ბოლო ასი წლის განმავლობაში სეულში ყველაზე დიდი თოვლი მოვიდა

ბოლო ასი წლის განმავლობაში სეულში ყველაზე დიდი თოვლი მოვიდა

სამხრეთ კორეის დედაქალაქში თოვლის საფარი 16,5 სანტიმეტრს აღწევს. მეტეოროლოგების თქმით, ასეთი ძლიერი თოვა სეულს ბოლო ასი წლის განმავლობაში არ ახსოვს, - იუწყება The Guardian.

ბოლოს ძლიერი თოვა სეულში 1972 წელს დაფიქსირდა, თუმცა 2024 წლის რეკორდის მოხსნა ვერ შეძლო. მაშინ თოვლის საფარი 12,4 სანტიმეტრს შეადგენდა.

ძლიერი თოვის გამო გადაიდო 220 ავიარეისი, დაკეტილია ასობით საფეხმავლო მარშრუტი. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ყველა შესაბამის სამინისტროს მობილიზებისკენ მოუწოდა, რათა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები თავიდან იყოს აცილებული.