„ტრამპის ადმინისტრაციიდან დაწყებული ეს პატარა ტალღები მალე ცუნამად იქცევა, ყველას მოსთხოვენ პასუხს, ხედავენ  საქართველოში რაც ხდება“

„ტრამპის ადმინისტრაციიდან დაწყებული ეს პატარა ტალღები მალე ცუნამად იქცევა, ყველას მოსთხოვენ პასუხს, ხედავენ  საქართველოში რაც ხდება“

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ორმა მაღალჩინოსანმა უკვე დაიწყო იმაზე საუბარი, რომ გაუმჭვირვალე საგარეო დახმარებასთან დაკავშირებით ბევრი რამ არის გადასახედი და გამჭვირვალე უნდა გახდეს. განსაკუთრებით ეს განცხადება საინტერესო საქართველოს კონტექსტშია, სადაც ტრამპის ორმა მაღალჩინოსანმა განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს და სირიის დაფინანსებაზე გაამახვილა. ხელისუფლებისთვის ეს ზუსტად იმის მტკიცებულებაა, რომ 20 იანვრიდან ამერიკის პოლიტიკა რადიკალურად შეიცვლება და საქართველოში მოქმედი მავნებლური არასამთავრობოების დაფინანსების საკითხი გადაიხედება. მათი თქმით, ეს არის ზუსტად იმის მანიშნებელი, რომ ტრამპის ადმინისტრაციას არ ექნება პრობლემა „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით, რადგან მის აუცილებლობაზე თავად საუბრობენ.

„ამერიკელები იმსახურებენ გამჭვირვალობას გაუმჭვირვალე საგარეო დახმარებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ვივეკ რამასვამიმ, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციაში ილონ მასკთან ერთად აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის ახალ დეპარტამენტს უხელმძღვანელებს.

რამასვამი ვიქტორია ნულანდის „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ (NED) დირექტორთა საბჭოში დანიშვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აშშ-ის მთავრობის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება დეტალურად უნდა იყოს შემოწმებული.

რამასვამი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა შეტყობინებას, სადაც აღნიშნულია: „ძნელია, არ დაინტერესდე, რა წვლილი შეიტანა ნულანდმა ბოლო დროს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში საქართველოსა და სირიაში“.

„ეს ოქსიმორონია, რომელიც წარმოადგენს გადასახადის გადამხდელთა ფულის ფლანგვას, მაგრამ რეალური პრობლემა უფრო ღრმაა: ამერიკელები იმსახურებენ გამჭვირვალობას გაუმჭვირვალე საგარეო დახმარებასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, რომლებიც ხელს უწყობენ სასაზღვრო კრიზისს“, - აღნიშნა ვივეკ რამასვამიმ.

ვივეკ რამასვამის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას ილონ მასკი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აბსოლუტურად ეთანხმება მის აზრს.

„აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის გზავნილები თავიდან ბოლომდე არის სრულ თანხვედრაში ჩვენს გზავნილებთან, მათ შორის, იმ ორ კანონთან, რომლებიც ჩვენ მივიღეთ ამ პერიოდის განმავლობაში“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, ეს ამყარებს მმართველი გუნდის რწმენას, რომ 20 იანვრის შემდეგ ამერიკული ადმინისტრაციის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ თვისებრივად შეიცვლება.

„აშშ-ის ჯერ კიდევ მოქმედი ადმინისტრაცია ჩვენთან ყველაზე მეტად უპირისპირდებოდა ორ კანონს, ეს იყო გამჭვირვალობის შესახებ კანონი და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი. დღეს ახალმა ადმინისტრაციამ უკვე დააანონსა, რომ თავად მიიღებენ ანალოგიურ კანონს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ, მსგავსი შინაარსი აქვს ამ კანონს. რაც შეეხება გამჭვირვალობის შესახებ კანონს, ახალი ადმინისტრაცია თავად საუბრობს იმ პრობლემებზე, რომლებიც დაკავშირებულია უცხოური დაფინანსების გაუმჭვირვალობასთან. ახალი ადმინისტრაციის გზავნილები თავიდან ბოლომდე არის სრულ თანხვედრაში ჩვენს გზავნილებთან, მათ შორის, იმ ორ კანონთან, რომლებიც ჩვენ მივიღეთ ამ პერიოდის განმავლობაში. ეს ამყარებს ჩვენს რწმენას იმასთან დაკავშირებით, რომ 20 იანვრის შემდეგ ამერიკული ადმინისტრაციის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ თვისებრივად შეიცვლება.

ჩვენ გვაქვს ღირებულებითი თანხვედრა და იმედი მაქვს, ეს ღირებულებითი თანხვედრა, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების სრულად გადატვირთვას. ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამის ძალიან დიდი პერსპექტივა არსებობს. ჩვენ ვართ აბსოლუტურად მოწადინებული, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები. სამწუხაროდ, ეს წინა წლების განმავლობაში იყო შეუძლებელი, პირიქით, ყველაფერი კეთდებოდა, რათა ურთიერთობები გაუარესებულიყო. ახლა ვფიქრობთ, რომ არის პოტენციალი ურთიერთობების გადატვირთვისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციის ორი დეპარტამენტის მომავალი ხელმძღვანელების განცხადება უცხოური ძალებისთვის ცელის გამოსმის ტოლფასია, როგორც უცხოეთში, ასევე საქართველოში.

მაჭარაშვილის განმარტებით, ეს სიტყვები ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს რომ არ ეკუთვნოდეთ, საქართველო ხელისუფლებას დააბრალებდნენ.

