ზურაბიშვილი გააფარჩაკეს, ფულით ნაყიდი მანდატების პატრონები პარლამენტში შესვლას ითხოვენ, ხალხს ვერ აგროვებენ, ქალები გაუგიჟდათ, ერთმანეთს დაერივნენ...

ზურაბიშვილი გააფარჩაკეს, ფულით ნაყიდი მანდატების პატრონები პარლამენტში შესვლას ითხოვენ, ხალხს ვერ აგროვებენ, ქალები გაუგიჟდათ, ერთმანეთს დაერივნენ...

ქუჩის ჩაშლილი აქციების მიუხედავად, ოპოზიცია ისევ ჯიუტად იმეორებს, რომ მათი ბრძოლის მთავარი ხაზი ქუჩაზე გადის. არადა არჩევნებიდან სამი კვირის თავზე, ოპოზიციას ის ხალხიც შემოეფანტა, რომლებიც არჩევნების მეორე დღეს რუსთაველზე იდგა. ასევე თავად ოპოზიციის შიგნით გაჩნდა დაპირისპირებაც. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ბრძოლას სამი მიმართულებით ცდილობს, აქედან ჯერჯერობით არც ერთი მათგანი არ გამოსდის. როგორც for.ge-ს ინფორმირებული წყარო უყვება, ოპოზიციაში ხელს ერთმანეთისკენ იშვერენ და ერთმანეთს ადანაშაულებენ, რაც ადრე თუ გვიან, გარეთაც გამოჟონავს. ჯერჯერობით კი, ოპოზიცია ცდილობს სამართლებრივი დავის პარალელურად, პოლიტიკური ბრძოლის ხაზი ქუჩაში გადაიტანოს. თუმცა, ვინაიდან ხალხი აქციებზე აღარ გამოდის, პერფორმანსების დადგმაზე და სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვაე გადავიდნენ, რათა შექმნან ფონი, თითქოს თბილისში ოპოზიცურად განწყობილი მოქალაქეები არჩევნების „გაყალლბებას“ არ ეგუებიან. მათი რიტორიკა რეალობას უკევ იმდენად ასცდა, რომ საკუთარი ამომრჩევლის მხრიდანაც კი დაცინვის საგანი გახდნენ. 

მაგალითად, 13 ნოემბერს ცესკო-ს მიმდებარე ტერიტორიაზე დეპუტატი ქალების მეთაურობით პროტესტის კერის შექმნას შეეცადნენ. პოლიტიკოსი ანა დოლიძე იმდენად იყო მდგომარეობიდან გამოსული, რომ ქუჩის გადაკეტვა მარტომ  სცადა. მიუხედავად პოლიციელების არაერთი თხოვნისა, ის გზაზე მიმავალ ავტომობილებს წინ უდგებოდა და გაჩერებას უბრძანებდა. დოლიძე უკვე რადენიმე დღეა ამტკიცებს, რომ ისინი არიან გამარჯვებული ხლეისუფლება და „ოცნება“ დე ფაქტო ხელისუფლებაა.

„საქართველოს პარლამენტი ვართ ჩვენ, საქართველოს ხელისუფლება ვართ ჩვენ, საქართველოში არჩევნები მოიგო პროევროპულმა მოძრაობამ და ჩვენ ვაპირებთ, ეს არჩევნები დავიცვათ“, - ამბობს დოლიძე.

ანა ნაცვლიშვილი კი ქალების აყოლიებას ცდილობდა და ისიც დაჟინებით, აქციის მონაწილე ქალებთან ერთად იმეორებდა, რომ გამარჯვებული ამ არჩევნებში ოპოზიციაა.

 ოპოზიცია ამბობს, რომ მსგავსი აქციები მომავალშიც იგეგმება, ამიტომ 15 ნოემბერს აქცია ახლა ევროკავშირის საელჩოსთან დანიშნეს. ისინი საღამოს შვიდ საათზე შეიკრიბებიან და ევროკავშირის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მოითხოვენ.

