ზურაბიშვილის ბოლო პერფორმანსიც დასრულდა

ზურაბიშვილის ბოლო პერფორმანსიც დასრულდა

ევროპარლამენტის ტრიბუნაზე მდგარმა ექს-პრეზიდენტმა აჩვენა მაგალითი იმისა, რას ნიშნავს იყო ქვეყნის მოღალატე. სალომე ზურაბიშვილმა ოფიციალურად მოითხოვა ევროპისგან, რომ განახორციელონ ინტერვენცია საქართველოს წინააღმდეგ და ერთგვარად უსაყვედურა ევროპელებს, რომ ევროპას გამოწვევისთვის ბოლომდე არ უპასუხია.

„ვიმედოვნებ, უფრო ღრმა კრიზისისთვის ლოდინი არ მოგვიწევს, რათა ევროპამ იმოქმედოს. ქართველი ხალხის მხარდასაჭერად ბევრი საშუალება გაქვთ, რადგან ამ ბრძოლაში საქართველო გაიმარჯვებს, ის დაიცავს თავის თავისუფლებას, დემოკრატიასა და ევროპულ მომავალს. არ მინდა შედარება უკრაინულ გამბედაობასთან და ტრაგედიასთან, მაგრამ უკრაინა იბრძვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, ევროპული მომავლისთვის და თქვენი მომავლისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი გაიმარჯვებენ და მათ ბოლომდე მხარდაჭერა სჭირდებათ.

მეორე მხრივ, ჩვენ არა სამხედრო გზით, მაგრამ შიშველი ხელებით სხვაგვარად ვიბრძვით, რასაც ჩვენს მომავალზე ძლიერი გავლენა აქვს. კითხვა, რისთვისაც აქ მოვედი, რომ დამესვა, მარტივია: დააჩქარებთ ტრანზიციას, თუ ამის გახანგრძლივობას მთელი ზამთრის განმავლობაში დაუშვებთ? ქართველები სიმტკიცეს არ დაკარგავენ, მაგრამ ველით, რომ ევროპა ინიციატივას გამოიჩენს და ევროპასა და მის ღირებულებებს ერთად დავიცავთ“, - განაცხადა ექს-პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილმა ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ქვეყნის ხელისუფლება კურსის ცვლილებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ მმართველმა პარტიამ ნათლად განსაზღვრული რუსული გზა დაიკავა, რუსულ გზაზე დადგა და თავს ისე აჩვენებს, თითქოს ევროპისკენ სურს მოძრაობა. მისი თქმით, ეს ფაქტობრივად, არჩევნების წინ დაიწყო, მაგრამ ნათლად ვერ დაინახა „ქართული ოცნების“ რუსული გზა, რომელიც ზურაბიშვილის თქმით, 2019 წლის 29 ივნისს, გავრილოვის ინციდენტის დროს დაიწყო.

„პრემიერ-მინისტრი მივიდა საქართველოს 1921 წლის რუსული ოკუპაციის მონუმენტთან და იქ განაცხადა, რომ ვციტირებ - „საქართველოს არ აქვს განზრახვა, ჩაერთოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში რუსეთის წინააღმდეგ. ეს ემყარება ჩვენს ეროვნულ ინტერესს“. არავითარი სანქციები იმ დროს არ შესულა ძალაში. შემდეგ იყო 2023 წელი, პირველი „რუსული კანონის“ წარდგენა. შემდეგ რუსული რიტორიკა მოჰყვა უკრაინასთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრი ნატო-ს ადანაშაულებს, რომ მან მოახდინა პროვოცირება ომის გაგრძელებისა თუ არა მისი დაწყების. შემდეგ მოდის, 2024 წელს მეორე „რუსული კანონი“, შემდეგ რუსული რიტორიკა. შემდეგ საქართველოს ერთ-ერთი მმართველის, ივანიშვილის გამოსვლა მოჰყვა, რომელიც გლობალური ომის პარტიაზე საუბრობდა და ევროპელ პარტნიორებს, ფაქტობრივად, ყველაფერში ადანაშაულებდა. ამ პერიოდში ანტიდასავლური რიტორიკის ფონზე, გვესმის ანტი-ლგბტ საუბრის მრავალი ბრალდება იმის თვალსაზრისით, რომ ამერიკა და ევროპა აპირებენ ჩვენი იდენტობა, ჩვენი ეროვნული ღირებულებები წაგვართვან. წაგვართვან ჩვენი თვითმყოფადობა. ამასთან დაკავშირებით თქვენ ძალიან ბევრი გსმენიათ“, - ასეთია აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტის განცხადება.

