უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში საქმიანობა - ამბოხებულ ზურაბიშვილს ათიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობა ემუქრება

უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში საქმიანობა - ამბოხებულ ზურაბიშვილს ათიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობა ემუქრება

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი - მუხლი 311. უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა. „უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა ან საქმიანობა საქართველოს წინააღმდეგ, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე“. უკვე დადასტურებით შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, რომელიც საფრანგეთის დაზვერვის აგენტია, ასრულებს უცხო ქვეყნის დავალებას. დავალება კი მარტივია - საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება, რაც საშუალებას მისცემს აგრესიულ დასავლეთს, რომ საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტის ხაზი. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო მნიშველოვანი ფაქტორია კავკასიისთვის ბრძოლაში, როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში, ეს განსაზღვრავს როგორი იქნება კავკასია. სალომე ზურაბიშვილი, რომელიც 7 დღეში ასრულებს საქართველოში მოღვაწეობას ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანა ჩართოს ომში, ცდილობს გახდეს პროცესების ლიდერი.

ზურაბიშვილი გეგმებს რადიკალურ ოპოზიციას არ უთანხმებს და ამაზე მეტყველებს შაბათს, ორბელიანების სასახლეში გამართული ბრიფინგი. ეუთო-ოდირის დასკვნის შემდეგ ზურაბიშვილი აპირებდა ახალი არჩევნების თარიღის ჩანიშვნას, რაც ცხადია, რომ პრეზიდენტის პრეროგატივა არ არის, მაგრამ ბოლო წუთებში გადაწყვეტილება შეცვალა და თქვა, რომ სათქმელს კვირას იტყოდა. დაუმორჩილებელი და ლიდერობაზე მებრძოლი ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით უკმაყოფილება არ დამალა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა და აღნიშნა, რომ „ძალიან არაადეკვატურ ჩურჩუტებთან გვაქვს საქმე“.

ზურაბიშვილი რომ ჩურჩუტებს ამის შესახებ საუბრობენ რადიკალური ოპოზიციის ლიდერებიც, რომლებიც ზურაბიშვილის „ლიდერობას“ ეწინააღმდეგებიან. მით უფრო, რომ პრეზიდენტის ამ ე.წ. გეგმების ერთ-ერთი ავტორი არის „ქართული ოცნებიდან“ გაგდებული ეკა ბესელია, რომელიც ასევე, ცდილობს ამ აქციებით შეითავსოს ლიდერის ფუნქცია, მაგრამ ზურაბიშვილი-ბესელიას ლიდერობა ამ ქვეყანაში ვერ შედგება.

სანამ ზურაბიშვილი რუსთაველზე საგანგებოდ შექმნილ სცენაზე ავიდოდა, მანამდე ზურაბიშვილი პროვოკაციის მოწყობას შეეცადა და ორბელიანის მოედანზე, საახალწლო სოფელში მოწყობილ სცენაზე ავიდა და აქცია-მსვლელობის მონაწილეებს მიმართა: „სცენა, ორბელიანების მოედანი, სასახლე, ეს ადგილი, ყველაფერი ჩვდენია, თქვენია“. ამის შემდეგ კი, რეგიონებიდან ჩამოყვანილი ხალხი უკვე რუსთაველისკენ დაიძრა.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილებთან ზურაბიშვილი ზუსტად 21:00 საათზე მივიდა. სცენარისტემა ზურაბიშვილს, სიტყვით გამოსვლის დროს, ტექნიკური პრობლემები შეუქმნეს, რის შემდეგაც სცენაზე ავიდა ბაია პატარაია და ამბოხებულ ზურაბიშვილის ე.წ. მეგაფონი გადასცა. ზურაბიშვილმა მოქალაქეებს უთხრა, რომ რჩება იმ ქვეყნის, იმ კონსტიტუციის ერთგული, რომლის წინაშე ფიცი 6 წლის წინ დადო. აქვე ზურაბიშვილმა განმარტა, რომ მზადაა, დაჯდეს ივანიშვილთან ერთად და მოიფიქრონ ახალი არჩევნების თარიღი.

