ევროკავშირი ქარიშხლის მოლოდინში

ევროკავშირი ქარიშხლის მოლოდინში

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ახალი გუნდის შესაქმნელად ემზადება, რომელიც მუშაობას 1-ელ დეკემბერს, ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებისთანავე შეუდგება. ეს ნაბიჯი ემთხვევა დონალდ ტრამპის დაბრუნებას და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებს.

ევროკავშირის ახალი აღმასრულებელი შტო მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. მათ შორის, უკრაინის ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერას გაუზრდის თუ არა. გარდა ამისა, ევროკავშირი უკვე დაპირისპირებულია მთავარ გლობალურ მოთამაშესთან - ჩინეთთან. ახლა, როგორც ჩანს, ახალი, თუმცა ნაკლებად აშკარა დაპირისპირების საფრთხის წინაშე დგას - ვაშინგტონთან.

როგორც Bloomberg აღნიშნავს, ახალი გუნდს მუშაობა მოუწევს იმ დროს, როდესაც ევროკავშირის ტრადიციულ პოლიტიკურ ელიტას უჭირს ძალაუფლების შენარჩუნება და პოპულისტური მოძრაობები აღმავლობის წინაშე დგანან, რაც დამატებით ბერკეტს ქმნის ფონ დერ ლაიენისთვის.

ახალი კომისია პოლიტიკოსებისგან შეიქმნება. ესპანელი სოციალისტი ტერეზა რიბერა, თავისი ქვეყნის კლიმატის პოლიტიკის დიდი ხნის შემქმნელი და ცნობილი მდგრადობისა და გარემოსდაცვითი რეფორმების აქტიურობით. ის პასუხისმგებელი იქნება კონკურენციის პოლიტიკასა და კლიმატის გარდამავალ საკითხებზე. კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე, ევროპის სახალხო პარტიის ფონ დერ ლეიენის მემარჯვენე ცენტრის ფრაქცია და სოციალისტები კონფლიქტში შევიდნენ რიბერას კანდიდარის დადასტურების გამო.

ფრანგი სტეფან სეჟური, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პოლიტიკური მოკავშირე, ყურადღებას გაამახვილებს ინდუსტრიულ პოლიტიკაზე. მისი კომპეტენცია მოიცავს სტრატეგიულ პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს ევროპის ეკონომიკის ავტონომიის გაძლიერებას, წარმოების სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდას და ინოვაციური ტექნოლოგიების პოპულარიზაციას. 2024 წლის იანვრიდან სექტემბრამდე ის საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა.

ესტონელი კაია კალასი, მისი ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უფროსი გახდება. ევროპაში მას „ფრონტთა ხაზის“ ლიდერს უწოდებენ, რადგან რუსეთთან ურთიერთობა შეუძლია. მისი აქტიური პოზიციისთვის, კალასმა ფართო აღიარება მიიღო ევროპაში და ზოგიერთმა პუბლიკაციამ მას ევროპის ახალი რკინის ლედი უწოდა.

მაროშ შეფჩოვიჩი, გამოცდილი სლოვაკი დიპლომატი, ევროკომისიის ამჟამინდელი პრეზიდენტის მოადგილე და ამ ეტაპზე ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში. ის აიღებს პასუხისმგებლობას სავაჭრო, ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობებზე. მისი როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება Brexit-ის მიმდინარე შედეგებზე. შეფჩოვიჩი ცნობილია არაერთი განცხადებით, რომელშიც ის ეწინააღმდეგება ევროპული სუპერსახელმწიფოს იდეას, ასევე საკვანძო უფლებამოსილებებს, როგორიცაა საგადასახადო და მიგრაციის პოლიტიკ და მის ევროკავშირის დონეზე გადაცემას. მან ასევე არაერთხელ ისაუბრა სლოვაკეთში ლგბტ უფლებების სტატუსის ცვლილებების წინააღმდეგ, მათ შორის სამოქალაქო პარტნიორობის შემოღებისა და ერთსქესიანთა შვილად აყვანის დაშვების შესახებ.

