მოძალადეები მოქმედებაზე გადადიან - ლიდერების წინააღმდეგ გამოძიება იწყება

მოძალადეები მოქმედებაზე გადადიან - ლიდერების წინააღმდეგ გამოძიება იწყება

გარდა იმისა, რომ უცხოური დაფინანსებით ქვეყანაში ადგილი აქვს სახელმწიფო გადატირიალების მცდელობას, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გამოჩნა იარაღიც. გავრცელებულ კადრებში ჩანს პირი, რომელიც ჯიბიდან იღებს პისტოლეტს, ამოწმებს მჭიდს და იდებს ჯიბეში. ვითარება რუსთაველის გამზირზე არის მძიმე. აქციის მონაწილეების გარკვეული ჯგუფის მხრიდან ფიქსირდება ძალადობრივი ქმედებები, რაც გამოიხატება პარლამენტის წინ შესასვლელთან განლაგებულ საპოლიციო ძალებთან დაპირისპირებაში. 

მოძალადე ჯგუფის წევრები ორგანიზებულად პოლიციის მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა საგნებს: ქვებს, ქვებით სავსე შუშის ბოთლებს, მოლოტოვის კოქტეილებს და პიროტექნიკას. გარდა ამისა ვრცელდება ფარული ჩანაწერები, როგორ გეგმავენ მოძალადეები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებზე თავდასხმას. მოძალადეების ლექსიკაში გაჩნდა ფრაზა - „ომი გვინდა“, მათ შორის მსხვერპლის აუცილებლობაზე საუბრობენ და როგორც ჩვენი წყარო აცხადებს, ძალოვნები აკონტროლებენ ვითარებას, რომ არ დაუშვან მსხვერპლი. მისი ინფორმაციით ამ აქციებში ჩართული არის საგანგებოდ გაწვრთნილი ჯგუფი, მათ შორის უკრაინაში მებრძოლი ქართველები.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვაჟა სირაძის განცხადებით, ამ ქვეყანაში არსებობს კანონი, არსებობს სახელმწიფო და ეს ქვეყანა იქნება წელში გამართული.

„აქ არსებობს ადამიანები, სტრატეგიული შენობა, რომელსაც ანგრევენ და ცეცხლს უკიდებენ. ამ ქვეყანაში არსებობს კანონი, არსებობს სახელმწიფო და ეს ქვეყანა იქნება წელში გამართული. აქ არ არის არავითარი რუსეთი, პოლიციელთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ექმნება საფრთხე. ჩვენ ყოველთვის მივიღებთ შესაბამის ზომებს“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

აღსანიშნავია, რომ წინა რიგში მოქმედებენ სწორედ მოძალადე ჯგუფები, რომლებსაც ზურგს უმაგრებს რადიკალური ოპოზიციის ლიდერები. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „ნაცმაიდნის“ მოწყობის მცდელობაში იკვეთებოდა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების ჩართულობა, საიდანაც პირდაპირ ჩანს, რომ ეს არის კოორდინირებული მოქმედება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ამ დღეებში ღიად დაუპირისპირდა საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებას, რაც იძლევა პირდაპირ პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების საფუძველს.

„კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არის თვითლიკვიდაციის რეჟიმში. პოლიტიკოსების პასუხისმგებლობა ძალიან დიდია, რა თქმა უნდა, ისინი ხვდებიან, თუ რაში აქვთ თავი შეყოფილი, თუმცა პატრონის დავალება არის პატრონის დავალება და ამაზე უარის თქმა მათთვის არის, უბრალოდ, შეუძლებელი. ასეთია აგენტის ბედი და ასეთია აგენტის ხვედრი. რაც ყველაზე სამწუხაროა, ისინი სწირავენ ადამიანებს, მათ შორის, ახალგაზრდებს, ძალიან მძიმე სასჯელისთვის. ერთ-ერთი ახალგაზრდა კაცი არის დაკავებული ძალიან მძიმე სავარაუდო დანაშაულისთვის და მას ემუქრება 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთა იმის გამო, რომ მძიმედ დააზიანა ერთ-ერთი პოლიციელის ჯანმრთელობა.

ეს არის ამ ავანტიურისტების პასუხისმგებლობა. არის ოთხი პარტია - სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიები, მათ გუშინ, პრაქტიკულად, ღიად განაცხადეს, რომ ისინი დგანან ამ კოორდინირებული ძალადობის უკან, რა თქმა უნდა, ისინი პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან ამისთვის, შესაბამისად, ყველამ უნდა გაითვალისწინოს ეს ყველაფერი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თბილისის მერის კახი კალაძის განცხადებით, ყველა ეს მცდელობა უსუსურია, დღეს სახელმწიფო ინსტიტუტები ისე ძლიერია, როგორც არასდროს და შესაბამისად, არ დაუშვებენ ქვეყნის და მოსახლეობის ინტერესების დაზიანებას. როგორც კალაძე აცხადებს, საზოგადოების პოლარიზაცია ხელოვნური პროცესია, რასაც რადიკალური ოპოზიციის მიერ მართული ჯგუფები უწყობენ ხელს.

„რადიკალების ხელწერა იყო და რჩება საზოგადოების ბულინგი, ყველა იმ ადამიანის ბულინგი და შეურაცხყოფა, ვინც მათ ავანტიურისტულ იდეებს არ იზიარებს. სოციალურ ქსელებში დაფინანსებული ე.წ. ფეიჯებით ორგანიზდება მივარდნა, ლანძღვა-გინება მათთვის არასასურველი ყველა პირის მიმართ, ვისაც განსხვავებული მოსაზრება აქვს. ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი. იმავეს აკეთებდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. შეიძლება პარტიებად დაიშალნენ, მაგრამ ეს ხალხი – ყველა „ნაცმოძრაობის“ წიაღიდან მოდის.