ზურაბიშვილს ამ თითქსოდა ხმამაღალ განცხადებებს დარბაზიში ტაშით შეხვდნენ სწორედ ის დეპუტატები, რომლებამაც უკრაინის უკვე არალეგიტიმური პრეზიდენტს, ვოლოდიმერ ზელენსკის ახალი ჩერჩილი უწოდეს და ისეთივე სანახაობა დადგეს, როგორც ეს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე მოხდა. ცხადია, ზურაბიშვილმა შეიფერა მისთვის დადგმული მინი-სპექტაკლი და ახალ ამპულაშიც შევიდა, მაგრამ ზუსტად 11 დღეში ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტობის როლში ყოფნა დასრულდება.

მართალია, ევროპარლამენტში იყო ტაში, მაგრამ ამავე დროს იყო კრიტიკაც და გაცილებით სამართლიანი, ვიდრე კალასის მიერ ორგანიზებული ტაშის სცენა. ევროპარლამენტარი ბრანისლავ ონდრუში აცხადებს, რომ ევროპარლამენტში არ უნდა ისმენდნენ ასეთ გამოსვლებს, სადაც საქართველოში არსებული კონფლიქტის მხოლოდ ერთი მხარე ფიქსირდება.

„მე საქართველოს შესახებ მაქვს ცოდნა, რადგან ამ ქვეყანაში 10 წელზე მეტია, ვმუშაობ და ჩართული ვიყავი არაერთი Twining პროექტის განხორციელებაში, რომელთა მიზანიც იყო საქართველოს შესაძლებლობების გაუმჯობესება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ამიტომ შემიძლია, ვთქვა, რომ ევროკავშირში ძალიან ცოტა წევრია, ვინც ქართული რეალობა ისე კარგად იცის, როგორც მე. ამ გადმოსახედიდან, მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ასეთი სიტყვით გამოსვლას საქართველოსადმი ჩვენი მოსაზრებების ფორმირების კუთხით ჩვენთვის არანაირი აზრი არ აქვს.

ნამდვილად, ასეთი პოლიტიკური მიმართვებისას, რომელშიც საქართველოში არსებული ვითარების მხოლოდ ერთი მხარეა წარმოდგენილი, გვჭირდება, რაც მთავარია, სამართლიანი და სიღრმისეული დისკუსია სხვადასხვა გარემოების გათვალისწინებით, მათ შორის საქართველოს მთავრობასთან და ხალხთან ისტორიული კავშირებისა და პრობლემების გათვალისწინებით, ასევე ეკონომიკური ურთიერთობების მხედველობაში მიღებით, რამეთუ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში სიტუაციის მართვისას. მე ყოველთვის ვაკრიტიკებ ევროკავშირს და მისი ინსტიტუტების ამჟამინდელ პოზიციას საქართველოსთან მიმართებით, რადგან ეს პოზიცია არ ითვალისწინებს იმ რეალობას, რომლის მართვაც უწევს საქართველოს მთავრობას“, - განაცხადა ბრანისლავ ონდრუშმა.

