ეკონომიკური ზრდისათვის საქართველო დავოსის ინვესტორებს მოიზიდავს

ეკონომიკური ზრდისათვის საქართველო დავოსის ინვესტორებს მოიზიდავს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, წელს საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება 6%-დან 7%-მდე ინვესტიციების წყალობით, რომლებიც მოიცავს საზღვაო პორტებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის მოზიდულ $5 მილიარდსაც.

“ჩვენ გვჯერა, რომ ეს აბსოლუტურად რეალისტური მოლოდინია,” - აღნიშნა 31 წლის ღარიბაშვილმა დავოსში (შვეიცარია) მიცემულ ინტერვიუში გუშინ. “საქართველოს აკლდა გრძელვადიანი კაპიტალი, ამიტომაც თებერვალში ვქმნით ახალ სუვერენულ საინვესტიციო ფონდს და ვგეგმავთ ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.”

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მთავრობა ისწრაფვის მოიზიდოს ინვესტორები სახელმწიფო ფონდებისაკენ. პოტენციური მხარდამჭერები მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, „მოტივირებული“არიან განახორციელონ ინვესტირება შავი ზღვის ქვეყანაში. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ის შეხვდა ისეთ კომპანიებს, როგორიცაა Lazard Ltd. (LAZ), Lafarge SA (LG)Blackstone ჯგუფი LP (BX), Jumeirah ჯგუფი LLC, Tata Group და OAO Lukoil (LKOH).

საქართველო არის ენერგორესურსების სამშობლო. იგი აკავშირებს ევროპას კასპიის ზღვის ქვეყნებთან, რომლებიც დასავლეთს აწვდიან ნავთობსა და გაზს რუსეთის შემოვლით, ებრძის ეკონომიკური ზრდის შეფერხებას, აგრეთვე იმას, რომ შემცირებულია უცხოური ინვესტიციების აქტივობა. შარშან, შარშანწინდელ მესამე კვარტალთან შედარებით, ზრდის ტემპი შეადგენდა 1.4%-ს, რაც 2009 წლის შემდეგ ზრდის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

Moody-ს ინვესტორთა სარეიტინგო სამსახური აფასებს ქვეყნის ვალს Ba3-ით, საინვესტიციო დონის სამი საფეხურით ქვემოთ, რაც ქვეყანას უტოლებს ბანგლადეშისა და პორტუგალიის რეიტინგს.

ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობას სურს $5-მილიარდიანი დიდი საზღვაო პორტის აშენება, რომელიც ქვეყნის სატრანსპორტო საკვანძო ცენტრად გადაქცევის გეგმის ნაწილია. ენერგეტიკის, წარმოების, ტურიზმის, ლოგისტიკისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში ინვესტირების განხორციელების მიზნებისათვის საქართველომ ასევე დააარსა $6-მილიარდიანი სახელმწიფო ფონდი, რომელიც მოიცავს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ ფონდში ჩადებულ $1 მილიარდის კონტრიბუციასაც.

შერჩეული მემკვიდრე

ღარიბაშვილი იმ ივანიშვილის შერჩეული მემკვიდრეა, რომელიც, ბლუმბერგის მილიარდერთა მაჩვენებლის მონაცემებით, $5.6 მილიარდი ღირებულების ქონების მფლობელია. მაგნატმა ნოემბერში უარი თქვა თავის თანამდებობაზე მას შემდეგ, რაც ერთ წელში ქართული ოცნების პარტიამ დაიკავა როგორც პრემიერ-მინისტრის, ისე პრეზიდენტის თანამდებობა.

ღარიბაშვილი, რომელსაც აქვს პარიზის სორბონის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ხარისხი და თბილისის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში მაგისტრის ხარისხი, მუშაობდა შინაგან საქმეთა მინისტრად ივანიშვილის კაბინეტში, მანამდე კი - მილიარდერის საქველმოქმედო ფონდში.

მათმა ურთიერთობამ გამოიწვია ექსპრეზიდენტ სააკაშვილის პარტიის მხრიდან გარკვეული პრეტენზიები იმის თაობაზე, რომ ივანიშვილი ამ გზით ქვეყანაში კონტროლის შენარჩუნებას ცდილობს. გასულ კვირას საქართველოს დედაქალაქ თბილისში მიცემულ ინტერვიუში ღარიბაშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ის “სიამაყით“ იღებს რჩევებს მისი მენტორისაგან.

ურთიერთობები რუსეთთან

ივანიშვილმა თავისი ქონება დააგროვა რუსეთში, რომელმაც 2008 წელს საქართველო ხუთდღიან ომში ჩააბა ორი სეპარატისტული პროვინციის გამო. 2012 წელს პრემიერ- მინისტრის თანამდებობაზე მოსვლისას, მილიარდერმა პირობა დადო, რომ გააუმჯობესებდა კავშირებს ქვეყნებს შორის. მას შემდეგ რუსეთმა გააუქმა სავაჭრო შეზღუდვები, რაც მოიცავდა ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტირებასაც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკიდან.

ომის შემდეგ ამ ორი სეპარატისტული ქართული რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შედეგად რუსეთი ინარჩუნებს სამხედრო ბაზებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

“ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციისათვის ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლისა და ბაზრის გახსნის შემდეგშემდეგ - თქვა ღარიბაშვილმა - ექსპორტი გასამმაგდა. ჩვენ მივესალმებით ამას, მაგრამ, სიმართლე რომ ვთქვათ, ვაწყდებით მთელ რიგ სირთულეებსა და პროვოკაციებს საზღვრის გასწვრივ“.