ყველა ეს მცდელობა უსუსურია, დღეს სახელწიფო ინსტიტუტები ისე ძლიერია, როგორც არასდროს. საქართველოს ხელისუფლება, რომელიც არის ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მიერ არჩეული და მისი ნდობით აღჭურვილი, არ დაუშვებს ქვეყნის და მოსახლეობის ინტერესების დაზიანებას. ყოველთვის დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, მის ეროვნულ ინტერესებს, ჩვენს ხალხს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ვითარება რთულია და სახიფათოც. ახლა ხელისუფლების მიზანია არ დაუშვას მსხვერპლი, რაც არის რადიკალების უმთავრესი მიზანი. „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ საპროტესტო აქციები, რომელიც რადიკალური ოპოზიციისა და მათი დამკვეთების ორგანიზებით მიმდინარეობს და ბრძოლა, რომელიც ჭეშმარიტი ღირებულებების ყალბთან დაპირისპირებას ასახავს, ქართველებთან ერთად, ევროპელებსაც და ამერიკელებსაც მოსაგები აქვთ.

„ჩვენი პრემიერ-მინისტრის გუშინდელ ბრიფინგზე გაიჟღერა ერთმა ფრაზამ, რომლის მიხედვითაც, ჩვენსა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის, ტექნიკური, არაფორმალური კომუნიკაცია შემდგარა და ეს ფორმატი გაგრძელდება ინაუგურაციამდე. ანუ, ის ფაქტი, რომ არ ველოდებით ტრამპის ინაუგურაციას და უკვე მიმდინარეობს ჩვენს ხელისუფლებასა და აშშ-ის მომავალ ადმინისტრაციას შორის საკომუნიკაციო გზავნილების გაცვლა, ეს ძალიან კარგია.

ამიტომ, უნდა დაველოდოთ. სიტუაცია გამძაფრდება - წელს ახალი წლის საცივის ხასიათი და მოლოდინი არ გვექნება. ეს ბრძოლა და ომი უნდა მოვიგოთ, მათ შორის, ქართველებთან ერთად, ევროპელებმაც და ამერიკელებმაც, მაგრამ ჩვენ ჩვენი გვაინტერესებს, პირველ რიგში“, - აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.

პოლიტილოგ სოსო მანჯავიძის შეფასებით, მაიდანი საქართველოში, რომლის მცდელობას ვაკვირდებით, საქართველოში გამოიწვევს სამოქალაქო დაპირისპირებას. მისი თქმით, გაჩერდება ტურისტული, სარესტორნო, სამშენებლო, საწარმოო ბიზნესები და ზოგადად, ეკონომიკა ჩამოიშლება.

„ლარი გაუფასურდება, საქართველო სასიცოცხლოდ აუცილებელი საკვები პროდუქტების იმპორტიორია, ეს პროდუქტები გაქრება ან კატასტროფულად გაძვირდება. დაიწყება შიმშილი და ამასთან დაკავშირებული კრიმინალი, შეიქმნება შეიარაღებული დაჯგუფებები, რომელსაც აღარ და ვეღარ გააკონტროლებენ ძალოვანი უწყებები.

საქართველოს ტერიტორიის კონტროლისთვის დაიწყება ბრძოლა დაინტერესებულ მხარეებს შორის, ქვეყანა მათი კონტროლის ზონებად დაიყოფა, ოღონდ ხანგრძლივი და სისხლისმღვრელი პროცესის შემდეგ. მაგალითები ბევრია - აგერ გვაქვს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, იდლიბი სირიაში, ლიბია, ერაყი, ლიბანი, უკრაინა და კიდევ სხვა მრავალი აფრიკაში და აზიაში. აი, მაშინ იძახეთ, იი, ბავშვებს უნდა დავუჯეროთ, ევროპას გვართმევენ და სხვა ასეთი სიბრძნეები.

ახალგაზრდას არ ესმის ეს საფრთხეები და ეს გასაგებია, არა აქვს გამოცდილება, მაღალია ჰორმონალური ფონი და სხვა. ეს ძველგაზრდა აღქმოიდები მაოცებენ, მართალი იყო ცხონებული აინშტაინი, როდესაც ამბობდა, რომ ორი რამ არის უსაზღვრო - სამყარო და ადამიანის სისულელე, მაგრამ პირველში ეჭვი მეპარებაო. პროპაგანდა არ ქმნის იდიოტებს, ის თავიდანვე მათზეა გათვლილი, რასაც ჩვენი უახლესი ისტორია ნათლად ადასტურებს“, - წერს სოსო მანჯავიძე.

 

თომა სანამ პეტრე მოვიდა, პავლეს ტყავი გაძვრესო! ვაი თქვენ საცოდავებო.😡
3 კვირის უკან
თომა ახალგაზრდებს არ ესმით, კარგადაც ესმით და შეგნებულად იქცევიან ასე, ეს თქვენ ვერ გაიგეთ, რომ თვითლიკვიდაციას მალე თვენ გამოგაცხადებინებენ! მართლა უნიათოებო.
3 კვირის უკან
mamuka ე.ი თომამ თუ თქვა უეჭველი მართალი იქნება, იმიტომ რომ თომაა,ისე ამ გახსენებაზე თომა ბატონო ბიძია თომას ქოხი თუ გაქვთ წაკითხული?
3 კვირის უკან
თომა მამუკა ბატონო, რის თქმა გსურთ?
3 კვირის უკან
თომა მამუკა ბატონო! საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას ყოველთვი ტერიტორიების დაკარგვა და ათიათასობით დევნილი მოჰყვა, ადამიანურ მსხვერპლზე აღარ მაქვს ლაპარაკი.
3 კვირის უკან