ზურაბიშვილი გააკრიტიკეს ევროპარლამეტში, მაგრამ მხარი დაუჭირეს საქართველოში. მაგალითად, პატიმარი ექს-პრეზიდენტი ამბობს, რომ დადებითად აფასებს ზურაბიშვილის გამოსვლას და, რომ ეს იყო საჭირო გამოსვლა უკიდურესად საჭირო დროს.

„თავიდანვე მომხრე ვიყავი მისი მოწვევის, ეს იყო საჭირო გამოსვლა უკიდურესად საჭირო დროს. ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ მან ხაზი გაუსვა, რომ ქართულ სახელმწიფოს ადრე არჩეული ჰქონდა პროდასავლური კურსი. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ეს კურსი სრულად გამოიკვეთა და ჩამოყალიბდა სწორედ ვარდების რევოლუციის შემდეგ და ამ კურსის ყველაზე ნათელი გამოხატულება იყო 2003-2012 წლის საქართველო, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამ გზაზე მთავარი წარმატებები საქართველოს წინ აქვს, დიქტატურის დამარცხების შემდეგ“, - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

რადიკალური ოპოზიცია თვლის, რომ ზურაბიშვილმა ზუსტად ასახა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ტერორი და ოლიგარქის მიერ ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკური კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით.

ასე არ ფიქრობს პრემიერ-მინისტრი, რომლის განცხადებით, ზურაბიშვილი აღარ არის აქტუალური, კვირა-ნახევარი დარჩა თანამდებობაზე, შესაბამისად, არის მძიმე ემოციურ მდგომარეობაში, ვერ ელევა საკუთარ სკამს.

„ასე ადამიანი სკამს ეჭიდებოდეს, პირველად ვნახე. ასეთი ემოციური დამოკიდებულება ჰქონდეს საკუთარი სკამის მიმართ, როგორც აქვს სალომე ზურაბიშვილს, მართლა პირველად ვნახე. ვერ ელევა საკუთარ თანამდებობას, შესაბამისად, აქვს ძალიან მძიმე ემოციური მდგომარეობა, კადრულობს ყველაფერს, ყველაფერ უკადრებელს. ეს არის რეალური შეფასება. დანარჩენი საინტერესო არ არის“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

აღსანიშნავია, რომ ზურაბიშვილი „ისტორიული“ სიტყვით ნახევრად ცარიელ დარბაში წარსდგა. მცდელობის მიუხედავად კაია კალასმა ვერ შეძლო ევროპარლამენტარების სრული მობილიზება, მაგრამ ტაშის დამკვრელთა რაოდენობა საკმარისი იყო. ცნობილია ისიც, რომ ტაშის დაკვრა და მით უმეტეს ისეთი წამგებიანი ფიგურისთვის, როგორც ზურაბიშვილია, საკამოდ ძვირად ფასობს. კონკრეტულად, რამდენად შეფასდა ტაშის დაკვრა, ამას ცნობილი ფარას კანონის წყალობით მალე გავიგებთ.

პოლიტოლოგ სოსო მანჯავიძის განცხადებით, კაია კალასი და ბალტიისპირელები არიან ბრიტანეთის ბულდოგები, რომლებიც დაკავშირებული არიან ზუსტად ამ ნეოკონებთან. კერძოდ, ეს არის იგივე მაკკეინის ინსტიტუტი.

„საოცრებას იძახის მაკკეინის ინსტიტუტი - ეს რა უბედურებაა, არავინ არ მოკვდა. მოკალით ვინმე, რომ ავჯანყდეთო. რა უუნაროები ხართ, ბოლო-ბოლო რით ვერ მოკალითო - ეს იყო განცხადების შინაარსი. ამ დონის მავნებელ დეგენერატებთან გვაქვს საქმე, რომლებიც მთელს მსოფლიოში ურევენ სიტუაციას. ეს კალასი ზუსტად იგივეს ამბობს - 29 დეკემბრამდე მოკალით ვინმეო. როგორც იტყვიან, სალომე ფინთი გოიმივით უნდათ, რომ ააგდონ ისე, როგორც ააგდეს უკრაინელები და მოგეხსენებათ, რაც ხდება იმ უკარაინაში. ხომ ვიცით, რა საოცარი ევროპული მომავალი აუშენეს.