„მოვიდეს სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას. მოვიდეს და მოვიფიქროთ, როგორც დაინიშნოს არჩევნები. ოღონდ არჩევნების დანიშვნის თარიღი შეთანხმებული იყოს 29 რიცხვამდე. ყველაფერი ნათელი იყოს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ბუნებრივია, რომ ზურაბიშვილის შეთავაზებას მმართველი გუნდი არ ღებულობს. მით უმეტეს არც ორბელიანების სასახლეში გეგმავენ მისვლას და ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნის შესახებ კონსულტაციების გამართვას. პრემიერ-მინისტრი ფიქრობს, სალომე ზურაბიშვილს მაინც ეყოფა გონიერება, არც თავად დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსი და არც ვინმე სხვას დაარღვევინოს ისეთი ნორმები, რომელიც ითვალისწინებს პატიმრობას.

„აქ დიდი რესურსი მათ არ აქვთ. სპეციფიკა განსხვავებულია, ის იყო პარტიული ოფისი და განსხვავებული ვითარება, აქ საუბარია პრეზიდენტის რეზიდენციაზე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დარწმუნებული ვარ, რომ მას ეყოფა გონიერება, არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმები. თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ იგივე სცენარი, რაც განვითარდა თავის დროზე მელიას დაკავების შემთხვევაში, რომ წარმოვიდგინოთ, რომ ის გამაგრდა პრეზიდენტის რეზიდენციაში - ამ შემთხვევაში, ესეც არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ 72 წლის ქალის ციხეში გაშვება შეიძლება არ მოუნდეს არავის, მაგრამ ასეთი ქმედებით ის გაწირავს ყველა იმ ადამიანს, ვინც მასთან ერთად იქნება, ასეთი სცენარის შემთხვევაში, პრეზიდენტის რეზიდენციაში. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სხვა სცენარს ვვარაუდობ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ სალომე ზურაბიშვილს დაევალა, იქცეს მსხვერპლად და ისეთი პოზიცია დაიკავოს, რომელიც პირდაპირ გულისხმობს სისხლის სამართლის პასუხისგებას. მისივე თქმით, ზურაბიშვილი უნდა დაფიქრდეს, ამ სცენარის მიხედვით მსხვერპლის როლში ხომ არ არის.

„ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით ჩვენ დაფიქრება გვმართებს და არა მარტო ჩვენ, არამედ საზოგადოებას, ვისაც ნეიტრალური პოზიცია აქვს, ან ქუჩებშია გამოსული. თავად სალომე ზურაბიშვილს 100-ჯერ მართებს დაფიქრება, ხომ არ არის იგი ამ სცენარის მიხედვით მსხვერპლი, მისი როლი ჩამოყალიბებული, როგორც მსხვერპლის როლი. აუცილებლად შეფასდება ეს როგორც სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევა, ეს თვითონ კარგად იცის. კონსტიტუციის დარღვევის ეს ფორმა, რასაკვირველია, განაპირობებს მის მიმართ გარკვეული სამართლებრივი ზომების გატარების აუცილებლობას, რდგან ეს პირდაპირ უპირისპირდება სახელმწიფო სტაბილურობას და, ზოგადად, სახელმწიფოში უკონტროლო დანაშაულებრივი პროცესების განვითარების წინაპირობების შექმნას.

