კიდევ ერთი მილიარდერი ქართულ პოლიტიკაში? - ინფორმაცია კობა ნაყოფიას რუსეთის ხელისუფლებაში გაანდეს

კიდევ ერთი მილიარდერი ქართულ პოლიტიკაში? - ინფორმაცია კობა ნაყოფიას რუსეთის ხელისუფლებაში გაანდეს

ეუთო/ოდირის დასკვნა ადასტურებს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო თავისუფალი და კონკურენტული. ეს დასკვა იმეორებს იმ დასკვნას, რაც ეუთო/ოდირმა არჩევნების შემდეგ გამოაქვეყნა. რა თქმა უნდა, დასკვნის ის ნაწილი, სადაც საუბარია, რომ არჩვენები არ გაყალბებულა, რადიკალებმა განსხვავებულად წაიკითხეს და აღნიშნეს, რომ დასკვნა „უკიდურესად უარყოფითია“. პრემიერ-მინისტრი ელოდება, რომ მოსალოდნელია ოპოზიციის მხრიდან ეუთო/ოდირის მიმართ თავდასხმები.

„მინდა მადლობა გადავუხადო ეუთო/ოდირს. ნახეთ, როგორი მძიმე რექცია ჰქონდა ოპოზიციას საქართველოში ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტზე, იხილეთ აგრესიული თავდასხმები ალენ ბერსეს მიმართ. ჩვენ ველოდებით კიდევ ერთხელ ასეთ აგრესიულ თავდასხმას ეუთო/ოდირის მიმართ. ეს დასკვნა იმეორებს იმ დასკვნას, რომელიც წარმოდგენილი იქნა არჩევნების შემდეგ და მაშინ ამ დასკვნამ გამოიწვია დიდი გაღიზიანება რადიკალურ ოპოზიციაში, რა თქმა უნდა, ველოდებით ასეთივე გაღიზიანებას ამ შემთხვევაშიც“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

24-დღიანმა საპროტესტო აქციამ აჩვენა, რომ საქართველოში რადიკალური ოპოზიცია არის გაკოტრებული. შესაბამისად, წარმოუდგენელია იმ პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობა, რომელიც სახელმწიფოში აწყობს სახელმწიფო გადატრიალებას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახალი პოლიტიკური ძალის შემოსვლა, რომელიც იქნება მმართველი გუნდის რეალური და ამავე დროს კონსტრუქციული ოპოზიცია. რადიკალებმა იციან, რომ პოლიტიკური ველი დაკარგეს და სწორედ ამაზე იყო მსჯელობა „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში.

როგორც ჩვენი წყარო აცხადებს, შეხვედრაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კობა ნაყოფიამ თქვა, რომ პოლიტიკურ ველზე შემოდის ყაზახეთში მოღვაწე ქართველი მილიარდერი მიხეილ ლომთაძე, რაზეც ინფორმაცია რუსეთის ხელისუფლებიდან აქვს და დასძინა, რომ რუსეთის ხელისუფლების იმ შტოსთვის, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ლობირებს, ამ ეტაპზე უცნობია როგორია ბიძინა ივანიშვილის პოზიცია მილიარდერის პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით. რადიკალები ახლა იმაზე მსჯელობენ, ვინ ლობირებს მილიარდერის პოლიტიკაში შემოსვლას და როგორია ივანიშვილის პოზიცია.

რაც შეეხება მიხეილ ლომთაძეს, for.ge https://for.ge/view/256553/qarTul-politikaSi-SesaZloa-axali-miliarderi-yazaxeTSi-moRvawe-mixeil-lomTaZe-vixiloT.html წერდა, რომ გაკოტრებულ ოპოზიციას ახალი პოლიტიკური ძალა ჩაანაცვლებდა და ეს იქნებოდა

ყაზახეთში მოღვაწე ქართველი მილიარდერი მიხეილ ლომთაძე, რომელმაც შესაძლოა, პროცესებში პირადად არ მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ პოლიტიკური და მედია პროექტი განახორციელოს. ანალიტიკოსების შეფასებით, იმ ფონზე, როდესაც ოპოზიციური პოლიტიკური ველი ცარიელია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ველის შევსება. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ჩვენ გვყავს ოპოზიცია, რომლებიც ბღავიან, რაც პრობლემას კი არ წყვეტს, პირიქით - უფრო ამძაფრებს.

