საქართველო ამბობს, რომ რუსეთის ზეწოლა ვერ შეაჩერებს მას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე

საქართველო ამბობს, რომ რუსეთის ზეწოლა ვერ შეაჩერებს მას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე

ბრიუსელი - საქართველოს გადაწყვეტილი აქვს ხელი მოაწეროს სავაჭრო და თანამშრომლობის შეთანხმებას ევროკავშირთან აგვისტოში და რუსეთის ზეწოლა ვერ შეაჩერებს მას ამ გზაზე, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში მოხდა, უთხრა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამშაბათს ჟურნალისტებს. 

„ჩვენ ვერაფერი შეგვაჩერებს... ჩვენ ჩვენს მომავალს ევროკავშირში ვხედავთ“, უთხრა ღარიბაშვილმა Reuters-ს მისი ბრიუსელში ვიზიტის დროს. ეს მისი პირველი ვიზიტია ბრიუსელში მას შემდეგ, რაც ის ნოემბერში პრემიერმინისტრი გახდა. 

ევროკავშირის პოლიტიკამ განამტკიცოს კავშირები ექვს ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოსთან ნოემბერში მარცხი განიცადა, როდესაც უკრაინამ, რუსეთის ზეწოლის გამო, უარი თქვა ევროკავშირთან დაგეგმილი სავაჭრო ხელშეკრულების ხელმოწერაზე და სანაცვლოდ რუსეთთან დაახლოება არჩია. 

ორი თვით ადრე, სომხეთმა მოსკოვის საბაჟო კავშირში გაწევრიანება არჩია ევროკავშირთან ურთიერთობის განმტკიცებას. 

დარჩა საქართველო და მოლდოვა - ორი ქვეყანა იმ ექვსი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან, რომლებმაც წინასწარ მხარი დაუჭირეს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერას გასული წლის ნოემბერში ლიტვის სამიტზე. 

ევროკავშირის ზოგიერთი ჩინოვნიკი შიშობს, რომ ამ ქვეყნებმა ჯერ კიდევ შეიძლება შეცვალონ თავიანთი პოზიცია რუსეთის მხრიდან ზეწოლის შემთხვევაში, რადგან შეთანხმებების ხელმოწერამდე რამდენიმე თვე დარჩა. 

საქართველო და ევროკავშირის წევრი 28 ქვეყანა თანხმდებიან, რომ შეთანხმებას ხელს აგვისტომდე მოაწერენ ხელს, ამბობს ღარიბაშვილი. 

საქართველოში 4.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ის გადამწყვეტი სატრანზიტო დერეფანია ევროპისთვის კასპიის ზღვის ნავთობისა და გაზის მიწოდების თვალსაზრისით. ღარიბაშვილის თქმით, მისი ქვეყანა რუსეთზე ნაკლებად არის დამოკიდებული ვიდრე უკრაინა, და მოსკოვის გავლენა არ არის მასზე ისეთი დიდი, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაშია. 

„ჩვენ მოვისმინეთ მთელი რიგი წუხილებისა პოტენციურ რისკებსა და საფრთხეებზე ან ზეწოლაზე, რომელიც რუსეთისგან შეიძლება წამოვიდეს (ვიდრე შეთანხმებას ხელი მოეწერება), და ჩვენ ბევრჯერ გვსმენია, რომ ისინი უკრაინას საქართველოს ადარებენ. უკრაინა განსხვავებული შემთხვევაა, აბსოლუტურად განსხვავებული“, თქვა მან. 

მავთულხლართები

რუსეთმა უკვე შეეცადა ზეწოლას, როდესაც შარშან, საქართველოსგან გამოყოფილი რეგიონის, სამხრეთ ოსეთის საზღვართან მავთულხლართების გაბმა დაიწყო, თქვა მან. 

მოსკოვმა აღიარა სამხრეთ ოსეთი და მეორე აჯანყებული რეგიონი აფხაზეთი, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად 2008 წლის ხანმოკლე ომის შემდეგ თბილისთან. 

ღარიბაშვილის თქმით, საქართველო უკიდურესად შეშფოთებულია უკრაინაში განვითარებული მოვლენებით, სადაც რამდენიმე თვეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომელმაც ზურგი შეაქცია ევროკავშირს, და რომ უკრაინის გადახრამ რუსეთისაკენ უნდა უბიძგოს ევროპას დააჩქაროს საქართველოს ევროკავშირთან ინტერგაციის პროცესი.

მან თქვა, რომ განიხილა ევროკავშირის ლიდერებთან ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურების გზები როგორც სავაჭრო და თანამშრომლობის პაკტზე ხელმოწერამდე ასევე ხელმოწერის შემდეგ. ის იმედოვნებს, რომ ეს დოკუმენტი საეტაპო ნაბიჯი იქნება საქართველოსათვის ისეთი მიზნის მიღწევის გზაზე, როგორიცაა ერთ დღეს ევროკავშირში გაწევრიანება. 

საქართველოში პოტენციური ინვესტორების კონფერენცია ბრიუსელში ივნისში ჩატარდება, თქვა მან, და დასძინა, რომ ეროვნული ეკონომიკა წელს 5-6%-ით უნდა გაზიარდოს. 

ღარიბაშვილმა, რომელმაც ოთხშაბათს მოლაპარაკებები გამართა ნატოს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან, განაცხადა, რომ დასვალურ სამხედრო ალიანსში გაწევრიანება საქართველოს პრიორიტეტად რჩება.

2008 წელს ნატო დაპირდა საქართველოს საბოლოოდ საკუთარ რიგებში მიღებას, მაგრამ თბილისის ომის შემდეგ რუსეთთან, ეს განწყობა გაცივდა. 

ღარიბაშვილი მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მოკავშირეა, რომელიც პრემიერმინისტრობიდან ნოემბერში გადადგა და თქვა, რომ მან თავის საქმე გააკეთა, რომ მისი მეტოქე მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტი აღარ არის. 

ევროკავშირი ღელავს რამდენიმე ყოფილი მინისტრის და სხვა ჩინოვნიკების, მათ შორის ყოფილი პრემიერმინისტრის დაპატიმრების გამო, და ზოგიერთი შიშობს, რომ იგივე ბედს გაიზიარებს სააკაშვილიც მას შემდეგ, რაც გადადგა.

სამშაბათს, ღარიბაშვილთან მოლაპარაკებების შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ თქვა, რომ სამართლებრივი დევნა უნდა იყოს „მტკიცებულებებით გამყარებული, მიუკერძოებელი და სრულ შესაბამისობაში დემოკრატიულ ფასეულობებთან“. 

ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ახალ მთავრობას არასდროს მიუმართავს შერჩევითი მართლმსაჯულებისათვის. მან უარი თქვა გარანტიის გაცემაზე, რომ სააკაშვილი არასდროს აღმოჩნდება რაიმე ბრალდების წინაშე და აღნიშნა, რომ „კანონზე მაღლა არავინ დგას“. 

foreignpress.ge