თან ვალებს ადებენ, რაც აქტივები აქვთ, იმას ართმევენ, თან გენოციდი არის, ზელენსკიც არალეგიტიმურია უკვე, კატასტროფული მდგომარეობაა ფრონტზე და თან მისაბაძად  ჩვენ უკრაინას და მოლდოვას გვისახავენ. ამ დონის აბერაციაა - თავხედური, გიჟური, ავადმყოფური და სრულიად შეუფარავი ზეწოლა იმ მიზნით, რომ საქართველო განადგურდეს იმისთვის, რომ ფიჩხი იყოს რუსეთისთვის. ეს არის გეპოლიტიკური ამოცანა. ერთ-ერთი წერტილი ხარ და ამ წერტილის გარდა სატრანზიტო პოტენციალი აღარ უნდა იყოს სამხრეთ კავკასიაში, იქ ჩინეთს არ უნდა შეეძლოს აქ საკუთარი ინტერესების გატარება, რუსეთზე არ მაქვს საერთოდ საუბარი“, - აცხადებს სოსო მანჯავიძე.

მისი თქმით, მათი ამოცანაა, რომ საქართველო უნდა გახდეს საყრდენი ახალი დიდი გეპოლიტიკური დაძაბულობის და საბრძოლო მოქმედებების.

„ჩვენ არ გვინდა საქართველო გადაქცეული იქნას პოლიგონად, როგორც უკრაინაა. ხან ორეშნიკს დაარტყამენ, ხან 200 რაკეტას. მაგრამ დიდი ქართველი სტრატეგოსები ჯერ კიდევ 2022 წელს ამბობდნენ, რომ რუსეთს აღარ აქვს რაკეტა, ამოეწურათო და დღესაც იგივეს ლაპარაკობენ ეს სხვადასხვა ტაბლიაშვილები, ბარბაქაძეები და თავდგირიძეები! ნორმალურ ადამიანს არ უნდა ორეშნიკი მოხვდეს თავში, გარდა ლომჯარიასი, რომელსაც რცხვენია, რომ ბომბი არ ხვდება თავში და მათ შორის სალომეს მრჩეველს, რომელიც ამბობდა, რომ - „რა დროს საცივია, როდესაც უკრაინას უჭირსო“. აი, ეს ხალხია ესენი. ახლა გაიმარჯვეს ნაძვის ხეზე. ნაპოლეონმა თავის დროზე მოიგო აუსტერლიცი, ჰანიბალმა კანასთან ბრძოლა მოიგო, დავით აღმაშნებელმა დიდგორი მოიგო და ჩვენც გვყავს ახალი მხედართმთავარი - სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც გაიმარჯვა ნაძვის ხეზე. ნაძვის ხეზე გამარჯვებული სარდალი გვყავს, რომელმაც არ აანთებინა ნაძვის ხე. ეს არის მისი ერთადერთი გამარჯვება სახელოვანი პრეზიდენტობისას.

წარმოიდგინეთ, გამოდის და ფაქტობრივად, მოუწოდებს ევროკავშირს, რომ ინტერვენცია განახორციელეთო. არაადეკვატურია. ეს ქალი არის გაუნათლებელი, უხიაკი, ახირებული ლოთი, რომელიც ვერც პოზიციონირებს. საერთოდ წარმოდგენა არ აქვს გეოპოლიტიკაზე. არ იცის რა ხდება ევროკავშირში, რა ძალთა განალგებაა, რა ეპოქააა - ეგ საერთოდ ტყემალზე ზის. მოუწოდებს ევროკავშირს, რომ საქართველოში ჩაერიონ უფრო უხეში ძალით, ოღონდ რა ძალით, მაგაზე წარმოდგენა არ აქვს.