„აშკარად პრობლემების გაჩენისკენ მიმართულია ეს პროცესი, რაც რუსთაველზე ხდება. მაგრამ არის სხვა პრობლემაც. დავუშავთ, რომ შემოვიდა ახალი ძალა, შექმნის რამეს? არის რესურსი ქვეყანაში? ხომ არ იქნება ისე, რომ თუკი გამოჩნდა ძალა, ეს ხალხი მიაწყდეს ახალ პარტიას? ასეთ შემთხვევაში შედეგიანობა ისეთივე იქნება, როგორც ახლა გვაქვს. შემთხვევითი ხომ არ იყო ივანიშვილმა „რესპუბლიკელები“ და „დემოკრატები“ რომ აიყვანა? მაგრამ იმდენად უცხო არსებები იყვნენ, რომ მოუწია გაშვება. ეს პრობლემა დგას. რა თქმა უნდა, ახალი ძალა აუცილებელია, ქვეყანას სჭირდება ახალი რეალური და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა, ეს არის ქვეყნის მოთხოვნა, მაგრამ არის რესურსი? - აი, ეს არის საკითხავი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა თვლის, რომ აქ პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმას, რა გზით წავა ხელისუფლება, რადგან დღეს ხელისუფლების ხელში არის ბევრი რამე.

„ვცხოვრობდით იმ პარადიგმაში, როდესაც გარე მართვაზე იყო სახელმწიფო. ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გადიოდა უცხოეთის რევიზიას, ან მოდიოდა უცხოეთიდან. ამიტომ ვართ მსოფლიო მასშტაბით მაჩანჩალები ეკონომიკაში. ახლა, რახან უფრო მეტი სუვერენიტეტი იქნა მოპოვებული, ეს ხელისუფლება თუ დაიწყებს ახალი ქართული პროექტის - საქართველოს სახელმწიფოს განვითარების კონცეფციის შექმნას, იმ მიზნით, რომ ეს განხორციელდეს, რა თქმა უნდა, საქართველოში პოლიტიკურ რეალობას და ლანდშაფტს შეცვლის.

აქამდე მიდიოდა ბრძოლა იმაზე, რომ დასავლეთისთვის ეჩვენებინათ, ვინ უფრო უკეთესად ემსახურება მათ და ლეგიტიმაციას იქ ეძებდნენ. ახლა წავა პროფესიონალური სჯა-ბაასი - რა სჯობია, რომელი საწარმოს სად დადგმა სჯობია, რომელი წიაღისეულის როგორ დამუშავება და ა.შ. რაც უკვე პატრიოტების და პროფესიონალების საქმეა. თუ ასეთი პარადიგმა და ლანდშაფტი შეიქმნა, მაშინ, რა თქმა უნდა, ახალი ჯანსაღი ძალები უნდა გაჩნდნენ. თუ ისევ დარჩნენ ვაშინგტონის კონსენსუსის დამღუპველ პარადიგმაში, მაშინ აზრი არ აქვს აქ პოლიტიკას. ასეთია რეალობა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი გოგავა.

ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის შეფასებით, ოპოზიცია რომ არ იყოს, უნდა გამოიგონო. ეს აუცილებელია გამოფხიზლებისათვის.

„ოპოზიცია რომ არ ჰყავს საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიას, იმიტომ დაადგა კარგი დღე. ეს ემართება ყველა იმ სახელმწიფოს, სადაც ერთპიროვნული და ავტოკრატული მმართველობაა. აუცილებად შეიქმნება ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც იქნება ხელისუფლების ოპოზიცია. ეს ოპოზიცია ვერ მოითმენს იმ თავისუფალ ველს, რომელიც დღეს ქართულ პოლიტიკაში ოპოზიციისათვის არის შექმნილი. დღეს, საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს. საქართველოში არსებობს ოპოზიციად წოდებული და სინამდვილეში მე-5 კოლონა, რომელსაც დავალებული ჰქონდა საქართველოს ომში ჩაბმა და ამის შესახებ არსებობს უამრავი დოკუმენტური მასალა.

ჩვენ გვყავს ოპოზიცია, რომელიც ფულის გამო წამსვლელია ყველაფერზე. ჭაჭანაჭამი ინდაურებივით დადიან რუსთაველზე. ეს პროცესები ძალიან საშიშია ქვეყნისათვის. როდესაც ქვეყანას ემუქრება ასეთი საფრთხე და როდესაც ამ საფრთხის წინაშე მას აყენებენ ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლები, როგორც ერთი-ერთი მოქალაქე, მოვითხოვ ამოქმედდეს მუხლი ღალატის შესახებ. ამიტომ, ამ პოლიტიკური ძალის ადგილას აუცილებლად საჭიროა ქვეყნის წინსვლაზე ორიენტირებული ოპოზიცია, რომელიც რომც არ გვინდოდეს, აუცილებლად შეიქმნება, ვინაიდან პოლიტიკური ველი ამას ითხოვს და არ გამოვრიცხავ, რომ ამის ჩანასახი იყოს „ხალხის ძალა“. პირდაპირ განაცხადეს, რომ ჩვენ ამას გავაკეთებთო“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.

