„ქართული ოცნებისთვის“ ახლა, ევროკავშირში გაწევრიანება ეკონომიკური კოლაფსის ტოლფასია. როგორც „ოცნების“ ლიდერშიპში აცხადებენ, ევროკავშირში გაწევრაინება მხოლოდ ქვეყნისთვის სიკეთის მიღებას არ ნიშნავს. მას აქვს ისეთი მოთხოვნები და ვალდებულებები, რომლისთვისაც საქართველო ამ ეტაპზე მზად არ არის. ასევე, არ არის ევროკავშირი 2030 წლამდე მზად იმისთვის, რომ საქართველო ევროპულ ოჯახში მიიღოს ისეთი, როგორიც საქართველოა საკუთარი შეხედულებებით, მენტალიტეტით და სახელმწიფოებრივი პოზიციით. ამიტომ გუნდმა მიიღო გადწყვეტილება, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი. ეს ინფორმაცია კი საზოგადოებას პრემიერმა ირაკლი კობახიძემ აცნობა. მან აქვე განმარტა მიზეზიც, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.
2028 წლის ბოლო არის ის დრო, როდესაც საქართველო იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ მომზადებული, რათა გახსნას მოლაპარაკებები 2030 წელს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ასოცირების დღის წესრიგითა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას და როგორც დღეს დამტკიცებულ სამთავრობო პროგრამაშია აღნიშნული, 2028 წლისთვის ამ ვალდებულებების 90 პროცენტზე მეტი გვექნება შესრულებული. ამასთან, ყველა ამ ვალდებულებას შევასრულებთ საკუთარი დაფინანსებით, ევროკავშირის ყოველგვარი ფინანსური დახმარების გარეშე. ჩვენ ვაპირებთ არა მათხოვრობით და ცალ ფეხზე დგომით ევროკავშირში შესვლას, არამედ ევროკავშირში ღირსეულად გაწევრიანებას, გამართული დემოკრატიული სისტემითა და ძლიერი ეკონომიკით. ჩვენ განვაგრძობთ სვლას ევროკავშირისკენ, თუმცა არავის მივცემთ საშუალებას, დაგვტოვონ მუდმივი შანტაჟისა და მანიპულაციის რეჟიმში, რაც ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის სრულიად შეურაცხმყოფელია“, - ამბობს კობახიძე.
საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა კი თქვა, რომ ევროკავშირში წევრობისთვის ჯერ მზად არც საქართველოა და არც ევროკავშირი.
„ეს არის აბსოლუტურად სპეკულაციური ინტერპრეტაცია იმ განცხადების, რაც გაკეთდა. ერთი, რომ თავად ევროკავშირი ყოველთვის გვეუბნებოდა, უნდა მოახდინოთ საზოგადოების მოლოდინების მართვა. მე დღეს, თქვენ ვერ გეტყვით, რომ ჩვენი ქვეყანა ხვალ ხდება ევროკავშირის წევრი, იმიტომ რომ ამისთვის არც ევროკავშირია მზად, ამისთვის არც საქართველოა მზად“, - განაცხადა მაკა მაჭარაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კი ახსნა დღეს ევროკავშირში გაწევრიანება რა გამოწვევების წინაშე დააყენებს ქვეყანას, რომლისთვისაც საქართველო ახლა მზად არ არის: „ევროკავშირის წევრი დღეს რომ გავხდეთ, იცით, რამდენი თავისუფალი ვაჭრობის გაუქმება მოგვიწევს, თუნდაც ჩინეთთან და ბევრ სხვა დსთ-ს წევრ ქვეყანასთან?! იცით, რამდენ ქვეყანასთან მოგვიწევს უვიზო მიმოსვლის გაუქმება? ერთ მხარეს რომ დგას ევროკავშირთან ინტეგრაცია, მეორე მხარეს დგას ბევრ ქვეყანასთან დეზინტეგრაცია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე for.ge-სთან აცხადებს, რომ ხელისუფლება ბევრ რამეს საჯაროდ არ საუბრობს, რადგან მანამ სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, რუსეთი სცნობს საქრათველოს რეგიონებს დამოუკიდებელ სახელწმიფოებად, მანამდე გაწევრიანება ევროკავშირში ვერ მოხდება. მამარაძე ამბობს, რომ შეიძლება გარკვეული ტიპის ურთიერთობა და თანამშრომლობა იყოს, მაგრამ გაწვერიანება შეუძლებელია, ისევე, როგორც ნატოში გაწევრიანება.
„უფრო მეტიც, როცა საზღვრები არ არის მეზობელ ქვეყნებთან დადგენილი და შეთანხმებული, ასეთ ქვეყანას ევროკავშირში არ გააწევრიანებენ. არსებობს წითელი ხაზი და ზღვარი, რომლის გამოც საქართველოს ამ გეოპოლიტიკურ ეპოქაში ევროკავშირის წვერად არ მიიღებენ, ისევე როგორც ნატოში არ მოხდება ჩვენი გაწევრიანება. როდესაც ასოციაციის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა, მაშინ ევროკავშირის ხელმძღვანელმა განაცხადა სჯაროდ, რომ ნამდვილად არ გისურვებთ საქართველო შევიდეს ევროკავშირში, ვინაიდან ამ ეტაპზე, ეს გამოიწვევს თქვენი ეროვნული ეკონომიკის სრულ განადგურებას, მიწასთან გასწორებას, რადგან ევროპაში სრულიად სხვა სტანდარტებია.
