„ამერიკაში ამ დღეებში ტრამპს, ორბანს, ილონ მასკსა და ნაიდერ ფარანჯს შორის საიდუმლო სერობა შედგა - დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი, რაც საქართველოზეც ჰპოვებს ასახვას

„ამერიკაში ამ დღეებში ტრამპს, ორბანს, ილონ მასკსა და ნაიდერ ფარანჯს შორის საიდუმლო სერობა შედგა - დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი, რაც საქართველოზეც ჰპოვებს ასახვას

ზარი და ვიზიტი ევროპიდან „ქართულ ოცნებასთან“ და მის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან. დაიძრა თუ არა დასავლეთიდან პოლიტიკური ყინული და რას უკავშირდება 26 ოქტომბრის არჩევნებიდან ერთ კვირაში პარიზიდან, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკორნის ზარი ივანიშვილთან და ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ალენ ბერსეს 4-დღიანი ვიზიტი საქართველოში? უნდა ველოდოთ თუ არა უახლოეს მომავალში კიდევ მნიშვნელოვან ვიზიტებს ან ზარს ევროპიდან?

ივანიშვილი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში კვლავ შედგება კონტაქტი და შეფასდება მიღწეული პროგრესი, შესაბამისად მაკრონის ზარი ივანიშვილთაბნ კვლავ მოსალოდნელია. თუმცა კონკრეტულად რაზე ისაუბრეს ივანიშვილმა და მაკორნმა, ამას არც ერთი მხარე არ ასაჯაროვებს.

თბილისში კი 20 დეკემბერს თითქმის ერთსაათიანი პრესკონფერენციით შეაჯამა ევროსაბჭოს გენმდივანმა საქართველოში ვიზიტი. მანამდე კი დილით, უკვე მეორედ, პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს, მთავრობის კანცელარიაში შეხვდა. საუბარი, დაახლოებით, 1 საათს გაგრძელდა. ალენ ბერსემ საქართველოში პრობლემები რამდენიმე მიმართულებით დაინახა: ფუნდამენტური უფლებები, დემოკრატია და კანონმდებლობა. ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა წასვლამდე რამდენიმე მთავარი გზავნილიც დატოვა, მათ შორის, მკვეთრად თქვა, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპაში. თქვა ისიც, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი და პოლარიზაციაა, რისი მოგვარებაც მისი აზრით, მხოლოდ დიალოგს შეუძლია, რომელშიც ყველა მხარე უნდა ჩაერთოს - როგორც მთავრობა, ისე ოპოზიცია. ევროსაბჭოს გენერალური მდივანი სტრასბურგში ხელისუფლებისგან გაცემული პირობებით ბრუნდება.

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ჩამოსვლა პრემიერ-მინისტრისთვის ევროსაბჭოს მხრიდან საქართველოს და მისი მოქალაქეების მიმართ მხარდაჭერაა. ირაკლი კობახიძის თქმით, მან ალენ ბერსეს ყველა ის ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც მაღალი რანგის სტუმარს აინტერესებდა.

ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა პრემიერისგან კიდევ ერთი პირობა მიიღო - უახლოეს მომავალში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონში ცვლილებების განსახორციელებლად დისკუსია დაიწყება. სპეციალური სამუშაო ჯგუფი, სავარაუდოდ, 1 თვის ვადაში ჩამოყალიბდება. წინასწარ ცნობილია მხოლოდ ის, რომ პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან ვენეციის კომისიის ექსპერტებიც.

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში საკმაოდ დატვირთული იყო. ის სამი დღის განმავლობაში ხვდებოდა ყველას, როგორც მთავრობის, ისე ოპოზიციისა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს, შეხვედრები გაიმართა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, სახალხო დამცველთან და აქციებზე დაშავებულ მოქალაქეებთანაც. ის ქვეყანას 21 დეკემბერს დატოვებს.

„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ძალიან მნიშვნლოვანი მოვლენები ხდება ამ დღეებში მსოფლიოში, რომელიც გავლენას ასევე საქართველოზეც მოახდენს და ეს პროცესი, ფაქტია, უკვე დაწყებულია. ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ მაკრონის ზარი და 1-საათიანი საუბარი ბიძინა ივანიშვილთან, ასევე ევროსაბჭოს გენმდივნის საქართველოში ვიზიტი მეტყველებს იმაზე, რომ ევროპაში დიდი ცვლილებები იწყება.

