწყვეტილებას პრემიერისაპარატთან რელიგიის საკითხთასახელმწიფო სააგენტო შექმნისა და,მართლმადიდებლური ეკლესიის გარდა,კიდევ 4 რელიგიური ჯგუფის დაფინანსების თაობაზე?
- კონკრეტულად არ ვიცი, რა მიზნით შეიქმნა აღნიშნული სააგენტო, მისი შექმნის თაობაზე შემთხვევით გავიგე. დებულებაში რა წერია, არ ვიცი, მაგრამ თუ ეს სააგენტო გარკვეულწილად გაიმეორებს, წარსულში ეკლესიის გასაკონტროლებლად შექმნილი სპეციალურად აპარატის მოქმედებებს, ბუნებრივია, ეს სააგენტო ჩვენთვის მიუღებელი იქნება.
რაც შეეხება სხვა კონფესიების დაფინანსებას, მისასალმებელია, როდესაც სახელმწიფო რელიგიურ ორგანიზაციებს ეხმარება, მაგრამ, როდესაც ჩვენ მართლმადიდებლურ ეკლესიას უცხოეთში არც ერთი ქვეყნის ადგილობრივი ხელისუფლება არ ეხმარება, მიმაჩნია, რომ მთავრობის ეს გადაწყვეტილება, სხვა კონფესიებთან მიმართებაში, მართლმადიდებლურ ეკლესიას, ცოტა არ იყოს, არათანაბარ პირობებში აყენებს.
- როგორც სასულიერო პირი, როგორ შეაფასებდით ყოფილი პრემიერის განცხადებასეკლესიასთან და პატრიარქთან დაკავშირებით?
- ეს არასწორი და არასახელმწიფოებრივი მიდგომაა, ვინაიდან ეროვნულ სახელმწიფოში ამის უფლებას საკუთარ თავს არ აძლევენ. მაგალითად, გსმენიათ ჩვენს მეზობელ თურქეთში ან აზერბაიჯანში, სადაც თავის ეროვნულობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, მსგავსი რამ ეთქვათ? სადმე გსმენიათ, სახელმწიფომ მოუწოდოს საზოგადოებას, აკრიტიკოსქვეყნის წამყვანი რელიგიური ინსტიტუტი? ერთი მხრივ, თითქოს კრიტიკაში ცუდი არაფერია, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ზოგიერთი ამას მიიღებს ისე, რომ, უბრალოდ, კი არ გააკრიტიკოს, არამედ უნდა შეებრძოლოს ეკლესიას.
- ანუ ფიქრობთ, რომ ეს გზას გაუხსნის იმ ადამიანებს, რომლებიც არც მანამდეცგამოირჩეოდნენ ეკლესიის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულებით?
- ვფიქრობ, ის ადამიანები, რომლებიც მიჩვეულები არიან კატეგორიული და განკითხვის ტონით საუბარს, რომლებისთვისაც დამახასიათებელია თავშეუკავებლობა და უკმეხი საუბარი, შესაძლოა, ამ განცხადებას მიიღებენ, როგორც გარკვეულ ნებართვას, ვინაიდან ერთია კრიტიკა და მეორეა ლანძღვა. ყველაფერს თავისი ფორმა და კულტურა გააჩნია, მაგრამ,სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში არიან ადამიანები, რომლებსაც ძალიან თამამადშეუძლიათ განიკითხონ და უშვერი სიტყვებით გალანძღონ ეკლესია, თვით მაღალიიერარქებიც კი. ამიტომ ამ საზოგადოებაში იმის თქმა, რომ ეკლესიის კრიტიკაშიცუდი არაფერია, არასწორია, ვინაიდან გვახსოვს ცოტა ხნის წინანდელიმოწოდებები ჩარეცხილების, სულის ამოხდის შესახებ და ა. შ. ვფიქრობ, საშიშია, როდესაც მაღალი ტრიბუნიდან ხდება მოწოდება, რომ არაფერი ცუდი ეკლესიის კრიტიკაში არ არის. ვშიშობ, რომ კრიტიკის მაგივრად ჩვენ თავდასხმას, ლანძღვას და დაპირისპირებას მივიღებთ.
ჯერ თითოულმა ჩვენგანმა საკუთარი ცოდვების განკურნებით უნდა დავიწყოთ. პრობლემების არსებობა არ ნიშნავს, რომ ეკლესიას ომი უნდა გამოუცხადო. თუ რაიმე დარღვევა ხდება, ყველაფერს თავისი ფორმა და წესი აქვს. ნებისმიერი ასეთი პრობლემა განიხილება ეკლესიაში და გადაჭრის გზებიც მოიძებნება. ღია წერილები, ხმამაღალი განცხადებები მიუღებელია.
როდესაც საუბარია ეკლესიის პრობლემებზე, ეკლესია ცოცხალი ორგანიზმია და,ბუნებრივია, შეცდომებიც ხდება, მაგრამ, როდესაც ხაზგასმით ხდება აღიარებამხოლოდ ცუდის, პრობლემების, როდესაც თავს ესხმიან ეკლესიას, რატომ არიანუმადურები და რატომ არ იხსენებენ იმ უამრავ სიკეთეს, რომლებიც ეკლესიასგაუკეთებია? ისინი მხოლოდ განიკითხავენ ეკლესიას. თუნდაც პატრიარქის საშობაო ეპისტოლე მინდა გავიხსენო, რომელსაც დიდი განკითხვა და აღშფოთება მოჰყვა. პატრიარქმა თქვა ის, რაც ეკლესიის კანონია. მაგრამ ასეთი მძაფრი რეაქცია იმიტომ მოჰყვა ამ ყველაფერს, რომ ეს პატრიარქმა თქვა. ეს რომ სხვას, მაგალითად, კათოლიკე ეპისკოპოსს ეთქვა ან რომელიმე დიპლომატს, თუნდაც ამერიკის ელჩს განეცხადებინა, დარწმუნებული ვარ, უამრავი ადამიანი, რომლებიც დღეს ამ განცხადების გამო პატრიარქს განიკითხავს, ტაშს დაუკრავდა. ქართული ეკლესია, როგორც ღარიბი ნათესავი, როგორც კონკია, ისეა ჩვენ ქვეყანაში. როდესაც ხალხს და მათ შორის, პოლიტიკოსებს სჭირდებათ, მიდიანეკლესიაში, სამებაში საჯაროდ სანთლებს ანთებენ, მაგრამ, როდესაცთანამდებობებს მიიღებენ, აღარ ახსოვთ პატრიარქი.
ჩვენს პოლიტიკოსებს ეს შევარდნაძემ ასწავლა - ეკლესიას მხოლოდ გარეგნულად სცემენ თაყვანს, მაგრამ, თუ მცირედი რამ არ მოეწონათ, მაშინვე მის ლანღვასა და განკითხვას იწყებენ.