ამდენი ხანი ამ დესტრუქციული სცენარის მიხედვით მოქმედებდა, რომელსაც ქმნიდა თუნდაც ეს „მაკკეინის ინსტიტუტი“ და ამას აჟღერებდა. ეს არ არის უბრალო ორგანიზაცია და რასაკვირველია, მიჰყვებოდა ნაბიჯ-ნაბიჯ ამ სცენას. მივიდნენ იმ კულმინაციურ წერტილამდე, როდესაც სალომე ზურაბიშვილი უნდა იქცეს ან დამნაშავედ, სხვა ალტერნატიული აზრი არ არსებობს, ან, რასაკვირველია, უნდა მოძებნოს გზა, როგორმე თავი დააღწიოს აი, ამ როლისაგან, რომელიც მას მიანიჭეს. ისევე როგორც სააკაშვილს ჰქონდა თავის დროზე როლი მიცემული იმისა, რომ უნდა ყოფილიყო მომაკვდავი დემოკრატიის შუქურა, რომელიც იჩაგრება საქართველოში. ვფიქრობ, თვითონ დროულად მიხვდა ამას და თავი გადაირჩინა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის შეფასებით, დღეიდან 29 დეკემბრის ჩათვლით, მამაძაღლები ყოველგვარი საშინელებების ჩადენას ეცდებიან. ეს ხმამაღლა განაცხადა ჯერ გახარიამ, შემდეგ სააკაშვილმა და ბოლოს ზურაბიშვილმა. როგორც ანალიტიკოსი წერს, მეხუთე კოლონის წარმომადგენლებს დავალებული აქვთ გაიმეორონ ზუსტად 33 წლის წინანდელი ამბები.

„მაშინაც, 22 დეკემბერს დაიწყეს, რითაც საქართველო ნაწილობრივ დაქცევა-დაშლამდე მიიყვანეს. საქართველოს საბოლოო დაშლა-დანაწევრება-განადგურების გეგმები ამ ღიად გამოსულმა მოღალატეებმა მოურიდებლად განაცხადეს ამ დღეებში, როდესაც დაიწყეს საუბრები ე.წ. გურულების, სვანების, იმერლების, მეგრელების... მარშებზე. გახსოვდეთ! ასეთი უსაშინლესი პროვოკაცია-ქმედებები შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, თავად ოსმალებს, ირანელებს და ბოლოს მეფის რუსეთსაც კი არ მოსვლიათ თავში. ამაზე დახვეწილი არამზადა „მოყვარე მტერი ყოველი“ საქართველოს არასოდეს არ ჰყოლია. ფრთხილად! საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხს დაუწყეს უბოროტესი თამაში. ამიტომაც აუცილებელია სიმშვიდე და როგორც აქამდე, ისე მომავალშიც, ხელისუფლების და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ერთად დგომა“, - წერს ედიშერ გვენეტაძე.

