„რიკარდ იოზვიაკს იყენებენ იმისთვის, რომ გარკვეული მოვლენები, რომელსაც დროზე ადრე თავად ვერ გაავრცელებენ, წინმსწრებად გამოაქვეყნოს“

„რიკარდ იოზვიაკს იყენებენ იმისთვის, რომ გარკვეული მოვლენები, რომელსაც დროზე ადრე თავად ვერ გაავრცელებენ, წინმსწრებად გამოაქვეყნოს“

ევროკავშირი საქართველოს საკითხთან დაკავშირებით ჩიხში შევიდა და როგორც აღმოჩნდა, ოპოზიციის არ სჯერა. შესაბამისად, კულუარებში უკვე ღიად საუბრობენ იმაზე, რომ არჩევნების აღიარება უნდა მოხდეს და „ოცნების“ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა განაგრძონ. ევროკავშირის ლიდერების კულუარული საუბრები კი საჯაროდ ჟურნალისტ რიკარდ იოზვიაკის მიერ გახდა ცნობილი. ჟურნალისტმა, რომელიც ყველაზე კარგად იცნობს ბრიუსელში პოლიტიკურ განწყობებს და რომლის ინფორმაციაც, უმეტეს შემთხვევაში, მართლდება, ამჯერად, ვრცელ სტატიაში დაწერა, რომ ევროკავშირს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა მოუწევს, რადგან საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში მმართველი გუნდი ერთადერთი მოთამაშეა.

ჟურნალისტი ამ ინფორმაციას ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს. სტატიის მიხედვით, ასევე, ირკვევა, რომ ევროკავშირის ზოგიერთი ოფიციალური პირისთვის ჯერ კიდევ პრობლემად რჩება ისიც, რომ არჩევნების გაყალბების უტყუარი მტკიცებულებები არ არსებობს.

სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ ის, რაზეც რიკარდ იოზვიაკი საუბრობს, ირიბი გზავნილებია ბრიუსელიდან. მმართველ გუნდში მოლოდინი აქვთ, რომ ეს ინფორმაცია მალე ოფიციალურადაც გახდება ცნობილი. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების თქმით, სტატიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბრალდება არჩევნების გაყალბების შესახებ უარგუმენტოა და ოპოზიციას მტკიცებულებები არ აქვს. ეს კი, მმართველი ძალის განმარტებით, უკვე ევროკავშირშიც იციან.

რიკარდ იოზვიაკის მოსაზრებები ოპოზიიცისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულება იყო ხოლმე და მას ყველაზე სანდო წყაროდ მიიჩნევდნენ, ახლა კი მის ამ ინფორმაციას დაუსაბუთებელს უწოდებენ. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ბრიუსელის მაღალი თანამდებობის პირებს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე სრულიად განსხვავებული შეხედულებები აქვთ.

რიკარდ იოზვიაკმა სტატია საქართველოს შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის შემდეგ გამოაქვეყნა. ამ სხდომაზე მსჯელობის ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველო და 26 ოქტომბრის არჩევნები იყო, რომელზეც საქართველოს წინააღმდეგ რადიკალური ნაბიჯების გადადგმისგან ევრომინისტერიალმა თავი შეიკავა.

მედია პოლიტიკის ექსპერტი გიორგი ახვედიანი for.ge-სთან ამბობს, რომ ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი არაფერს ამბობს საკუთარი შეხედულებებისამებრ და ის მხოლოდ ეყრდნობა იმ ინფორმაციას, რომელსაც მას ევროკავშირის მღალჩინოსნები აწვდიან. ახვლედიანის თქმით, ის არ საუბრობს რაიმე მოსაზრებების და მარჩიელობების საფუძველზე.

„ეს ადამიანი არის „რადიო თავისუფლების“ ევროპული ბიუროს ხელმძღვანელი, რომელიც პირდაპირ კავშირში იმყოფება ევროპარლამენტარებთან, ევროკომისიის ხელმძღვანელობასთან. შესაბამისად, რიკარდ იოზვიაკი სწორი პოლიტიკური გათვლებით გამოიყენება იმისათვის, რომ გარკვეული მოვლენების წინმსწრებით ისეთი კულუარული ინფორმაციების გამოაშკარავება მოხდეს, რომელსაც დროზე ადრე თავად ვერ გაავრცელებენ. კულუარული ინფორმაციის გავრცელება, ხშირ შემთხვევაში, საჭიროა, რადგან პოლიტიკურ პროცესებზე ამან წინმსწრებად პოლიტიკური გავლენა მოახდინოს. ამიტომაც არის, რომ ამ ჟურნალისტის კულუარული ინფორმაციები ყოველთვის მართლდება და რეალობას ემთხვევა. ეს არ არის მარჩიელობა, არამედ ეს არის მისთვის კონკრეტული მიზნით მიწოდებული ინფორმაცია, რათა მან გაავრცელოს.