ანალიტიკოს თემურ მაისურაძის შეფასებით, ახლა არის სრული ვაკუუმი ამ მიმართულებით და დღეს, როდესაც უკვე გასაგებია საით მიდის „ნაციონალური მოძრაობა“ და ზოგადად, მთელი ეს შემადგენლობა, გამოჩნდა ვინ და რა არიან, სწორედ, ახლა არის შესაძლებელი, გამოვიდეს ალტერნატიული ხედვის ახალი პოლიტიკური ძალა.

„არა ის, რომ ევროპაში, ვინ უფრო ჩქარა და ვინ უფრო ღირსეულად წავა ან - „თუ ევროპაში არ მიდიხარ, რუსეთში მიდიხარ“, არამედ გამოვიდეს ძალა, რომელსაც ექნება საჭირო, რეალური პოლიტიკის ხედვები. მხედველობაში მაქვს ის, რომ დღეს არის სუვერენული საქართველოს ადგილი სწორედ ოპოზიციურ სპექტრში და პოლიტიკურ ველზე. ძალიან მნიშვნელოვანი ეპოქაა და მნიშვნელოვანია ასეთი ძალა შეიქმნას. ძალიან სერიოზული რესურსი არსებობს. არიან ადამიანები, რომლებმაც იციან, რა არის პოლიტიკა და რომლებიც არ მიემხრობიან არც ე.წ. ევროპულ მიმართულებას და არც ე.წ. რუსულ მიმართულებას. ადამიანები, რომლებსაც რეალურად ესმით საქართველოს მომავალი. ასე რომ, ასეთი რესურსი არსებობს და საკმაოდ სერიოზული“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თემურ მაისურაძე.

ბლოგერი ლევან ადეიშვილი ერთ-ერთია, რომელიც საუბრობს ახალი პოლიტიკური ძალის აუცილებლობაზე. მისი თქმით, გარემოებები ძალიან ბევრია და პირველი ეს არის საერთაშორისო სიტუაცია.

„როდესაც დეკოლონიზაციას ვიწყებთ, ჩვენ უნდა გადავიდეთ განვითრების და წინსვლის ახალ გზაზე. ქვეყნის შენება უნდა დავიწყოთ ნულიდან. ამიტომ, ის მოცემულობა, ფიგურები და ის განლაგებები, რაც ივანიშვილმა დაალაგა ქართულ პოლიტიკურ დაფაზე და როგორც გამოჩნდა, აძლევდა მას საშუალებას შეენარჩუნებინა ხელისუფლება და საქართველო მეტ-ნაკლებად მისულიყო ასეთი ახალი ფანჯარის გახსნის გზაზე, დაახლოებით ისეთი იყო, როგორიც იყო საბჭოთა კავშირის დაშლა. მაგრამ ეს რადიკალური ოპოზიცია აღარ გამოადგება ქვეყნის მშენებლობისთვის. ამიტომ, ეს ძველები გადასახარისხებელია და ახალი ძალებია შემოსაშვები პოლიტიკურ ველზე. ივანიშვილმა უნდა გაანთავისუფლოს ეს ფლანგი, უნდა შეასრულოს მისი დაპირება. დღეს, გარე და შიდა პოლიტიკური ფაქტორები ემთხვევა ხალხის განწყობას. პიარსატელიტები კი არ შემოუშვას, როგორიც არის „ხალხის ძალა“, რომელიც გამოეყო „ქართულ ოცნებას“. უნდა შემოუშვას ახალი ძალები, ახალი ხედვებით. მინიმუმ, პატიოსნები, ინტელექტუალები, თავის საქმის მცოდნეები და პროფესიონალები“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლევან ადეიშვილმა.

 

არაგველი641 იმედი მაქვს "ხალხის ძალა" შეძლებს ამ პრობლემის მოგვარებას.
2 დღის უკან
მარბიელი "რუსეთის პოლიტიკის იმ შტოსთვის, რომელიც ნაცმოძს ლობირებს ..." ანუ მეცოცხეებს რუსეთში ტაშის დამკვრელები ჰყავთ ხომ? ეს ის ხალხი იქნება ვისაც დორბლიანმა მფორთხავმა თავის დროზე საქართველოს სტრატეგიული ობიექტები გადასცა არა?
გახსენებაზე: ვინ გაყიდა ბათუმისა და ფოთის პორტები? ვინ გაყიდა ის 49 გემი, რომლების ჯერ კიდევ შემირჩენილი იყო მეცოცხეების ხელისუფლებაში მოსვლისას?
2 დღის უკან
არაგველი641 დორბლიანის კაბინეტის გვერდით რატომ ქონდა კაბინეტი ბიძამის ალასანიას? იქნებ ვინმემ დაწეროს.
1 დღის უკან