ზელენსკის მსგავსად სალომეც ილაყუნებს აღმა-დაღმა და ყველა მიხვდება, რომ მისგან არანაირი პერსპექტივა არ არის. ვერ წარმომედგინა, რომ ამ ბლუყუნა, ენაბლუ დედაკაცს აქ ვინმე მომხრე ეყოლებოდა, მაგრამ ყავს. უღირსობა დამახასიათებელია ჩვენი აგენტურული პოლიტიკური კლასისთვის, რომელიც უნდა წავიდეს მოუსავლეთში. ესენი არიან ქვეყნის მტრები, აგენტები და იმ ქვეყნის აგენტურა, რომელსაც ჩვენი განადგურება უნდა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.

 

ლევკოთეა ნუ, რუსეთი რაცაა ხომ ყველამ ვიცით, მაგრამ ევროპის ქრისტიანულ ღირებულებებზე მეცინება.
ყველა არაქრისტიანულს რა გაიხსნებს (ან საიდან მეცოდინება) და ნიშანდობლივად ქრისტიანული იყო, იერუსალიმში ქრისტეს საფლავისთვის საომრად მიმავალმა ჯვაროსნებმა რომ ჯერ ქრისტიანული ბიზანტია დაარბიეს. პრაქტიკა გაიარეს ალაფის მოპოვებაში. :)
ეხლა ვინმე რუსეთუმემ არ ამიბას მხარი კომენტარში. თუ ვინმეს ლანძღვა არასდროს მეზარება, ეს რუსეთია. :)
5 დღის უკან
Aburjga Tasmanieli რუსეთში არის ქალაქი როსტოვ ნა დონუ, მაგრამ არის უფრო ძველი ქალაქი როსტოვი, რომელსაც ახლა დაუბრუნეს ძველი სახელი როსტოვ ველიკი! ძალიან მაგარი ისტორიული ქრისტიანული ძეგლებია, ულამაზესი არქიტექტურა! ნახეთ, დაგუგლეთ! ვისაც არ გინდათ ნუ დაგუგლავთ! )))
5 დღის უკან
ლევკოთეა პირადად მე, მაგ ქალაქში გავლით ვარ ნამყოფი. მოსკოვიდან კოსტრომაში რომ მივდიოდი, ეგ როსტოვი და იაროსლავლი გავიარე. ტაძრების დათვალიერების დრო არ მქონია, თუმცა, არც ის მგონია, თვითონ რუსებმა იცოდნენ, სად რა ტაძარი აქვთ. არ სჭირდებათ.
მაგათი ყველაზე ხალხმრავალი საკულტო ადგილი რუსეთის შეიარაღებული ძალების ტაძარია. სადაც, პუტინის და სტალინის ფრესკებია.
რუსეთი და ქრისტიანობა ისეა, როგორც ინდაური და თეთრი წინსაფარი.
5 დღის უკან
Aburjga Tasmanieli ლევოთეკა, თქვენდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად ვერ დაგეთანხმებით! კი მიქარავდნენ რუსეთის ხელისუფალნი საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ რუსების მართლმადიდებლობისადმი ეჭვის შეტანა არ მიმაჩნია მართებულად! ძალიან ბევრი ღრმად მორწმუნე რუსი მყავს გაცნობილი, უბრალო ხალხი ძირითადად. პროცენტულად რეწმენაში მყოფების დაახლოებით იგივე დონეა რაც საქართველოში. მეც სტალინის დიდად მაღიარებელი ვარ, ვამაყობ ამ ადამიანით, მისი ქართველობით. მიმაჩნია რომ ის იყო ყველ დროის ყველაზე დიდი პოლიტიკოსი და მხედართმნთავარი! ხვალ მისი ოფიციალურად მიჩნეული დაბადების დღეა! დიდება სტალინს, დიდება ლავრენტი პავლეს ძე ბერიას!
4 დღის უკან