„თუ ვინმეს კიდევ ჰქონდა კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი და ეს იყო აუცილებელი - წაიკითხოს ტრამპის ადმინისტრაციის ორი დეპარტამენტის მომავალი ხელმძღვანელის განცხადება. ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალი ხელმძღვანელი ტრამპის ადმინისტრაციაში პირდაპირ ამბობს, რომ ძნელია არ დაინტერესდე ამერიკის მთავრობის მიერ გადარიცხული თანხებით არასამთავრობო ორგანიზაციებში, რადგან ამერიკელი ხალხი იმსახურებს გამჭვირვალობას თუ სად წავიდა ეს თანხები. ამას დაეთანხმა ტრამპის ადმინისტრაციის მეორე დეპარტამენტის მომავალი ხელმძღვანელი ილონ მასკი და მან ასევე დაადასტურა, რომ ამერიკელი ხალხისთვის გამჭვირვალობა აუცილებელია“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ტრამპის ადმინისტრაციიდან მსგავსი განცხადება მოსალოდნელი იყო, რადგან ტრამპს ამაზე საარჩევნო კამპანიის დროს არაერთხელ უსაუბრია. მამრაძე აცხადებს, რომ ეს არის არა მხოლოდ ამერიკელების გადამხდელების უაზროდ ფულის გადაყრა, არამედ კონპროდუქტიულია.

„ამ ენჯეოების დაფინანსების მიზანს უკვე ამაერიკელები ვეღარ ხედავენ, რადგან იმის მაგივრდა, რომ ამით ამერიკის მხარდაჭერა გაძლიერდეს, პირიქით, ეს ენჯეოები საზოგადებაში ანტიამერიკულ განწყობებს აღვივებენ. ამიტომ ამერიკელებმა დაინახეს, რომ საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით არასწორად ხდება მათი ფულის გახარჯვა, რადგან ეს ყველაფერი პირიქით მუშაობს. ამიტომ მათ უკვე დაიწყეს იმაზე საუაბრი, რომ ამერიკის იმიჯის დაცვა და აღდგენა უნდა მოხდეს. როდესაც გადის დრო და აღმოაჩენს, რომ თურმე მთელს ავღანეთს ურჩევნია იქ თალიბები დარჩეს, ვიდრე ამერიკული კონტიგენტი, ხვდები, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ამერიკელების ფული წყალში გადაგიყრია. ასევე ხდება საქართველოსთან მიმართებაშიც.

იმის მაგივრად, რომ საქართველოსთან ურთიერთობის გაღრმავება მომხდარიყო, პირიქით, საზოგადოებაში გაჩნდა პროტესტი, რომ ამერიკის ელჩი და ბაიდენის ადმინისტრაცია პირდაპირ ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ერეოდა. უფორ მეტიც, ხელისუფლებას კარნახობდნენ რა და როგორ უნდა გაეკეთებინათ. ამის პირდაპირი მტკიცებულება კი ამერიკის ელჩის კელი დეგნანის ქმედებებია. გვახსოვს ეს ქალბატონი თავიდან ტრამპის დროს დაინიშნა. მისი განცხადებები და დამოკიდებულებაც გვახსოვს ამ დროს ოპოზიციის მიმართ. თუმცა, როგორც კი ბაიდენი მოვიდა ხელისუფლებაში, მისი განცხადებები რადიკალურად შეიცვალა და პირდაპირ ქვეყნის შიდა საქმეში ჩარევა დაიწყო“, - ამბობს მამრაძე.

მისივე თქმით, უკვე არავისთვის აღარ არის დასამალი, რომ სწორედ ქალბატონი ვიქტორია ნულანდის დამსახურებით მოხდა 2014 წელს უკარინის მაიდანი. ნულანდი იყო ის პოლიტიკური ფიგურა, რომელიც აქციაზე „პერაშკებს“ არიგებდა. ასევე, ის იყო უშუალო ინიციატორი იმის, რომ კელი დეგნანი მისულიყო ბიძიან ივანიშვილთან და საქართველოს უკრაინის ომში ჩართვა მოეთხოვა.

„ნულანდის მიმართ გაჩნდა ძალიან ბევრი კითხვები უკვე ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან და სწორედ ეს ის ქალბატონია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მეგობარია. ერთ-ერთმა ჩვენმა ელჩმა მომიყვა, როგორ გამოუცხადა მას ამ ქალბატონმა, რომ სააკაშვილი მისი ახლო მეგობარი იყო და მასთან დაკავშირებულ პრეტენზიებს არ მიიღებდა.

ანუ გამოდის, რომ მაშინ ამერიკის ადმინისტრაციამ ყველაფერი სააკაშვილის რეჟიმის შესახებ ზედმიწევნით იცოდა, მიუხედავად ამისა, არც სანქციებზე იყო საუბარი და არც სტრატეგიული პარტნიორობის გაუქმებაზე. ამიტომ ჯერ სად არის, ტრამპის ადმინისტრაციიდან დაწყებული ეს პატარა ტალღები მალე ცუნამად იქცევა და ყველას მოსთხოვენ პასუხს ამერიკის საგარეო პოლიტიკის კრახისთვის. უკვე მშვენივრად ხედავენ  საქართველოშიც რაც ხდება, აკეთებენ ანალიზს და არავის არ უნდა ჩვენი ქვეყნის დაკარგვა. ასევე, საუბარი იმაზე, რომ ამ მავნებელი ენჯეოების დაფინანსება დიპლომატიური ხაზებით „ქეში“ ფულით ხდება. სწორედ ამას ვადევნებთ თვალს რუსთაველის გამზირზე. ამიტომ ახლა ყველა მოსწრებაზეა, მაგრამ არაფერი გამოუვათ. მალე ბევრი რამ დღის შუქზე გამოვა“, - ამბობს მამრაძე.

არაგველი641 ნაცბოზბანდის ტრაკის ქვეშ ყინულმა დნობა დაიწყო!!!
18 საათის უკან