ლევკოთეა იმედია, ეს რიტორიკა ზურაბიშვილის დაპატიმრებაზე ემსახურება ამ დედაბერის დროულად წასვლას 29 რიცხვის მერე და ეყოფათ ოცნებაში ჭკუა, მართლა არ დააპატიმრონ.
1 დღის უკან
მარბიელი ზურაბიშვილს,გვარამიას, ხოშტარიას, ბესელიას, ხაზარაძეს, გიგაურს,ლომჯორიას, სააკაშვილს რაზეც ფიქრობენ სწორედ ისა აქვთ თავში ეტყობა /ანუ შიბლა/ თორემ მეცოცხეთა მხარდასაჭერად კახელების მარში რამ მოაფიქრათ? ჯამურად კახეთში ოცნებამ 105 ათას ხმაზე მეტი აიღო ანუ ხმების 60%-ზე მეტი; ყველაზე ცოტა ხმა თელავში აიღეს -ა 55%! ეს იგივეა შაჰ-აბასის მომხრეთა მარში მოაწყო - 10-15 ასეთსაც მოისყიდი ან ჩამოიყვან ... მერე ოპერატორი ათასად გამოაჩენს :))
1 დღის უკან
მარბიელი ზურაბიშვილს,გვარამიას, ხოშტარიას, ბესელიას, ხაზარაძეს, გიგაურს,ლომჯორიას, სააკაშვილს რაზეც ფიქრობენ სწორედ ისა აქვთ თავში ეტყობა /ანუ შიბლა/ თორემ მეცოცხეთა მხარდასაჭერად კახელების მარში რამ მოაფიქრათ? ჯამურად კახეთში ოცნებამ 105 ათას ხმაზე მეტი აიღო ანუ ხმების 60%-ზე მეტი; ყველაზე ცოტა ხმა თელავში აიღეს -ა 55%! ეს იგივეა შაჰ-აბასის მომხრეთა მარში მოაწყო - 10-15 ასეთსაც მოისყიდი ან ჩამოიყვან ... მერე ოპერატორი ათასად გამოაჩენს :))
1 დღის უკან
არაგველი641 თუ ჩაიდინა დანაშაული უნდა დააპატიმრონ კიდეც!
წარმომიდგენია პროკურორი როცა აუხსნის თუ რა ჩაიდინა, სანახაობა იქნება იმავე დღეს როგორ მოკურცხლავს!
1 დღის უკან
კანუდოსელი საქმე უნდა აღიძრას სწორედ 311-ე მუხლით და დანაშაულის ჩამდენები დაიჭირონ. ასე ქვეყანა ვერ აშენდება, ვერ გამოვალთ დაუსრულებელი წრიდან. უნდა აღიძრას უკვე და განემარტოს შედეგები ალქაჯს. ვფიქრობ, ისე გაიძურწება ქვეყნიდან დაუყოვნებლივ, ლილუაშვილიც კი სახტად დარჩება.
1 დღის უკან
KAB ნათელია, რომ, საქართველოსთვის ყოველთვის ზიანის მომტანი და დამღუპველი იყო კუთხურობა, რომელიც სეპარატიზმის გამღვივებლად გვევლინებოდა მთელი ისტორიის მანძელზე. მისი აქტუალიზაცია პრეზიდენტის და ოპოზიციის მხრიდან არის უაღრესად საშიში ქმედება სახელმწიფოს მიმართ და სათანადოდ უნდა იქნას შეფასებული.
1 დღის უკან
Zazae890 For.ge. მოგიტყანთ რუსი დედის მუტლები
1 დღის უკან
ლაზი მთავრობამ წინასწარი ამნისტია უნდა გამოაცხადოს ზურაბიშვილის მიმართ, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ არანირი ამნისტია არ გავრცელდება მის დანაშაულებრივ ქმედებებში ხელშემწყობებზე, რაც მათ დააფიქრებს ღირს თუ არა წინასწარ ამნისტირებული დამნაშავის ამფსონობა.
1 დღის უკან
დუსტი საქართველოში ლეგიტიმური ხელისუფლება დღესდღეობით არის მხოლოდ პრეზიდენტის ისტიტუტი და ადგილობრივი ინსტიტუტები. მთავრობას რომ იძახით არალეგიტიმური დაჯგუფებაა, რომელიც სახელმწიფო შენობებში არიან ამოფარებულიი ე.წ. რობოკოპების უკან. მათ მალე ბრალად დაედებათ კონსტიტუციური გადატრიალების ორგანიზება ხელისუფლების მიტაცების გზით და მათ ბიძინას მოსამართლეები კი არ გაასამართლებენ, არამედ საერთაშორისო იურიდიული ინსტიტუტები. ჩემო ოპონენტებო, რომელთაც სახელები არ გქვიათ და რწყილებიანი ქათმებივით კრიახობთ, დაგაყარეთ დუსტი.
1 დღის უკან
კანუდოსელი დუეტი ხარ თუ ჩუსტი! წარმოსახვით სამყაროში ცხოვრობ, ჯობია დარჩე შენს ბაბლში და აქ აღარ შემოხვიდე, შენი ფსიქიკისთვის რთული გადასატანი იქნება რეალობა. მებრალება ყველა შენნნაირი ტვინნაღრძობი ნაცი. თუმცა ყველა ნაცი ხომ მასეთია, ფსიქიკურად ავადმყოფი :(
21 საათის უკან