ჩვენი წყარო ამბობს, რომ სიტუაცია ოპოზიციის შიგნით ძალიან მძიმეა. ბოლო დროს ლიდერები ერთამენთსაც აღარ ესაუბრებიან და სამოქმედო გეგმა არ არსებობს.

„ოპოზიციაში ერთამენთის წინააღმდეგ ბრალდებები და ხელის გაშვერა უკვე დაიწყო. ალბათ, აკვირდებით, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც კი აღარ ჩნდება დიდად და არაფერს აღარ ამბობს. საქმე ისაა, რომ ზურაბიშვილსა და ოპოზიციის ზოგიერთ ლიდერს შორის სამოქმედო გეგმასთან და ლიდერობასთან დაკავშირებით დაპირისპირება დაიწყო. ოპოზიციაში ბევრი ბიზნესმენი არ აპირებს მანდატების დატოვებას. ზოგიერთ მათგანს ეს მანდატი ნაყიდიც აქვს, ამიტომ საერთოდ არ ფიქრობენ, რომ პარლამენტში არ უნდა შევიდნენ. მიხვდნენ, რომ მხოლოდ მელნის გაჟონვა და რაღაცა სისულელეების მოგონება არაფერს მისცემთ.

მსგავსი გაჟონვა მელნის კი არა ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში საერთოდ ღია საარჩევნო ყუთებით ხდება ხმის მიცემა. აქ იყო ძალიან ბევრი დამკვირვებელი და უმეტესმა მათგანმ საკუთარი თვალით ნახა, რაც ხდებოდა. ახლა კი ცოტა მოაზროვნე ვინც არის, ყველა ხვდება, რომ აზრი არაფერს აღარ აქვს. თუმცა იმდენი ფული აიღეს და იმდენი ატყუეს ხალხი, რომ ახლა ერთმანეთს დაერივნენ. რა კარვები და ღამის თევა, მსგავსი არავის არაფერი უნდა. ის ხალხიც კი გაექცათ უკვე, ვინც აქციებზე ფულით მოჰყავდათ. ბოლო დროს ფულის გადახდაც აღარ უნდათ. ამიტომ დარბის თითო-ოროლა პოლიტიკოსი, რომლებსაც ბევრი ფული აქვთ გრანტებით აღებული და ვითომ რაღაცა დღის წესრიგის შექმნას ცდილობენ. ერთმანეთსაც აღარ ენდობიან და მგონია, რომ ყველა რაღაცა დამოუკიდებელ თამაშს თამაშობს და ცდილობენ, როგორ შევიდნენ პარლმენტში“, - ყვება წყარო ოპოზიციიდან for.ge-სთან.

მისივე თქმით, რაც შეეხება საყოველთაო დაუმორცჩილებლობას, ეს გეგმა ოპოზიციაში ბევრს სასაცილოდაც არ ჰყოფნის. უკვე იმდენი თანხები იხარჯება ამ ყველაფრის ორგანიზებაში, რომ ფულის გამო ერთმანეთსაც უპირისპირდებიან.

„წარმოდგენა არა აქვთ რაზე საუბრობენ, რას აკეთებენ. რა გეგმა რის გეგმა, ისიც კი არ იციან რამდენი კაცი გამოვა აქციაზე. ვის შეუძლია დაუმორჩილებლობა გამოაცხადოს, სად უნდა გაიფიცონ და ა.შ. არაფერი იციან. ასევე, უნდა გამოარჩიონ თავისი ამომრჩევლიდან ისინი, ვინც მზადაა მნიშვნელოვანი დრო პროტესტს და წინააღმდეგობას დაუთმოს. თუმცა მსგავსი 10 კაციც კი არა ჰყავთ. ეს „საყოველთაო დაუმორჩილებლობა“ რა ჯდება და ვინ იღებს ამ რესურსებს, ამის აზრზეც არ არიან. რეგიონებიდანაც კაციშვილი ვერ ჩამოიყვანეს“, - გვიყვება წყარო.

