„საინტერესო ინტერვიუ“, რომელიც გვაფრთხილებს, სამხრეთ კავკასიის ასაფეთქებლად როგორ გაწირა აშშ-მ საქართველო  

„საინტერესო ინტერვიუ“, რომელიც გვაფრთხილებს, სამხრეთ კავკასიის ასაფეთქებლად როგორ გაწირა აშშ-მ საქართველო  

„ამერიკის შეერთბეული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია საქრათველოში ხელისფლების დამხობის მცდელობაში მონაწილეობს“ - ეს სკანდალური განცხადება და ბრალდება ამერიკის მოქმედი ადმინისტრაციის მისამართით, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა გააჟღერა. ჯეფრი საქსი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას საქართველოში ხელისუფლების ცვლილებასა და კავკასიის რეგიონში დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს. ტაკერ კარლსონთან 2-საათიან ინტერვიუში, საქსი ამბობს, რომ შტატები საქართველოსა და რუმინეთში მიმდინარე პროცესებში ღიად ერევა. ამავე ინტერვიუში პროფესორი „შოკისმომგვრელ კატასტროფას“ უწოდებს ბაიდენის ადმინისტრაციის მუშაობას და აღნიშნავს, რომ ამერიკის 46-ე პრეზიდენტის ადმინისტრაცია მცდელობის მიუხედავად დასახულ მიზანს ვერ მიაღწევს.

„ჩვენ ვხედავთ ცხელ წერტილებს გარშემო, მაგალითად, ავიღოთ საქართველოში, სამხრეთ კავკასიის რეგიონში, არის პატარა ტიპური რეჟიმის შეცვლის მცდელობა, რომელიც ბოლო კვირებში იქ მიმდინარეობს. ეს არ გამოუვათ, მაგრამ მიზანი იყო ამ რეგიონის დესტაბილიზაცია. ამაში აბსოლუტურად ნათელია აშშ-ის ჩარევა“, - აღნიშნა საქსმა.

მან ასევე რუმინეთში 24 ნოემბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნები გაიხსენა. არჩევნების პირველ ტურში კელინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა, თუმცა 2 დეკემბერს ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ შედეგები გააუქმა.

„ჩვენ ვხედავთ რუმინეთში კიდევ ერთ უცნაურ ეპიზოდს, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნები მეორე ტურში იყო და წამყვანი კანდიდატი ამბობდა, რომ ჩვენ უნდა დავასრულოთ ომი უკრაინასთან. რუმინეთის უზენაესმა სასამართლომ კი არჩევნები გააუქმა რუსეთის ჩარევის ბრალდებით“, - დასძინა მან.

ტაკერ კარლსონმა კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორთან ინტერვიუ ჩაწერა თემაზე - როგორ იყო ჯო ბაიდენი ყველაზე დესტრუქციული პრეზიდენტი ამერიკის ისტორიაში და როგორ შეუძლია დონალდ ტრამპს ზიანის გამოსწორება. ჯეფრი საქსი, ამბობს, რომ ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს მართებული ინსტინქტი აქვს და სწორად აღიქვამს ვითარებას. მას არ მოსწონს ომი და არც იმ ადამიანებს მისცემს ვაშინგტონის პოლიტიკაში დომინირების საშუალებას, ვინც ომითაა დაინტერესებული.

ჯეფრი საქსის ვრცელი ინტერვიუ, ამერიკის ახალი პრეზიდენტის, მომავალი ადმინისტრაციის ყურადღების ცენტრში მალევე მოექცა. ილონ მასკმა, რომელიც 20 იანვრიდან, ტრამპის „მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს“ უხელმძღვანელებს, მოსაზრება ტვიტერის პირად გვერდზე გააზიარა - სათაურით - „ძალიან საინტერესო ინტერვიუ“.

ჯეფრი საქსის განცხადებაზე - „ვურჩევს საქართველოს იყოს ფრთხილი და წინდახედული, რასაც უკრაინასაც ვურჩევდით“ - კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

„ეს (ფრთხილად რომ უნდა იყოს საქართველო) ვიცით და ამიტომაც ვმოქმედებთ ასე. ამის იმედიც გვქონდა, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები და მეგობრები ასეთი პოზიციით მოვიდოდნენ ჩვენთან. ნაცვლად გამამხნევებელი მესიჯისა, მოვისმინე ტექსტი, სად ვდგავართ ჩვენ. ან უნდა მოგვეხდინა ესკალაცია, ან ვიქნებოდით ბოროტის მხარეს. ჩვენ რომ დაგვეჯერებინა იმ ადამიანისთვის, რომელიც ჩემს კაბინეტში იყო 2022 წლის 28 თებერვალს და რომელიც ე.წ. მეგობრულ რჩევებს გვაძლევდა, ვისი ტანკი იქნებოდა, ვისი ტყვია გავარდებოდა, ვისი სისხლი დაიღვრებოდა და რა სტატისტიკა გვექნებოდა, ზოგიერთისთვის იქნებოდა სტატისტიკა, მაგრამ ჩვენი ქვეყნისთვის იქნებოდა ტრაგედია, რომლის გამოსწორებასაც, ალბათ, ათწლეულები დასჭირდებოდა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე ამბობს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მზაკვრულ გეგმებზე უკვე ამერიკელები ღიად საუბრობენ და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს მათ მონაწილეობას ღიად ამხელენ. გვენეტაძე for.ge-სთან ფიქრობს, რომ იანვრამდე, სანამ ტრამპი ოფიციალურად ჩაუდგება ქვეყნის მართვას სათავეში, კოჭლი იხვი ბაიდენი და მისი ადმინისტრაცია ახალი პრეზიდენტისთვის ბევრი პორბლემის შექმნას შეეცდება.