„ამერიკაში ამ დღეებში შედგა საიდუმლო სერობა იმ ლიდერებს შორის, რომლებმაც ხვალინდელი მსოფლიო უნდა ჩამოაყალიბონ და პროცესები მართონ. ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა დონალდ ტრამპს, ვიქტორ ორბანს, ილონ მასკსა და ბრიტანეთის ამომავალ პოლიტიკურ ვარსკვლავს ნაიდერ ფარანჯს შორის, რომელიც, შესაძლოა, დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერი გახდეს. ამიტომ დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი მსოფლიოს დიდ მოთამაშეებს შორის და საქართველოზეც ეს ყველაფერი სერიოზულ ასახვას ჰპოვებს. ეს სიტუაცია რაც ახლა ჩვენთან ხდება, სწორედ ამ დიდი თამაშის აჩრდილია და, რა თქმა უნდა, ამ მოთამაშეებისთვის საქართველოს ფლობა კავკასიის ფლობას ნიშნავს. შესაბამისად, არ ისვენებენ მანამ, სანამ ამის შესაძლებლობა ჯერ კიდევ აქვთ. თუმცა, როგორც აღვნიშნე, დიდი მოძრაობაა უკვე დაწყებული. ამას ევროპაშიც ხვდებან, ამიტომ მგონია, რომ მაკრონის ზარი ბიძინა ივანიშვილთან და ევროსაბჭოს გენმდივნის ვიზიტი საქართველოში, სწორედ ევროპაში მყოფი პრაგმატული პოლიტიკოსების ნაბიჯებია. იქაც კარგად ხვდებიან, რომ ბევრი რამ შეიცვლება, ამიტომ საქართველოში ეს პოლიტიკური კრიზისი დიდი ხნით ვერ გაგრძელდება. ფაქტია ისიც, რომ დასავლეთი თითქმის ორად გაიყო და უმეტესობა მათგანმა დაიწყო ფიქრი იმაზე, რომ საქართველოში რეალობა სრულიად სხვაა, ვიდრე მათ ოპოზიციის და ენჯეოების მხრიდან მისდით. ამიტომ მაკრონიც კიდევ ერთხელ დარეკავს და შესაძლოა, ეს ასევე, არ იყოს ბოლო ზარი. ასევე, მოსალოდნელია გენმდივნის ვიზიტის შემდეგ სხვა მნიშვნელოვანი პირების ვიზიტიც“,-ამბობს ქართველიშვილი.

მისივე თქმით, ევროპაში ხედავენ, რომ დასავლეთის პოლიტიკური ტრანსფორმაციის და გადატვირთვის პოლიტიკის რეალური მზადება მიდის. ამიტომ, ამას, დიდი ალბათობით, ხედავს გამოცდილი შვეიცარიელი პოლიტიკოსი ალენ ბერსე, რომელიც 3 დღის განმავლობაში საქართველოში არსებულ სიტუაციას სწვალობდა. ამის შემდეგ კი მან განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებული კრიზისი უნდა დასრულდეს, რაც ოპოზიციის სასიკვდილო განაჩენის გამოტანის ტოლფასია.

„დონალდ ტრამპთან ჩატარებული მნიშვნელოვანი შეხვედრის შემდეგ, რომელზეც ზემოდ ვსაუბრობდი, ვიქტორ ორბანმა პირდაპირ განაცხადა, რომ ბრიუსელის ტრანსფორმაცია იწყება და ევროკავშირის პოლიტიკის გადახედვა და ცვლილებები მოხდება. არ შეიძლება და შეუძლებელია ამას არ ხედავდნენ ევროპის პოლიტიკურ წრეებში. ნაწილი წარმოადგენს პრაგმატულ პოლიტკოსებს, ხოლო ნაწილი აგენტოკრატების მარიონეტი და ლაქია ძალები არიან. მიდის ბრძოლა მათ შორის გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, რუმინეთში, ევროკავშირის ძალიან ბევრ ქვეყანაში.

საქართველოსთან მიმართებით ჩვენ ვხედავთ ამ დიდი ევროპული ბრძოლის მხოლოდ ნაწილს და ძალიან კარგად ვხვდებით, რა დონის და კლასის მხარდამჭერები ჩამოდიან ქართულ ოპოზიციასთან. ესენი არიან, მესამე, მეოთხე და მეხუთე დონის ევროპარლამენტარები. „ოცნებას“ კი მხარდაჭერას უცახდებს ევროსაბჭოს მოქმედი პრეზიდენტი ვიქტორ ორბანი. ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, რომლებიც არაორაზროვნად გამოხატავენ გზავნილს, რომ საქართველოში არჩევნებიც შედგა და მას ლეგიტიმური ხელისუფლებაც ჰყავს. როგორც ალან ბერსემ განაცხადა, ის კიდევ ერთხელ დარწმუნდა იმაში, რომ მოქმედ ხელისუფლებას ევროინტეგრაციის მისამართით არაფერი შეუცვლია. რა რეაქციაც გამოიწვია მისმა შემაჯამებელმა ბრიფინგმა ოპოზიციაში, ვფიქრობდი, მე ვარ „ჩელიაბინკსში“ თუ ჩვენი ვითომ პროდასავლური ოპოზიცია? მსგავსი აგრესიული ანტიდასავლური რიტორიკა მე არ მინახავს“, - ამბობს ქართველიშვილი.

Aburjga Tasmanieli ღმერთმა დაგვიფაროს ევროკავშირში გაწევრიანებისაგან! შორს, შორს, შორს ჩვენგან ეს მტარვალთა და გარყვნილთა, ცრუთა და მუხთალთა კავშირი!
3 დღის უკან
არაგველი641 Aburjga Tasmanieli - მეც მაგ აზრზე მინდოდა ყოფნა, მაგრამ ვიღაცის იმედი უნდა გვქონდეს ამ დუნიაზე, რა იცი როდის გაიღვიძებს რომელიმე ურდოს გენი.
2 დღის უკან
სანდრო ვუდასტურებ პატივისცწმას ბატონ დავით ქართველიშვილს, მგრამ იქნებ დაგვიკონკრეტოს, ვინ არის "ამომავალი პოლიტიკური ვარსკვლავი"ნაიდერ ფარანჯი? გმადლობ.
1 დღის უკან