Bloomberg: ევროკავშირი 19 ნოემბრის სამიტზე ტრამპის გამარჯვების შემდეგ აშშ-თან ურთიერთობებს გადააფასებს

Bloomberg: ევროკავშირი 19 ნოემბრის სამიტზე ტრამპის გამარჯვების შემდეგ აშშ-თან ურთიერთობებს გადააფასებს

ევროკავშირი ემზადება, რომ გადააფასოს მისი ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

სააგენტოს მტკიცებით, ეს 19 ნოემბერს გასამართ ევროკავშირის სამიტზე მოხდება.

„ევროკავშირი ფასეულობების გადახედვისთვის ემზადება. მის ლიდერებს მსოფლიოში ევროპისთვის ადგილის მოძიება სურთ. ეს კი ორგანიზაციის მის უახლოეს მოკავშირესთან - აშშ-თან - ურთიერთობების გადაფასებას ნიშნავს. ისინი ამით ბრიუსელში 19 ნოემბერს ლანჩის დროს დაკავდებიან“, - წერს Bloomberg-ი.

როგორც სააგენტო ამტკიცებს, 19 ნოემბერს გასამართ სამიტზე ევროკავშირის წევრი-ქვეყნების ლიდერები აგრეთვე დიდ ბრიტანეთთან ურთიერთობების გამოცოცხლების შესაძლო გზებს განიხილავენ.