„მისტერ ოფშორის“ ბრიალიანტები და გაძარცვული „მთავარი არხი“

„მისტერ ოფშორის“ ბრიალიანტები და გაძარცვული „მთავარი არხი“

ნაცების დანაშაულებრივი სქემა სულ უფრო იშიფრება. დავით კეზერაშვილის ბრილიანტების აღმოჩენის შემდეგ სააშკარაოზე გამოვიდა ნიკა გვარამია და გიორგი გაბუნიას მიერ ფულის გათეთრების სქემა ტელეკომპანია მთავარში, რაც ამ არხის ერთ- ერთმა უმსხვილესმა დონორმა, ბიზნესმენმა - ზაზა ოქუაშვილმა ამხილა.

ოქუაშვილის თქმით, გვარამია-გაბუნიას საქმიანობა არის მაგალითი, როგორ შეიძლება ამოეფარო მედიას და ძარცვო ტელეკომპანია, ანუ გამოიყენო ტელევიზია საერთაშორისო მასშტაბით მილიონობით დოლარის გათეთრების მანქანად.

რაც შეეხება კეზერაშვილს, მისი ულევი ქონება არავის უკვირს. ქრონიკის ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის სახლიდან მილიონობით დოლარის ღირებულების ბრილიანტები ამოიღეს. ათეულობით ძვირადღირებული ბრილიანტიდან ერთ-ერთი კი კეზერაშვილს 2008 წლის ომის მიმდინარეობისას, 12 აგვისტოს აქვს შეძენილი.

კეზერაშვილის ბრილიანტებს გამოეხმაურა მმართველი გუნდი. მამუკა მდინარაძის შეფასებით, შენი ქვეყნის ჯარისკაცები და პოლიციელები რომ იხოცებიან ომში და ამ დროს ბრილიანტებს ყიდულობ, ესაა შენი მორალური სახე.

პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე მიიჩნევს, რომ ნაცების მორალური სახე სულ უფრო მეტად ყველასთვის ნათელი ხდება. ამას ადასტურებს ის ღონისძიებები, რაც საქართველოში გატარდა. გარდა ამისა, ყველაზე მთავარია, რომ შეცვლილია საერთაშორისო სიტუაცია. ბიძინა ივანიშვილი არაერთხელ ამბობდა, რომ აქამდე მას არ ჰქონდა იმის საშუალება, სათანადო პასუხი გაეცა ნაციონალებისთვის და თავმოხვეული კოაბიტაცია დაესრულებინა. ახლა დადგა ის დრო, რომ გამართლდეს ქართული ოცნების ლიდერშიპის მიერ არჩევნების წინ გაცემული დაპირება, რომ მალე ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა და ნაცები პასუხს აგებენ იმ საშინელი ქმედებების გამო, რომლებიც ჩაიდინეს საქართველოს წინააღმდეგ.

კეზერაშვილის საქციელი ქართული ჯარის მიმართ და ე.წ. ატკატები კარგა ხანია, სააშკარაოზეა, მაგრამ შესაძლოა, ყოფილი თავდაცვის მინისტრის დანაშაულებრივ საქმეებს უფრო მეტი დანაშაულების აღმოჩენა დაემატოს, რადგან ტრამპი ღიად აფიქსირებს, რომ ფინანსურ ოპერაციებსაც გამოიძიებს, თუ რაში იხარჯებოდა ამერიკელი გადამხდელებისა და ამომრჩევლების ფული. თუნდაც ნჯო-ების, ან ჯართან მიმართებით არსებული დარღვევების შესახებ სერიოზული გამოძიება ჩატარდება ამერიკაში. ამდენად, შესაძლოა, კეზერაშვილი კიდევ გახდეს ძიების ობიექტი, - აცხადებს თამარ კიკნაძე for.ge-სთან საუბრისას.

რაც შეეხება ფულის გათეთრების სქემას გვარამიას მხრიდან, პოლიტოლოგი ამბობს, რომ რა სქემაც მუშაობდა რუსთავი 2- ში, იგივე სქემა მუშაობდა მთავარსადაფორმულაშიდა იქაც ათეთრებდბენ ფულს. ამდენად, ძალიან კარგია, ქართული ოცნება რომ მიუბრუნდა ამ სქემების გამოძიებას და ყველაფერს უნდა გაეცეს პასუხი.

მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ კეზერაშვილის ბრიალიანტები ზუსტად ისეთივე მორალურია, როგორც გიული ალასანიას მიერ აგვისტოს ომის დღეებში გეპეის კორპუსების გაფორმება საკუთარ სახელზე. ფორმალურად, ტენდერიც შედგა, ოღონდ სხვამ იმ ტენდერში არ მიიღო მონაწილეობა, რადგან სააკაშვილის დედა მონაწილეობდა. შესაბამისად, საბაზრო ფასის ნაცვლად, რომელიც საკმაოდ მაღალია იმ ადგილას - პეკინის ქუჩაზე, ეს კორპუსები ჩალის ფასად გაიყიდა და გაფორმდა გიული ალასანიაზე აგვისტოს ომის დღეებში.