ამ შემთხვევაში ის ისევ შეარჩიეს იმისთვის, რომ ეს ინფორმაცია გაემჟღავნებინა. ახლა ევროპარლამენტში დასავლურ ფრონტზე, ამერიკის შეერთებული შტატებიდან გამომდინარე, სერიოზული პრობლემები აქვთ. არავინ იცის, რა მოხდება და რა იქნება ტრამპის პოლიტიკური კურსი. უბრალოდ, მარტივად რომ ვთქვათ, არავის არ აინტერესებს დღესდღეობით დაკავდეს მთელი ევროპარლამენტი, ევროკომისია საქართველოში ორი თუ სამი კვირის წინ ჩატარებული არჩევნების ანალიზით, თუ ნაცმოძრაობის ლობირებით“, - ამბობს ახვლედიანი.

მისივე თქმით, იმდენად გადაწონა ახლა ევროპაში ამერიკულმა საფრთხეებმა, რომელიც პირდაპირ ძირეულად ამერიკულ - ევროპული ურთიერთობის გადახედვით იმუქრება, რომ სერიოზული საფიქრალი აქვთ გაჩენილი.

„ის ადამინებიც კი, რომლებიც საქართველოს კრიტიკაში ჰონორარს კეზერაშვილისა და ნაციონალებისგან იღებენ, უკვე სკეპტიკურად არიან განწყობილი არჩევნების გაყალბების თეორიაზე, ერთი მარტივი მიზეზის გამო, რადგან არაფერი ხელმოსაჭიდი ფაქტობრივი მტკიცებულებები არ არსებობს“,-ამბობს ახველდიანი.

მისივე თქმით, ამიტომ ანტიქართულად განწყობილ დეპუტატებშიც კი უკვე სკეპტიციზმი გაჩნდა, რომ ოპოზიცია რაიმეს დამტკიცებას შეძლებს.

„ამ სხდომებს მხოლოდ სიტყვის მასალად იყენებენ. გამოდიან, ენას იქავებენ და მტკიცებულებები არ აქვთ. ამასობაში წარმოჩინდა ევროკავშირში სერიოზული გუნდი, რომელიც საქართველოს ინტერესებს იცავს. ესენი არიან უნგრეთი, იტალია, სლოვაკეთი, ბულგარეთი, გერმანია, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ მკაცრი ნაბიჯების გადადგმის მომხრენი არ არიან. სიტუაცია არის ისეთი, რომ აზრს კარგავს ის პოლიტიკა, რომელსაც ჯოზეფ ბორელი ახორციელებს. ამიტომაც მისი გეგმა საქართველოს წინააღმდეგ დაბლოკეს. ბორელი ამბობს, რომ ჩვენ ახლა დავიბარებთ ოდირის ხელმძღვანელს და დაკითხვას მოვუწყობთ იმასთან დაკავშირებით, ერთი რა დოკუმენტები აქვთ, რომ საქართველოს ხელისუფელბამ არჩევნები არ გააყალბა. წარმოგიდგენია, ამხელა ავტორიტეტის მქონე ორგანიზაციის ხელმძღვანელს იბარებს ბორელი და დაკითხვას უწყობს. მის ავტორიტეტს, რომელიც მსოფლიოში არავის კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია, ბორელი აყენებს. ამიტომ პროცესები დაწყებულია და მალე ევროკავშირში ყველაფერი რადიკალურად შეიცვლება“, - ამბობს ახვლედიანი.

რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი კი ამბობს, რომ ევროპისთვის არ არის მარტივი მტკიცებულებების გარეშე აბსოლუტურ ჭეშმარიტებად მიიღოს ის ეჭვები, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციას აქვს. გოგოლაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ მტკიცებულებები, რომელიც ბოლომდე არ არის დამუშავებული და შესწავლილი, ევროპაში უპირობო მტკიცებულებად არ მიიღებენ.

„ევროპარლამენტში, ევროკომისიაში და ევროპის ქვეყნებში ყველაფერს სერიზულად უყურებენ და ისინი ცდილობენ მიიღონ სრული სურათი არჩევნებთან დაკავშირებით. მხოლოდ საუბარი იმაზე, რომ არჩევნები გაყალბდა, არ კმარა. ამას სჭირდება მტკიცებულებები, როგორ გაყალბდა და რა ფორმით. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებას. ერთი მხარეა, სადაც ევროკავშირს მკაფიოდ აქვს უკვე პოზიცია ჩამოყალიბებული კანონებთან დაკავშირებით, რომლის გაწვევასაც ითხოვენ, მაგრამ მეორე საკითხი გაჩნდა არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. აქ კი მათ ძალიან სერიოზული გამოკვლევა სჭირდებათ.

