ტრამპი: ომი უკრაინაში უნდა შეწყდეს

ტრამპი: ომი უკრაინაში უნდა შეწყდეს

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ომი უკრაინაში უნდა შეწყდეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„ჩვენ ძალიან რთული სამუშაოს გაწევა მოგვიწევს რუსეთსა და უკრაინასთან. ის [ომი] უნდა შეწყდეს. რუსეთი და უკრაინა უნდა გაჩერდნენ“, - ციტირებს CNN-ი ტრამპს.

ტრამპის თქმით, მისი ადმინისტრაცია ფოკუსირებული იქნება რუსეთ-უკრაინის ომზე. მან აგრეთვე მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ ომში ადამიანები იღუპებიან, „იქნებიან ისინი ჯარისკაცები, თუ სამოქალაქო პირები“.