უკრაინაში ომის დაწყებიდან 1000 დღე გავიდა

უკრაინაში ომის დაწყებიდან 1000 დღე გავიდა

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1000 დღე გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სპეციალური ვიდეო გაავრცელა.

„ჩვენ ძლიერები ვართ, ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ, ჩვენ ყველას დავამარცხებთ, იმიტომ რომ ჩვენ უკრაინა ვართ“, - აღნიშნა ზელენსკიმ მიმართვაში.

ვიდეოკადრებში, რომელიც ზელენსკიმ გაავრცელა, ნაჩვენებია საბრძოლო მოქმედებები, რუსული ჯარის მიერ უკრაინული ქალაქებისა და სოფლების დაბომბვა და აგრეთვე მისი შეხვედრები მსოფლიოს ლიდერებთან - აშშ-ის პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან, არჩეულ პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან და სხვა ქვეყნების ხელმძღვანელებთან.