„ზურაბიშვილი ტყუილად ამბობს, საქართველოს არ დავტოვებო, საბოლოოდ მისი პატრონები უცხოეთში მაინც წაიყვანენ“

„ზურაბიშვილი ტყუილად ამბობს, საქართველოს არ დავტოვებო, საბოლოოდ მისი პატრონები უცხოეთში მაინც წაიყვანენ“

პრეზიდენტი ყოველნაირად ცდილობს, ისტორიის წარსულს არ ჩაბარდეს და მუდმივად აქტუალური იყოს, მიუხედავად იმისა, რომ მისი პოლიტიკური პარასკევები ყოველკვირეულად მიწურულს უახლოვდება. 

საქართველოს არ დავტოვებ, არ მინდა ვიხილო წინადადებები, რომ ტიხანოვსკაია ან ვენესუელას პრეზიდენტი გავხდე, - აცხადებს ზურაბიშვილი და ირწმუნება, რომ არც სასახლიდან გამოსვლას და არც საქართველოს დატოვებას არ აპირებს. როგორც ჩანს, დასავლეთის მიმართაც კრიტიკულია, მას არ გაუმართლეს იმედი, ამიტომაც დიპლომატიურად კიცხავს დასავლეთს - „როცა ყველაფერი დასრულდება, რა სარგებლობა მოაქვს ასეთ მხარდაჭერას? მე მჭირდება მხარდაჭერა ახლა, ჩემს ქვეყანაში.

ის არ აკონკრეტებს, რის იმედად აპირებს საქართველოში დარჩენას. თუკი ოპოზიციის ლიდერად სურს მოგვევლინოს, საკითხავია, სურს კი ამ ოპოზიციას ძალადაკარგული ზურაბიშვილის გვერდით ყოფნა, რომელსაც პრეზიდენტის მანტია აღარ ექნება?! მით უმეტეს, მის წინააღმდეგ სამხილები შეიძლება გაჩნდეს, რადგან ის არა მარტო ემიგრანტებს მოუწოდებდა საქართველოში ჩამოსვლისა და აქციებში დგომისკენ, არამედ სკოლის მოწაფეებსაც. ყველამ კარგად იცის, რასაც ნიშნავს ემიგრანტების, განსაკუთრებით, უკრაინაში მებრძოლი ემიგრანტების ჩამოსვლა საქართველოში და არეულობის მოწყობაში თანამონაწილეობის მიღება. უფრო მეტიც, საქართველოს მოქმედი ხელისუფლების დამხობის მცდელობაზეც შეიძლება დაინტერესდეს გამოძიება მის მიმართ.

შევხვდეთ ერთად!- წერს ზურაბიშვილი და აანონსებს, რომ ახალ წელს რუსთაველზე დაგეგმილ აქციაზე, სახელწოდებით -ახალი წლის ჯადოსნური საპროტესტო ღამე, თავადაც მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი აცხადებს, რომ ასეთი შემთხვევა ჩვენს ისტორიაში არ ყოფილა, პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა გასვლოდეს და მაინც ამბობდეს, რომ არ დატოვებს სასახლეს და სკამს ებღაუჭებოდეს. კახიანი იმედოვნებს, ზურაბიშვილის განცხადებები მხოლოდ განცხადებად დარჩება და ბოლოს ის მაინც დატოვებს ორბელიანების სასახლეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ფაქტი მისთვისვე იქნება დამამცირებელი.

გიორგი კახიანის თქმით, 29 დეკემბრიდან, მას შემდეგ, რაც ახალი პრეზიდენტი ფიცის ტექსტს დაასრულებს, ძველ პრეზიდენტს უფლებამოსილება შეუწყდება. უცნობია, ის 29-ში დატოვებს სასახლეს, 30-ში, თუ უფრო მოგვიანებით, მაგრამ იმედია, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.

საქართველოში დარჩენის შემთხვევაში, რამდენად კომფორტული იქნება დაცვის გარეშე დარჩენილი პრეზიდენტის პერსპექტივა?

ანალიტიკოსი გია აბაშიძე აცხადებს, რომ საქართველოსთვის ერთ-ერთი გამორჩეული მოღალატე და პარაზიტი ე.წ. პრეზიდენტი ზურაბიშვილი ვერც ტიხანოვსკაია იქნება და ვერც გუაიდო. ის იქნება სამარცხვინო ადამიანი, რომელსაც გააძევებს ქართველი ერი, ის ქართველი ერი, რომელმაც მისცა მას მანდატი 2018 წელს, მიენდო მას, მის დიპლომატიურ გამოცდილებას.