ახალ კომისიაში ფინანსურ მომსახურებაზე პასუხისმგებელი მარია ლუის ალბუკერკი იქნება. ის პორტუგალიის ყოფილი ფინანსთა მინისტრია. მას მოუწევს რიგი ძირითადი საკითხების გადაჭრა, როგორიცაა ბლოკის ფინანსური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და ფინანსური ბაზრების კოორდინაცია გლობალური ეკონომიკური ცვლილებების კონტექსტში. ალბუკერკი, რომელიც ცნობილია მემარჯვენე ცენტრის შეხედულებებით, ასოცირდება ფისკალურ კონსერვატიზმთან. მის პოლიტიკურ კარიერას დიდი მოწონება აქვს, მაგრამ ასევე გამოიწვია ოპოზიციის კრიტიკა, რომელიც ამტკიცებს, რომ მისმა ქმედებებმა, რომლებიც მიმართული იყო ბანკების გადარჩენკენ, ნეგატიური გავლენა მოახდინა სოციალურ სექტორებზე, რამაც გამოიწვია ქვეყნის (პორტუგალიის) ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება.

პრეზიდენტობის პირველ ვადით ფონ დერ ლაიენმა მნიშვნელოვნად გააფართოვა თავისი უფლებამოსილება. ის აქიურად იყო ჩართული პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. კორონავირუსის გავრცელებამ პოლიტიკოსს დიდი გამოწვევა შეუქმნა 2019 წელს მისი პირველი ვადის დაწყებიდან მალევე. მისი ხელმძღვანელობის დროს ასევე ჩამოყალიბდა ევროკავშირის პასუხი უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე.

მოსალოდნელია, რომ მას მეორე ვადის დრო მოუწიოს განახორციელოს ინიციატივები ევროპის კონკურენტუნარიანობის გასაუმჯობესებლად. ასევე, ამჯერად, დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების პერსპექტივა ბრიუსელს უფრო აქტიური მოქმედებისკენ უბიძგებს.

France24-ის ცნობით, ახალი კომისიის ერთ-ერთი პირველი ამოცანა სამხრეთ ამერიკულ Mercosur-ის ბლოკთან საკამათო სავაჭრო გარიგების საკითხის გადაჭრა იქნება. ევროპელმა ფერმერებმა უკმაყოფილება გამოთქვეს და შიშობენ, რომ მათი პროდუქცია ვერ გაუძლებს იაფ, სამხრეთ ამერიკულ საქონ კონკურენციას. ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირი მომავალ თვეში დაგეგმილ მონტევიდეოს სამიტზე აპირებს ბრაზილიასთან, არგენტინასთან, პარაგვაისთან და ურუგვაისთან შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დასრულებას.

ევროპის თავდაცვის გაძლიერება ასევე გახდა მთავარი პრიორიტეტი 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ და ტრამპის ხელახლა არჩევის პერსპექტივამ ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახადა.

ჩვენ უნდა დავხარჯოთ მეტი, უფრო ეფექტურად დავხარჯოთ და ერთად დავხარჯოთ, - თქვა ფონ დერ ლეიენმა, როდესაც მან გამოაქვეყნა თავისი გეგმები მეორე ვადის შესახებ.

ევროკავშირის ისტორიაში პირველად დაინიშნება თავდაცვის კომისარი - ლიტველი ანდრიუს კუბილიუსი. ის იქნება პასუხისმგებელი ამ სფეროში მუშაობის კოორდინაციაზე. მას და კაია კალასს, საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელს, დაევალათ ევროკავშირის თავდაცვის სტრატეგიის კონცეფციის შემუშავება პირველი 100 დღის განმავლობაში.

სექტემბერში, ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ თითოეულ კომისარს ეკისრებოდა „თანაბარი პასუხისმგებლობა“ პრიორიტეტების შესრულებაზე და თქვა, რომ ყველაფერი, რაც გავლენას ახდენს უსაფრთხოებაზე, პირდაპირ გავლენას ახდენს დემოკრატიაზე, რომ ის, რაც გავლენას ახდენს ეკონომიკაზე, გავლენას ახდენს საზოგადოებაზე და რომ კლიმატისა და გარემოს საკითხები გავლენას ახდენს ადამიანებზე და ბიზნესებზე.

წყარო: https://www.trtrussian.com/politika-evropa/es-okapyvaetsya-pered-burej-18237387