„ზუსტად იმავე ზნეობისაა „ნარკომანი კეზერაც“, ასე ეძახდნენ თბილისში, რომლის საუბარიც თავის ნარკომან ძმაკაცებთან ყველას ახსოვს იმ პერიოდში, როცა კეზერა დაწინაურდა და თანამდებობაზე ნიშნავდნენ, ეს საუბარი მის „ინტელექტუალურობის“ დონეს წარმოაჩენდა. ამდენად, გასაგებია, რომ კეზერაშვილი აგვისტოს ომის მძიმე დღეებში ბრილიანტებს ყიდულობდა. კეზერას, როცა აღარ იყო თავდაცვის მინისტრი, სააკაშვილის მიერ მაშინვე დაეკისრა „ობშჩიაკის“ ხელმძღვანელობა, მასზე იყო მიწერილი „გალფი“, „მალფი“, რაღაც ბიზნესები და ყველაფერი ფორმალურად გადავიდა კეზერაზე. რა თქმა უნდა, კეზერაშვილი ცრუმაგიერი პირი იყო, რადგან ეს იყო ნაცების „ობშჩიაკი“, კეზერას ჰქონდა თავისი ოფისი ვაკეში, პიქსელის შენობაში, ყოველდღიურად იმ ესკალატორზე ხედავდნენ, როგორ ადიოდნენ ქართველი ბიზნესმენები, რომლებიც იხდიდნენ რა გადასახადს, დანარჩენ ფულს აძლევდნენ კეზერაშვილს და კეზერაც გახდა ოფიციალურად მილიარდერი“, - აღნიშნა პეტრე მამრაძემ.

ანალიტიკოსმა ის ფაქტიც გაიხსენა, როცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შუამდგომლობით საფრანგეთში დააკავეს კეზერაშვილი, მაშინ სააკაშვილმა ღია წერილი მისწერა საფრანგეთის პრეზიდენტ ოლანდს - „გთხოვთ, გაათავისუფლოთ კეზერაშვილი, ვინაიდან ის არის ჩვენი პარტიის მთავარი დამფინანსებელი“.

პეტრე მამრაძის თქმით, ამერიკაში გამართულ პროცესებზე კეზერაშვილის სახელი და გვარი ჟღერდა იარაღით უკანონოდ ვაჭრობის საქმეებში, სადაც ვიქტორ ბუტსაც ახსენებდნენ და სხვებსაც. ამბობენ იმასაც, რომ კეზერაშვილის უკან გაცილებით დიდი ბოსები დგანან, ებრაული მაფიის წარმომადგენლები.

ანალიტიკოსს სულაც არ უკვირს, რომ ამდენი მასალა იბეჭდება კეზერაშვილის წინააღმდეგ, მათ შორის, არსებობს ბიბისის ჟურნალისტური გამოძიება, სადაც მას მისტერ ოფშორს უწოდებენ ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით და კეზერაშვილი არ არის დაპატიმრებული. ეს იმიტომ, რომ ოფიციალურ მილიარდერს ევროპაში ასე უბრალოდ ვერავინ მოუვლის, ასეთ ადამიანებს ჰყავთ ადვოკატების მთელი არმია, ამიტომაც იმუქრებოდა კეზერაშვილი, იქით ვუჩივლებ ბიბისის ტელეკომპანიასო. გარდა ამისა, ასეთი ადამიანები არსად არ ტოვებენ თავიანთ ხელწერას. როგორც არ არსებობს სააკაშვილის მიერ ხელმოწერილი ბრძანება, მოკალით როინ შავაძე, აწამეთ და დახვრიტეთ დათო ცინდელიანი, შემოიღეთ ციხეებში წითელი პარასკევი და ყველა სასტიკად გალახეთ ცემენტის იატაკზე თქვენი ჩექმებით, ასევე, რთულია კეზერაშვილისნაირი დამნაშავეების გაშიფვრა. პირი შეკრულია და, ერთადერთი, ოცნებამ მოახერხა შემსრულებლების დასჯა, მაგალითად, კორტების ოპერაციის საქმეზე პოლიციელები გაასამართლეს, ზევით კი ვერ ავიდნენ.

კეზერას ბრილიანტების აღმოჩენა და ფულის გათეთრების სხვა სქემების გამოაშკარავება ნიშნავს იმას, რომ ნაცების დაფინანსება ნელ-ნელა შემცირდება. ამ მხრივ ნაცების საქმე უკან არის წასული. ნიშანდობლივია, რომ ზაზა ოქუაშვილმა უკვე აღარ მოითმინა და თქვა, არც კი მიფიქრია მთავარის დახურვა იმის შემდეგაც კი, რაც გვარამიამ და გაბუნიამ გაძარცვეს ეს ტელეკომპანია. ტელეკომპანია რომ გაძარცვეს, ეს მთელმა თბილისმა იცის, მაგრამ გვარამია ამის გამო ციხეში არ ყოფილა, ის იჯდა სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამო. მე არ ველი, რომ ფინანსურად ნაცები გაძლიერდებიან. უფრო მოსალოდნელია, რაც ბორელმა თქვა, ჩვენ გვინდოდა ასი მილიონი ევრო მიგვეცა საქართველოს მთავრობისათვის, მაგრამ ახლა ვფიქრობთ, ამ დახმარებას მივცემთ ოპოზიციურ მასმედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებსო. ანუ დაფინანსება ექნებათ ნაცებს, მაგრამ იმედი მაქვს, ეს დაფინანსება ისეთ ზიანს ვერ მიაყენებს საქართველოს სუვერენიტეტს, - აღნიშნა პეტრე მამრაძემ.