ვინ მართავს რუსთაველზე რადიკალურ ჯგუფებს და ვინ დგას „თბილისური მაიდნის“ უკან?

ვინ მართავს რუსთაველზე რადიკალურ ჯგუფებს და ვინ დგას „თბილისური მაიდნის“ უკან?

„თბილისური მაიდანი“ - ვინ დგას და რა არის თბილისის მთავარ ქუჩაზე მშვიდობიანი აქციის სახელით დაწყებული ვანდალიზმი, რომელმაც უკვე რამდენიმე დღეა უკონტროლო სახე მიიღო? 29 ნოემბრიდან დაწყებულმა პროტესტმა, რომელიც ევროპის სახელით მიდის, ყველანაირი რადიკალიზმს გადააჭარბა. თუმცა ყველაზე თვალში საცემი და საინტერესო რამდენიმე ათასი ადამიანის კოორდინირებული და კარგად ორგანიზებული მოქმედებებია. როგორც სპეციალისტები for.ge-სთან ამბობენ, ეს არ არის კალსიკური სახის მიტინგები, რომელიც ქართველებს და თბილისს არაერთხელ უნახავს. მათი აზრით, ეს არის კარგად ნავარჯიშები, გაწვრთნილი ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებიც კარგად ეკიპირებულნი არიან. ასევე, თვალში საცემია შეიარაღება, რომელსაც აქციის მონაწილეთა გარკვეული ჯგუფი იყენებს. ეს არის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, პიროტექნიკა, გაზით გაბერილი ბუშტები, რომელსაც სპეცრაზმის წიანააღმდეგ იყენებენ, ქვები, ხელკეტები და სხვადსახვა მძიმე ნივთები, რამაც არაერთი პოლიციელის დაზიანება გამოიწვია. პრეზიდენტი და ოპოზიციის ლიდერები ირწმინებიან, რომ ეს ახალგაზრდების თვითორგანიზებული აქციაა. ბუნებრივია ამით ისინი ცდილობენ პასუხისმგებლობა აიცილონ ამ ვანადლიზმზე. ყველაზე ცუდი ისაა, რომ აქციაზე დაფიქსირებულია არასრუწლოვანები. ოპოზიციის ლიდერები კი რუსთაველზე განვითარებულ ვანდალიზმს რესტორნებიდან ადევნებენ თვალს.

ეს ზუსტად ის სცენარია, რომელიც 2014 წელს კიევის მაიდანის დროს განვითარდა. ინტერნეტში იძებნება ზუსტად იგივე ასაკის ბავშვების აქციაზე ყოფნის დამადასტურებელი ფოტოები. მომიტინგეთა ქცევებიც ზუსტად იმეორებს უკრაინული მაიდნის სცენარს.

მმართველ გუნდში არ გამორიცხავენ, რომ აღნიშნული ბავბშვები, რომელთა კონკრეტული დავალება პოლიციასთან შეტაკება და სიტუაციის რადიკალიზებაა, უცხოელი ინსტრუქტორების მიერ არიან გაწვრთნილები. ასევე, აქციაზე დაკავებული იყვნენ, რუსეთის და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები, რომლებიც პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ.

For.ge-ს აქციის ერთ-ერთი მონაწილე უყვება, რომ ახალგაზრდები რამდენიმე ათეულად არიან დაყოფილები. მათ ჰყავთ თავიანთი ლიდერები, რომლებიც მითითებებს და ინსტრუქციებს იძლევიან. მისივე თქმით, აქციის მონაწილეებს ურიგებენ პიროქტექნიკას, სხვადასხვა სახის აალებად ხელოვნურად დამზადებულ ნივთიერებებს და სპეცრაზმის გაღიზიანებას ავალებენ. მათ აქვთ ე.წ. რაციები და კომუნიკაციის სხვადასხვა წყაროები, რითაც ერთმანეთს ეკონტაქტებიან. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ახალგაზრდების დიდინ ნაწილი არაფხიზელ მდგომრეობაშია. დიდი ალბთობით, ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან. ასევე აქციაზე იყიდება ე.წ. ანფეტამინი, რომელიც ახალგაზრდების გამოფხიზლებას და ადრენალინის მომატებას იწვევს, რაც აქციის დაშლის დროს ყველაზე თვალში საცემია.

შსს-ს ინფორმაციით კი გუშინ ღამით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, ჯამში დაკავებულია 224 პირი.

აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებების შედეგად, გასულ ღამეს, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს 21-მა თანამშრომელმა. დაშავებულების ნაწილს აღენიშნება მძიმე ხარისხის დაზიანებები თავის, სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში.

ბოლო პერიოდში მიმდინარე აქციების განმავლობაში ჯანმრთელობის დაზიანება, ჯამში, შინაგან საქმეთა სამინისტროს 113-მა თანამშრომელმა მიიღო, მათგან 4 ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.

