პაკისტანში უცნობმა პირებმა შიიტ მუსლიმებს ცეცხლი გაუხსნეს. დაღუპულია 42 ადამიანი

პაკისტანში უცნობმა პირებმა შიიტ მუსლიმებს ცეცხლი გაუხსნეს. დაღუპულია 42 ადამიანი

უცნობმა პირებმა პაკისტანის ჩრდილოეთ-დასავლეთში რამდენიმე ავტომობილს, რომლებსაც შიიტი მუსლიმები გადაჰყავდათ, ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 42 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

დაღუპულთა შორის ექვსი ქალია. 20 ადამიანი კი დაშავდა. 10 მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.

როგორც ადგილობრივი პოლიციის ოფიცერმა აზმატ ალიმ განაცხადა, შიიტი მუსლიმები ავტომობილებით ქალაქ პარაჩინარიდან ფეშავარში გადაადგილდებოდნენ.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა მოჰსინ ნაქვიმ სროლას ტერორისტული თავდასხმა უწოდა. პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შაჰბაზ შარიფმა და პრეზიდენტმა ასიფ ალი ზარდარიმ მომხდარი დაგმეს. როგორც პაკისტანის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, არავინ დარჩება დაუსჯელი.