ზურაბიშვილმა ყველაფერი ეს წყალში გადაყარა, თავისი ზნეობაც და ადამიანობაც წყალს გაატანა იმის გამო, რომ ყოფილიყო აგენტოკრატიის მარიონეტი. მისი ბოლო მცდელობები, არიოს სიტუაცია, გამაგრდეს ორბელიანების სასახლეში, თოჯინების თეატრის ჟანრიდანაა. მისი არასერიოზული განცხადებები დარჩება ისტორიას, თავად კი ისტორიაში დარჩება, როგორც 21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძე, - აღნიშნა გია აბაშიძემ for.ge-სთან საუბრისას.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილი პოლიტიკური გვამია. იგი სულ მთლად ბრიყვი არ არის, როგორც იქნა, მიხვდა, რა დღეშიც ჩააგდეს გარე პატრონებმა. მას დავალება ჰქონდა საქართველოს ხელისუფლების ძალადობრივი ცვლილების კუთხით, ეს არაერთხელ თქვა კიდეც თავისი გამოსვლისას, ის და მისი პატრონები ემზადებოდნენ, საქართველოში ხელისუფლება ძალადობრივი გზით შეეცვალათ.

300 ათასი ხმის გაყალბება არჩევნებზე მოსული 2 მილიონ 60 ათასი კაციდან, ეს ხომ აბსურდია?! თავადაც ესმით, რომ ეს არარეალურია, მაგრამ მას და მის პატრონებს ეს მაინც სურდათ. ახლა კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, არ გაუმართლათ ნაცმაიდნის მოწყობა, ხალხმა მხარი არ დაუჭირა, ამიტომაც დაახლოებით ათას კაცამდე მომხრეებით დადიან აღმა-დაღმა და რუსთაველზე ხან სექსმუშაკები მიჰყავთ, ხან მზარეულები, ხან მეღორეები. თვითონ რომ საშინელ დღეშია ზურაბიშვილი, ისე არც ერთი პრეზიდენტი არ არის, არც ტიხანოვსკაია და არც სალვადორის თვითგამოცხადებული პრეზიდენტი. მას სურს, დარჩეს საქართველოში და პოლიტიკურ წარმატებას მიაღწიოს. დარწმუნებული ვარ, ზურაბიშვილს სულითა და გულით სურს, დააპატიმრონ, მაგრამ ეს მისთვის ბაირამობა იქნება. ასე იბორიალებს ზევით-ქვევით, ჩაიცვამს წკაპუნებს, იწკაპუნებს აქეთ-იქით ოლია მათხოვარივით, არავინ მას ხელს არ უშლის, მაგრამ ხალხში რომ გაივლის, ზიზღს მიიღებს, რადგან იგი უცხოელ მტრებთან ერთად ფიქრობდა საქართველოს სულიერ განადგურებას, - აღნიშნა ედიშერ გვენეტაძემ ჩვენთან საუბრისას.

მისივე შეფასებით, ასე მარტივი არ იქნება საქართველოში ზურაბიშვილის დარჩენა. ოპოზიციის ლიდერად მას არავინ დანიშნავს. ეგ დანიშნეს უცხოეთიდან ლიდერად, მართალია, მასთან შეკრული ოპოზიციის ლიდერები თავად არაფერს წარმოადგენენ, მაგრამ ისინიც კი არ დაუშვებენ ზურაბიშვილის ლიდერობას.

ახლა ასეთი სიტუაციაა, მკვდარი მკვდარსა აეკიდა... ანალოგიურ ვითარებაშია ეს ქალი, მართლაც ორი პარასკევიღა დარჩა. ტყუილად ამბობს, საქართველოს არ დავტოვებო, აბა, რა თქვას? მაგას დასავლეთის ბევრი ფული აქვს დახარჯული, ისინი დაუცაცხანებენ, რა გინდა უცხეთშიო?! კიდევ მოსინჯავენ, რას წარმოადგენს ზურაბიშვილი საქართველოში, მაგრამ მაგის პატრონები მაგაზე მეტი შტერები არიან. მაგას რომ ლიდერად დააყენებ, ხომ წარმოგიდგენიათ, მაგის პატრონები ვინ არიან?! მის აქ ყოფნას კიდევ ერთხელ მოსინჯავენ და საბოლოოდ მაინც უცხოეთში წაიყვანენ, - აღნიშნა ედიშერ გვენეტაძემ.

 

მარბიელი კუზიანი მძორი სად იდება, რა მნიშვნელობა აქვს!
2 დღის უკან