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე კი for.ge-სთან ამბობს, რომ ოპოზიცია სასოწარკვეთილებაშია და საკუთარი თავი ჩიხში კიდევ ერთხელ თავადვე შეიყვანა. ქადაგიძე ამბობს, რომ მხარდამჭერებს და მათ ლობისტებს დასავლეთში დააჯერეს, რომ ისინი არჩევნებს იგებდნენ, იმდენი ფული დაარიცხინეს, რომ ახლა სხვა გზა არა აქვთ და გზაკვალარეულები ქუჩაში ისტერიულად დარბიან.

„ოპოზიცია გამარგინალებულია. ყოველ დღე, რაც უფრო უაზრო და აბსურდულ განცხადებებს გააკეთებენ, არაადეკვატურად მოიქცევიან, ისინი იმ მხარდაჭერასაც დაკარგავენ, რაც ამ არჩევნებზე აიღეს. მათი განცახდებები და მოქმედებები უკვე რეალობას არის მოწყვეტილი. შესაძლოა ითქვას, რომ რადიკალური ოპოზიცია ხელოვნურ სუნთქვაზეა მიერთებული. რა ქუჩის აქციები, რის ქუჩის აქციები, მხარდამჭერები აღარ უჯერებენ. ხალხს ვერაფერი გეგმა ვერ უთხრეს და ახლა თითოოროლა პოლიტიკოსი, რომლებსაც ფული აქვთ აღბეული ჩვენი პარტნიორებისგან, გიჟებივით ქუჩაში მარტოები დარბიან და გზებს კეტავენ. თავიანთი მედიებით, ფეიკ-ინფორმციებით რაღაცა აქციების ილუზიას ქმნიან. თუმცა ამასაც ვეღარ ახერხებენ და ხალხის თვალში უკვე საცოდავებად გამოიყურებიან. ერთადერთი მიზანი რაც ახლა ოპოზიციას აქვს, იქნება რამენაირად პარლამენტში შეძრომა მოახერხონ.

რადიკლური გზაც კი დასრულდა, რადგან ხალხი ამათ ყურადღებასაც აღარ აქცევს. უბრალოდ, ხუმრობით ასე შეიძლება ითქვას, რომ იმ რესურსების ათვისება მიდის, რაც პარტნიორების მხრიდან არის გამოყოფილი. დონორი ხომ უნდა დაარმწუნონ იმაში, რომ ფული რომელიც მიიღეს, რელევანტურად იხარჯება. არადა ქუჩაში მარტოები დარბიან და მანქანებს უხტებიან წინ. კრიტიკული მასის შეკრება და პოლიტიკური კრიზისის შექმნის თავი არა აქვთ. ხალხის თვალში ისინი გაკოტრებულები არიან. ხან კარვებს აანონსებენ, ხან ლეიბებს, ხან ქუჩაში ქალებს დაატარებენ და ეს ქალები, როგორც კაცები, ისე იწევენ პოლიციელებზე საცემად, აგინებენ, იქნებ რამე პროვოკაცია მოხდეს. მოკლედ იმდენად არიან არეულები, რომ უკვე შესაცოდებიც კი არიან“, - ამბობს ქადაგიძე.

მისი თქმით, ამ არაადეკვატური ქმედებებით ხალხს კიდევ უფრო არწმუნებენ იმაში, რომ მათ ხელისუფლება და ქვეყანა ხელში არ უნდა ჩაუვარდეთ. ქართველი ხალხი მიხვდა, რომ ასეთ არაადეკვატურ ოპოზიციას ქვეყნის დაღუპვის მეტი არაფერი შეუძლია.

 

 

Gami ზურაბიშვილი ბარგს ალაგებს, ფიქრობს რომელი სერვიზი გააყოლოს ხელს. ხოლო დოლიძე, ნაცვლიშვილი და კორძაია ერთმანეთთან სექსით დაკავდნენ...
13 წუთის უკან