კეროლაინ ლევიტი თეთრი სახლის ყველაზე ახალგაზრდა პრესმდივანი გახდება

კეროლაინ ლევიტი თეთრი სახლის ყველაზე ახალგაზრდა პრესმდივანი გახდება

დონალდ ტრამპის განცხადებით, კეროლაინ ლევიტს, რომელიც მისი საარჩევნო კამპანიის სპიკერი იყო, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობაზე დანიშნავს, - წერს BBC.

27 წლის ლევიტი იქნება თეთრი სახლის ყველაზე ახალგაზრდა პრესმდივანი აშშ-ს ისტორიაში. წინა რეკორდსმენი რონ ზიგლერი იყო. 1969 წელს ის თანამდებობაზე რიჩარდ ნიქსონმა კეროლაინ ლევიტი, ზიგლერი იმ დროს 29 წლის იყო.

„კაროლაინი ჭკვიანია, მკაცრია და დაამტკიცა, რომ მას შეუძლია იყოს ძალიან მაღალეფექტური კომუნიკაციაში“, - თქვა ტრამპმა.

ლევიტი ეუფლებოდა კომუნიკაციებსა და პოლიტიკურ მეცნიერებებს Saint Anselm College-ში. მან სტაჟირება გაიარა Fox News-ში და ტრამპის თეთრი სახლის პრესსამსახურში.

ლევიტმა ტრამპთან მუშაობა თეთრ სახლში 2019 წელს, სწავლის დამთავრების შემდეგ დაიწყო. თეთრი სახლიდან წასვლის შემდეგ, ლევიტი მუშაობდა რესპუბლიკელი კონგრესმენის ელიზ სტეფანიკის კომუნიკაციების დირექტორად, რომელიც ტრამპმა გაეროს ელჩად წარადგინა.

2024 წლის იანვარში ლევიტი ტრამპის კამპანიის პრეს-მდივანი გახდა.