ამ კაცმა გვითხრა, რომ ევროპაში ვერაფერს გაყიდით და ყველაფრის შეძენა მოგიწევთო. ეს პრობლემა არსებობს, ამიტომ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ჯერ კიდევ სააკაშვილის თანამზრახველები დღემდე ყოველთვის იყენებენ ამ არარსებულ ფაქტორს ქართველი ხალხის მოსატყუებლად. ხოლო რეალობა ზუსტად ის არის, რაც პაპუაშვილმა თქვა - ამ ეტაპზე საქართველოსთვის ევროკავშირის სხვადასხვა ტიპის ვალდებულებების აღება შეზღუდვებზე, სტანდარტებზე, ფრიად საზიანო არის ეკონომიკურად. ამით დავკარგავთ იმ რეალურ პარტნიორებს, რომლებიც გვყავს. ვერ გავყიდით ჩვენს საქონელს იქ და ვერც შევიძენთ იაფად. ამიტომ მოგვიწევს ისეთი შეზღუდვების შესრულება, რაც ქართული ეკონომიკისთვის სრულიად წამგებიანი იქნება“, - ამბობს მამრაძე.
მისივე თქმით, როცა ივანიშვილი ამბობს, რომ ჩვენ გავძლიერდებით ეკონომიკურად, გავხდებით მდიდარი ქვეყანა და მერე შევალთ ევროკავშირში, როგორც მდიდარი ქვეყანა, ეს რეალურია.
„ამ დროისთვის მოგვარდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. საქართველოს ტერიტორიაზე ისევე შეძლებს ცენტრალური ხელისუფლება სრულად კონტროლის აღდგენას და ის აღარ იქნება ოკუპირებული. ვმონაწილეობდი ექსპერტთა შეხვედრებში არა ერთხელ, როდესაც ხელი ეწერბოდა ყოვლისმომცველი ვაჭრობის და ასოცირების ხელშეკრულებას. იყვნენ ექსპერტები იქ, რომლებიც ამ დეტალებზე ყველაფერი იცოდნენ და ეს 900-გვერდიანი ინფორმაცია წაკითხული ჰქონდათ. საქართველოში რამდენიმე ათეული ადამიანია, რომელიც კარგად არის ჩახედული რა არის ევროკავშირი მთელი თავისი რეგულაციებით.
ევროკავშირში გაწვერიანების შემთხვევაში 5 ათასამდე რეგულაციაა, რომელიც საქართველოს და მის ყოფას სრულიად არ შეესაბამება. თვითონ ევროკავშირის ქვეყნები ყოველთვის, ბოლო დროს განსაკუთრებით, საყვედურობენ იმას, რომ ჭარბად რეგულირებულ სისტემაში აღმოჩდნენ. წევრი ქვეყნების ბიუჯეტის დამტკიცებაც კი ბრიუსელში ხდება. მახსოვს იტალიაში ცხარე დებატები და ამბოხი პარლამენტში, სადაც დეპუტატები ამბობენ, რომ როდემდე უნდა იყოს მათი ქვეყნის ეროვნული ბიუჯეტის დამტკიცება ბრიუსელზე დამოკიდებული. ბიუჯეტს ან დაამტკიცებენ მერე ბრისუელში და ან არა. რისთვის სჭირდება მაშინ ამ ქვეყნებს ეროვნული პარლამენტი, რომელმაც უნდა უცადოს შემდეგ ბრიუსელი მოიწონებს თუ არა?!“, - ამბობს მამრაძე.
მისივე თქმით, ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი საბერძნეთის გაკოტრებაა. როცა კრედიტები გაუყინეს საბერძნეთს და არ ჰქონდა თავისი ეროვნული ვალუტის სისტემა შენარჩუნებული, ამიტომაც მათ ეს პრობლემა ვერ მოაგვარეს.
„ძალიან კარგი ექსპერტები არიან ამ კუთხით ლევან ბოძაძე და კიკნაძე, რომლებიც, როცა ამ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა ხდებოდა, საქართველოს პერსპექტივა გაზრდილიყო და შემდეგ გამხდარიყო წევრი ქვეყანა. სულ რამდენიმე დღეში ბოძაძემ დაწერა, რომ მთელი რიგი პუნქტები არ გაითვალისწინა მაშინ ევროკავშირმა, რის გამოც საქართველო ათობით მილიონ ევროს კარგავს ამის გამო. ექსპერტები იხილავდნენ ამ პრობლემას და საუბრობდნენ სწორედ ამ რეგულაციებზე, რომელიც ქვეყანას ტვირთად დააწვებოდა. ეს არის ფანტასტიკური ბლეფი, რომელსაც ოპოზიცია მოსახლეობის მოსატყუებლად მშვენივრად იყენებს. ვხედავთ, რომ ნატოში გაწევრიანების საკითხმა თავის დრო უკვე მოჭამა. ოპოზიცია ამაზე აღარც კი საუბრობს. იგივე იქნება ამ შემთხვევაშიც და ვნახავთ, რომ საზოგადოებას თუკი სწორად მივაწვდით ინფორმაციას, რა არის რეალურად ევროკავშირი, ოპოზიციის ტყუილებს აღარ დაიჯერებენ. ამიტომ სწორია საქართველოს რა აქვს შესახვეწი, არაფერი, პირიქით, ევროპასაც სჭირდება აქეთ ჩვენი ქვეყანა“,-ამბობს მამარაძე.