გამოძიების ფარგლებში, სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ბრალდებით ორი პირი: 2007 წელს დაბადებული მ.გ. და წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი - 2003 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს. დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ნაცმაიდნის“ მოწყობის მცდელობები არის უცხოეთიდან დაფინანსებული და დაფინანსება ხორციელდება გაუმჭვირვალედ, სწორედ ამიტომ უპირისპირდებოდნენ კონკრეტული ძალები კანონს „გამჭვირვალობის შესახებ“, მათ სურდათ რევოლუციის მოწყობა ქვეყანაში, თუმცა ვერც გაუმჭვირვალედ და ვერც გამჭვირვალედ ვერავითარი „ნაცმაიდანი“ და რევოლუცია საქართველოში ვერ მოეწყობა“, - ამბობს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიებმა ერთობლივი განცხადებით, პრაქტიკულად, აღიარეს, რომ ისინი დგანან საქართველოში კონსტიტუციურ წყობილებაზე თავდასხმის უკან.

პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა for.ge-სთან დღეს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გლობალურ ჭრილში აფასებს და ფიქრობს, რომ ეს არის დასავლეთის იმ ძალების მიერ დაწყებული ხელოვნური არეულობის შექმნის მცდელობა, რომლებსაც უკვე დიდი ხანია „ქართული ოცნება“ გულზე არ ეხატება. მისი თქმით, ამ პოლიტიკურ ძალებს უკრაინაში სიტუაცია გაეჭედათ, რუსული ძალები წინ მიიწევენ და რუსების დამარცხება ვერ ხერხდება, ამიტომ სამხრეთ კავკასიაში მათთვის საქართველო არის ქვეყანა, რომლის ჩართვაც სამხედრო კონფლიქტში ხელსაყრელია.

„თუ ეს ხელისუფლება არ ეთანხმება დასავლური პოლიტიკური წრეების ამ პოლიტკას, ხომ ყველაზე მარტივი გამოსაცნობია, რომ მათ „ოცნების“ თავიდან მოშორება უნდათ. ეს არ ხდება პირველად, ზუსტად იგივე მოხდა აფხაზეთის და ცხინვალის ომის დროს, ასევე 2004 წელს ცხინვალის მოვლენები, როცა განვითარდა. შევარდნაძე გადააგდეს და სააკაშვილი მოიყვანეს. მაშინ შევარდნაძეც არ ეთანხმებოდა ომს. ამიტომ მოიყვანეს სააკაშვილი, რომელმაც ესევე ინაუგურაციიდან 4 თვეში, 2004 წელს საბრძოლო მოქმედებები დაიწყო და სროლები ნოემბრამდე გაგრძელდა. ასევე ქართული შენაერთები მოამზადეს და 2008 წელს რაც მოხდა, ყველას გვახსოვს. ჩვენ უნდა ვხვდებოდეთ ერთ რამეს, რომ ეს მაღალფარდოვანი სიტყვები, ადამიანის უფლებები, დემოკრატია და ა.შ. ეს არის ლირიკა და პროპაგანდის ნაწილი ბრიყვებისთვის. ამ პროპაგანდის ნაწილია ეს ევროპული მომავალი, რითაც ხდება ხალხის გარკვეული ნაწილის მოტყუება, რომ ხალხს გააკეთებინონ ის, რაც თავიანთ ინტერესშია. დასავლეთს და ნატოს მხოლოდ ერთი ინტერესი აქვს, რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს გამოყენება, ხოლო დანარჩენი რაც ხდება, ეს არის ტაქტიკური პროცესები ამ საკითხის გარშემო“, - ამბობს გოგავა.

რაც შეეხება აქციის ფორმას და მის გამოხატვას, ჩვენ ვაკვირდებით, რომ აქცია ორი ნაწილისგან შედგება. აქციის ერთი ნაწილი მშვიდობიანად გამოხატავს პროტესტს, ხოლო ნაწილი კორდინირებულად მოქმედებს და მათ მთავარ მიზანს პოლიციასთან დაპირისპირება წარმოადგენს. გოგავა ამბობს, რომ ჩვენი ევროკავშირში მიღება ერთი დიდი ტყუილია და ბრიუსელს ეს გეგმაში არც არასდროს ჰქონია. ეს მაკრონმაც თქვა და განაცხადა, რომ გეოგრაფიულად ევროკავშირთან სახმელეთო საზღვარი არ გაქვთო.

„ეს არის ახალგაზრდების ნებაზე და ემოციებზე თამაში. ეს არის 90-წლებიდან დაწყებული რომანტიზმი, რომ ევროპაა ჩვენი გადარჩენის და არსებობის წყარო. პირიქით, ყოველთვის აქედან გაჰქონდათ და გააქვთ ყველაფერი ევროპაში. ამას სხვა არაფერი ჰქვია თუ არა ნეოკოლონიური დამოკიდებულება. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ევროპაში არ გვსურს და მათთან ურთიერთობა არ გვინდა. პირიქით, ჰიბრიდული იდეოლოგია, ეს არის მიუღებელი. სხვანაირი ტრადიციები აქვს ქართველებს და ეს არის პორბლემა.

ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას ეს ესმის და ამიტომაც არის, რომ ხალგაზრდების ნებაზე და ემოციებზე მიდის თამაში. პროტესტის ეს სცენარი დასავლეთშია შექმნილი. ამ აქციების მენტორები და ხელმძღვანელებიც, ფაქტია, უცხოელები არიან და მათი ხელწერა მშვენივრად ჩანს. ესენი არიან კარგად დატრეინინგებული ახალგზარდები. ფულსაც უცხოელები ხარჯავენ. აბა, ამ ბავშვების ძვირადღირებული პიროტექნიკით და აღჭურვილობით მომარაგებას ვინ ახდენს?

ეს არის კლასიკური ფერადი რევოლუციის ტექნოლოგია, პიტერ პაკერმანის ძალადობრივი სცენარი, რასაც ახლა თბილისში თვალს ვადევნებთ. პარასკევს ვნახეთ 9 000-დან 10 000-მდე კაცი ჰყავდათ. კვირას ნაკლები და უფრო დააკლდა ორშაბათს. რადგან მასობრიობას ვეღარ აღწევენ, სკოლებში მივარდნა დაიწყეს. იქნებ სკოლის მოსწავლეებით მასა შეავსონ. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ მასობრიობა აკლიათ“, - ამბობს პოლიტოლოგი.

მისივე თქმით, ემოციური ფონი გასაგებია, რადგან ბავშვების ემოციებზე თამაში მარტივია, ასევე ვხედავთ საზოგადებაზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას.

„ ესეც ამ ტექნოლოგიის ნაწილია, ბულინგი, დარცხვენა, დაშინება, შეურაცხყოფა და გინება. ცნობილია ესეთი გამოთქმა, „გადატრიალებას აწყობს უმცირესობა, თუკი უმრავლესობა დუმს“ აკერმანის ტექნოლოგიაში ამას დუმილის სპირალი ჰქვია. ამიტომ აუცილებლად მოვუწოდებ საზოგადოებას, რომ იაქტიურონ, არაფრის შეეშინდეთ. გამოხატონ სოციალურ ქსელებში თავისი პოზიცია. უმრავლესობას ვხედავთ, რომ ეს რისკები ესმის. მით უმეტეს ჩვენს საზოგადოებას ამის გამოცდილება აქვს და ახალგაზრდების ეს ქცევა, პირიქით, ანტიპათიას იწვევს“, - ამბობს გოგავა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას ესმის ეს რისკები და, დიდი ალბათობით, იმაზე მეტი ინფრმაცია არსებობს, ვიდრე ეს ზედაპირზეა. ქვეყნის ომისთვის ისევ მზადება ხდება. ამიტომ გასაგებია მათი ფრთხილი მოქმედება. გოგავა ამბობს, რომ ამ რადიკალიზმს მოსახლეობის 20% თუ უჭერს მხარს, უმრავლესობა კი ამის წინააღმდეგია. ამიტომ სიფრთხილით და გააზრებით, მათი ეს აგრესიული პროტესტი მინელდება.

Gami სად ვარჯიშობდნენ, სად იწვრთნებოდნენ ეს ახალგაზრდები? საიდან აქვთ ეპიკირება, რაღაც მასალები? ბნელა?! ნუთუ სპეცსამსახური ამას ვერ ხედავდა? თუ ხედავდა, რატომ არ იქნა ზომები მიღებული?! თუ ვერ ხედავდა და მაშინ რისთვის არსებობს. ამ კითხვებს რატომ არ სვამენ ჟურნალისტები? ამ საიტზე ექსპერტი კუხალაშვილი სულ იმეორებს: პრევენცია, პრევენცია! ვის ესმის...
3 კვირის უკან
თომა ეჰჰ..
3 კვირის უკან
KAB ბატონმა სირაძემ ბრძანა 400 აგრესიული ახალგაზრდაა პრობლემაო. თუ ასეა და ვერ ახერხებთ მათ განეიტრალებას უძლურობას ავლენთ და აღიარებთ. წუხელ აბაშიძეზე და ფალიაშვილზე ითარეშეს. თქვენ თუ არ გძალუძთ, ჩვენ მოგვეცით საშუალება შევქმნათ სამოქალაქო თავდაცვის ერთეულები, ჩვენვე დავიცავთ ჩვენს ოჯახებს და საკუთრებას. რად უნდა ამდენი ახსნა განმარტება და ახსნა ამ ჯგუფების წარმომავლობის და დამფინანსებლების შესახებ - ვიცით და გაფრთხილებდით ამ საიტზეც, მათ შორის. არ გყოფნით ძალები, შეავსეთ ძალები, დახარჯეთ მეტი ამ სფეროში, მტრები და მოძალადეები მოგვიმრავლდა, დაპირისპირება უკიდურესობამდეა მისული. ფბ-ზე დაიდო პოსტი, მოყვანილია ინფო , რომლის თანახმად ახალგაზრდას - ილიაუნის სტუდენტს 200 ლარს უხდიან აქციაზე გასვლისთვისდღიშით, ღამით 600 ლარია. დაუგროვებია უკვე 1500 ლარამდე. წერდა მისი ნათესავი და შველას ითხოვდა. იმოქმედეთ, სიმშვიდის და სტაბილურობის შექმნა და შენარჩუნებაა თქვენი უპირველესი ვალდებულება, სხვა დანარჩენი მეორადია მხოლოდ.
3 კვირის უკან