„პოლიტიკაში არსებობს ინტერესები და ფაქტია, რომ ეს ინტერესები აქვს, როგორც ამერიკას, ასევე საქართველოსაც. დასაბამიდან დღევანდელ დღემდე ასეა და ყველა ცდილობს თავისი ქვეყნის ინტერესების გატარებას. ტრამპის განცხადებები, რომელიც მას აქვს გაკეთებული სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, საქართველოს ახლად არჩეულ ხელისუფლებას უკვე დაწყებული აქვს. დარმწუნებული ვარ, ვაშინგტონის ოვალურ კაბინეტში მისვლისთანავე, დონალდ ტრამპი საქართველოსთან ურთიერთობას გადახედავს და ბევრი რამ შეიცვლება. მთავარი ღირებულებების დამთხვევაა, რომელიც ტრამპის და ჩვენი ხელისუფლების სრულიად თანხვდერაშია. რა თქმა უნდა, ემთხვევა ასევე ინტერესებიც, რაც დარწმუნებული ვარ, ორი ქვეყნის მეგობრობას ამ ჩიხიდან გამოიყვანს. პოლიტიკაში შემთხვევით არაფერი არ ხდება. ტრამპის უახლესი მეგობრის, უნგრეთის პრემიერის ვიქტორ ორბანის საქართველოში ჩამოსვლა და მის მიერ ნათქვამი ზოგიერთი ფრაზები მნიშვნელოვანია. მან თქვა, რომ ილაპარაკონ ევროპაში რაც უნდათ, ჩვენ მაინც უნდა გავაკეთოთ ის პოლიტიკა, რომელიც წაადგება ევროპას, საქართველოს და მსოფლიო ხალხების ურთიერთობას. ბაიდენის წამსვლელი ადმინისტრაციისგან ყველაფერ ცუდს უნდა ველოდოთ. ფაქტია, რომ ამ ხალხს ხელი აქვს წაცდენილი და ძალიან ცუდად მოქმედებენ. კარგს რომ არაფერს გააკეთებს, ეს გამოჩნდა თბილისში ამ დღეებში განვითარებული მოვლენებიდან. ბაიდენის ხელისუფლება ეს არის ლიბერალური ფაშიზმის დამკანონებელი ადმინისტრაცია, რომელიც არ ისვენებს. მიაქციეთ ყურადღება, კობახიძის დასანქცირებასთან ერთად, მამამისის სანქცირებაა მოთხოვნილი. წარმოგიდგენიათ რა სახის ლიბერალულ ფაშიზმზეა საუბარი?“, - ამბობს გვენტაძე.

მისივე თქმით, როგორც კი ბაიდენის ადმინისტრაცია მოღვაწეობას და ამ მავნებლურ ხელისუფლების მუშაობას დაასრულებს, მაშინვე ყველაფერი დომინოს პრინციპით განვითარდება და ეს ტალღა მთელს ევროპას მოედება.

„ვხედავთ გერმანიის კანცლერი შოლცი რა დღეშიც არის ჩავარდნილი და როგორ ჩამოექცა თავზე ხელისუფლება. იგივე მოუვა მაკრონსაც, რომელიც კოჭლია და წყალი აქვს უკვე შემდგარი. ფაქტობრივად, უნდა ვთქვათ, რომ ამათგან ყველაფერია მოსალოდნელი. ამის საუკეთესო მაგალითია მაკკეინის ინსტიტუტის განცხადება, რომელიც ზუსტად ერთი-ერთში ჯდება მიხეილ სააკაშვილის და გიორგი გახარიას განცხადებაში. ფხიზლად უნდა ვიყოთ და იმ სიმშვიდით ვიმოქმედოთ, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება და ხალხი გამოირჩევა. ეს ამ დღეებში განსაკუთრებით გამოჩნდა. ეს პროცესი მიდის დასასრულისკენ და ცოტა გაძლებაღა გვმართებს“, - ამბობს გვენეტაძე.

 

KAB კარგი დასაწყისია.
5 დღის უკან
ლაზი ბაიდენმა თეთრი სახლი აქცია ბოროტების ბუდედ. ეს ლიბერალ-ფაშისტური ბოროტება განსაკუთრებით მზლავრად განვითარდა ევროპაში, რომელიც იქცა ბაიდენის ბოროტ მარჯვენად. იუგოსლავისს დაბომბვას გაცოფებული რომ მოითხოვდა, ისტერიული ღრიალით, მაშინ უკვე ცანდა, რა ბოროტებასაც დამართებდა ამერიკასაც და ყველას, საკუთარი ინტერესებისათვის.
ილონ მასკის მიერ, ჯეფრი საქსის ინტერვიუს გაზიარება, ბევრ რამეზე მეტყველებს, მაგრამ მათი ხელისუფლების ძალაში შევლამდე გაძლება იოლი საქმეა? ბოროტებს ჯერ კიდევ დიდი დრო აქვთ, საზიზღრობების ჩასადენად. სიგლახის გაკეთებას წუთი ჰყოფნის. ან ჩვენი ბოროტი რას ჩაიდენს დარჩენილ დროში, ვინ იცის.
4 დღის უკან