ხელისუფლებ ბიზნესთან სასაუბროდ ნებისმიერ დროს მზადაა

ხელისუფლებ ბიზნესთან სასაუბროდ ნებისმიერ დროს მზადაა

პოლიტიკურ დაძაბულობის გავლენა უკვე ბიზნესსაც დაეტყო. ვითარება სახარბიელო არ არის, თუმცა არც ზედმეტი განგაშის საფუძველი არსებობს. მით უფრო, რომ ხელისუფლება მზადაა ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდეს და ნებიმიერ საკითხზე ესაუბროს. ამ შეთავაზებაზე ბევრი უკვე თანახმაა, მაგრამ არიან რადიკალურად განწყობილი მეწარმეებიც.

ირკვევა, რომ მთავრობა ბიზნეს სუბიექტებს შეხვდა და პოლიტიკური მოვლენებისადმი მათი შეხედულება მოისმინა.

საქართველოს პრემიერ-მინიტრმა განაცხადა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში 20-ზე მეტ ბიზნესმენს შეხვდა და იგივე ფორმატის გამართვისთვის მზადაა.

მე მქონდა ამ პერიოდის განმავლობაში შეხვედრა ბევრ ბიზნესმენთან, ალბათ, 20-ზე მეტთან მქონდა უშუალო შეხვედრა და მზად ვარ ზუსტად იგივე შეთავაზებისთვის. ნებისმიერ ჯგუფს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოვიდეს საჯარო თუ არასაჯარო ფორმატში, გავმართოთ დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება ჩვენს ქვეყანას. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის ბიზნესმენებთან, ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის. ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია.

გვახსოვს, 2012 წლამდე რა ხდებოდა - საზოგადოება ითხოვდა დიალოგს და ჩაკეტილი იყო მთლიანად ხელისუფლება. ახლა პირიქითაა - ხელისუფლება ითხოვს დიალოგს და ჩაკეტილია ოპოზიციური ელექტორატი. 2012 წლამდე ეს რომ ვინმეს წარმოედგინა, ითხოვდნენ, ეხვეწებოდნენ და არავინ შედიოდა მათთან დისკუსიაში. აქ ჩვენ ვითხოვთ დისკუსიას და გაურბიან, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმა ისიც აღნიშნა, რომ კონკრეტული ბიზნესწარმომადგენლთა განცხადება მაინცდამაინც ხელშემწყობი არ არის სიმშვიდისთვის, რაც მხოლოდ მათ შეიძლება, მიუბრუნდეთ უკან.

მე ერთადერთ რამეს ვიტყოდი განცხადებაზე, რაც კონკრეტული ბიზნესის წარმომადგენლებმა გაავრცელეს - მათი ეს პოზიცია მაინცდამაინც ხელშემწყობი არ არის სიმშვიდისთვის და მხოლოდ მათ შეიძლება, მიუბრუნდეთ უკან, თუ ხელი შეეწყობა იმ მცდელობას, რაც დაკავშირებული იყომაიდანთან, ქვეყნის არევასთან. გარკვეულწილად, ეს არის ამ ყველაფრის მხარდამჭერი განცხადება, თუმცა ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ბიზნესს ჰქონდეს სიმყარე, მათ შორის ამ ბიზნესსაც ჰქონდეს სიმყარე, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ნებით თუ უნებლიეთ, უპირისპირდებიან სიმშვიდეს ამ ქვეყანაში. ყველაფერს გავაკეთებთ, მათ შორის ამ ბიზნესის ინტერესების დასაცავად და იმისათვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს სტაბილურობა და სიმშვიდე, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერის განცახდების შემდეგ, ბიზნესის ნაწილი ამბობს, რომ მთავრობასთან დიალოგისთვის მზადაა, რადგან მხარეების პოზიცია იქნას ერთმანეთთან გაზიარებული და გათვალისწინებული. როგორც რესტორნებისა და სასტუმროების ასოციაციის თავმჯდომარემ, შალვა ალავედაშვილმა განაცხადა, მისთვის ირაკლი კობახიძესა და ბიზნესწარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ცნობილი არ არის და ის მთავრობის მეთაურს მოუწოდებს, საჯარო გახადოს მათი ვინაობა, ვისთანაც შეხვედრა გამართა.

ვის შეხვდა არ ვიცი. დარწმუნებული ვარ, რომ ტურიზმის არც ერთ წარმომადგენელს არ შეხვედრია, 100%-ით დარწმუნებული ვარ. ტურიზმში კატასტროფული მდგომარეობაა. მზად ვარ შევხვდე ნებისმიერს და ვუთხრა, რომ ამ წუთში თბილისის სასტუმროებში კატასტროფა ხდება. თუ იქნება ინიცირებული შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან, სიამოვნებით მივალ და ვეტყვი, თუ რა ხდება საქართველოში ტურიზმის სექტორში. უკვე ძალიან დიდი ზარალია. ქალაქის ცენტრში სასტუმროების ზარალმა 10 მილიონს გადააჭარბა, - განუცხადა ალავერდაშვილმაკომერსანტს.

მთავრობასთან სასაუბროდ მზადაა მცირე და საშუალო ბიზნესასოციაცის ხელმძღვანელი მიხეილ ჭელიძე.

საერთოდ, კერძო სექტორთან საუბარი, მთავრობის მხრიდან, დაგვიანებული არასოდეს არ არის. კარგი იქნება, თუკი ბიზნესწარმომადგენლები და მთავრობის წევრები შეხვდებიან ერთმანეთს, შუამავლების გარეშე პირდაპირ იტყვიან, თუ რა გულისტკივილი აქვს ბიზნესს და რა პრობლემები მოიტანა ამ ყველაფერმა.

პირადად მე მზად ვარ დიალოგისთვის. რა თქმა უნდა, წავალ, თუ მიმიწვევენ შეხვედრაზე, - განაცხადა ჭელიძემ.

თუმცა არის კატეგორიული პოზიციაც. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას და დიალოგის გამართვას ამ ეტაპზე გამორიცხავენ საქართველოს მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციაში. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მაია ბიჭიკაშვილმა განაცხადა, რომ დღესდღეობით დიალოგის გამართვა რთული წარმოსადგენია.

ამ ვითარებაში, როდესაც მიდის ასეთი ძალადობა და ცემა-ტყეპა, დიალოგზე საუბარი ცოტა რთულია. დიალოგი მაშინ არის საჭირო, როდესაც ადამიანებს პატივს სცემენ. ამ ეტაპზე ჩვენს ასოციაციაში არ განიხილება ასეთი დიალოგი, - აღნიშნა ბიჭიკაშვილმა.

საქართველოს მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ზამთრის ტურისტული სეზონის პროგნოზირება რთულია, რადგან ხელისუფლების მხრიდან ევროპის მძაფრი კრიტიკა ისმის. ამ ფონზე კი, როგორი იქნება ევროპელი ტურისტების ინტერესი საქართველოს მიმართ, გაურკვეველია.

KAB ვნახე, საქართველოს მთის კურორტების ბიზნეს ასოციაცის ფბ-ს გვერდი. იყო განცხადებაც, ანგაჟირებული და აბსურდული, ბიჭიკაშვილის დაწერილია?
4 დღის უკან