საქართველოს ევროკავშირისკენ სვლა შეუქცევადია

საქართველოს ევროკავშირისკენ სვლა შეუქცევადია

(ბრიუსელი) - საქართველოს ევროკავშირისკენ სვლა შეუქცევადია და „ერთადერთი გზაა წინ“, - განუცხადა AFP-ს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ინტერვიუში სამშაბათს.

უკრაინისგან განსხვავებით, რომელმაც რუსეთის ზეწოლის გამო თავი შორს დაიჭირა ევროკავშირთან საკვანძო სავაჭრო და პოლიტიკური შეთანხმებისგან, რასაც მოჰყვა მასობრივი საპორტესტო აქციები, საქართველო მზადაა ხელი მოაწეროს ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან ამა წლის აგვისტოში, - თქვა მან.

ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირთან პაქტის ინიცირებით გვიან ნოემბერში, განსხვავებით უკრაინისგან, რომელიც თავის სიტყვას გადავიდა: „ჩვენ ევროპაში ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადი გავხადეთ.“

„ჩვენი ქვეყნისთვის ერთადერთი გზა წინ - ევროპაა“ - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ მან ბრიუსელში მოლაპარაკებებისას ევროკავშირის უმაღლესი პირებისგან გარანტია მიიღო, რომ საქართველოს მიმართ შეთანხმება არ დაირღვევა.

მიუხედავად ამისა, ღარიბაშვილმა აღიარა, რომ ვერ გამორიცხავს მოსკოვის მხრიდან ზეწოლას, რათა შეჩერდეს თბილისის მზარდი კავშირები დასავლეთთან. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ნაკლებად არის დამოკიდებული რუსეთზე, განსხვავებით უკრაინისგან, რუსებს „არ აქვთ ბევრი პოლიტიკური ან ეკონომიკური ბერკეტი“ საქართველოში.

„უკრაინა სულ სხვა ამბავია. ის უფრო მეტად არის დამოკიდებული რუსეთზე, მაშასადამე, ჩვენ ამ ორს ვერ შევადარებთ“ - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველო ერთ-ერთი იმ ექვს სახელმწიფოთაგანია, რომელსაც ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე ევროკავშირის შეთანხმება შესთავაზეს, რაც მოიცავს ძირითადად თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას.

თუმცა, ბრიუსელმა დაინახა როგორ შებრუნდნენ ბოლო თვეებში სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელარუსი მოსკოვისკენ მას შემდეგ, რაც მათ შეახსენეს, რას დაკარგავდნენ, თუ „სწორ არჩევანს“ არ გააკეთებდნენ.

შემდეგ უკრაინა, თავისი 45-მილიონი მაცხოვრებლით, სოფლის მეურნეობითა და წარმოებით, ნოემბერში გაბრუნდა და დატოვა მოლდოვა და საქართველო, რომელიც 2008 წელს ომობდა რუსეთის წინააღმდეგ, და რომელიც მზადაა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი მოაწეროს.