ასე ხელაღებით ყველა თანახმა არაა და ვერ შეთანხმდება იმაზე, რომ აქ არჩევნები გაყალბდა. ამისთვის თვალსაჩინო მტკიცებულებებია საჭირო. იმ მისიის მიზანი, რომელიც „ტექნიკური მისიის“ სახით საქართველოში ჩამოვა სწორედ ფაქტების შეგროვება იქნება. მათი დამუშავება მოხდება და სწორედ არჩევნებთან დაკავშირებულ ინფორმაციას შეეხება. ისინი დაელაპარაკებიან ყველა აქტორს, რომელსაც არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმაცია აქვს. თავად შეისწავლიან ყველაფერს, სანამ ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებენ. ეუთო /ოდირი თავისთავად არის უმნიშვნელოვანესი სადამკვირვებლო მისია, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმეა და მათ საკმაოდ დიდი ინფორმაცია გააჩნიათ. ეს ორგანიზაცია ჯერ კიდევ ინფორმაციას და ანალიზს აგროვებს. ამიტომ ოდირი ავტორიტეტული ორგანიზაციაა და მისი აზრი გათვალისწინებული აუცილებლად იქნება, დაერქვას ამ არჩევნებს ლეგიტიმური თუ არა. შესაძლოა მიეცეს კვალიფიკაცია, რომ არჩევნები ცუდად იყო ჩატარებული, მაგრამ ზედმეტია არალეგიტიმურად მისი ცნობა, რადგან არჩევნების შედეგებზე არ მოუხდენია გავლენა“, - ამბობს გოგოლაშვილი.

 

 

ika-ika ზუსტად რიკარდ იოზვიაკი არის ჩვეულებრივი ევროპარლამენტარების რუპორი. ამას ათქმევინებენ იმა,ს რასაც თავად ვერ ამბობენ. ეხლა აღარ მსოწონთ ამის სტატიები ოპოზიციაში? ღმერთო რა ეშველებათ? როდემდე უნდა ატარონ ხალხი ტყუილად წინდა უკან?
4 დღის უკან
დეა ეს ჟურნალისტი რომ იტყვის ვსიო, ესე იქნება. 😄😄
3 დღის უკან
ლევკოთეა ის პრიბალტიკელი შპროტებიც როგორ დადუმდნენ თევზებივით ბოლო დღეებია.
3 დღის უკან
ლაზი 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბების ვერსია, კაციშვილს არ სჯერა, რადგან ძნელია დაიჯერო ის, რაც იცი, რომ არ მომხდარა. უპირველესად არ სჯერათ იმ ოთხი გამონალოცის ლიდერბს, რადგან ვერც ერთმა დაგეშილმა "დამკვირვებელმა" ხელშესახები ვერაფერი მოუტანათ. მერე ვიღაცას გაახსენდა იქ მეორე გვერდზე წერტილი ჩანდაო, მაგრამ უთხრეს, ის კონვერტი რომ სწორედ მაგისთვის ჰქონდა იმ ბიულეტენსო და ესეც უფესვო ხავსი გამოადგათ.
ევროპელი პატრონები ითხოვენ გაყალბების ფაქტებს, აქედან კი ვარაუდების მეტს ვერაფერს აწვდიან.
რაც შეეხება "პრიბალტიკელ შპროტებს", ძალიან ცუდ დღეში არიან. ევროკავშირში შესვლის სანაცვლოდ ქვეყანა გააელგებეტეს, სუვერენიტეტის ნატამალი აღარ გააჩნიათ და ამ დროს საქართველოს მთავრობა აცხადებს ევროკავშირშიც შევალთ და ტრადიებსაც შევინარჩუნებთ და სუვერენიტეტსაცო. საქართველოს თუ ეს გაუვიდა წასულია ჯიგიმატასების საქმე, ხალხი პასუხს მოსთხოვთ ყველაფრისათვის და გასაქცევიც არსად ექნებათ. ამიტომ არიან ასე გაწიწმატებულები.
მათზე უარეს დღეშია უკრაინის პოლიტიკური ისტებლიშმენტი. ყველაფერი ზემოთარნიშნული ხომ სჭირთ, პლიუს ქვეყანა რუსეთს დაანგრევინეს, ვერც ევროკავშირში შედიან და ნატოში.
3 დღის უკან