თეთრი სახლი: ბაიდენი ტრამპის ინაუგურაციაში მონაწილეობას მიიღებს

თეთრი სახლი: ბაიდენი ტრამპის ინაუგურაციაში მონაწილეობას მიიღებს

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მონაწილეობას მიიღებს არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციაში, რომელიც 2025 წლის იანვარში შედგება, - განაცხადა თეთრი სახლის პრესსამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ ენდრიუ ბეითსმა.

„პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ვისაც არ უნდა გაემარჯვა, ის ინაუგურაციას დაესწრებოდა“, - თქვა ბეითსმა.

მისივე განცხადებით, ბაიდენი და აშშ-ის პირველი ლედი ჯილ ბაიდენი აპირებენ, რომ საკუთარი პირობა შეასრულონ და ტრამპის ინაუგურაციას დაესწრონ.