უნგრეთის თავდაცვის მინისტრმა კრისტოფ შალაი-ბობროვნიცკიმ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, უკრაინასთან ახლოს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის განთავსების განკარგულება გასცა.
ოფიციალურმა ბუდაპეშტმა ასეთი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დასავლეთმა უკრაინას საკუთარი შორი მანძილზე მოქმედი იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება მისცა.
როგორც უნგრეთის თავდაცვის მინისტრმა განმარტა, რუსეთ-უკრაინის ომის მასშტაბები იზრდება და ის სახიფათო ფაზაში შედის.